განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2018
საქმის ნომერი
010311716001463989
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010311716001463989 (3/ბ-104-18წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ--–-------–--ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე (ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ) და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2016 წლის 09 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ--–-------–--ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3-218/14 გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

განმცხადებელის განმარტებით, ქ.ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონება, ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის მასალების შესაბამისად წარმოადგენდა ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელსაც საბოლოოდ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების თანახმად ჰყავდა ორი მესაკუთრე - თ---------–--–---–ი და ლ--–-----------ე. 2008 წელს, უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციისას, ერთი უფლების საგანზე დარეგისტრირდა თანასაკუთრება. თ---------–--–---–ის მემკვიდრემ, მ----------–მა აღნიშნულ ქონებაზე მოიპოვა საკუთრების უფლება 2008 წლის N2--- სამკვიდრო მოწმობაში აღრიცხული მონაცემების საფუძველზე, კერძოდ, შენობა-ნაგებობების ლიტერი ,,ა” -საცხოვრებელი სახლის, ლიტერი ,,ა1”- ავტოფარეხის, ლიტერი ,,ბ” დამხმარე სათავსოს 3/5 ნაწილზე, რაც 2008 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრმა, 2008 წლის N2--- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებული უფლების იდენტურ მონაცემებზე, მ----------–ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი 2010 წლის 04 თებერვლის დამატებითი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2013 წელს განმეორებით განახორციელა უფლების რეგისტრაცია, რაც რეალურად მიზნად ისახავდა კანონიერი მონაცემების უკანონო ჩანაწერებით ჩანაცვლებას, შესაბამისად, ამონაწერში მ----------–ის სასარგებოლოდ უკანონო უფლებისა და არასწორი მონაცენების კანონდარღვევით აღრიცხვას.

 

სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება არაერთხელ გასაჩივრდა სასამართლოში, საჯარო რეესტრმა კანონდარღვევით აღრიცხულ მონაცემებზე დაყრდნობით და საქმის არსებითი განხილვისას მიცემული განმარტებებით არაერთხელ შეიყვანა სასამართლო შეცდომაში, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვა მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება. ამასთან, საჯარო რეესტრის ხელშეწყობით, სადავო ქონება თვალთმაქცურად გასხვისდა არაერთხელ, 2013 წლის 09 აგვისტოს მონაცემებით კი, საბოლოოდ ქონებაზე აღირიცხა - ნარგიზ ცივაძის საკუთრება.

 

2010 წლის 09 ნოემბრის N1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ლ--–-------–--ემ საკუთრებად დაირეგისტრირა დედის, ლ--–-----------ის დანაშთი უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქუჩა N---ში მდებარე 241,25 კვ.მ. ფართიდან 2/5 ნაწილი და სარდაფი - 55,6 კვ.მ. ფართის ოდენობით.

 

ლ--–-----------ეს ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქუჩა N---ში ასევე გააჩნდა დამხმარე ფართი, კერძოდ, ნაგებობების ლიტერი ,,ა 1'' ავტოფარეხის - 21,08 კვ.მ და ლიტერი ,,ბ“ დამხმარე სათავსოს - 1,60 კვ.მ საერთო ფართი, რაც არ შევიდა 2010 წლის 09 ნოემბრის N1-------- სამკვიდრო მოწმობაში.

 

2012 წლის 06 დეკემბერს ლ--–-------–--ემ N1-------- განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქუჩა N---ში მდებარე დაურეგისტრირებელი დამხმარე ფართის ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, N1-------- განცხადზე შეჩერდა წარმოება, ხოლო სააგენტოს N8----------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, იმ მოტივით რომ არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინფორმაცია.

 

ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 14 აპრილის N8------------03 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს უარი ეთქვა კანონიერ მოთხოვნაზე, თანასაკუთრებაში არსებულ ერთი უფლების საგანზე მეორე მესაკუთრის ქონებრივი უფლების რეგისტრაციისა და ამ ქონებაში დაურეგისტრირებელი ფართის მონაცემების სრულყოფილად ასახვის შესახებ. გადაწყვეტილების მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციას.

 

სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 14 აპრილის N8------------03 გადაწყვეტილება, ლ--–-------–--ემ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის 2014 წლის 0-----–--ის გადაწყვეტილებით N1----- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2014 წლის 07 ივლისს, ლ--–-------–--ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2014 წლის 14 აპრილის №8------------3 და 2014 წლის 0-----–--ის №1----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის საქმე №3-218/14 გადაწყვეტილებით, ლ--–-------–--ის ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის №ბს-73-72(კ-16) განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

 

ლ--–-------–--ის მტკიცებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მოპასუხე მხარის არასწორ განმარტებებს, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. გადაწყვეტილება დაეფუძნა საჯარო რეესტრის კანონდარღვევით აღრიცხულ მონაცემებს, ძველ ამონაწერებს, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარდგენილი იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებზე ხარვეზის გასწორების შესახებ მიღებული 21.07.2014 წლის N8------------05 გადაწყვეტილება, რაც ადასტურებდა საჯარო რეესტრში ბოლო მდგომარეობით შენობა-ნაგებობებზე და მათ საერთო ფართზე რეგისტრირებულ კანონიერ მონაცემებს, ასევე ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ლიტერი ,,ა1“- ავტოფარეხის 21.08 კვ.მ. და ლიტერი ,,ბ“ დამხმარე სათავსო 1.6 კვ.მ საერთო ფართი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2-----------ის №3----- წერილით დასტურდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, სადავოდ გამხდარი 21,08 კვ.მ ავტოფარეხი და 1,60 კვ.მ. დამხმარე სათავსოს საერთო ფართი, საკადასტრო კოდით: 0-----------, დაურეგისტრირებელია. ამასთან, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებულ T----------- 1-----2012 წლის ცნობა-დახასიათებაში მითითებული შენობა-ნაგებობების ლიტერი ,,ა“, ,,ა1“, ,,ბ“ ფართები არ წარმოადგენდა ერთი მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებას, და ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის (ე----–--ს) ქ. N---ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ლ--–-----------ის (2/5 წილი) და თ---------–--–---–ის (3/5 წილი) საკუთრებად.

 

განმცხადებლის მტკიცებით, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქუჩა N---ში მდებარე სადავო ნივთი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა თანასაკუთრებას, ცნობილი იყო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, თუმცა ამასთან დაკავშირებით მხარეს არ გააჩნდა შესაბამისი წერილობით მტკიცებულება. სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2-----------ის N3----- წერილში ასახული გარემოება, წარმოადგენს სწორედ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, რაც არსებითად წინააღმდეგობაში მოდის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებბით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულება, რითაც დაკონკრეტდა დაურეგისტრირებელ სადავო ფართზე მესაკუთრეთა უფლებები, წარდგენილი რომ ყოფილიყო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, საქმეზე მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ლ--–-------–--ის სასარგებლოდ.

 

ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქუჩა N---ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილი გარემოებები ასახულია ასევე საჯარო რეესტრის 2016 წლის 2------ის N1----- პასუხზე თანდართულ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ.№---ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათზე სააგენტომ განახორციელა კანონშეუსაბამო ქმედება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თანამესაკუთრის სასარგებლოდ განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა ზიანი მიაყენა განმცხადებლის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ არ იყო ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მივიდოდა სხვა დასკვნამდე და შესაბამისად, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--–-------–--ე ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3-218/14 გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ლ--–-------–--ის განცხადება, ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ--–-------–--ემ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორია საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ თითქოს დარღვეულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები, რაც არასწორია, რადგან მან (ლ------–--ემ) საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას მოიპოვა დოკუმენტი, კერძოდ სააგენტოს 21.12.2015 წ N3----- წერილი/განმარტება, რომელიც დამატებით წარადგინა. უზენაესი სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 14.07.2016 წელს, საიდანაც გაირკვა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა და არ იმსჯელა დამატებით წარდგენილ მტკიცებულებაზე, შესაბამისად მან (ლ------–--იმ) განცხადებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 09.08.2016 წელს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2015 წლის 20 თებერვლის N3-218/14 საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, მას არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან სასამართლომ არასწორად განმარტა მისი (ლ------–--ის) სასარჩელო მოთხოვნა, თითქოსდა ის ითხოვდა მხოლოდ ლიტერი ,,ა1’’ ავტოფარეხის და ლიტერი ,,ბ“-ს ნაწილობრივი მონაცემების აღრიცხვას. აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობდა მის (ლ------–--ის) სახელზე მომზადებული 0-----2014 წლის სამკვიდრო მოწმობისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი ფართის, კერძოდ ლიტერი ,,ა1“ ავტოფარეხის - 21.08 კვ.მ. ფართის და ლიტერი ,,ბ“ დამხმარე სათავსოს - 1.60 კვ.მ. ფართის აღრიცხვას და მხოლოდ ამის შემდეგ აღნიშნული ფართის მესაკუთრეთა იდეალური წილების შესაბამისად აღრიცხვას, ვინაიდან სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის შესაბამისად დასარეგისტრირებელ ფართზე დღემდე არ არის განსაზღვრული რეალურად თითოეული მესაკუთრის ფართის მოცულობა, შესაბამისად სასამართლომ მის (ლ------–--ის) განცხადება არასწორად შეაფასა.

 

სასამართლომ არ შეაფასა სააგენტოს 1-----2016 წლის N5---- დასკვნა, რომელიც ადასტურებდა სადავო უძრავ ნივთზე კანონდარღვევის ფაქტს. ამასთან სასამართლოს ეცნობა, რომ რეესტრიც იყო დაინტერესებული მხარე, რომელმაც არაერთხელ განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება მ----------–ის სასარგებლოდ.

 

29.09.2015 წელს მან (ლ------–--ემ) შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა 25.09.2015 წელს მოპოვებული სადაო უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი, მაგრამ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, გაიზიარა მხოლოდ სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებები, თითქოს სააღრიცხვო ბარათში აღრიცხული მონაცემები შესაბამებოდა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციას, თუმცა როგორც 1-----2016 წლის N5---- დასკვნით გაირკვა სააწინააღმდეგო დაადგინა სააგენტოს, ანუ სასამართლო მოპასუხე მხარემ შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.

 

სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო სადავო უძრავი ნივთის თანასაკუთრების შესახებ და რომ წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენდა ახალ გარემოებას, ანუ სასამართლომ თავისი განმარტებით დაადასტურა სადავო უძრავი ნივთის/ქონების დაურეგისტრირებელ ფართზე თანასაკუთრება, თუმცა 20.02.2015 წ. განჩინებით იგივე სასამართლო შემადგენლობამ დაადგინა, რომ ლ--–-------–--ეს არ მოუპოვებია მ--–---–---–ის ქუჩის N---ში მდებარე ლიტერი ,,ა1’’ ავტოფარეხის 21.08 კვ.მ. ფართსა და ლიტერი ,,ბ“ დამხმარე სათავსოს -1.6 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლება. სასამართლოს განმარტება ბუნდოვანს ხდის და ეწინააღმდეგება მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა განცხადებაში მითითებული ახალი გარემოება და მტკიცებულება, კერძოდ 19.04.2016 წ. N3-189/16 განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების, დასაშვებად ცნობისა და მესამე პირის ჩაბმის თაობაზე. როდესაც იგივე სასამართლო შემადგენლობა აწარმოებს იგივე სადაო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღრიცხვასთან დაკავშირებით საქმის წარმოებას. კერძოდ ჯ----–-------ემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით (N3-189-16 და N3-75/16) სადაც ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სააგენტოს დავალდებულება უძრავ ნივთზე პირველადი რეგისტრაციის კანონიერი უფლების სრულყოფილად აღდგენა, რაც გულისხმობს შენობა-ნაგებობებზე და მათ საერთო ფართზე მესაკუთრეთა უფლებების აღრიცხვას, ანუ სასამართლოსთვის საქმის განხილვისას დამატებით ცნობილი გახდა ახალი გარემოებები. შესაბამისად უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოებისას მან (ლ------–--ემ) მოიპოვა სააგენტოს მიერ მომზადებული არაერთი მტკიცებულება, რაც დადასტურდებოდა სადავო უძრავ ნივთზე სააგენტოს მიერ თანამესაკუთრის სასარგებლოდ განხორციელებულ არაერთ კანონდარღვევის ფაქტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და განცხადების დაკმაყოფილებას.

 

სააპელაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ--–-------–--ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლისის სახით და კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 09 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ--–-------–--ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3-218/14 გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ--–-------–--ის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 1-----2014 წლის №8------------03 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.07.2014 წლის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას განახორციელოს ლ--–-------–--ის სახელზე წილობრივი მონაცემების მიხედვით ქ.ბათუმში, პ.მ--–---–---–ის ქუჩა №---ში მდებარე 21.08 კვ.მ. ავტოფარეხზე (ლიტ ,,ა1”) და 1.60 კვ.მ. დამხმარე ფართობზე (ლიტ ,,ბ’’) საკუთრების უფლების რეგისტრაცია _ არ დაკმაყოფილდა.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ლ--–-------–--ის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 ივნისის განჩინებით (საქმე №ბს-73-72 (კ-16) ლ--–-------–--ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.

 

განმცხადებელი ლ--–-------–--ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3-218/14 გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის (ლ--–-------–--ე) წლების განმავლობაში სადავოდ ხდიდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული ჩანაწერების კანონიერების საკითხს - ქ. ბათუმში, პ. მ--–---–---–ის ქუჩა N---ში მდებარე ლიტერი „ა1“-სა და ლიტერი „ბ“-სთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა არა ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ თანასაკუთრებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2-----------ის N3----- წერილით კი (რომელიც განმცხადებელს ჩაბარდა 2016 წელს) მისთვის ცნობილი გახდა - ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებულ T-----------, 1-----2012 წლის ცნობა-დახასიათებაში მითითებული შენობა-ნაგებობების ფართები არ წარმოადგენს ერთი მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებას, ქ. ბათუმი, მ--–---–---–ის (ე----–--ს) ქ. N---ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ლ--–-----------ის (2/5 წილი) და თ---------–--–---–ის (3/5 წილი) საკუთრებად, თითოეულ მესაკუთრეს რეალურად რა ფართი უჭირავს სააღრიცხვო ჩანაწერებით არ დგინდება. სახლთმფლობელობა განლაგებულია საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე ფართით - 238, 65 კვ.მ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2-----------ის N3----- წერილი არის სწორედ ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი ამომწურავად მიუთითებს ყველა იმ შემთხვევაზე, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სააპელაციო სასამართლოს, ისევე როგორც საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–-------–--ის განცხადება არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები და მოპოვებული მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ--–-------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ 2010 წლის 04 თებერვლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მ----------–ს მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლის, თ---------–--–---–ის სამკვიდრო ქონება, ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. №---ში მდებარე დამხმარე სათავსოები, ლიტერი „ა1“ და „ბ“, რაც საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. 2010 წლის 04 თებერვლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. №---ში 232 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული 192,5 კვ.მ. ფართი და ლიტერი ა (3,1 X 6,8) ლიტერი ბ (1,15 X 1,15) აღირიცხა მ----------–ის საკუთრებად.

 

2010 წლის 04 თებერვლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და 2013 წლის 26 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 26 ივნისიდან ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. №---ში მდებარე 192,5 კვ.მ. სახლი და დამხმარე სათავსოები, ლიტერი „ა1“ (3,1X6,8) და ლიტერი „ბ“ (1,15 X1,15) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი---------–-ს საკუთრებად.

 

2010 წლის 04 თებერვლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და 2013 წლის 09 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 09 აგვისტოდან ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. №---ში მდებარე 192,5 კვ.მ. სახლი და დამხმარე სათავსოები, ლიტერი „ა1“ (3,1X6,8) და ლიტერი „ბ“ (1,15 X1,15) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი---------–-ს საკუთრებად.

 

2010 წლის 04 თებერვლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის, 2013 წლის 09 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების და 2014 წლის 07 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 07 მაისიდან ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. №---ში მდებარე 192,5 კვ.მ. სახლი და დამხმარე სათავსოები, ლიტერი „ა1“ (3,1X6,8) და ლიტერი „ბ“ (1,15 X1,15) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნარგიზ ცივაძის საკუთრებად.

 

2014 წლის 15 მაისის, 09 ივნისის, 21 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, ნარგიზ ცივაძის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. №---ში მდებარე, 192,5 კვ.მ. ფართი და ლიტ ,,ა“ (3,1 X 6,8), ლიტ ,,ბ“ (1,15 X 1,15), 232 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ნარგიზ ცივაძის, ლ--–-------–--ისა და ჯ----–-------ის თანასაკუთრებას ლ--–-------–--ის საკუთრებაში საჯარო რეესტრში ირიცხებოდა ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. №---ში მდებარე, 232 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 241,5 კვ.მ. ფართის 2/5 ნაწილი, ხოლო ჯ----–-------ის საკუთრებას წარმოადგენდა აქვე მდებარე, 55,6 კვ.მ. სარდაფი.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურის მითითებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული და ლ--–-------–--ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, ,,ა(1)“ და ,,ბ“ ლიტერები, არ წარმოადგენდა ლ--–-------–--ის თანასაკუთრების უფლების ობიექტს. გარდა ამისა, მოსარჩელის მამკვიდრებელს, ლ--–-----------ეს ნასყიდობის ხელშეკრულების, ან სხვა საფუძვლით, ასევე თვით მოსარჩელე ლ--–-------–--ეს არ მოუპოვებია თანასაკუთრების უფლება სადავო ქონებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 2-----------ის №3----- წერილი, რომლის საფუძველზეც ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, არ არსებობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, შესაბამისად, მას ვერც მხარე წარადგენდა სასამართლოში და სასამართლოს მიერაც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, რამდენადაც სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული წერილი შედგენილია სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. რაც შეეხება სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 2-----------ის №3----- წერილში მითითებულ გარემოებებს, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებულ T----------- 1-----2012 წლის ცნობა-დახასიათებაში მითითებული შენობა-ნაგებობების ფართები არ წარმოადგენდა ერთი მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებას და ქ.ბათუმში, მ--–---–---–ის (ე----–--ს) ქ. N---ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ლ--–-----------ის (2/5 წილი) და თ---------–--–---–ის (3/5 წილი) საკუთრებად, ამას სასამართლო დავის დროსაც მიუთითებდა მოსარჩელე მხარე, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით მას მოსარჩელე მხარის სასარგებლო შეფასება არ მისცემია.

 

ლ--–-------–--ე განსახილველ განცხადებაშიც აღნიშნავს, ქ. ბათუმში, მ--–---–---–ის ქუჩა N---ში მდებარე სადავო ნივთი რომ თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ცნობილი იყო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, თუმცა ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს არ გააჩნდა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება. ასეთ მტკიცებულებად კი განმცხადებელი სწორედ სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 2-----------ის №3----- წერილს მიიჩნევს, რაც, სასამართლოს აზრით ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელიც გამოთქმულია არაერთ განჩინებაში, რომლის თანახმადაც, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად აღსრულებაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი მისთვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში, ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ თვლის საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მხარის მიერ მიჩნეული გარემოების უტყუარად დადგენის აუცილებლობას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონი მხოლოდ გამონაკლისის სახით უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას და ამომწურავად განსაზღვრავს მის საფუძვლებსა და წინაპირობებს. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ისეთი მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე, რომელზედაც მხარე უთითებდა საქმის განხილვის დროს, მაგრამ შესაძლოა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი სრულფასოვნად ვერ განახორციელა საპროცესო მექანიზმების გამოუყენებლობის ან სხვა მიზეზის გამო და ვერ დაადასტურა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა სარჩელს ან შესაგებელს, ხოლო საქმის განხილვის დასრულების შემდეგ შეიქმნა ისეთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს მის პოზიციას. ამგვარი საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას კანონი არ ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოების განახლება შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ საქმეზე და არა მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება კანონიერია, რაც მისი გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი კერძო საჩივრის უარყოფის საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ--–-------–--ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

 

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე