განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2018
საქმის ნომერი
020315417002231133
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020315417002231133 (3/ბ-190-18წელი)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ------------------ა

 

მოპასუხეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგონალური ოფისი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სს ,,ს-----------------------ი’’,შპს ,,ს----------–----–-------------------ი’’

 

მესამე პირები - შპს ,,ვ--–------’’, შპს ,,გ-----------------------ო’’

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა

 

გასაჩივრებული განჩინება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 25 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა თ------------------ას წარმომადგენელმა ლ-–-------ემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის, დავის დასრულებამდე, რეგისტრაციისა და ნებისმიერი ცვლილების განხორციელების აკრძალვა სარეგისტრაციო მონაცემებში შემდეგ უძრავ ნივთებზე: ს/კ 4-----------; ს---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

 

ზემოაღნიშნუნლი განჩინება გაასაჩივრა თ------------------ას წარმომადგენელმა ლ-–-------ემ (ს.ფ. 48-51).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 იანვრის განჩინებით თ------------------ას საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, - გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 26.12.2017 წ განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის შესახებ და თ------------------ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავის დასრულებამდე აეკრძალა რეგისტრაციისა და ნებისმიერი ცვლილების განხორციელება სარეგისტრაციო მონაცემებში შემდეგ უძრავ ნივთებზე (მესაკუთრე სახელმწიფო): ს/კ 4-----------; ს---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 იანვრის განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება (ს.ფ. 69-70).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლომ 2018 წლის 28 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ დააკმაყოფილა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ.75-78).

საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე თ------------------ას სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სს ,,ს-----------------------ის’’, შპს ,,ს----------–----–-------------------ის’’, მესამე პირების - შპს ,,ვ--–------ს’’ და შპს ,,გ-----------------------ოს’’ მიმართ - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ექსპერტიზის ჩატარებამდე საქმეზე შეჩერებულია წარმოება.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 26.12.2017 წ განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის შესახებ და თ------------------ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავის დასრულებამდე აეკრძალა რეგისტრაციისა და ნებისმიერი ცვლილების განხორციელება სარეგისტრაციო მონაცემებში შემდეგ უძრავ ნივთებზე (მესაკუთრე სახელმწიფო): ს/კ 4-----------; ს---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

 

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე იმავე დღეს - 2018 წლის 12 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე 2018 წლის 12 მარტს საჩივარი შეიტანა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ის საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

დასახელებული ნორმა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესს და ადგენს, როგორც განმცხადებლის ვალდებულებას მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების თაობაზე, ისე სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისა და მის დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის წინაპირობებს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშულება. ის წარმოადგენს პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. ამასთან, კანონის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე – მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა ვალდებულებას.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისადმი, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება გადაწყდება ინდივიდუალურად – სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერებით მსჯელობს გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ესა თუ ის ღონისძიება.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე და ამავე განცხადების შესაბამისად, წყვეტს სარჩელის განმხილველი სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის მიზანსა (რომელიც თავის თავში მოიცავს აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასაც) და სასამართლოს (და არა მხოლოდ განმცხადებლის) დასაბუთებულ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე.

 

ამასთან სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ პროცესში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სპეციფიკაზე და მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ საქმეზე არ არის მოთხოვნილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება და არც სასამართლოს უმსჯელია ამ მიმართებით, განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობა სასამართლომ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა შეაფასოს. სააპელაცი პალატა ამ მიმართებით აღნიშნავს, რომ, მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სასამართლო არ ახდენს მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებას, რამდენადაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხორციელდება სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, რაც გავლენას ვერ იქონიებს სასამართლოს მიერ მისაღებ არსებით გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის ჩანაწერი, რომელიც აქცენტს აკეთებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დასაბუთებულ ეჭვზე, რასაც უკავშირებს სასამართლოს მხრიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობაზე. ამდენად, მარტოოდენ სარჩელის წარდგენა სასამართლოში და შესაბამის გარემოებებზე მითითება, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოს მხრიდან მოხდეს მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება, შესაბამისად გაუქმდეს ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის რეგისტრაციისა და ნებისმიერი ცვლილების განხორციელების აკრძალვა სარეგისტრაციო მონაცემებში შემდეგ უძრავ ნივთებზე (მესაკუთრე სახელმწიფო) ს/კ 4-----------; ს---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე