განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002-82336
საქმე N3ბ/1187-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
6 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ-------–-----------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--–- ბ------–---;
მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 დეკემბრის №-- ბრძანება ,,გ--–- ბ------–---ს წარმომადგენლის გ------- თ---------ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგნელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ--–- ბ------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 დეკემბრის №-- ბრძანება გ--–- ბ------–---ს წარმომადგენლის გ------- თ---------ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ------ის მ--------ა ს---------ს №---- მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, დაზუსტებული ფართობი: 3.00კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 2-; საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ--–- ბ------–---ს სახელზე (ტომი 1, ს.ფ.37).
4.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ--–- ბ------–---ს მიმართ 2016 წლის 08 ნოემბერს შედგა №------ მითითება, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, მ------ის მ--------ა ს---------ს №---- (საკადასტრო კოდი: N0--------------- -ის) მოპირდაპირედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე გ--–- ბ------–---ს მიერ განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ - კლდის მოჭრის სამუშაოები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი)კალენდარული დღე (ტომი 1, ს.ფ.185-186).
4.3. 2016 წლის 14 ნოემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 08 ნოემბრის №------ მითითების პირდაპირი წესით ჩაბარება გ--–- ბ------–---ზე ვერ მოხერხდა, რადგან მოქალაქე გ--–- ბ------–--- ობიექტზე არ იმყოფებოდა, რის გამოც მითითება განთავსდა ობიექტის მოპირდაპირედ მდებარე ოფისის ფასადზე (ტომი 1, ს.ფ. 209-211).
4.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ--–- ბ------–---ს მიმართ 2016 წლის 18 ნოემბერს შედგა მითითება №------- რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, მ------ის მ--------ა ს---------ს №---- (საკადასტრო კოდი: N0--------------- -ის) მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე გ--–- ბ------–---ს მიერ მოწყობილია შლაგბაუმი, ხოლო საფეხმავლო ტროტუარზე მოწყობილია ლითონის ბარიერები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მოეხდინა ზემოაღნიშნული შლაგბაუმის და ლითონის ბარიერების დემონტაჟი უსაფრთხობის წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი)კალენდარული დღე (ტომი 1, ს.ფ. 141-142).
4.5. 2016 წლის 18 ნოემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №------ მითითების პირდაპირი წესით ჩაბარება გ--–- ბ------–---ზე ვერ მოხერხდა, რადგან მოქალაქე გ--–- ბ------–--- ობიექტზე არ იმყოფებოდა, რის გამოც მითითება განთავსდა ოფისის ფასადზე (ტომი1, ს.ფ. 173-174).
4.6. მითითების პირობების შეუსრულებლობის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2016 წლის 2- ნოემბერს გ--–- ბ------–---ს მიმართ შედგა შემოწმების №------ აქტი. (ტომი 1, ს.ფ. 143-144).
4.7. 2016 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ შემოწმების აქტის პირდაპირი წესით ჩაბარება გ--–- ბ------–---ზე ვერ მოხერხდა, რადგან გ--–- ბ------–--- ადგილზე არ იმყოფებოდა, რის გამოც შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტის ფასადზე (ტომი 1, ს.ფ. 168-170).
4.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2016 წლის 26 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი №------ გ--–- ბ------–---ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ--–- ბ------–---ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები (ტომი 1, ს.ფ. 187-188).
4.9. 2016 წლის 29 ნოემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 ნოემბრის №------ შემოწმების აქტის პირდაპირი წესით ჩაბარება გ--–- ბ------–---ზე ვერ მოხერხდა, რადგან გ--–- ბ------–--- ადგილზე არ იმყოფებოდა, რის გამოც შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტის ფასადზე (ტომი 1, ს.ფ. 204-205).
4.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №------ დადგენილებით ,,სამშენებლო სამართალდაღვევის საქმეზე’’, გ--–- ბ------–--- დაჯარიმდა 10 000 (ათიათასი) ლარით ქ. თბილისში, მ------ის მ--------ა ს---------ს ქუჩა №---- მიმდებარედ (საკადასტრო კოდი №0--------------- -ის მიმდებარედ), სახელმწიფო ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე შლაგბაუმის, ასევე საფეხმავლო ტროტუარზე ლითონის ბარიერების უნებართვოდ განთავსებისათვის (მოწყობისათვის). ამავე დადგენილებით, გ--–- ბ------–---ს დაევალა ქ. თბილისში, მ-------ის მ--------ა ს---------ს ქუჩა №---- მიმდებარედ (საკ.კოდი №0--------------- -ის მიმდებარედ) სახელმწიფო ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული (მოწყობილი) ობიექტების (გზის სავალ ნაწილზე განთავსებული შლაგბაუმის, ასევე საფეხმავლო ტროტუარზე განთავსებული ლითონის ბარიერების) დემონტაჟი. (ტომი 1, ს.ფ. 2--24).
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №------ დადგენილება გ--–- ბ------–---ს გაეგზავნა ფოსტით 2017 წლის 06 თებერვალს მისამართზე: ქ. თბილისი, ე-–------–-------- ხ--- N- და რადგანაც არ ჩაბარდა საფოსტო გზავნილი უკან დაუბრუნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2017 წლის 24 თებერვალს (ტომი1, ს.ფ. 150-152).
2017 წლის 01 მარტის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №------ დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება გ--–- ბ------–---ზე ვერ მოხერხდა, რადგან გ--–- ბ------–--- არ იმყოფებოდა ობიექტზე, რის გამოც დადგენილება განთავსდა ოფისის ფასადზე (ტომი 1, ს.ფ. 145; 147-148).
4.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის №------ დადგენილებით ,,სამშენებლო სამართალდაღვევის საქმეზე”, გ--–- ბ------–--- დაჯარიმდა 10 000 (ათიათასი) ლარით ქ. თბილისში, მ------ის მ--------ა ს---------ს ქუჩა №---- მიმდებარედ (საკ.კოდი №0--------------- -ის მოპირდაპირედ) სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების(კლდის მოჭრა) განხორციელებისათვის (ტომი 1, ს.ფ25-27).
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის №------ დადგენილება გ--–- ბ------–---ს გაეგზავნა ფოსტით 2017 წლის 06 თებერვალს მისამართზე: ქ.თბილისი, ე-–-----–------ის ხ--- N- და რადგანაც არ ჩაბარდა საფოსტო გზავნილი უკან დაუბრუნდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2017 წლის 24 თებერვალს (ტომი 1,ს.ფ. 178-181).
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 01 მარტის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის №------ დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება გ--–- ბ------–---ზე ვერ მოხერხდა, რადგან გ--–- ბ------–--- არ იმყოფებოდა ობიექტზე, რის გამოც დადგენილება განთავსდა ოფისის ფასადზე (ტომი 1, ს.ფ.145; 175-177).
4.12. საქმეში წარმოდგენილი ბ------ ბ--–-------ის ახსნა -განმარტებით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 მარტს შპს ,,მ----------------” ოფისთან მდებარე: ქ.თბილისი, მ------ის მ--------ა ს--------- №--–- მისული იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, რა დროსაც შეამჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 იანვრის №------ და 2017 წლის 25 იანვრის №------ დადგენილებები სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე განთავსებული იყო თვალსაჩინო ადგილას. აღნიშნული დადგენილებები ბ------ ბ--–-------ის მიერ ჩამოხსნილი და გადაცემული იქნა შპს,,მ----------------” დირექტორისთვის იმავე დღესვე 2017 წლის 09 მარტს (ტომი 1, ს.ფ. 129).
4.13. 2017 წლის 17 მარტს, გ--–- ბ------–---მ (წარმომადგენელი გ------- თ---------ე) ადმინისტრაციული საჩივრებით (-------------------, ადმინისტრაციული საჩივრები გაგზავნილი იქნა ფოსტით და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შესული იქნა 2017 წლის 20 მარტს) მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №------ დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის №------ დადგენილების ბათილად ცნობა (ს.ფ. 28-35).
4.14. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 დეკემბრის №-- ბრძანებით გ--–- ბ------–---ს წარმომადგენლის გ------- თ---------ის 2017 წლის 20 მარტის №------------------ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი. (ტომი 1, ს.ფ. 15-19).
4.15. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2017 წლის 26 ივლისის N------------------ წერილით ირკვევა, რომ გ--–- ნ-------ის ძე ბ------–--- №- პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2017 წლის 03 მარტს, სადაც განთავსებულია დღემდე (ტომი 1, ს.ფ.132).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა არის საგამონაკლისო ნორმა და აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობა - გააცნოს დადგენილება ადრესატს, ამ დადგენილების მისთვის პირადად გადაცემის გზით აღმოჩნდება უშედეგო. საკითხი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ადრესატისათვის დადგენილების გაცნობა ამ დოკუმენტის მისთვის პირადად ჩაბარების გზით, მოწესრიგებულია როგორც საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’, ასევე თავის მხრივ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაცნობის, გამოქვეყნების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული დროის მონაკვეთში ადრესატის მისამართზე არ ყოფნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იმ გარემოებად, რომ დოკუმენტის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეყენებინა სხვა გზა, მაგ: გაეგზავნა დოკუმენტი ადრესატისათვის მითითებულ მისამართზე (საჭიროების შემთხვევაში განმეორებით), ესარგებლა ალტერნატიული მისამართით და ა.შ, ხოლო საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.19 მუხლით განსაზღვრული წესი,- დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციულ ორგანოს, როდესაც დადგენილების გაცნობა ადრესატისათვის სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, გ--–- ბ------–---ს (წარმომადგენელი გ------- თ---------ე) მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში ასევე სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასება არ მიეცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის ბ------ ბ--–-------ის ახსნა - განმარტებას და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2017 წლის 26 ივლისის N---------------- წერილს, რომლითაც ირკვევა, რომ გ--–- ნ-------ის ძე ბ------–--- №- პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2017 წლის 03 მარტს, სადაც განთავსებულია დღემდე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, აღნიშნული კი თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის გაშვებული ვადის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.
6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის და 2017 წლის 25 იანვრის დადგენილება გ--–- ბ------–---ს ვერ ჩაბარდა, რის შემდეგაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა სცადა დადგენილების ხელზე ჩაბარება, მაგრამ უშედეგოდ. შესაბამისად, დადგენილების განთავსება განხორციელდა ქ. თბილისი, მ-------ს მ--------ა ს---------ს ქ----–- არსებული ოფისის ფასადზე.
აპელანტის განმარტებით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ დასაშვებად მიიჩნევს დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე გაკვრას, იმ შემთხვევაში თუ ჩაბარება პირადად შეუძლებელია. შესაბამისად, აქტის ჩაბარების ალტენატიული გზის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს და ფაქტობრივ წინაპირობას ქმნის მისი პირადად ჩაბარების შეუძლებლობა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მიემართა ჩაბარების ალტერნატიული გზისთვის და ხსენებული დადგენილება სამართალდამრღვევისთვის ჩაებარებინა თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
აპელანტი მიუთითებს, რომ გ--–- ბ------–---, სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის დადგენილებას და 2017 წლის 25 იანვრის დადგენილებას გაეცნო 2017 წლის 01 მარტს, ობიექტის ფასადზე განთავსების გზით და შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის ათვლაც იმავე თარიღიდან უნდა განხორციელდეს. გასაჩივრებული დადგენილება გ--–- ბ------–---ს ჩაბარებული აქვს 2017 წლის 01 მარტს, ხოლო საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილია 2017 წლის 20 მარტს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გასულია დადგენილების გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის დადგენილების და ამავე სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, სახეზე იყო წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
8.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 19.15 მუხლზე, რომლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ--–- ბ------–---ს მიმართ 2016 წლის 08 ნოემბერს შედგა მითითება №------, რომლითაც დგინდება, რომ თბილისში, მ------ის მ--------ა ს---------ს №---- (საკადასტრო კოდი: N0---------------- ის) მოპირდაპირედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე გ--–- ბ------–---ს მიერ განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ - კლდის მოჭრის სამუშაოები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი)კალენდარული დღე. დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ--–- ბ------–---ს მიმართ 2016 წლის 18 ნოემბერს შედგა მითითება №------- რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, მ------ის მ--------ა ს---------ს №----(საკადასტრო კოდი: N0----------------ის) მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე გ--–- ბ------–---ს მიერ მოწყობილია შლაგბაუმი, ხოლო საფეხმავლო ტროტუარზე მოწყობილია ლითონის ბარიერები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მოეხდინა ზემოაღნიშნულ შლაგბაუმის და ლითონის ბარიერების დემონტაჟი უსაფრთხობის წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი)კალენდარული დღე.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი №------ გ--–- ბ------–---ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ--–- ბ------–---ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 26 ნოემბერს ასევე შედგა შემოწმების აქტი №------ გ--–- ბ------–---ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ--–- ბ------–---ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 20 იანვარს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდაღვევის საქმეზე’’, რომლითაც გ--–- ბ------–--- დაჯარიმდა 10.000 (ათიათასი) ლარით ქ.თბილისში, მ------ის მ--------ა ს---------ს ქუჩა №---- მიმდებარედ (საკადასტრო კოდი №0----------------ის მიმდებარედ), სახელმწიფო ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე შლაგბაუმის, ასევე საფეხმავლო ტროტუარზე ლითონის ბარიერების უნებართვოდ განთავსებისათვის (მოწყობისათვის). ამავე დადგენილებით, გ--–- ბ------–---ს დაევალა ქ. თბილისში, მ-------ის მ--------ა ს---------ს ქუჩა №---- მიმდებარედ (საკ.კოდი №0----------------ის მიმდებარედ) სახელმწიფო ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული (მოწყობილი) ობიექტების (გზის სავალ ნაწილზე განთავსებული შლაგბაუნის, ასევე საფეხმავლო ტროტუარზე განთავსებული ლითონის ბარიერების) დემონტაჟი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილი, რომელიც არეგულირებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შექმნილი მთელი რიგი წერილობითი დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემის საკითხებს და ადგენს, რომ წერილობითი დოკუმენტი (მათ შორის დადგენილება) ადრესატს უნდა გაეცნოს ამ დადგენილების მისთვის პირადად ჩაბარების გზით, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა უტოლდება ამ წერილობითი დოკუმენტის ადრესატისათვის გაცნობის იურიდიულ ფაქტს. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული ნორმით დაკისრებული ვალდებულებები/მოქმედებები უნდა შეასრულოს სწორედ იმ თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც არის ეს წესები ასახული ნორმაში, კერძოდ- წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა არის როგორც საგამონაკლისო ნორმა და აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობა, გააცნოს დადგენილება ადრესატს ამ დადგენილების მისთვის პირადად გადაცემის გზით, აღმოჩნდება უშედეგო. საკითხი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ადრესატისათვის დადგენილების გაცნობა ამ დოკუმენტის მისთვის პირადად ჩაბარების გზით, მოწესრიგებულია როგორც საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’, ასევე თავის მხრივ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის, გამოქვეყნების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც.
პალატა მიუთთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ირკვევა, რომ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება.
პალატა ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №------ დადგენილების და ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის N------ დადგენილების გ--–- ბ------–---ზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის საფუძველზე ოფიციალური გაცნობის წესით არ მომხდარა.
პალატას საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დადგენად მიაჩნია, რომ როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №------ დადგენილება, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის N------ დადგენილება გ--–- ბ------–---ს გაეგზავნა ფოსტით 2017 წლის 06 თებერვალს მისამართზე: ქ.თბილისი, ე-–------–-------- ხ--- N- და რადგანაც არ ჩაბარდა საფოსტო გზავნილი, უკან დაუბრუნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2017 წლის 24 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 01 მარტის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №------ დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის N------ დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება გ--–- ბ------–---ზე ვერ მოხერხდა, რადგან გ--–- ბ------–--- არ იმყოფებოდა ობიექტზე, რის გამოც დადგენილებები განთავსდა ოფისის ფასადზე.
საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კონკრეტული დროის მონაკვეთში ადრესატის მისამართზე არ ყოფნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იმ გარემოებად, რომ დოკუმენტის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ--–- ბ------–---მ უარი განაცხადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №------ დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის N------ დადგენილების უშუალოდ ჩაბარებაზე. პალატის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეყენებინა სხვა გზა, მაგ: გაეგზავნა დოკუმენტი ადრესატისათვის მითითებულ მისამართზე (საჭიროების შემთხვევაში განმეორებით), ესარგებლა ალტერნატიული მისამართით და ა.შ, ხოლო საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.19 მუხლით განსაზღვრული წესი - დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციულ ორგანოს, როდესაც დადგენილების გაცნობა ადრესატისათვის სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა.
საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, დადგენილებების გ--–- ბ------–---სათვის 2017 წლის 01 მარტს ჩაბარების თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნები, არ დაიცვა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25.19 მუხლის დანაწესი, არ ამოწურა დადგენილების ადრესატისათვის პირადად გადაცემის ყველა შესაძლებლობა.
პალატა ასევე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ--–- ბ------–---ს (წარმომადგენელი გ------- თ---------ე) მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში ასევე სათანადო შეფასება არ მიეცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის - ბ------ ბ--–-------ის ახსნა-განმარტებას და ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2017 წლის 26 ივლისის N---------------- წერილს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
9. პროცესის ხარჯები:
9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -