განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2018
საქმის ნომერი
030315717002028998
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030315717002028998 (3/ბ-175-2018 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,მ---------------------ი'', ტ------–-–-----–ია

 

მოპასუხეები - შპს ,,მ----------ა-----", შპს ,,ი----- 2---", შპს ,,ფ------ 2---", შპს ,,ი----- 2---", მ-------------–ია

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა

 

გასაჩივრებული განჩინება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 28 ივლისს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების, ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომრით B-------- _ დაყადაღება.

 

განმცხადებლის განმარტებით, მათ 2017 წლის 27 ივლისს მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მოპასუხეების: შპს ,,მ----------ა------ის“ (ს/ნ 4--------), ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------), მ-------------–იას (პ/ნ 4----------), შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ------ 2----ის“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ, მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით. ამავე სარჩელით სსიპ შემოსავლების სამსახურს მოთხოვნილი ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, _ 1. შპს ,,ი----- 2---- ის“ (ს/ნ 4--------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის (მისამართები: ქ.ფოთი, მ--------–---–ის ქ.N--, ქ.ფოთი, ნ----–---–ის ქ.N---, ქ.თბილისი, თ-----------------–ის 25, ქ.თბილისი, გ-–------ პირ. მ/რ სავაჭრო ცენტრი ჩ-------ი მ/ტ); 2. შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის (მისამართები: ქ.ფოთი, მ--------–---–ის ქ.N--, ქ.ფოთი, ნ----–---–ის ქ.N---, ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ჭ----------ლის ქ.N--, ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი ა-------–-----------ს მიმდებარე ტერიტორია, ქ.ბათუმი, მ----------------; 3. სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,თ----------სა“ და სს ,,ლ-------------ში“ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშების დაყადაღება, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური დამატებით ითხოვდა ტ------–-–-----–იას კუთვნილი კიდევ ერთი ქონების - ავტომანქანის დაყადაღებას.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომერი B--------.

 

ზემოაღნიშნული განჩინება აღსრულდა დაუყოვნებლივ და ამ მიზნით 28.07.2017 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

2018 წლის 09 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,მ---------------------ის” წარმომადგენელმა ანა ხიზანაშვილმა და მოითხოვა 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

 

განცხადებაში შპს ,,მ---------------------ის” წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 2017 წლის 11 მაისს, შპს ,,მ---------------------სა“ და ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) შორის გაფორმებული იყო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N T----------, რომლის საფუძველზეც სესხის უზრუნველსაყოფად ტ------–-–-----–იას ავტომობილი დაიტვირთა შპს ,,მ---------------------ის“ პირველი რიგის გირავნობით. ტ------–-–-----–იამ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, რის გამოც ავტომობილი შპს ,,მ---------------------ს“ გადაეცა მფლობელობაში, შემდგომში სარეალიზაციოდ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილის მესაკუთრეს აეკრძალა მისი კუთვნილი ავტომობილით სარგებლობა და მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გავრცელდა ყადაღა, შპს ,,მ---------------------ი“ ვერ ახერხებს ავტომობილის რეალიზაციას ან კომპანიის სახელზე გადაფორმებას და ამ გზით მოგირავნის უფლების გამოყენებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, რადგან ავტომანქანაზე შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ გირავნობა დარეგისტრირდა უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელის მხრიდან უზრუნველყოფა განხორციელდებოდა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს ,,მ---------------------ის’’ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომერი B--------.

 

აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურმა (ს.ფ. 74-75) და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის მინით ტ------–-–-----–იას საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომერი B-------- დაყადაღება.

 

საჩივრის ავტორის აღნიშვნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინება ტ------–-–-----–იას კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადების შესახებ ჩაბარდა მოპასუხეს, რომელიც არ გაუსაჩივრებია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში. გარდა ამისა შპს ,,მ---------------------სა“ და ტ------–-–-----–იას შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა განისზღვრა 7 200 ლარით. იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე მეტი, მოგირავნე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ზემოთ არსებულ თანხას გადასცემს მესაკუთრეს, ამდენად, ტ------–-–-----–იას ქონებიდან შესაძლებელია უზრუნველყოფილი იქნეს ასევე შემოსავლების სამსახურის წინაშე არსებული დავალიანება, ამიტომ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადება უნდა იქნეს გამოყენებული დავის დასრულებამდე. ამდენად საჩივრის ავტორი ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმებას და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ტ------–-–-----–იას საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე - ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომერი B--------, ყადაღის დადებას.

 

2018 წლის 20 მარტის განჩინებით საჩივარი წარმოებაში მიიღო ფოთის საქალაქო სასამართლომ (ს.ფ. 81-83). იმავე სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 84-89).

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რამაც უნდა განაპირობოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სააპელაციო პალატა, საქალაქო სასამართლოს დასაბუთების სრულად გაზიარებით, დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მაშინ, როცა მაღალი ალბათობით არსებობს ვარაუდი სარჩელის დაკმაყოფილებისა. განცხადების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით მსჯელობა სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების თაობაზე, რის შესახებაც მითითებულია სსკ 191-ე მუხლის პირველ ნაწილში. დასაბუთებული ვარაუდი, ამ შემთხვევაში, გულისმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მხოლოდ ეჭვის ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 26 ივლისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების: შპს ,,მ----------ა------ის“ (ს/ნ 4--------); ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------); მ-------------–იას (პ/ნ 4----------); შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------); შპს ,,ფ------ 2----ის“ (ს/ნ 4--------); შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ და მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დადებოდა მოპასუხეთა ქონებას, კერძოდ:

- შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ნაშთს (მისამართები: ქ.ფოთი, მ--------–---–ის ქ.N--, ქ.ფოთი, ნ----–---–ის ქ.N---, ქ.თბილისი, თ-----------------–ის 25, ქ.თბილისი, გ-–------ პირ. მ/რ სავაჭრო ცენტრი ჩ-------ი მ/ტ);

- შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------) სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთს (მისამართები: ქ.ფოთი, მ--------–---–ის ქ.N--, ქ.ფოთი, ნ----–---–ის ქ.N---, ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ჭ----------ლის ქ.N--, ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი ა-------–-----------ს მიმდებარე ტერიტორია, ქ.ბათუმი, მ----------------;

- ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებს სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,თ----------სა“ და სს ,,ლ-------------ში“.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ყადაღა დაედო შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთს, შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთს და ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებს: სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,თ----------ში“, სს ,,ლ-------------ში“.

 

2017 წლის 28 ივლისს ფოთის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დამატებით ყადაღა დადებოდა ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომერი B--------.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომერი B--------.

 

2018 წლის 09 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,მ---------------------ის” წარმომადგენელმა ანა ხიზანაშვილმა, რომელმაც მოითხოვა 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ 2017 წლის 11 მაისს, შპს ,,მ---------------------სა“ და ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N T----------, რომლის საფუძველზეც სესხის უზრუნველსაყოფად ტ------–-–-----–იას კუთვნილი ავტომობილი დაიტვირთა შპს ,,მ---------------------ის“ პირველი რიგის გირავნობით. გირავნობის დადების დროს მესაკუთრე იყო ტ------–-–-----–ია და ნივთი უფლებრივად უნაკლო იყო. ტ------–-–-----–იამ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, რის გამოც ავტომობილი შპს ,,მ---------------------ს“ გადაეცა მფლობელობაში შემდგომში სარეალიზაციოდ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მესაკუთრის ქონებაზე გავრცელდა ყადაღა, შპს ,,მ---------------------ი“ ვერ ახერხებს ავტომობილის რეალიზაციას ან კომპანიის სახელზე გადაფორმებას და ამ გზით მოგირავნის უფლების გამოყენებას.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს ,,მ---------------------ის’’ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომერი B--------.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა გადაცემაც სხვა პირთათვის დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე. გირავნობის უფლება წარმოადგენს შეზღუდულ სანივთო უფლებას, რომლის ძალითაც კრედიტორს (მოგირავნეს), ამ შემთხვევაში შპს ,,მ---------------------ს”, აქვს უპირატესი უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით (სსიპ შემოსავლების სამსახური) დაიკმაყოფილოს, როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნა დაგირავებული ქონების მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთის ან/და გადაცემადი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (გირავნობის საგნის) რეალიზაციით, ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

შპს ,,მ---------------------ი” წარმოადგენს მოგირავნეს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მოძრავი ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობით იზღუდება მისი უფლება თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ გირავნობის ურთიერთობის მთავარი მიზანია მოგირავნემ დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, ისევე როგორც საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოგირავნის უფლებების უპირატესი ვერ იქნება მოსარჩელის მოთხოვნა და აქედან გამომდინარე საპროცესო უზრუნველყოფაც მოძრავ ქონებაზე - ავტომანქანა ,,DODGE CARAVAN 3.3 V6 LE“ (VIN: 1----------------) სახელმწიფო ნომერი B--------.

 

სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ (საქმე № 030310117002025601 (3/ბ-15-20180)) გადაწყვეტილებით ტ------–-–-----–იასა და მ-------------–იას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.09.2017წ. გადაწყვეტილება (რომლითაც დაკმაყოფილებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ივლისის სარჩელი მოპასუხეების: შპს ,,მ----------ა------ის“ (ს/ნ 4--------), ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------), მ-------------–იას (პ/ნ 4----------), შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ------ 2----ის“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ი----- 2----ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ, მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ) და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება - სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ შპს “მ----------ა------ის“ (ს/კ 4--------) ცრუმაგიერ პირად ცნობილ იქნა შპს “ი----- 2---“ (ს/კ 4--------). დანარჩენ ნაწილში (მათ შორის ტ------–-–-----–იას მიმართ) სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სსკ-ის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულის მხედველობაში მიღებითაც ტ------–-–-----–იას მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალური საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება;

 

3. საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე