განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001438425
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
საქმე №2ბ/6727-17 “ 12 ” ივნისი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი _ _ _ _ თ----- ჭ---------ა გ------- ღ----–---–ი სს „ს----------–--- ბ---ი“ რ----- თო----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 31.10.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. სს „ს----------–--- ბ---ის“ სარჩელი მოპასუხე თ----- ჭ---------ას მიმართ დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე თ----- ჭ---------ას მოსარჩელე სს „ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა:
2.1. 2011 წლის 2 მარტის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 1 304.87 აშშ დოლარის, პროცენტის - 167.66 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 131 აშშ დოლარის გადახდა;
2.2. საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 16.73 აშშ დოლარის, პროცენტის - 2.15 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1.6 აშშ დოლარის გადახდა;
2.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა თ----- ჭ---------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, დიღმის მასივი, კ--------–---, კორპ. 11, ბინა №57 (ს.კ. 01-------------------57). იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, დადგინდა, რომ გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
2.4. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. მოპასუხე თ----- ჭ---------ას მოსარჩელე სს „ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა:
3.1. სს ,,ტ-----------ბ---ის” საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 425.58 ლარის, პროცენტის - 8.81 ლარის და პირგასამტეხლოს - 8.94 ლარის გადახდა;
3.2. სს ,,ს----------–--- ბ---ის” ა---- ბარათიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 3 676.65 ლარის, პროცენტის - 447.19 ლარი და პირგასამტეხლოს - 124 ლარის გადახდა.
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
არ დაკმაყოფილდა თ----- ჭ---------ას საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე; ძალაში დარჩა 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ სარჩელი მოპასუხე თ----- ჭ---------ას წინააღმდეგ.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
2.1. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე- 2, მე-3 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და ს----------–--- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
2.2. ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- სს „ს----------–--- ბ---სა“ და თ----- ჭ---------ას შორის 2011 წლის 02 მარტს გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ----- ჭ---------აზე გაიცა კრედიტი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 18%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- მხარეებს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება, რომელზეც მსესხებელს ასევე გააჩნია დავალიანება.
საბ---ო მომსახურების ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია 2011 წლის 02 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ----- ჭ---------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მდებარე თბილისი, დიღმის მასივი, კ--------–---, კორპ. 11, ბინა №57 (ს.კ. 01-------------------57).
- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, ბ---ი უფლებამოსილია ვალდებულების დაფარვის მიზნით გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბ---ის მოთხოვნას;
- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
- მოპასუხე თ----- ჭ---------ას მიღებული აქვს 2008 წლის 19 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საკრედიტო ბარათი სს ,,ტ-----------ბ---ში” 2 000 ლარიანი ლიმიტით, ხოლო 2009 წლის 18 დეკემბერს ა----ის საკრედიტო ბარათი მიღებული აქვს სს ,,ს----------–--- ბ---ში”.
- მოპასუხის მიერ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები არაჯეროვნად იქნა შესრულებული, რის გამოც, 2016 წლის 19 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს: საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებაზე 2 781.05 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 304.87 აშშ დოლარი, პროცენტი - 167.66 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 308.52 აშშ დოლარი; დაზღვევის კრედიტზე - 35.27 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 16.73 აშშ დოლარი, პროცენტი - 2.15 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 16.39 აშშ დოლარი; სს ,,ტ-----------ბ---ის” ბარათზე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 443.33 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 425.58 ლარი, პროცენტი - 8.81 ლარი და პირგასამტეხლო - 8.94 ლარი, ხოლო სს ,,ს----------–--- ბ---ში” მიღებულ ა---- ბარათზე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5 365.30 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 676.65 ლარი, პროცენტი - 447.19 ლარი და პირგასამტეხლო - 1 241.46 ლარი;
- 2017 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადებით მომართა სს „ს----------–--- ბ---ის“ წარმომადგენელმა რ----- თო----–---–მა, შეამცირა ნაწილობრივ მოთხოვნა/პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მოპასუხე თ----- ჭ---------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 1 304.87 აშშ დოლარის, პროცენტის - 167.66 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 131 აშშ დოლარის გადახდა (ნაცვლად 1 308.52 აშშ დოლარისა); დაზღვევის კრედიტზე ძირითადი თანხის - 16.73 აშშ დოლარის, პროცენტი - 2.15 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1.6 აშშ დოლარის გადახდა (ნაცვლად 16.39 აშშ დოლარისა), ხოლო სს ,,ს----------–--- ბ---ში” მიღებულ ა---- ბარათზე არსებული დავალიანების ძირითადი თანხის - 3 676.65 ლარის, პროცენტის - 447.19 ლარი და პირგასამტეხლოს - 124 ლარის გადახდა (ნაცვლად 1 241.46 ლარისა). სხვა მოთხოვნები მის მიერ უცვლელად იქნა დატოვებული.
2.3. სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361- ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 411-ე, 412-ე, 286-ე, 301-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:
2.4. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია არც ერთ დასახელებულ შემთხვევას.
2.5. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძველი, რაც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა. საჩივრის ავტორის წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა პირადად თ----- ჭ---------ას 2016 წლის 02 სექტემბერს კანონით დადგენილი წესით. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.
2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მიხლის მიხედვით, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
"მეწარმეთა შესახებ" ს----------–--- კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, სს ,,ს----------–--- ბაკის’’ გენერალური დირექტორის მიერ რწმუნებულება შ--–-- დე--------ეზე გაცემული იყო გადანდობის უფლებით, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ რწმუნებულება გაიცა რ----- თო----–---–ზე. ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს ორგანიზაციის ვალდებულებას, გასცეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული რწმუნებულება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივარში მითითებული გარემოებები და არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში უნდა იქნეს დატოვებული.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სასარჩელო განცხადება შემოტანილია მოსარჩელის „წარმომადგენლის“ რ----- თო----–---–ის მიერ და სასარჩელო განცხადებას თან ერთვის „მინდობილობა“, რომელიც დაბეჭდილია სს „ს----------–--- ბ---ის“ ბლანკზე და მარწმუნებლის სახელით ხელს აწერს ამავე საზოგადოების იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი.
აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს და ა.შ.. კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო განცხადებას არ ერთვის იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ „რწმუნებული“ ნამდვილად მუშაობს მოსარჩელე ორგანიზაციაში, რაც საფუძველი იქნებოდა შიდა მინდობილობის გაცემისა და არ იქნებოდა საჭირო მინდობილობის ნოტარიულად დამოწმება. წარმოდგენილი მინდობილობა არ არის დამოწმებული მოსარჩელე ორგანიზაციის ბეჭდით.
3.2. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
სასარჩელო განცხადებას არ ერთვის იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სს „ს----------–--- ბ---ის“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ჰქონდა თუ არა უფლება მსგავსი მინდობილობის გაცემისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად დადასტურებულია ის გარემოება, რომ „მინდობილობა“ გაცემულია ზემოხსენებული მუხლების დარღვევით და რ----- თო----–---–ი უნდა ჩაითვალოს სარჩელის აღძვრაზე არაუფლებამოსილ პირად. სასამართლოს ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად უარი უნდა ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. 19.07.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ს----------–--- ბ---მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) მოპასუხე თ----- ჭ---------ას (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. (ტ. I, ს.ფ. 1-14).
4.2. მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები (გზავნილი) მოპასუხე მხარისთვის ჩასაბარებლად (ტ.I, ს.ფ.77-78). 15.08.2016წ. მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა (ტ. I, ს.ფ.79).
მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი საპროცესო ვადა (ტ. I, ს.ფ. 78).
4.3. 28.09.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დასტური. გზავნილი თ----- ჭ---------ას ჩაბარდა 02.09.2016წ. პირადად (ტ. 1, ს.ფ.80, 81). აღნიშნული გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე თ----- ჭ---------ას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ 10 დღიან ვადაში სარჩელზე შესაგებელის წარდგენა.
4.4. აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ რ----- თო----–---–ის სახელზე კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა.
პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.4.1. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
4.4.2. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის გენერალური დირექტორის მიერ 05.11.2015წ. სანოტარო წესით გაიცა მინდობილობა, რომლითაც შ--–-- დე--------ეს მიენიჭა სასამართლოში წარმომადგენლობის და სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება გადანდობის უფლებით (იხ.: რწმუნებულება, ტ.1, ს.ფ. 68-72; ამონაწერი, ტ.1, ს.ფ. 74,75). საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელე ბ---ის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის - შ--–-- დე---------ს მიერ 19.07.2016წ. მოსარჩელის სახელით გაცემული მინდობილობა, რომლითაც რ----- თო----–---–ს მინიჭებული აქვს სასამართლოში წარმომადგენლობის და სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება (ტ. 1, ს.ფ. 73). ამდენად, დადგენილია, რომ 19.07.2016წ., სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის წარმომადგენელ რ----- თო----–---–ს გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება.
4.4.3. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მასზედ, რომ მინდობილობა არ არის დამოწმებული მოსარჩელე ორგანიზაციის ბეჭდით, პალატა მიუთითებს "მეწარმეთა შესახებ" ს----------–--- კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი. ამდენად, კანონი არ ითვალისწინებს ორგანიზაციის ვალდებულებას, გასცეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული რწმუნებულება.
4.5. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
4.6. სამოქალაქო საპროეცსო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად:
1. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:
ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. (28.12.2007. N5669)
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა","ბ" და "გ" ქვეპუნქტებში მითითებული ერთერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და
საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო "დ" ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად.
3. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი. აპელანტი შესაგებლის წარუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობაზე არ მიუთითებს. დაუსაბუთებელია საჩივრის და სააპელაციო საჩივრის მსჯელობა მასზედ, რომ სარჩელი წარდგენილი ჰქონდა არაუფლებამოსილ პირს.
შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 2, ს.ფ. 9).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ----- ჭ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 31.10.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ს----------–--- უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე