განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
330310017002031326
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002031326

საქმე №3ბ/2958-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ--“;

წარმომადგენელი- ლ--------------ძე;

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

შპს ,,მ--’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდa ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანება ,,შპს ,,მ--’’-ის დირექტორის ზ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტეის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტეის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის N2------ გადაწყვეტილება; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქ.თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----ა’’ და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი: №0---------------) საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2015 წლის 25 დეკემბერს, შპს ,,მ--’’ -ს დირექტორმა ზ--------------–---–მა(დამკვეთი) №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’ -სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: №0---------------) საზღვრების კორექტირება.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის №2------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მოთხოვნილ ტერიტორიაზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის -რუკის მიხედვით ვრცელდებოდა შეზღუდვა (გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტყე -პარკის გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

2.1.2. 2016 წლის 16 ივნისს, შპს ,,მ--’’ -ს დირექტორმა ზ--------------–---–მა (დამკვეთი) №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და კვლავ მოითხოვა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’ -სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: №0---------------) საზღვრების კორექტირება.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 1 (რზ -1), სადაც დაუშვებელია ყოველგარი მშენებლობა. ამასთან, მოთხოვნილ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა შეზღუდვა (გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტყე -პარკის გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

2.1.3. 2016 წლის 01 აგვისტოს, შპს ,,მ--’’ -ს დირექტორმა ზ----------------–---–მა №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანებით შპს,,მ--’’ -ს დირექტორის ზ--------------–---–ის 2016 წლის 01 აგვისტოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილება.

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლომ მიუთით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის

,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის

2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანება ,,შპს ,,მ--’’-ს დირექტორის ზ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებით(დებულების) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე წესდების(დებულება) 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ- ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა, ხოლო ,,ც’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებით(დებულების) 6.1 მუხლის თანახმად, სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების განყოფილებების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ- ერთი განყოფილება არის მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებით(დებულების) მე-7 მუხლით განსაზღვრულია სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების უფლებამოსილებანი, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილების უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა)მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადება/დადგენა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, ქალაქგეგმარებითი მოწესრიგების მიზნით, მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება; გ) მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებასთან/დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება, მათი კორექტირება და სხვა; დ) დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადება; ე)მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა; ვ)სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ზ)განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება; თ) უფროსის დავალებების შესრულება; ი)ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების განხორციელება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს, შპს ,,მ--’’-ს დირექტორმა ზ--------------–---–მა(დამკვეთი) განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’-სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის №2------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მოთხოვნილ ტერიტორიაზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის-რუკის მიხედვით ვრცელდებოდა შეზღუდვა(გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტ---------ს გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 16 ივნისს შპს ,,მ--’’-ს დირექტორმა ზ--------------–---–მა(დამკვეთი) განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’-სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილებით კი განმცხადებელს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი: №0---------------) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 1(რზ-1), სადაც დაუშვებელია ყოველგარი მშენებლობა. ამასთან, მოთხოვნილ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა შეზღუდვა(გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტ---------ს გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

2.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, - უპირველეს ყოვლისა სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის

2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 1(რზ-1), სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა. ამასთან, მოთხოვნილ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა შეზღუდვა(გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტ---------ს გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ და რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება მიზანშეწონილი არ იყო, თავის მხრივ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილების თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისის საკრებულომ დაადგინა, რომ საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე

,,დ-----ს ტ---------’’ გამოიყო, როგორც გამწვანების სპეციალური ზონა და ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა: ა)ტ---------ს ტერიტორიაზე არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოების წარმოება და ბ)მოახდინოს დ-----ს ტ---------ს გამწვანების ზონის საზღვრებისა და მიწის ნაკვეთის გეგმის(წითელი ხაზების) დადგენა, დამტკიცება და მწვანე ლანდშაფტის აღდგენის გეგმის შემუშავება. სასამართლო უთითებს, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია ,,საქართველოს დედაქალაქის- თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 166.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25.5 მუხლის თანახმად კი, იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ(გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას(2017 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილება) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს არ შეუფასებია აღნიშნული გარემოება და არ დაუსაბუთებია თუ რატომ არსებოდა ქ.თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებაზე მითითების აუცილებლობა, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც შპს ,,მ--’’ ითხოვდა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’-სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებას და არა რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვის გაცემას. აღნიშნული პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა, რომელმაც განმარტა, რომ მათი მოთხოვნა არის მხოლოდ საზღვრების კორექტირება და არა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რომელსაც სხვა სახის პროცედურები და ნებართვა ესაჭიროება.

 

სასამართლომ აქვე დამატებით მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება კი არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.

 

2.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 5 ივლისის №2------ გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქ.თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----ა’’ და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: №0---------------) საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

2.3.5. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს,,მ--’’-ის დირექტორის ზ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის

თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის

№2------ გადაწყვეტილება, შესაბამისად გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

აქვე სასამართლომ დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემისას საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ არსებობდა შპს ,,მ--’’-ს დირექტორის ზ--------------–---–ის 2016 წლის

16 ივნისის განცხადებით მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან 2015 წლის 25 დეკემბრის და 2016 წლის 16 ივნისის განცხადებები წარმოადგენდა ერთი და იგივე შინაარსის მქონეს და მათთან დაკავშირებით ასევე მიღებული იყო იდენტური შინაარსის მქონე 2016 წლის 05 იანვრის №2------ და 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემულ სადავო აქტში მსგავს საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანება შპს ,,მ--’’-ს დირექტორის ზ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1 აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. კერძოდ, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფარგლებში არ უნდა შესწავლილიყო ის გარემოება, რომელზეც აპელირებდა მოსარჩელე საჩივრის განმხილველ ადმინისტარციულ ორგანოსა და სასამრთლოში, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერება იმ ფარგლებში, არსებობდა თუ არა სზაკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ივლისის N 2------ გადაწყვეტილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს მითითებას, რომ სადავოდ გამხდარ აქტში მსჯელობა არ ყოფილა სზაკ-ის 102-ე მუხლის შესაბმისად აპელანტი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ სადავო აქტის გამოცემსთან დაკავშირებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთა დაკავშირებითაც ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილბა, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა კანონის იმპერატიული მოთხოვნით შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, კერძოდ მაშინ, როდესაც არსებობს განმცხადებილისათვის ხელსაყრელი ფაქტობრივი/სამართლებრივი ახლად აღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილი გარემოება. აპელანტი მიიჩევს, რომ ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შპს „მ--.“-ს საკუთრებაში არსებული N 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 5 იანვრის N2------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, არსებობდა მისი 2016 წლის 16 ივნისის N A-------- განცხადების განხილვის დროისთვისაც.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის N 41 დადგენილება გამოცემულია „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნწტების თანახმად საკრებულოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ხოლო საკრებულოს დადგენილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩენვს, რომ სასამართლოს მოსაზრება, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის N41 დადგენილება წარმოდგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს იმ თავითვე მცდარია. შესაბამისად აპელანტი განმარტებით სრულიად დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით მოახდინა სამართლებრივი შეფასება ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის N41 დადგენილების ძალადაკარგულობასთან დაკავშირებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. 2015 წლის 25 დეკემბერს, შპს ,,მ--’’ -ს დირექტორმა ზ--------------–---–მა(დამკვეთი) №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’ -სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: №0---------------) საზღვრების კორექტირება.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის №2------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მოთხოვნილ ტერიტორიაზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის -რუკის მიხედვით ვრცელდებოდა შეზღუდვა (გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტყე -პარკის გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

4.1.2. 2016 წლის 16 ივნისს, შპს ,,მ--’’ -ს დირექტორმა ზ--------------–---–მა (დამკვეთი) №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და კვლავ მოითხოვა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’ -სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: №0---------------) საზღვრების კორექტირება.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 1 (რზ -1), სადაც დაუშვებელია ყოველგარი მშენებლობა. ამასთან, მოთხოვნილ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა შეზღუდვა (გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტყე -პარკის გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

4.1.3. 2016 წლის 01 აგვისტოს, შპს ,,მ--’’ -ს დირექტორმა ზ----------------–---–მა №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანებით შპს,,მ--’’ -ს დირექტორის ზ--------------–---–ის 2016 წლის 01 აგვისტოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილება.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს, შპს ,,მ--’’-ს დირექტორმა ზ--------------–---–მა(დამკვეთი) განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’-სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის №2------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მოთხოვნილ ტერიტორიაზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის-რუკის მიხედვით ვრცელდებოდა შეზღუდვა(გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტ---------ს გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 16 ივნისს შპს ,,მ--’’-ს დირექტორმა ზ--------------–---–მა(დამკვეთი) განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’-სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილებით კი განმცხადებელს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი: №0---------------) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 1(რზ-1), სადაც დაუშვებელია ყოველგარი მშენებლობა. ამასთან, მოთხოვნილ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა შეზღუდვა(გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტ---------ს გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

4.2.3. პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 1(რზ-1), სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა. ამასთან, მოთხოვნილ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა შეზღუდვა(გამწვანების სპეციალური ზონა), ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებით საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე დ-----ს ტ---------ს გამწვანების სპეციალურ ზონად გამოყოფის შესახებ და რაიმე ფორმით ჩარევა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება მიზანშეწონილი არ იყო, თავის მხრივ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილების თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისის საკრებულომ დაადგინა, რომ საქართველოს სამხედრო გზის, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის მდებარე ,,დ-----ს ტ---------’’ გამოიყო, როგორც გამწვანების სპეციალური ზონა და ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა: ა)ტ---------ს ტერიტორიაზე არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოების წარმოება და ბ)მოახდინოს დ-----ს ტ---------ს გამწვანების ზონის საზღვრებისა და მიწის ნაკვეთის გეგმის(წითელი ხაზების) დადგენა, დამტკიცება და მწვანე ლანდშაფტის აღდგენის გეგმის შემუშავება.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს, პირველი ინტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას (2017 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილება) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია თუ რატომ არსებოდა ქ.თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის №-- დადგენილებაზე მითითების აუცილებლობა, იმ პირობებში, როდესაც შპს ,,მ--’’ ითხოვდა ქ.თბილისში, დ-------ს რაიონი, საქართველოს სამხედრო გზა, ა-------–ისა და ლ----–---ას ქუჩებს შორის/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ავტოგასამართ სადგურებს ,,ი-----’’-სა და ,,შ----’’ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებას და არა რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვის გაცემას.

 

აღნიშნული პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლმა, რომელმაც განმარტა, რომ მათი მოთხოვნა არის მხოლოდ საზღვრების კორექტირება და არა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რომელსაც სხვა სახის პროცედურები და ნებართვა ესაჭიროება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება კი არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. პალატა განმარტავს, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.

 

რაც შეეხება მოთხოვნას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც შპს,,მ--’’-ის დირექტორის ზ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატა მიუთითებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №2------ გადაწყვეტილება, შესაბამისად გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 დეკემბრის №1----- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა