განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2018
საქმის ნომერი
330310016001288815
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001288815

საქმე №3ბ/34-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წარმომადგენელი - მ----------–---–ი;

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

წარმომადგენელი - ლ-------------–-ილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ-----ა ა--------ი;

წარმომადგენელი- შ-----------ე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ-----ა ა--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ-----ა ა--------ის მოთხოვნა, საინფორმაციო ბარათში რეგისტრაციის ადგილად რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი N7, ბინა N-- - ის მითითების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც საინფორმაციო ბარათში მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი N7, ბინა N--.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2015 წლის 28 ოქტომბერს-------- განცხადებით მიმართა მ-----ა ა--------მა და მოითხოვა საინფორმაციო-სამისამართო ბარათში პირად მონაცემებში, კერძოდ რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 29-ის შესწორება ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი, სახ. 2, ბინა N---ით. განცხადებას თან ერთვოდა მინდობილობა, საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, სსრკ ს------–-----------------ი X--------------, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 29 სექტემბრის N0------- წერილი მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ.

 

მ-----ა ა--------ის მონაცემებით გაცემული საინფორმაციო-სამისამართო ბარათის თანახმად, მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ი დაიბადა 1----–-–------------ს თ------–------ში. აღნიშნული პირი რეგისტრირებულია 1991 წლის 24 სექტემბერს ქ. რ-------ში, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა N29-ში. რეგისტრაციის საფუძველია 1991 წლის 09 ივლისს თ------–------ს შს განყოფილების სსრკ ს------–-----------------ი X-------------- .

 

მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ის სახელზე 1991 წლის 09 ივლისს გაცემული სსრკ ს------–-----------------ით X-------------- ირკვევა, რომ მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ი დაიბადა 1----–-–------------ს თ------–------ში. ამავე რაიონის აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ მ-----ა ა--------ია 1982 წლის 26 მარტიდან 1991 წლის 11 სექტემბრამდე ჩაწერილია დ. ა----–-----–-ს ქუჩა, სახლი N-50-ში. 1991 წლის 24 სექტემბრიდან რ-------ის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ ჩაწერილია, კონკ-----ულად კი, რეგისტრაციის დამღაში ფიქსირდება ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი, N7, ბინა N52. ბინის ნომრის ზემოთ ასევე მითითებულია N--.

 

თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 29 სექტემბრის N0------- წერილით დგინდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის კომპიუტერულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, ქ. რ-------ში, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა N29-ში 01.01.1965 წლიდან - 16.07.2004 წლამდე რეგისტრირებული იყო 0 (ნული) პიროვნება, 16.07.2004 წლიდან - 20.07.2004 წლამდე 1 (ერთი) პიროვნება, 20.07.2004 წლიდან 09.06.2005 წლამდე - 2 (ორი) პიროვნება, 09.06.2005 წლიდან 12.07.2012 წლამდე - 3 (სამი) პიროვნება, 12.07.2012 წლიდან 27.01.2014 წლამდე - 2 (ორი) პიროვნება, ხოლო 27.01.2014 წლიდან დღემდე - 3 (სამი) პიროვნება. ამავე წერილში განმარტებულია, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში სსრკ პასპორტით რეგისტრირებულ პირთა მოძიება მისამართის მიხედვით შეუძლებელია.

 

2.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის N0-----------1 საინფორმაციო ბარათის თანახმად, 1----–-–------------ს დაბადებული მ-----ა ა-–---------ეს ასული ა--------ი 1982 წლის 26 მარტიდან 1991 წლის 11 სექტემბრამდე რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში.

 

1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრირებულია ქ. რ-------ში, თ-------ას მესამე ჩიხი, სახლი 2, ბინა N29-ში. რეგისტრაციის განხორციელების საფუძველად ფიქსირდება თ------–------ს შს განყოფილების მიერ გაცემული სრკ ს------–-----------------ი X--------------.

 

1999 წლის 31 დეკემბრიდან 2010 წლის 01 მარტამდე რეგისტრირებულია ს----------ში, კუნძული კ-----ა, ი-----–----ი, ს. მ--–---------ში.

 

2010 წლის 01 მარტიდან დღემდე რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში.

 

2.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა N------ განცხადება მ-----ა ა--------ის საინფორმაციო ბარათში რეგისტრაციის ადგილის შესწორების თაობაზე.

 

სამსახურმა მის მიერ მოძიებული და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დაადგინა, რომ მ-----ა ა--------ი 1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო მისამართზე: ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 52, ხოლო საინფორმაციო-სამისამართო ბარათში შეცდომით იყო მითითებული მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილი, კერძოდ ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 29.

 

2.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბერს წარედგინა მ-----ა ა--------ის N------ ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მ-----ა ა--------ის მისამართზე რეგისტრაციის თაობაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ აქტში დასაბუთებული არ არის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლები, აქტში არ არის მითითებული თუ რატომ ჩაითვალა რეგისტრაციის ადგილად რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი N7, ბინა N52, ასევე არ არის გამოკვლეული სრულყოფილად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

საქმის ზეპირ მოსმენაზე დაინტერესებულმა პირმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საინფორმაციო ბარათში რეგისტრაციის ადგილის ქ. რ-------ი, თ-------ას მე-3 ჩიხი, სახლი N2, ბინა N29-ის შესწორება მისამართით: ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი N7, ბინა N---ით.

 

2.1.5. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 25 დეკემბრის N5-------- წერილით დგინდება, რომ: 1) 1995 წლის 23 მარტს, მ-----ა ა--------ის სახელზე თ------–------ს შს განყოფილებამ გასცა პირადობის მოწმობა Nბ-------, გაცემის საფუძველია 1976 წლის სსრკ პასპორტი N-------------. ანკეტაზე დასმულია რეგისტრაციის შტამპი, რომლის თანახმადაც 1982 წლის 26 მარტიდან მ-----ა ა--------ი რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში. ანკეტაზე ასევე არის დასმული რეგისტრაციიდან მოხსნის შტამპი, რომლის თანახმადაც მ-----ა ა--------ი 29.03.2002 წელს მოხსნილია რეგისტრაციიდან ს----------ში წასვლის გამო; 2) ანკეტებზე თანდართული პირადობის მოწმობიდან Nბ-------, სარეგისტრაციო ბარათი Nბ03426- დან ირკვევა, რომ მ-----ა ა--------ი 31.12.1999 წელს დარეგისტრირდა ს----------ში კუნძული კ-----ა, ირაკლიოს რაიონის, სოფელი მალია ქ. N-821; 3) 2010 წლის 01 მარტს მ-----ა ა--------ზე სრს თ------–------ს სამსახურს გაცემული აქვს პირადობის მოწმობის დროებითი მოწმობა Nმ------- და ბინის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მას 01.03.2010 წელს რეგისტრაცია გავლილი აქვს მისამართზე ქ. თ------–------ დ. ა----–-----–-ს N-50; 4) 2011 წლის 03 თებერვალს მ-----ა ა--------ზე სგს თ------–------ს სამსახურში გაიცა ახალი პირადობის მოწმობა N-------, რეგისტრაციის თარიღი:

01.03.2010 წელი, მისამართი: თ------–------ დ. ა----–-----–-ს N-50;

 

სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 25 დეკემბრის N7-------- და N--------8 წერილებით ირკვევა, რომ მ-----ა ა--------ის მიმართ შედგენილი რეგისტრაციის ბარათები და სსრკ პასპორტის გაცემისას შევსებული ფორმა N- არ იძებნება.

 

1995 წლის 23 მარტს გაცემული Nბ------- პირადობის მოწმობის განცხადება-ანკეტის თანახმად, მ-----ა ა--------ი 1982 წლის 26 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე თ------–------ დ. ა----–-----–-ს 150-ში. მე-17 გრაფაში შეტანილი რეგისტრაციიდან მოხსნის შტამპის თანახმად, მ-----ა ა--------ი 2002 წლის 28 მარტს მოხსნილია რეგისტრაციიდან. შტამპის ზემოთ ფიქსირდება წარწერა ს----------ი.

 

ამავე პირის მიმართ შედგენილი რეგისტრაციის მოხსნის ბარათის (ფორმა N5) თანახმად, მ-----ა ა-–---------ეს ასული ა--------ი 2002 წლის 28 მარტს მოიხსნა რეგისტრაციიდან, მისამართი: თ------–------, დ. აღმაშნებელის N-50. მოსხსნის საფუძველია ქ. ა----–ი საქართველოს გენერალური საკონსულოდან მიღებული N--- შეტყობინება.

 

საინფორმაციო - სამისამართო ბიუროში დაცულია მ-----ა ა--------ის სახლზე 1991 წლის 20 სექტემბერს შედგენილი რეგისტრაციის ბარათი (ფორმა N-9), რომლის თანახმად, მ-----ა ა--------ის სახელზე თ------–------ს შს განყოფილების მიერ 09.07.1991 წელს გაიცა სსრკ ს------–-----------------ი X--------------. რეგისტრაციის ბარათის (ფორმა N-9) მე-8 გრაფის (,,ეწერება მისამართზე“) მიხედვით აღნიშნული პიროვნება ჩაეწერა მისამართზე: რ-------ი, თ-------ას მე-3 ჩიხი, სახლი N2, ბინა N29. ხოლო მე-9 გრაფაში (სიდან და როდის) შეტანილია ჩანაწერი: რაიონი თ------–------, თარიღი 11.09.1991 წელი.

 

საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კარტოთეკაში არსებული მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის მოხსნის ბარათის თანახმად, 1----–-–------------ს თ------–------ში დაბადებული მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ი, X-------------- სსრკ ს------–-----------------ის საფუძველზე 1991 წლის 24 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ქ. რ-------ში, თ-------ას I-ლი ჩიხი, სახლი 7, ბინა N52-ში. რეგისტრაციიდან მოიხსნა 1999 წლის 31 დეკემბერს, მისამართის შეცვლის საფუძვლით.

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რ-------ის მუნიციპალური არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით არქივში დაცულ საბინა მეურნეობის სამმართველოს მასალებში, მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებული ფორმები ოჯახური შემადგენლობის შესახებ ფორმა N-6, ფორმა N-7 სახელმწიფო დაცვაზე არ ინახება.

 

საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 08 იანვრის N------ წერილით ირკვევა, რომ ქალაქ რ-------ის ბინის ორდერები და ასევე მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტები არქივში დაცვაზე არ არის შესული.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 იანვრის N2--- წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი რ-------ი თ-------ას III ჩიხი N2 (მიწის საკადასტრო კოდი 02.04.02.087) ბინა N29 საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი რ-------ი თ-------ას I ჩიხი N7 (მიწის საკადასტრო კოდი 0-----------)ბინა N-- საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი რ-------ი თ-------ას I ჩიხი N7 (მიწის საკადასტრო კოდი 0-----------)ბინა N52 საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, „რ-------ი, თ-------ას I ჩიხი N7-ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალაში წარმოდგენილია: 1992 წლის (თარიღი დაფიქსირებული არ არის), პრივატიზაციის ხელშეკრულება რ------- (ნოტარიუსი: კ--------) რომლის თანახმად, ოროთახიანი, ბინა N52 საცხოვრებელი ფართით - 32.78 კვ.მ. (საერთო ფართი სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით - 30.03 კვ.მ.) გადაეცა გ---------–-----ს.

 

ამასთან, აღნიშნული უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა N---ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასევე თ-------ას III ჩიხი N2 (IX მ/რაიონში) მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა N29-ზე უფლების დამდგენი დოკუმენტები წარდგენილი არ არის.

 

2.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ-----ა ა--------ის 2015 წლის 17 დეკემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა სგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

საჩივრის განმხილველმა ორგანომ დაადგინა, რომ 1991 წლის 09 ივლისს გაცემულ X-------------- სსრკ სიმბოლიანი პასპორტს, 1995 წლის 23 მარტს გაცემულ Nბ------- პირადობის მოწმობის განცხადება-ანკეტას, რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათებს შორის არსებობდა ურთიერთშეუსაბამობა მამის სახელის (ა-–---------ე, ა-–----) რეგისტრაციის ადგილისა და თარიღებთან მიმართებაში.

 

სააგენტომ სადავოდ არ მიიჩნია, რომ 1991 წლის 20 სექტემბერს შედგენილ რეგისტრაციის ბარათში შეცდომით იყო მითითებული მ-----ა ა--------ის ახალი რეგისტრაციის ადგილი ქ. რ-------ი, თ-------ას მე-3 ჩიხი, სახ. 2, ბინა 29, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს1975 წლის 15 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცებული ,,სსრკ-ში საპასპორტო სისტემის შესახებ დებულების გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის თანახმად, ჩაწერის (რეგისტრაციის) ან ამოწერის (რეგისტრაციიდან მოხსნის) დამადასტურებელი შტამპის დატანა ხდებოდა მოქალაქის სახელზე გაცემულ სსკ სიმბოლიკიან პასპორტში, ასევე საბინაო წიგნში ან ჩაწერის დამადასტურებელ ფორმაში (ფ. N-6, ფ. N-7 და ა.შ.) და სწორედ აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენდა პირის მისამართზე რეგისტრაციის (ჩაწერის) დამადასტურებელ დოკუმენტებს, თუმცა სააგენტომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია მ-----ა ა--------ის მისამართთან, კერძოდ ბინის ნომერთან დაკავშირებით, ვინაიდან 1991 წლის 09 ივლისს გაცემულ V--------------- სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის მე-16 გვერდზე (საცხოვრებელი ადგილი) დატანილ ჩაწერის დამღაში (შტამპში) ბინის ნომრის შესაბამის გრაფაში მითითებულია N52, ხოლო რიცხვი N-- შესრულებულია განსხვავებული ფერის მელნითა და სავარაუდოდ სხვა კ--–---------თ, ბინის ნომრის გრაფის ზემოთ (არასათანადო ადგილას). სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მითითებული რიცხვი ,,4-“ ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ.

 

2.1.7. საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადახდის ქვითრებით ირკვევა, რომ მისამართზე, ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 4--ში წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მომხმარებისათვის გათვალისწინებულ გადასახადებს 2011 წლიდან იხდიან ა---------ა, ასევე 2011 - 2012 წლებში ქ-------–-ილი, ხოლო 2015 წლიდან მ-----ა ა--------ი.

 

დადგენილია, რომ ლ. ა---------ას დაბადებისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის კომპიუტერულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა მ-----ე და რამაზ ქ-------–-ილებმა განმარტეს, რომ 2001 წლიდან დღემდე დაქირავებული აქვთ და რომ ცხოვრობენ ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 4--ში. ბინა მ-------ვა მ-----ა ა--------ის ახლობელმა, ვინაიდან იმ პერიოდში აღნიშნული პიროვნება მისი ინფორმაციით ს----------ში იმყოფებოდა. ბოლო რამოდენიმე წელია უშაულოდ კონტაქტი აქვს მ-----ა ა--------თან. 15 წლის განმავლობაში ამ მისამართზე, მისი სახელით ხდებოდა კომუნალური გადასახადების გადახდა, ხოლო მას შემდეგ რაც მ-----ა ა--------ი ჩამოვიდა საქართველოში აბონენტად თავად აღირიცხა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.2.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

კანონის მე-4 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებაა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2015 წლის 28 ოქტომბერს-------- განცხადებით მიმართა მ-----ა ა--------მა და მოითხოვა საინფორმაციო-სამისამართო ბარათში პირად მონაცემებში, კერძოდ რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 29-ის შესწორება ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი, სახ. 2, ბინა N---ით.

 

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაადგინეს, რომ მ-----ა ა--------ი 1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო მისამართზე: ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 52, ხოლო საინფორმაციო-სამისამართო ბარათში შეცდომით იქნა მითითებული ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 29, თუმცა სააგენტომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ბინის ნომერთან დაკავშირებით, ვინაიდან 1991 წლის 09 ივლისს გაცემულ X-------------- სსრკ ს------–-----------------ის მე-16 გვერდზე (საცხოვრებელი ადგილი) დატანილ ჩაწერის დამღაში (შტამპში) ბინის ნომრის შესაბამის გრაფაში მითითებულია N52, ხოლო რიცხვი N-- შესრულებულია განსხვავებული ფერის მელნითა და სავარაუდოდ სხვა კ--–---------თ, ბინის ნომრის გრაფის ზემოთ (არასათანადო ადგილას). სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მითითებული რიცხვი ,,4-“ ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ.

 

2.2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება გამოიტანა საკითხის სრულფასოვნად გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, არ მიიღო მხედველობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

2.2.4. საქმის მასალებით, კონკ-----ულად, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის N0-----------1 საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ 1----–-–------------ს დაბადებულ მ-----ა ა-–---------ეს ასული ა--------ი 1982 წლის 26 მარტიდან 1991 წლის 11 სექტემბრამდე რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში.

 

1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრირებულია ქ. რ-------ში, თ-------ას მესამე ჩიხი, სახლი 2, ბინა 29-ში. რეგისტრაციის საფუძველია თ------–------ს შს განყოფილების მიერ გაცემული სრკ ს------–-----------------ი X---------------. ამ დავის განხილვის პროცესში განხორციელდა მონაცემების შესწორება, რის შედეგად, ზემოაღნიშნულ პერიოდში მ-----ა ა--------ი რეგისტრირებულია (ჩაწერილი) ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 52-ში.

 

1999 წლის 31 დეკემბრიდან 2010 წლის 01 მარტამდე რეგისტრირებულია ს----------ში, კუნძული კ-----ა, ი-----–----ი, ს. მ--–---------ში.

 

2010 წლის 01 მარტიდან დღემდე რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში.

 

ამასთან, საინფორმაციო - სამისამართო ბიუროში დაცული მ-----ა ა--------ის სახლზე 1991 წლის 20 სექტემბერს შედგენილი რეგისტრაციის ბარათის (ფორმა N-9) თანახმად, მოქალაქის სახელზე თ------–------ს შს განყოფილების მიერ 09.07.1991 წელს გაცემულია სსრკ ს------–-----------------ი X--------------. რეგისტრაციის ბარათის (ფორმა N-9) მე-8 გრაფის (,,ეწერება მისამართზე“) მიხედვით მ-----ა ა--------ი ჩაწერილია მისამართზე: რ-------ი, თ-------ას მე-3 ჩიხი, სახლი N2, ბინა N29. ხოლო მე-9 გრაფაში (საიდან და როდის) შეტანილია ჩანაწერი: რაიონი თ------–------, თარიღი 11.09.1991 წელი.

 

მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ის სახელზე 1991 წლის 09 ივლისს გაცემული სსრკ ს------–-----------------ით X-------------- ირკვევა, რომ მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ი დაიბადა 1----–-–------------ს თ------–------ში. ამავე რაიონის აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ მ-----ა ა--------ი 1982 წლის 26 მარტიდან 1991 წლის 11 სექტემბრამდე ჩაწერილია დ. ა----–-----–-ს ქუჩა, სახლი N-50-ში. 1991 წლის 24 სექტემბრიდან რ-------ის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ ჩაწერილია, კონკ-----ულად კი, რეგისტრაციის დამღაში ფიქსირდება ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი, N7, ბინა N52. ბინის ნომრის ზემოთ მითითებულია N--.

 

დადგენილია ასევე, რომ საინფორმაციო - სამისამართლო ბიუროს არქივში არ იძებნება მ-----ა ა--------ის სახელზე გაცემული X-------------- სსრკ ს------–-----------------ის გაცემისას შევსებული განცხადება - ანკეტები. ამასთან, არქივიდან გამოთხოვილი მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციით დგინდება, რომ საბინაო წიგნები, რეგისტრაციის დამადასტურებელი ბარათები, ფორმა N-6, ფორმა N-7 და ფორმა, ოჯახური შემადგენლობის შესახებ სახელმწიფო დაცვაზე არ ინახება.

 

უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი N7 (მიწის საკადასტრო კოდი 0-----------) ბინა N---ზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა N---ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი წარდგენილი არ არის.

 

სასამართლომ განსაკუთრებულ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ წლების განმავლობაში ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 4--ში კომუნალურ გადასახადებს იხდიან მ-----ა ა--------ი და მისი თანხმობის საფუძველზე, ამ ფართში მცხოვრები პირები. ასევე, სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა მოწმეებმა მ-----ე და რამაზ ქ-------–-ილებმა დაადასტურეს, რომ 2001 წლიდან დღემდე დაქირავებული აქვთ და ცხოვრობენ მ-----ა ა--------ის მფლობელობაში არსებულ ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 4--ში. 15 წლის განმავლობაში ამ მისამართზე მათი მეშვეობით ხდებოდა კომუნალურ გადასახადების გადახდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ მ-----ა ა--------ის 1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის მისამართი შეცდომით იყო მითითებული, რის გამოც შესწორდა და მიეთითა ქ. რ-------ი, თ-------ას I-ლი ჩიხი, N7, ბინა N52, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას ბინის ნომრად N52 -ის მითითებას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ X-------------- სსრკ ს------–-----------------ში ბინის შესაბამის გრაფაში მითითებულია ბინა N52, ხოლო რიცხვი 4- შესრულებულია განსხვავებული ფერის მელნითა და სავარაუდოდ სხვა კალმით, ბინის ნომრის გრაფის ზემოთ (არასათანადო ადგილას). სასამართლომ მიიჩნია, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დადასტურება, მხოლოდ ის გარემოება, რომ რეგისტრაციის (ჩაწერის) განხორციელების საფუძვლის დამადასტურებელ დოკუმენტში სსრკ სიმბოლიკიანის პასპორტში ბინის ნომრის გრაფაში მითითებულია ბინა N52, აღნიშნული ვერ მიიჩნევა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად, რამეთუ ამ გრაფაში ასევე ფიქსირდება ბინა N--. დადასტურებულია, რომ წლების განმავლობაში მოსარჩელე იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებებს ახორციელებს სწორედ ბინა N---ში. ამრიგად, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე მ-----ა ა--------ი რეგისტრირებულია ქ. რ-------ში, თ-------ას პირველი ჩიხი N7, ბინა N---ში.

 

2.2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკ-----ული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაჩივრებულ ნაწილში და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მ-----ა ა--------ის 2015 წლის 28 ოქტომბერს-------- განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტები მიიჩევენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და იგი უნდა გაუქმდეს, სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი გარემოებების საფუძველზე გამოიყენა ის ნორმები, რომლითაც გააუქმა გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

4.1.1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2015 წლის 28 ოქტომბერს-------- განცხადებით მიმართა მ-----ა ა--------მა და მოითხოვა საინფორმაციო-სამისამართო ბარათში პირად მონაცემებში, კერძოდ რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 29-ის შესწორება ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი, სახ. 2, ბინა N---ით. განცხადებას თან ერთვოდა მინდობილობა, საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, სსრკ ს------–-----------------ი X--------------, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 29 სექტემბრის N0------- წერილი მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ.

 

მ-----ა ა--------ის მონაცემებით გაცემული საინფორმაციო-სამისამართო ბარათის თანახმად, მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ი დაიბადა 1----–-–------------ს თ------–------ში. აღნიშნული პირი რეგისტრირებულია 1991 წლის 24 სექტემბერს ქ. რ-------ში, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა N29-ში. რეგისტრაციის საფუძველია 1991 წლის 09 ივლისს თ------–------ს შს განყოფილების სსრკ ს------–-----------------ი X-------------- .

 

მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ის სახელზე 1991 წლის 09 ივლისს გაცემული სსრკ ს------–-----------------ით X-------------- ირკვევა, რომ მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ი დაიბადა 1----–-–------------ს თ------–------ში. ამავე რაიონის აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ მ-----ა ა--------ია 1982 წლის 26 მარტიდან 1991 წლის 11 სექტემბრამდე ჩაწერილია დ. ა----–-----–-ს ქუჩა, სახლი N-50-ში. 1991 წლის 24 სექტემბრიდან რ-------ის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ ჩაწერილია, კონკ-----ულად კი, რეგისტრაციის დამღაში ფიქსირდება ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი, N7, ბინა N52. ბინის ნომრის ზემოთ ასევე მითითებულია N--.

 

თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 29 სექტემბრის N0------- წერილით დგინდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის კომპიუტერულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, ქ. რ-------ში, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა N29-ში 01.01.1965 წლიდან - 16.07.2004 წლამდე რეგისტრირებული იყო 0 (ნული) პიროვნება, 16.07.2004 წლიდან - 20.07.2004 წლამდე 1 (ერთი) პიროვნება, 20.07.2004 წლიდან 09.06.2005 წლამდე - 2 (ორი) პიროვნება, 09.06.2005 წლიდან 12.07.2012 წლამდე - 3 (სამი) პიროვნება, 12.07.2012 წლიდან 27.01.2014 წლამდე - 2 (ორი) პიროვნება, ხოლო 27.01.2014 წლიდან დღემდე - 3 (სამი) პიროვნება. ამავე წერილში განმარტებულია, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში სსრკ პასპორტით რეგისტრირებულ პირთა მოძიება მისამართის მიხედვით შეუძლებელია.

 

4.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის N0-----------1 საინფორმაციო ბარათის თანახმად, 1----–-–------------ს დაბადებული მ-----ა ა-–---------ეს ასული ა--------ი 1982 წლის 26 მარტიდან 1991 წლის 11 სექტემბრამდე რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში.

 

1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრირებულია ქ. რ-------ში, თ-------ას მესამე ჩიხი, სახლი 2, ბინა N29-ში. რეგისტრაციის განხორციელების საფუძველად ფიქსირდება თ------–------ს შს განყოფილების მიერ გაცემული სრკ ს------–-----------------ი X--------------.

 

1999 წლის 31 დეკემბრიდან 2010 წლის 01 მარტამდე რეგისტრირებულია ს----------ში, კუნძული კ-----ა, ი-----–----ი, ს. მ--–---------ში.

 

2010 წლის 01 მარტიდან დღემდე რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში.

 

4.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა N------ განცხადება მ-----ა ა--------ის საინფორმაციო ბარათში რეგისტრაციის ადგილის შესწორების თაობაზე.

 

სამსახურმა მის მიერ მოძიებული და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დაადგინა, რომ მ-----ა ა--------ი 1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო მისამართზე: ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 52, ხოლო საინფორმაციო-სამისამართო ბარათში შეცდომით იყო მითითებული მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილი, კერძოდ ქ. რ-------ი, თ-------ას მესამე ჩიხი, სახ. 2, ბინა 29.

 

4.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბერს წარედგინა მ-----ა ა--------ის N------ ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მ-----ა ა--------ის მისამართზე რეგისტრაციის თაობაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ აქტში დასაბუთებული არ არის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლები, აქტში არ არის მითითებული თუ რატომ ჩაითვალა რეგისტრაციის ადგილად რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი N7, ბინა N52, ასევე არ არის გამოკვლეული სრულყოფილად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

საქმის ზეპირ მოსმენაზე დაინტერესებულმა პირმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საინფორმაციო ბარათში რეგისტრაციის ადგილის ქ. რ-------ი, თ-------ას მე-3 ჩიხი, სახლი N2, ბინა N29-ის შესწორება მისამართით: ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი N7, ბინა N---ით.

 

4.1.5. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 25 დეკემბრის N5-------- წერილით დგინდება, რომ: 1) 1995 წლის 23 მარტს, მ-----ა ა--------ის სახელზე თ------–------ს შს განყოფილებამ გასცა პირადობის მოწმობა Nბ-------, გაცემის საფუძველია 1976 წლის სსრკ პასპორტი N-------------. ანკეტაზე დასმულია რეგისტრაციის შტამპი, რომლის თანახმადაც 1982 წლის 26 მარტიდან მ-----ა ა--------ი რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში. ანკეტაზე ასევე არის დასმული რეგისტრაციიდან მოხსნის შტამპი, რომლის თანახმადაც მ-----ა ა--------ი 29.03.2002 წელს მოხსნილია რეგისტრაციიდან ს----------ში წასვლის გამო; 2) ანკეტებზე თანდართული პირადობის მოწმობიდან Nბ-------, სარეგისტრაციო ბარათი Nბ03426- დან ირკვევა, რომ მ-----ა ა--------ი 31.12.1999 წელს დარეგისტრირდა ს----------ში კუნძული კ-----ა, ირაკლიოს რაიონის, სოფელი მალია ქ. N-821; 3) 2010 წლის 01 მარტს მ-----ა ა--------ზე სრს თ------–------ს სამსახურს გაცემული აქვს პირადობის მოწმობის დროებითი მოწმობა Nმ------- და ბინის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მას 01.03.2010 წელს რეგისტრაცია გავლილი აქვს მისამართზე ქ. თ------–------ დ. ა----–-----–-ს N-50; 4) 2011 წლის 03 თებერვალს მ-----ა ა--------ზე სგს თ------–------ს სამსახურში გაიცა ახალი პირადობის მოწმობა N-------, რეგისტრაციის თარიღი:

01.03.2010 წელი, მისამართი: თ------–------ დ. ა----–-----–-ს N-50;

 

სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 25 დეკემბრის N7-------- და N--------8 წერილებით ირკვევა, რომ მ-----ა ა--------ის მიმართ შედგენილი რეგისტრაციის ბარათები და სსრკ პასპორტის გაცემისას შევსებული ფორმა N- არ იძებნება.

 

1995 წლის 23 მარტს გაცემული Nბ------- პირადობის მოწმობის განცხადება-ანკეტის თანახმად, მ-----ა ა--------ი 1982 წლის 26 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე თ------–------ დ. ა----–-----–-ს 150-ში. მე-17 გრაფაში შეტანილი რეგისტრაციიდან მოხსნის შტამპის თანახმად, მ-----ა ა--------ი 2002 წლის 28 მარტს მოხსნილია რეგისტრაციიდან. შტამპის ზემოთ ფიქსირდება წარწერა ს----------ი.

 

ამავე პირის მიმართ შედგენილი რეგისტრაციის მოხსნის ბარათის (ფორმა N5) თანახმად, მ-----ა ა-–---------ეს ასული ა--------ი 2002 წლის 28 მარტს მოიხსნა რეგისტრაციიდან, მისამართი: თ------–------, დ. აღმაშნებელის N-50. მოსხსნის საფუძველია ქ. ა----–ი საქართველოს გენერალური საკონსულოდან მიღებული N--- შეტყობინება.

 

საინფორმაციო - სამისამართო ბიუროში დაცულია მ-----ა ა--------ის სახლზე 1991 წლის 20 სექტემბერს შედგენილი რეგისტრაციის ბარათი (ფორმა N-9), რომლის თანახმად, მ-----ა ა--------ის სახელზე თ------–------ს შს განყოფილების მიერ 09.07.1991 წელს გაიცა სსრკ ს------–-----------------ი X--------------. რეგისტრაციის ბარათის (ფორმა N-9) მე-8 გრაფის (,,ეწერება მისამართზე“) მიხედვით აღნიშნული პიროვნება ჩაეწერა მისამართზე: რ-------ი, თ-------ას მე-3 ჩიხი, სახლი N2, ბინა N29. ხოლო მე-9 გრაფაში (სიდან და როდის) შეტანილია ჩანაწერი: რაიონი თ------–------, თარიღი 11.09.1991 წელი.

 

საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კარტოთეკაში არსებული მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის მოხსნის ბარათის თანახმად, 1----–-–------------ს თ------–------ში დაბადებული მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ი, X-------------- სსრკ ს------–-----------------ის საფუძველზე 1991 წლის 24 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ქ. რ-------ში, თ-------ას I-ლი ჩიხი, სახლი 7, ბინა N52-ში. რეგისტრაციიდან მოიხსნა 1999 წლის 31 დეკემბერს, მისამართის შეცვლის საფუძვლით.

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რ-------ის მუნიციპალური არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით არქივში დაცულ საბინა მეურნეობის სამმართველოს მასალებში, მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებული ფორმები ოჯახური შემადგენლობის შესახებ ფორმა N-6, ფორმა N-7 სახელმწიფო დაცვაზე არ ინახება.

 

საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 08 იანვრის N------ წერილით ირკვევა, რომ ქალაქ რ-------ის ბინის ორდერები და ასევე მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტები არქივში დაცვაზე არ არის შესული.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 იანვრის N2--- წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი რ-------ი თ-------ას III ჩიხი N2 (მიწის საკადასტრო კოდი 02.04.02.087) ბინა N29 საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი რ-------ი თ-------ას I ჩიხი N7 (მიწის საკადასტრო კოდი 0-----------)ბინა N-- საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი რ-------ი თ-------ას I ჩიხი N7 (მიწის საკადასტრო კოდი 0-----------)ბინა N52 საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, „რ-------ი, თ-------ას I ჩიხი N7-ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალაში წარმოდგენილია: 1992 წლის (თარიღი დაფიქსირებული არ არის), პრივატიზაციის ხელშეკრულება რ------- (ნოტარიუსი: კ--------) რომლის თანახმად, ოროთახიანი, ბინა N52 საცხოვრებელი ფართით - 32.78 კვ.მ. (საერთო ფართი სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით - 30.03 კვ.მ.) გადაეცა გ---------–-----ს.

 

ამასთან, აღნიშნული უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა N---ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასევე თ-------ას III ჩიხი N2 (IX მ/რაიონში) მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა N29-ზე უფლების დამდგენი დოკუმენტები წარდგენილი არ არის.

 

4.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ-----ა ა--------ის 2015 წლის 17 დეკემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა სგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის N0--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

საჩივრის განმხილველმა ორგანომ დაადგინა, რომ 1991 წლის 09 ივლისს გაცემულ X-------------- სსრკ სიმბოლიანი პასპორტს, 1995 წლის 23 მარტს გაცემულ Nბ------- პირადობის მოწმობის განცხადება-ანკეტას, რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათებს შორის არსებობდა ურთიერთშეუსაბამობა მამის სახელის (ა-–---------ე, ა-–----) რეგისტრაციის ადგილისა და თარიღებთან მიმართებაში.

 

სააგენტომ სადავოდ არ მიიჩნია, რომ 1991 წლის 20 სექტემბერს შედგენილ რეგისტრაციის ბარათში შეცდომით იყო მითითებული მ-----ა ა--------ის ახალი რეგისტრაციის ადგილი ქ. რ-------ი, თ-------ას მე-3 ჩიხი, სახ. 2, ბინა 29, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს1975 წლის 15 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცებული ,,სსრკ-ში საპასპორტო სისტემის შესახებ დებულების გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის თანახმად, ჩაწერის (რეგისტრაციის) ან ამოწერის (რეგისტრაციიდან მოხსნის) დამადასტურებელი შტამპის დატანა ხდებოდა მოქალაქის სახელზე გაცემულ სსკ სიმბოლიკიან პასპორტში, ასევე საბინაო წიგნში ან ჩაწერის დამადასტურებელ ფორმაში (ფ. N-6, ფ. N-7 და ა.შ.) და სწორედ აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენდა პირის მისამართზე რეგისტრაციის (ჩაწერის) დამადასტურებელ დოკუმენტებს, თუმცა სააგენტომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია მ-----ა ა--------ის მისამართთან, კერძოდ ბინის ნომერთან დაკავშირებით, ვინაიდან 1991 წლის 09 ივლისს გაცემულ V--------------- სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის მე-16 გვერდზე (საცხოვრებელი ადგილი) დატანილ ჩაწერის დამღაში (შტამპში) ბინის ნომრის შესაბამის გრაფაში მითითებულია N52, ხოლო რიცხვი N-- შესრულებულია განსხვავებული ფერის მელნითა და სავარაუდოდ სხვა კ--–---------თ, ბინის ნომრის გრაფის ზემოთ (არასათანადო ადგილას). სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მითითებული რიცხვი ,,4-“ ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ.

 

4.1.7. საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადახდის ქვითრებით ირკვევა, რომ მისამართზე, ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 4--ში წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მომხმარებისათვის გათვალისწინებულ გადასახადებს 2011 წლიდან იხდიან ა---------ა, ასევე 2011 - 2012 წლებში ქ-------–-ილი, ხოლო 2015 წლიდან მ-----ა ა--------ი.

 

დადგენილია, რომ ლ. ა---------ას დაბადებისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის კომპიუტერულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა მ-----ე და რამაზ ქ-------–-ილებმა განმარტეს, რომ 2001 წლიდან დღემდე დაქირავებული აქვთ და რომ ცხოვრობენ ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 4--ში. ბინა მ-------ვა მ-----ა ა--------ის ახლობელმა, ვინაიდან იმ პერიოდში აღნიშნული პიროვნება მისი ინფორმაციით ს----------ში იმყოფებოდა. ბოლო რამოდენიმე წელია უშაულოდ კონტაქტი აქვს მ-----ა ა--------თან. 15 წლის განმავლობაში ამ მისამართზე, მისი სახელით ხდებოდა კომუნალური გადასახადების გადახდა, ხოლო მას შემდეგ რაც მ-----ა ა--------ი ჩამოვიდა საქართველოში აბონენტად თავად აღირიცხა.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით, კონკ-----ულად, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის N0-----------1 საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ 1----–-–------------ს დაბადებულ მ-----ა ა-–---------ეს ასული ა--------ი 1982 წლის 26 მარტიდან 1991 წლის 11 სექტემბრამდე რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში.

 

1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრირებულია ქ. რ-------ში, თ-------ას მესამე ჩიხი, სახლი 2, ბინა 29-ში. რეგისტრაციის საფუძველია თ------–------ს შს განყოფილების მიერ გაცემული სრკ ს------–-----------------ი X---------------. ამ დავის განხილვის პროცესში განხორციელდა მონაცემების შესწორება, რის შედეგად, ზემოაღნიშნულ პერიოდში მ-----ა ა--------ი რეგისტრირებულია (ჩაწერილი) ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 52-ში.

 

1999 წლის 31 დეკემბრიდან 2010 წლის 01 მარტამდე რეგისტრირებულია ს----------ში, კუნძული კ-----ა, ი-----–----ი, ს. მ--–---------ში.

 

2010 წლის 01 მარტიდან დღემდე რეგისტრირებულია თ------–------ში, დ. ა----–-----–-ს ქუჩა, N-50-ში.

 

ამასთან, საინფორმაციო - სამისამართო ბიუროში დაცული მ-----ა ა--------ის სახელზე 1991 წლის 20 სექტემბერს შედგენილი რეგისტრაციის ბარათის (ფორმა N-9) თანახმად, მოქალაქის სახელზე თ------–------ს შს განყოფილების მიერ 09.07.1991 წელს გაცემულია სსრკ ს------–-----------------ი X--------------. რეგისტრაციის ბარათის (ფორმა N-9) მე-8 გრაფის (,,ეწერება მისამართზე“) მიხედვით მ-----ა ა--------ი ჩაწერილია მისამართზე: რ-------ი, თ-------ას მე-3 ჩიხი, სახლი N2, ბინა N29. ხოლო მე-9 გრაფაში (საიდან და როდის) შეტანილია ჩანაწერი: რაიონი თ------–------, თარიღი 11.09.1991 წელი.

 

მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ის სახელზე 1991 წლის 09 ივლისს გაცემული სსრკ ს------–-----------------ით X-------------- ირკვევა, რომ მ-----ა ა-–----ს ასული ა--------ი დაიბადა 1----–-–------------ს თ------–------ში. ამავე რაიონის აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ მ-----ა ა--------ი 1982 წლის 26 მარტიდან 1991 წლის 11 სექტემბრამდე ჩაწერილია დ. ა----–-----–-ს ქუჩა, სახლი N-50-ში. 1991 წლის 24 სექტემბრიდან რ-------ის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ ჩაწერილია, კონკ-----ულად კი, რეგისტრაციის დამღაში ფიქსირდება ქ. რ-------ი, თ-------ას პირველი ჩიხი, N7, ბინა N52. ბინის ნომრის ზემოთ მითითებულია N--.

 

დადგენილია ასევე, რომ საინფორმაციო - სამისამართლო ბიუროს არქივში არ იძებნება მ-----ა ა--------ის სახელზე გაცემული X-------------- სსრკ ს------–-----------------ის გაცემისას შევსებული განცხადება - ანკეტები. ამასთან, არქივიდან გამოთხოვილი მ-----ა ა--------ის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციით დგინდება, რომ საბინაო წიგნები, რეგისტრაციის დამადასტურებელი ბარათები, ფორმა N-6, ფორმა N-7 და ფორმა, ოჯახური შემადგენლობის შესახებ სახელმწიფო დაცვაზე არ ინახება.

 

უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი N7 (მიწის საკადასტრო კოდი 0-----------) ბინა N---ზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა N---ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი წარდგენილი არ არის.

 

გარდა ამისა, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ წლების განმავლობაში ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 4--ში კომუნალურ გადასახადებს იხდიან მ-----ა ა--------ი და მისი თანხმობის საფუძველზე, ამ ფართში მცხოვრები პირები. ასევე, სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა მოწმეებმა მ-----ე და რამაზ ქ-------–-ილებმა დაადასტურეს, რომ 2001 წლიდან დღემდე დაქირავებული აქვთ და ცხოვრობენ მ-----ა ა--------ის მფლობელობაში არსებულ ქ. რ-------ში, თ-------ას I ჩიხი, შეს. 7, ბინა 4--ში. 15 წლის განმავლობაში ამ მისამართზე მათი მეშვეობით ხდებოდა კომუნალურ გადასახადების გადახდა.

 

სააპელაციო სასამრთლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ მ-----ა ა--------ის 1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის მისამართი შეცდომით იყო მითითებული, რის გამოც შესწორდა და მიეთითა ქ. რ-------ი, თ-------ას I-ლი ჩიხი, N7, ბინა N52, თუმცა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა პოზიციას ბინის ნომრად N52 -ის მითითებას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ X-------------- სსრკ ს------–-----------------ში ბინის შესაბამის გრაფაში მითითებულია ბინა N52, ხოლო რიცხვი 4- შესრულებულია განსხვავებული ფერის მელნითა და სავარაუდოდ სხვა კალმით, ბინის ნომრის გრაფის ზემოთ (არასათანადო ადგილას). პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დადასტურება, მხოლოდ ის გარემოება, რომ რეგისტრაციის (ჩაწერის) განხორციელების საფუძვლის დამადასტურებელ დოკუმენტში სსრკ სიმბოლიკიანის პასპორტში ბინის ნომრის გრაფაში მითითებულია ბინა N52, აღნიშნული ვერ მიიჩნევა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად, რამეთუ ამ გრაფაში ასევე ფიქსირდება ბინა N--. დადასტურებულია, რომ წლების განმავლობაში მოსარჩელე იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებებს ახორციელებს სწორედ ბინა N---ში. ამრიგად, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება რომ 1991 წლის 24 სექტემბრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე მ-----ა ა--------ი რეგისტრირებულია ქ. რ-------ში, თ-------ას პირველი ჩიხი N7, ბინა N---ში.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ხოლო აპელანტები ზოგადად მსჯელობენ და არ უთითებენ კონკ-----ულულად რომელი კანონი, მუხლი განმარტა არსწორად და რომელი კანონი, მუხლი უნდა გამოეყენებინა სასამართლოს.

 

სააპელაციო სასამრთლო თვლის, რომ საქმეში რაიმე დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, რაც გახდიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

 

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე