განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2018
საქმის ნომერი
330210115001103262
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი, სამოქალქო
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210--500--03262

საქმე №2ბ/979-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მარტი 2018წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - რო--------–-----

წარმომადგენელი - გი-----------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ალ--------------–---–---–ი

წარმომადგენელი - ნუ--------------–--ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

1. რო-------–-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა გადახდილად.

3. მოსარჩელე რო-------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2500 ლარის ოდენობით.

4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 25 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღა მოპასუხე ალ--------------–---–---–ის (პ/-------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდ--------------------------------------–------–--------------------------------------------------------------------–------------–---------------------------------------------------–-------------------------------–----------------------------------------------------------- ყადაღა მოპასუხე ალ--------------–---–---–ის (პ/-------------) 8.3%-იან წილზე შპს ,,-----ში (ს/კ 4--------) და ალ--------------–---–---–ის (პ/-------------) 8.3%-იან წილზე შპს ,-----ში (ს/კ 4--------).

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2----–-–----------------ის ხელწერილით, მოპასუხე ალ--------------–---–---–მა რო-------–-----ს წინაშე აიღო 157 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რომელიც წარმოშობილი იყო მოქალაქე და-–-------------ს ბინის იპოთეკით დატვირთვიდან გამომდინარე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- 2----–-–----------------ის ხელწერილი;

2.1.2. 20---–-–----------------- ხელწერილით, მოპასუხე ალ--------------–---–---–მა რო-------–-----ს წინაშე აიღო 180 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება 2014 წლის 15 იანვრამდე, რომელიც დაკავშირებული იყო მოქალაქე და-–-------------ს ბინის იპოთეკით დატვირთვირთვასთან. ამავე ხელწერილში მითითებულია პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- 20---–-–----------------- ხელწერილი;

2.1.3. რო-------–-----სა და ალ--------------–---–---–ს შორის სასესხო ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

2.1.4. მოქალაქე და-–-------------ს კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------–-------------–------------------------------------------------- იძულებით აუქციონის წესით გაიყიდა 20---–-–----------------, ხოლო და-–------------ე და მისი ოჯახი ხსენებული უძრავი ქონებიდან გამოსახლებულ იქნა 2----–-–-----------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);

- მოწმე და-–-------------ს ჩვენება (იხ. 2016 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- 20---–-–---------------–-- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2----–-–----------------ისა და 20---–-–----------------- ხელწერილები არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელწერილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);

- მოწმე და-–-------------სა და შო---------------ს ჩვენებები (იხ. 2016 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერებისა და საქმეში წარმოდგენილი თანხის გადაცემის თაობაზე შედგენილი ხელწერილის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2----–-–----------------ისა და 20---–-–----------------- ხელწერილებით მოპასუხე ალ--------------–---–---–მა რო-------–-----ს მიმართ ვალი აღიარა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა არ არსებობდა, ამასთან, მოწმე და-–-------------ს ჩვენების თანახმად, და-–------------ემ სესხი აიღო ალ--------------–---–---–ის სასარგებლოდ და აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, აღნიშნული სესხის თანხა სრულად მოიხმარა ალ--------------–---–---–მა და რამდენადაც გადახდა ვერ შეძლო, ხოლო და-–-------------ს ქონება აუქციონის წესით გაიყიდა, მორალური ვალდებულება წარმოეშვა და-–-------------ს მიმართ, რის გამოც, შესთავაზა რო-------–-----ს ხსენებული ხელწერილების დაწერა და თანხის გადახდა და-–-------------ს ბინიდან გამოსახლების შეჩერების სანაცვლოდ. ამავდროულად დადგენილია, რომ და-–-------------ს ბინა გაიყიდა 20-- წელს, ხოლო მისი ოჯახი ბინიდან გამოსახლებულ იქნა 20-- წელს, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რო-------–-----სა და ბინის მესაკუთრეს - მე------------------ს, ბინით სარგებლობის ინტერესი არ ჰქონიათ და საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - და-–-------------ს ბინის გამოსყიდვას და მისი გამოსახლების შეჩერებას. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მხარის მოსაზრება 2----–-–----------------ისა და 20---–-–----------------- ხელწერილების ვალის აღიარების ხელწერილებად მიჩნევასთან დაკავშირებით, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, საქმეზე ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარება, თავისი შინაარსით ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს, რადგან იგი მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ. თუმცა, აღნიშნული ინსტიტუტი მიმართულია არა ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების წარმოშობისაკენ, არამედ ადასტურებს ვალის ამღიარებლის მოვალეობას, შეასრულოს უკვე არსებული ვალი. დაუშვებელია, რომ ვალის აღიარება ატარებდეს აბსტრაქტულ ხასიათს, ამიტომ იგი უნდა განხორციელდეს არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. ზემოთ მითითებული დებულების პირველი წინადადება, სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პირის მიერ ნების გამოვლენის ვალის აღიარებად მიჩნევისათვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს რიგ კრიტერიუმებს. პირველი - ნების გამოვლენიდან ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი. ასეთი ნების გამოვლენა ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითებდეს ვალის არსებობაზე. წერილობითი ფორმით არსებული დოკუმეტით გარკვევით უნდა იკითხებოდეს ვალდებულების არსი, ამგვარი ტიპის ხელწერილში, დაუშვებელია ისეთი ფრაზების მითითება, რომლებიც ბუნდოვანს ან გაურკვეველს გახდის მის შინაარსს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, ყოველი ეჭვი უნდა გადაწყდეს მოვალის სასარგებლოდ. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, იგი მოიცავს ამღიარებლის მზადყოფნას, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ დროში. ამგვარი დათქმა, თავისთავად, არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ვალდებული პირი შებოჭილია კონკრეტული თარიღით, არამედ ის შეიძლება ასევე რაიმე მოვლენას უკავშირდებოდეს. მთავარია, რომ მკაფიოდ იქნეს ჩამოყალიბებული მოვალის მიერ განსაზღვრულ ვადებში ვალდებულების შესრულების სურვილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რო-------–-----სა და ალ--------------–---–---–ს შორის სასესხო ურთიერთობა არ არსებობდა. შესაბამისად, 2----–-–----------------ისა და 20---–-–----------------- ხელწერილების ვალის აღიარებად მიჩნევისთვის არ არსებობს უპირველესი საფუძველი - ვალის არსებობა. სასამართლო ასევე შენიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით, ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. ს------------------------------------------–--–-). წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილია, რომ ალ--------------–---–--–-ს მიერ აღნიშნული ხელწერილების დაწერა უკავშირდებოდა მის მიერ და-–-------------ს ბინის გამოსყიდვის მიზანს და აღნიშნული ხელწერილები, თავისი შინაარსით, ერთი შეხედვით, პირობითი ხასიათის შეთანხმებას (გარიგებას) უფრო წარმოადგენს, ვიდრე ვალის აღიარების ნორმატიული შინაარსის მატარებელ სამართლებრივ დოკუმენტს, რამდენადაც ალ--------------–---–---–ის მხრიდან თანხის გადახდა ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ პირდაპირპროპორციულ კავშირში იყო და-–-------------ს ბინიდან გამოსახლების შეჩერებასთან. ამავდროულად, ხელწერილების შინაარსი შეიცავს ბუნდოვან საკითხებს, რაც, სასამართლოს შეფასებით, არ წარმოადგენს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლად არსებული ვალის აღიარებას და განმარტავს, რომ აღიარება შეიძლება იყოს ვალდებულებით-სამართლებრივი ბმისაგან თავისუფალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა აღიარება არ შეიძლება ვალის აღიარებად იქნეს მიჩნეული. აღიარება შეიძლება აღწერდეს ან ადასტურებდეს ხდომილებას, მაგრამ არ წარმოადგენდეს ვალდებულების არსებობის აღიარებას.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალის აღიარებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც რო-------–-----ს სასარჩელო მოთხოვნა ალ--------------–---–---–ისთვის ვალის აღიარების ხელწერილით გათვალისწინებული 180000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ uნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ - პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია კი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ვალის აღიარების ხელწერილით გათვალისწინებული ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის დაკისრების თაობაზე რო-------–-----ს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების მოთხოვნების საფუძველზე, ვერ ასაბუთებს ზიანის ოდენობასაც.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.2.1. ნაწილის მიხედვით არასწორედ დადგინდა სადავო ფაქტობრივი გარემოება. 20---–-–----------------- გაფორმებული ხელწერილი თავისი არსით, სწორედ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენს. ალ--------------–---–---–მა იკისრა ვალდებულება გადაეხდა 180 000 ამერიკული დოლარი 2014 წლის იანვრის თვისთვის. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იკისრა ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის გადახდა პირგასამტეხლოს სახით.

 

3.2.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განხილული და შეფასებული სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება თავისი არსით წარმოადგენს დამოუკიდებელ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები სრულიად დამოუკიდებელნი არიან იმ ძირითადი მოთხოვნისაგან, რომლის არსებობაც შესაძლოა მხარეთათვის სადაო იყოს და ქმნიან ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველს. კანონის თანახმად ვალის აღიარება წერილობითი ფორმით უნდა იყოს, რაც დაცულია კონკრეტულ შემთხვევაში. ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმდა ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება, ალ--------------–---–---–ს უნდა დაეკისროს 180 000 აშშ დოლარის და ყოველთვიურად დარიცხული 5 000 აშშ დოლარის გადახდა პირგასამტეხლოს სახით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1.ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

 

4.1.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ალ--------------–---–---–ის მიერ 20---–-–----------------- შედგენილი ხელწერილი, რომლითაც მან იკისრა ვალდებულება 20---–-–------------------- მოსარჩელისათვის გადაეხადა 180000 აშშ დოლარი, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარი, არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას და რო-------–-----ს ამ ხელწერილის საფუძვლზე არ წარმოეშობა მოპასუხსათვის ხელწერილით გათვალისწინებული თანხების მოთოვნის უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველო უზენესი სასამართლოს განმარტებებს ვალის აღიარების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, სსკ-ის 341-ე მუხლის სრულყოფილი განმარტებისათვის სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლის დოქტრინა ვალის აღიარების ხელშეკრულების ორ ფორმას გამოყოფს, კერძოდ, კონსტიტუციურ (დამდგენ) და დეკლარაციულ (დამადასტურებელ) ფორმებს. სსკ-ის 341-ე მუხლი წარმოადგენს სწორედ, ვალის აღიარების კონსტიტუციური (დამდგენი) ფორმის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებლ ნორმას. ასეთი ხელშეკრულების კონსტიტუციური ანუ დამდგენი ხასიათი განსაზღვრავს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი, სრულიად ახალი ვალდებულებითი ურთიერთობაა (დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან), მოვალეს დამოუკიდებლად გააჩნია კრედიტორის სასარგებლოდ ნაკისრი მოქმედებების შესრულების ვალდებულება (საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა), ამიტომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება მოიაზრება როგორც ცალმხრივი, აბსტრაქტული ხელშეკრულება. აბსტრაქტული გარიგების ნამდვილობისათვის ნამდვილობას და გარიგების სამართლებრივ საფუძველს კავშირი არ გააჩნია, გარიგების ნამდვილობა დამოუკიდებელია სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობისაგან. აბსტრაქტული ხელშეკრულებისგან განსხვავებით, როცა მნიშვნელობა არა აქვს მის სამართლებრივ საფუძველს და მხოლოდ ფაქტობრივ საფუძველს ეყრდნობა, კაუზალურია გარიგება, თუკი მისგან გამომდინარეობს სამართლებრივი საფუძველი (causa) და გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია ამ საფუძვლის ნამდვილობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს საფუძველი ბათილია, ის პირდაპირ გავლენას ახდენს მის საფუძველზე დადებულ გარიგებაზე და შესაბამისად, ისიც ბათილი ხდება. საყურადღებოა, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და ამ გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია ადრე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მიღება, ასეთი აღიარება კაუზალურ აღიარებას წარმოადგენს და იგი თვისობრივად განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული აბსტრაქტული აღიარებისაგან (იხ. სუსგ№ას-413-391-2012 – 25.09. 2012 წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების ბუნება გამომდინარეობს ორი ძირითადი კრიტერიუმიდან: პირველი - ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხირვი და აბსრტაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას და მეორე - ვალის არსებობის აღიარება არის ახალი დამოუკიდებელი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი (სუსგ №ას-1156-1111-2016 13 აპრილი, 2017 წელი;

 

ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-20--, 08.11.20--წ.; სუსგ №ას-226-213-20--, 18 მაისი, 20-- წ.). ას-1369-1289-2017

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2----–-–----------------ის ხელწერილით, მოპასუხე ალ--------------–---–---–მა რო-------–-----ს წინაშე აიღო 157 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ხელწერილში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია მოქალაქე და-–-------------ს ბინის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით, რაზედაც პასუხისმგებლობა აიღო ალ--------------–---–---–მა;

 

20---–-–----------------- ხელწერილით, მოპასუხე ალ--------------–---–---–მა რო-------–-----ს წინაშე აიღო ვალდებულება მა---------ს ბინასთან დაკავშირებით 2014 წლის 15 ინავრისათვის გადაიხადოს 180000 აშშ დოლარი, ამავე ხელწერილში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ შეასრულებს ვალდებულებას დაემატება ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის რო-------–-----ს ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელწერილში აღნიშნული 157000 აშშ დოლარი შედის 20---–-–----------------- ხელწერილით გათვალისწინებულ 180000 აშშ დოლარში (იხ. 09.03.2016 წ. სხდომის ოქმი);

 

და-–-------------ს კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------–-------------–------------------------------------------------- იძულებით აუქციონის წესით გაიყიდა 20---–-–----------------. ბინა აუქციონე შეიძინა და საკუთრების უფლებით აღირიცხა მე------------------ზე.

 

მოსარჩელე რო-------–-----ს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბინა მის საკუთრებაში არ ირიცხებოდა, მან ალ--------------–---–---–ის მიერ შედგენილ ხელწერილებში მითითებული თანხის გადახის სანაცვლოდ, აიღო ვალდებულება არ გამოესახლებინა და-–------------ე აღნიშნული ბინიდან, ხოლო ხელწერილით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემთხვევაში, ბინა საკუთრებაში დაუბრუნდებოდა და-–------------ეს. რო-------–-----ს განმარტებით, სწორედ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 20-- წლის ივნისის თვეში მოხდა მა---------ს გამოსახლება აუქციონზე შეძენილი ბინიდან (იხ. 09.03.2016 წ. სხდომის ოქმი);

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ვალის აღიარების ხელშეკრულება ცალმხირივი და აბსტრაქტული ხელშეკრულებაა. ხელშეკრულებათა ცალმხრივად და ორმხრივად კლასიფიცირება ხდება იმის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულება ეკისრება ორივე მხარეს, თუ იგი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს წარმოეშობა. პირველ შემთხვევაში, სახეზეა ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება ხოლო მეორე შემთხვევაში კი ორმხრივად მავალდებულებელი, ვალის აღიარების ხელშეკრულების შემთხვევაში იდება ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომლითაც მოვალეს მხოლოდ შესრულების ვალდებულება, ხოლო კრედიტორს მხოლოდ მოთხოვნის უფლება წარმოეშობა, ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისთავად უნდა წარმოშობდეს ვალდებულებას.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალის აღიარების აბსტრაქტული ბუნება გულისხმობს მის დამოუკიდებლობას მხარეებს შორის ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალისა თუ შინაარსისაგან, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ყოველგვარი შეპირება (აღიარება) ვალდებულების შესრულების თაობაზე, განხილული უნდა იქნეს იმ გარემოებებისაგან განკერძოებულად, რომლებთანაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით თუ ხელწერილით აღიარებული ვალდებულების შესრულება.

 

საქმზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია ალ--------------–---–---–მა წარმოდგენილი ხელწერილებით იკისრა თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ხელწერილები არ წარმოადგენენ ვალის არსებობის ხელშეკრულებებს, რომლებიც დამოუკიდებლად წარმოშობენ თანხის გადახდის ვალდებულებას, რადგან მათი შინაარსიდან ცხადად გამომდინარეობს, რომ ამ თანხის გადახდის ვალდებულება დაკავშირებულია მა---------ს ბინასთან, ხოლო მხარეთა ახსნა - განმარტების საფუძვლეზე უდავოდ დადგენილია, რომ რეალურად მხარეები შეთანხმდნენ მომავალში უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ შეთანხმებულ ვადაში გადახდილი იქნებოდა ხელწერილებით გათვალისწინებული თანხა, ამასთან ამ თანხის გადახდამდე ბინის ყოფილი მესაკუთრე უფლებამოსილი იქნებოდა ესარგებლა ბინით. უდავოა, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა ხელწერილით გათვალისწინებული თანხები, რის გამოც მა--------ე გამოსახლებულია სადავო ბინიდან, ხოლო ბინა კვლავ ირიცხება მე------------------ს საკუთრებაში. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ხელწერილებით მხარეებს შორის რაიმე სახის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის შეუსრულებლობაც მოსარჩელეს მიანიჭებდა ამ ხელწერილებით გათვალისწინებული თანხის გადახდის მოთხოვნის უფლებას, არ წარმოშობილა.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ასევე მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2013 წლის 13 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის, ასევე 2014 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 180000 აშშ დოლარის 0.44%-ის დაკისრების საფუძველი.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომლიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწლით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს 20---–-–----------------- ხელწერილიდან გამომდინარე 180000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია. შესაბამისად არ არსებობს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის პირგასამტხელოს და ვალდებულების შეუსრულბლობით მიყენებული ზიანის დაკსირების საფუძველიც.

 

ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საფუძველს სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, ამიტომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინების საფუძველზე, აპელანტს რო-------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა რო-------–-----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რო--------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. რო--------–-----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის ოდენობით გადახდა.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

ვანო წიკლაური