განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2018
საქმის ნომერი
060210118002059618
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210118002059618

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-170-2018 1 მაისი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ლ---- შ--–--------ე, პ----- შ--–--------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს კ------- ბანკი

წარმომადგენელი - ქ------------–--ია

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს „კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - ლ---- შ--–--------ეს, პ----- შ--–--------ესა და ვ-–- შ--–--------ის უფლებამონაცვლე ლ---- შ--–--------ეს სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2014 წლის 10 ოქტომბრის №2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 1077.09 (ერთი ათას სამოცდაჩვიდმეტი აშშ დოლარი და 09 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ლ---- შ--–--------ეს სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ ინდივიდუალურად დაეკისრა 2015 წლის 19 ივნისის სესხის №3--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 2 124.24 (ორი ათას ასოცდაოთხი ლარი და 24 თეთრი) ლარის გადახდა. მოპასუხეებს - ლ---- შ--–--------ეს, პ----- შ--–--------ესა და ვ-–- შ--–--------ის უფლებამონაცვლე ლ---- შ--–--------ეს სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება (გადახდა). მოპასუხე ლ---- შ--–--------ეს სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელე მხარის მიერ ამ უკანასკნელის ინდივიდუალური დავალიანებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზრაურება (გადახდა). მოპასუხეებს - ლ---- შ--–--------ეს, პ----- შ--–--------ესა და ვ-–- შ--–--------ის უფლებამონაცვლე ლ---- შ--–--------ეს სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება (გადახდა). მოპასუხეებს - ლ---- შ--–--------ეს, პ----- შ--–--------ესა და ვ-–- შ--–--------ის უფლებამონაცვლე ლ---- შ--–--------ეს სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების თანხის- 22 (ოცდაორი) ლარისა და უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის - 42 (ორმოცდაორი) ლარის ანაზღაურება (გადახდა). რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2014 წლის 10 ოქტომბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხე ლ---- შ--–--------ეს შორის გაფორმდა №2------------ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი 24 თვით, 1.41% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.8 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 150 დღის განმავლობაში. 2.2. 2014 წლის 10 ოქტომბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და ლ---- შ--–--------ეს შორის გაფორმებული №2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამავე დღესვე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და პ----- შ--–--------ეს შორის, ასევე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და ვ-–- შ--–--------ეს შორის გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობისა და ასევე გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალსწინებულ ვალდებულებებზე-სესხის ძირითად თანხაზე - 5000 (ხუთიათასი) აშშ დოლარი, მასზე დარიცხულ პროცენტებზე - 1700.02 (ერთი ათას შვისასი დოლარი და 02 ცენტი) აშშ დოლარი,ხელშეკრულებით გათვალსიწინრბულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე-250 .08 (ორას ორმოცდაათი აშშ დოლარი და 08 ცენტი) აშშ დოლარი, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე-22.37 (ოცდაორი აშშ დოლარი და 37 ცენტი) აშშ დოლარი, რაც მთლიანობაში შეადგენს 6972 (ექვსი ათას ცრაასსამოცდათორემეტი აშშ დოლარი და 47 ცენტი) ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე. 2.3. 2015 წლის 19 ივნისს მსესხებელ ლ---- შ--–--------ესა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის გაფორმდა №20----------- ხელშეკრულება სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სესხის მოცულობა ჯამში შეადგენდა 3041.00 ლარს, სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა. ხოლო, შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში. 2.4. სარჩელით მოპასუხედ წარმოდგენილი პირი - თავდები ვ-–- შ--–--------ე გარდაიცვალა 2014 წლის 28 ნოემბერს. ამ უკანასკნელის კანონისმიერ მემკვიდრეს და შესაბამისად მოცემულ საქმეზე უფლებამონაცვლე პირს წარმოადგენს ლ---- შ--–--------ე. 2.5. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა №2------------ სესხის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. მსესხებელსა და თავდებ პირებს არაერთხელ გაეგზავნათ შესაბამისი გაფრთხილების წერილები ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, მაგრამ ასეთი, მიუხედავად არაერთგზისი და სხვადასხვა სახის მცდელობებისა, მათ ვერ ჩაბარდათ მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. თავის მხრივ კი სარჩელის წარმოდგენის დღემდე მოპასუხეთა მიერ არ განხორციელდა ნაკისირი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულება. 2.6. მოსარჩელის წინაშე მოპასუხეთა დავალიანება 2014 წლის 10 ოქტომბრის №2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1077.09 (ერთი ათას სამოცდაჩვიდმეტი აშშ დოლარი და 09 ცენტი) აშშ დოლარს, საიდანაც 785.28 (შვიდასოთხმოცდახუთი აშშ დოლარი და 28 ცენტი) აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 20.01 (ოცი აშშ დოლარი და 01 ცენტი)- პროცენტი, 20.84 (ოცი დოლარი და 84 ცენტი ) აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 250.96 (ორაცორმოცდაათი აშშ დოლარი და 96 ცენტი)-ჯარიმა ძირზე. 2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება სესხის ხელშეკრულებით გათვლისწინებული პროცენტის არასწორად განსაზღვრისა და ასეთით ზიანის მიყენების თაობაზე, აღნიშნულის თაობაზე დაეყრდნო მოცემულ საქმეზე სპეციალისტის სახით დაკითხული პირის, ზ------ ა-–------ის განმარტებას, რომლის მიერაც სასამართლო მთვარ სხდომაზე განიმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის კლებადი ე.წ. ,,რთული“ საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად 2.45%-ის ოდენობით იდენტური და ანალოგიურია ,,ბრტყელი“, ,,სწორხაზოვანი“ ე.წ. ,,მარტივი“ 1.41%-ის ოდენობით ყოველთვიური საპროცენტო განკვეთისა, მათი გადაფარვის კოეფიციენტია 1.7. ამდენად, ზემოაღნიშნული ჩანაწერების სხვაობით მოპასუხეთ არანაირი სახის ზიანი არ განუცდიათ. 2.8. მოპასუხე ლ---- შ--–--------ის მიერ დარღვეული იქნა 2015 წლის 19 ივნისს მასსა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის გაფორმებული №20----------- ხელშეკრულება სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ.მსესხებელს არაერთხელ გაეგზავნა შესაბამისი გაფრთხილების წერილები ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, მაგრამ ასეთი, მიუხედავად არაერთგზისი და სხვადასხვა სახის მცდელობებისა, მას ვერ ჩაბარდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. თავის მხრივ კი სარჩელის წარმოდგენის დღემდე მოპასუხე ლ---- შ--–--------ის მიერ არ განხორციელდა ზემოხსენებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულება. 2.9. მოსარჩელის წინაშე მოპასუხე ლ---- შ--–--------ის დავალიანება 2015 წლის 19 ივნისს მასსა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის გაფორმებული სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ№20----------- ხელშეკრულების თაობაზე შეადგენს 2 124.24 (ორი ათას ასოცდაოთხი ლარი და 24 თეთრი) ლარს, საიდანაც 1182.66 ლარი არის ძირი თანხა; 363.93 ლარი - პროცენტი; 39.54 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა; 478.98 ლარი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.27%-ანი ჯარიმა; 59.13 ლარი - 5% ერთჯერადი ჯარიმა ძირზე. 2.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სესხის ხელშეკრულებით გათვლისწინებული პროცენტის არასწორად განსაზღვრის თაობაზე და გაიზიარა სპეციალისტის სახით დაკითხული პირის, ზ------ ა-–------ის ჩვენებაში გადმოცემული განმარტება, რომლის მიერაც განიმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა რთული, ანუ კლებადი საპროცენტო განაკვეთი, სახელობრ გათვალისწინებულ იქნა მარტივი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად 34.02 %-ის ოდენობით, სწორხაზოვანი მეთოდით, რომლის შესაბამისადაც იქნა შედგენილი შესაბამისი გადახდის გრაფიკი და მოპასუხე ლ---- შ--–--------ის მიერ ყველა გადახდა წარმოებულია სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად 1-ლი ნაწილის თანახმად. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 2.13. ზემოთ მოხმობილ ნორმათა შესაბამისად, მსესხებელი ლ---- შლამბერიძე და თავდებები, განსახილველ შემთხვევაში კი ვ-–- შ--–--------ის თავდები თვით ლ---- შ--–--------ე ვალდებულნი არიან დააბრუნონ როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე გადაიხადონ სესხის სარგებლის სახით შესაბამისი პროცენტი. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს კრედიტი სესხის ფორმით. 2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. საქართველოს სამოქალაქო კოდექის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. 2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 416-ე მუხლის თანახმად მხარეებს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით შეუძლიათ დამატებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, მათ შორის პირგასამტეხლოც, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. 2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა. 2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ლ---- შ--–--------ემ და პ----- შ--–--------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. 2014 წლის 10 ოქტომბერს შ.პ.ს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------"-ს და ლ---- შ--–--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლ---- შ--–--------ემ ისესხა 5000 აშშ დოლარი 24 თვით, ხელშეკრულების შემადგენლ ნაწილში - გადახდის ცხრილში ყოველთვიური საპროცენტი განაკვეთი არის 1.41%, ხოლო მოსარჩელე გადახდას ითხოვს 2.45% განაკვეთით და მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ამავე ცხრილში მითითებულ ციფრებზე. საბოლოო ჯამში, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 1.41% და გადახდის ცხრილში მითითებული ციფრი 2.45% განსხვავდება ერთმანეთისგან. 3.2. 2014 წლის 10 ოქტომბერს შ.პ.ს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------"-ს და ლ---- შ--–--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლ---- შ--–--------ემ ისესხა 5000 აშშ დოლარი, ხოლო ს.ს ,,კ------- ბანმა" ნაცვალდ აშშ დოლარისა მისცა კონვერტირებული ლარი, რაც ბევრად ნაკლები იყო ვიდრე 5000 ა.შ.შ დოლარი. 3.3. 2015 წლის 19 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ძირი თანხა, პროცენტი და დაზღვევის თანხა აპელანტს შესატანი ჰქონდა 4194,08 ლარი, შეიტანა 2800,25 ლარი, ხოლო სასამართლომ, დამარტებით, დააკისრა 2124,24 ლარი, რაც, საერთო ჯამში, გამოდის 4924,49 ლარი. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 3.5. ს.ს ,,კ------- ბანკის" მიერ დარღვეულია როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის და 625-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხამრებელთა უფლებების დაცვის წესი"-ს მოთხოვნები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს ლ---- შ--–--------ემ სს მისო კ-------საგან - ამჟამად - სს კ------- ბანკი - ისესხა 5000 აშშ დოლარი. 4.1.1. ხელშეკრულება დაიდო 24 თვის ვადით და სესხით სარგებლობისათვის ლ---- შ--–--------ეს უნდა გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი, 2,45%, კლებადი საპროცენტო განაკვეთით. 4.1.2. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ მოსარჩელის სასარგებლოდ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევაზე. 4.1.3. ხელშეკრულების 3.8 პუნქტის საფუძველზე კი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ლ---- შ--–--------ეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0,27%-ს იდენობით, ოღონდ მხოლოდ 150 დღის განმავლობაში. 4.1.4. ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 6972,47 აშშ დოლარის ფარგლებში სოლიდარული თავდებობა იკისრეს ვ-–- შ--–--------ემ და პ----- შ--–--------ემ. 4.1.5. 2014 წლის 28 ნოემბერს ვ-–- შ--–--------ე გარდაიცვალა მისი კანონისმიერი მემკვიდრე და ლ---- შ--–--------ეა. 4.2. 2015 წლის 19 ივნისს ლ---- შ--–--------ემ სს მისო კ-------საგან ისესხა 3041 ლარი. 4.2.1. ხელშეკრულება დაიდო 18 თვის ვადით. 4.2.2. სესხით სარგებლობისათვის მოვალეს უნდა გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი, 1,85%. 4.2.3. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო - შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%, ოღონდ - არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში. 4.3. ლ---- შ--–--------ემ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2014 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1077,09 აშშ დოლარია, ხოლო 2015 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 124,24 ლარი. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 417-ე, 891-ე და 895-ე მუხლების თანახმად, სარჩელი საფუძვლიანი იყო. 4.5. პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განსაზღვრა გადასახდელი სარგებლის ოდენობა. 4.5.1. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.7. პუნქტის მიხედვით, სესხის სარგებელი, სწორედ, კლებად 2,45%-ს შეადგენდა, ეს კი მყარ 1,41%-ს უდრის. 4.5.2. თუმცა, რაც მთავარია, გადახდის წესი და გასახდელი სარგებლის ოდენობა მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ სესხის დანართი გადახდის გრაფიკით. 4.5.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტებს გადასახდელად სესხის ძირითადი თანხა, 785,28 აშშ დოლარი დაეკისრათ. 4.5.4. გადახდების ისტორიიდან დგინდება, რომ მოვალეს ვალდებულება 2016 წლის 15 აგვისტოს შემდეგ აღარ შეუსრულებია. 4.5.5. 2016 წლის 15 აგვისტოდან 2016 წლის 15 ოქტომბრამდე გადასახდელი სარგებელი, გრაფიკის მიხედვით, 39,92 აშშ დოლარს შეადგენდა. 4.5.6. ამის შესაბამისად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით გადასახდელი სარგებელი მოსარჩელის მოთხოვნას, 20,01 აშშ დოლარს აღემატება. 4.5.7. ამიტომ, რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილება მართებულია. 4.6. პალატის აზრით, სესხის გაცემის პროცედურა დავის საგანთან კავშირში არ არის. 4.6.1. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, სესხის ოდენობა, მართალია, 5000 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა იგი შეიძლება გაცემული ყოფილიყო როგორც აშშ დოლარში, ასევე - ლარში და იგი გაიცემოდა გაცემის მომენტისათვის ხელშეკრულების გაფორმების ადგილისათვის ვალუტის უნაღდო გაცვლით ოპერაციებზე დადგენილი კომერციული კურსით. 4.6.2. ეს ნიშნავს, რომ თანხის გაცემისა და ვალდებულების შესრულების წესი, ასევე ვალუტა მხარეებს იმთავითვე შეთანხმებული ჰქონდათ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, ვალუტის კურსის ცვლილება აპელანტთა ვალდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. 4.7. პალატა ეთანხმება ლ---- შ--–--------ეს, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, იგი 2015 წლის 19 ივნისს აღებული სესხის სანაცვლოდ მოსარჩელეს, მხოლოდ, 4194,08 ლარს გადაუხდიდა. 4.7.1. თუმცა, გადახდების ისტორიიდან დგინდება, რომ ამ სესხზე არც-ერთი გადახდა აპელანტს გრაფიკით შეთანხმებულ ვადაში არ შეუსრულებია. 4.7.2. ამის გამო, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა, ე.ი. პირგასამტეხლო ერიცხებოდა. 4.7.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და სადაზღვევო შესატანის სახით აპელანტს 2607,95 ლარი აქვს გადახდილი. 4.7.4. თუ ამას სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ სესხის ძირითად თანხას - 1182,66 ლარს, პროცენტს - 363,93 ლარსა და სიცოცხლის დაზღვევისათვისათვის გადასახდელ თანხას - 39,54 ლარს დავუმატებთ, ზუსტად 4194,08 ლარს, ე.ი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახელს მივიღებთ. 4.8. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ლ---- შ--–--------ისა და პ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე