განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2018
საქმის ნომერი
010217818002257255
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010217818002257255

საქმე №2/ბ-454-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): მ----- ფ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ჯ------- ს---–--------ე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება

 

გამოარკვია:

2017 წლის 06 დეკემბერს, მ----- ფ---------ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელა ჯ------- ს---–--------ე და მოპასუხისათვის 350 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

2018 წლის 15 იანვარს, აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ----- ფ---------ის წარმომადგენელმა და მოპასუხე ჯ------- ს---–-----------------------------------------–-----–----–------------–-------------------------102ა-ში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 346 კვმ ნაგებობაზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N05----------) ყადაღის დადება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, მისი მოთხოვნის საფუძველზე, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებს, რომელთა უმრავლესობა დატვირთულია იპოთეკით.

ამდენად, სრულიად შესაძლებელია მ----- ფ---------ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის, იპოთეკით დატვირთული ნივთები იპოთეკარების მიერ, უკვე რეალიზებული იყოს და საკმარისი არ აღმოჩნდეს მ----- ფ---------ის სარჩელის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, აუცილებელია დამატებით, ყადაღა დაედოს ჯ------- ს---–--------ის ისეთ ქონებას, რაზედაც იპოთეკა რეგისტრირებული არ არის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით, მ----- ფ---------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ განმარტა:

სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის რაიმე უფლების, ქმედების განხორცილების ან შესრულების დავალდებულების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან ასეთი აღსრულების შეუძლებლობა.

მართალია, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს მოპასუხე ჯ------- ს---–--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხულ ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქუჩა N--- ა-ში მდებარე 200 კვმ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 346 კვმ ნაგებობას (მიწის(უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი N05----------), თუმცა არ უთითებს და ვერ ასაბუთებს, უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის გარემოებებზე, რაც სასამართლოს არ უქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ----- ფ---------ის წარმომადგენელმა ვ--–------ გ----------, მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, გაუგებარია რას გულისხმობს სასამართლო, როცა აცხადებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არ არის საკმარისი გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანას წინ უძღვოდა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სადაც სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეს მოსაზრება, რომ სახეზე იყო გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

მ----- ფ---------ისათვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ ჯ------- ს---–--------ეს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქუჩა N---ა-ში მდებარე 200 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 346 კვმ ნაგებობა (მიწის(უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი N05----------), რომელზედაც იპოთეკა რეგისტრირებული არაა.

ამიტომ, მ----- ფ---------ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია ყადაღის დადება მოცემულ უძრავ ნივთზე, რადგან მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, შესაძლებელია მოპასუხის მიერ გასხვისებული იქნეს ეს უძრავი ნივთი და უკვე დაყადაღებული უძრავი ნივთები არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ----- ფ---------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, მ----- ფ---------ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე ჯ------- ს---–--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებს მდებარე:

1. ქ----------------- შ----------–--–---–------ (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------).

2. ქ----------------- შ----------–--–---–------ (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05-----------------),3. ქ----------------- შ----------–--–---–-----, (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------),4. ქ----------------- ქ--------–-------–------------------, (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------),5. ქ. ბათუმი, დასახლება მახვილაური, (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------),6. ქ. ხელვაჩაური, სოფელი ხელვაჩაური / რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ჭარნალი / რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ჭარნალი, (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-----------);

7. სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ჯ------- ს---–--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხულ მოძრავ ქონებას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: A--- Q7, გამოშვების წელი 2006, სახ. ნომრით - D--------- ტექ. პასპორტი №---------, შასი W----------------, ფერი - რუხი 4/8;

დადგენილია, რომ 2017 წლის 06 დეკემბერს, მ----- ფ---------ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელა ჯ------- ს---–--------ე და მოპასუხისათვის 350 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

2018 წლის 15 იანვარს, აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მ----- ფ---------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხე ჯ------- ს---–-----------------------------------------–-----–----–------------–-------------------------102ა-ში მდებარე 200 კვმ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 346 კვმ ნაგებობაზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N05----------) ყადაღის დადება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით, მ----- ფ---------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ----- ფ---------ის წარმომადგენელმა ვ--–------ გ----------, მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროების მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს, ანუ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა, ხოლო სასამართლოს შეუძლია, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს დასაბუთების მართებულობა.

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში, კანონი ასევე იცავს მოპასუხის ინტერესებსაც. მართალია, ეს ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, სარჩელის უზრუნველყოფის საგანი, არის თუ არა ადექვატური დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს ჯ------- ს---–--------ისათვის 350 000 აშშ დოლარის დაკისრება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

ამავე კოდექსის 1961.1-ე მუხლის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1961-ე, და 198-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს, სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების შეფასების შედეგად უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (უზრუნველყოფის საგნის დამატება) გამართლებულია და მის გარეშე გადაწყვეტილების აღსრულება შეფერხდება ან შეუძლებელი გახდება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, ისეთ ვითარებში, როდესაც უკვე გამოყენებულია სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, სარჩელის აღძვრის შემდეგ დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს მის მოთხოვნას და საფრთხე არ დაემუქრება მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ისე საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძოდ, მოსარჩელე უთითებს, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით ყადაღადადებულ ქონებათა აბსოლუტური უმრავლესობა დატვირთულია იპოთეკით და შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს მ. ფ---------ის სარჩელის აღსრულებისათვის, თუმცა მოსარჩელეს არც განცხადებაში და არც საჩივარში არ მიუთითებია, თუ რას შეადგენს ყადაღადადებულ ქონებათა ღირებულება და არ წარმოუდგენია მათი შეფასების თაობაზე მტკიცებულება.

ამდენად, მ----- ფ---------ის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ყადაღადადებული ქონება საკმარისად ვერ უზრუნველყოფს სარჩელს, გაზიარებული ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების საფუძველი, არსებითად სწორია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, მ----- ფ---------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- ფ---------ის (წარმომადგენელი-ვ--–------ გ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინება.

3. საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

 

ნანა კალანდაძე