განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010216818002309834
საქმე 2/ბ-468-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
27 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ი-----– კ---–--–---
მოწინააღმდეგე მხარე:რ------ ხ-------, ნ---- ე-------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 31 იანვარს, ი-----– კ---–--–---მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეებად დაასახელა რ----- ხ-------, ნ---- ე------- და მოპასუხეთათვის 2700 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის განჩინებით, ი-----– კ---–--–---- სარჩელი მოპასუხეების - რ----- ხ-------- და ნ---- ე-------- მიმართ თანხის გადასახდელად დაკისრების მოთხოვნით, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით, ი-----– კ---–--–---- სარჩელი, რ------ ხ--------ა და ნ---- ე-------- წინააღმდეგ 2700 ლარის დაკისრების თაობაზე არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი ოდენობა შეადგენს 81 ლარს (2700 ლარის 3%). მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც საკმარისი არ არის.
გარდა ამისა, სარჩელში მოთხოვნები არ არის სრულად ჩამოყალიბებული, არ ირკვევა ორივე მოპასუხეზე ითხოვს თანხის დაკისრებას სოლიდარულად, თუ თითოეულზე და რა ოდენობით; არ მიუთითებს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც ასევე სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის განმეორებით აღძვრის შემთხვევაში, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, სამოქალაქო საქმეთა ფორმის ნიმუშში.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი-----– კ---–--–---მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი არ არის წინააღმდეგი დამატებით გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. მისი მოთხოვნაა მოპასუხეებს, რ----- ხ-------ს და ნ---- ე-------ს დაეკისროთ მის სასარგებლოდ 2700 ლარი. სასამართლო კი, შეგნებულად არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს და ხელს უწყობს თაღლითობას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია 2018 წლის 31 იანვარს, ი-----– კ---–--–---მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეებად დაასახელა რ----- ხ-------, ნ---- ე------- და მოპასუხეთათვის 2700 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის განჩინებით, ი-----– კ---–--–---- სარჩელი მოპასუხეების - რ----- ხ-------- და ნ---- ე-------- მიმართ თანხის გადასახდელად დაკისრების მოთხოვნით, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით, ი-----– კ---–--–---- სარჩელი, რ------ ხ--------ა და ნ---- ე-------- წინააღმდეგ 2700 ლარის დაკისრების თაობაზე არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი-----– კ---–--–---მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, კერძოდ, სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტისა და მე-3 ნაწილის ,,ა.ა.” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ქონებრივი დავის დროს, ფიზიკური პირებისათვის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არაუმეტეს 3000 ლარისა.
ამავე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის ”თ” ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველია, თუმცა იგი შევსებული არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, სამოქალაქო სარჩელებისათვის დადგენილი ფორმის ნიმუშში.
გარდა ამისა, მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნა შეადგენს 2700 ლარს, რომლისთვისაც სახ.ბაჟის ოდენობა სსკ-ის 39.1.“ა“ მუხლის თანახმად, უნდა განისაზღვროს 100 ლარით, რაც მოსარჩელეს მიერ სრულად გადახდილი არ არის.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არსებითად სწორი, დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----– კ---–--–---- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე