განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2018
საქმის ნომერი
030210118002447646
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210118002447646

საქმე №2/ბ-642

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ

 

18 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

მურთაზ მეშველიანი

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): ე---------- ჩ--------

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): შპს მ---- ,,ბ------–--“ ფოთის ფილიალი

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების

დასკვნებზე მითითება

2018 წლის 15 მაისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე---------- ჩ--------ს წარმომადგენელმა ა--- ბ------, მოპასუხედ დაასახელა სს მ---- „-------–-“ და მოპასუხესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ 2018 წლის 08 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------) მოქმედების შეჩერება.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ------–--“ მოთხოვნით უნდა მოხდეს უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით, ვინაიდან სარჩლი წარდგენილია სს მ---- „ბ------–--“ მიმართ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების და სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, თუკი რეალიზებული იქნება ქონება, მისი სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად შეუძლებელი გახდება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მიადგება არსებითი ზიანი.

მართალია, ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულებას, მაგრამ, სასამართლოს შეუძლია სასარჩელო მოთხოვნათა ფარგლებში, სსკ 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეჩეროს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, თუ ასეთი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულებას.

თუკი არ შეჩერდება სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და მოპასუხეს მიეცემა იპოთეკის საგნის აუქციონის წესით რეალიცაზიის შესაძლებლობა, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით, ე---------- ჩ--------ს წარმომადგენელს ა--- ბ------ უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიუთითა რომ საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო საბუთის აღსრულება შეჩერდება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების ოდენობა, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,5%-დან 0,05%-მდე და შესაბამისი ცვლილების შეტანას სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ: ნაცვლად 9150 აშშ დოლარისა, პირგასამტეხლოს ოდენობის 915 აშშ დოლარით განსაზღვრას.

შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების თაობაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ე---------- ჩ--------ს წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მას თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია, ხოლო იძულებითი აღსრულების დაწყების შედეგად მოხდება მისი ერთადერთი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემდეგ, რაც დიდი ალბათობით დროში გაუსწრებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას და მის კანონიერ ძალაში შესვლას, სასარჩელო მოთხოვნას გამოეცლება საფუძველი, რადგან უძრავი ნივთის რეალიზაციის შემდეგ მხარე დაკარგავს მატერიალური სიკეთის, თუნდაც მცირე ნაწილის შენარჩუნების შესაძლებლობას, რაც გამოწვეული იქნება იმით, რომ უძრავი ქონება აუქციონზე უკეთეს შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის თანაბარ ფასად- 15327,35 აშშ დოლარად, ან უარეს შემთხვევაში უფრო ნაკლებ ფასად. მოსარჩელეს (მოვალე) კი ისევ დარჩება მოპასუხის (კრედიტორი) წინაშე შეუსრულებელი ვალდებულება და მოცემული დავის ფარგლებში მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება შეუძლებელი გახდება.

მოცემულ შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა ლეგიტიმურია და შეესაბამება სსკ 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიება თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, სასამართლოში დავას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე აზრი ეკარგება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

 

გასაჩივრებული განჩინების

გაუქმების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მაისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე---------- ჩ--------ს წარმომადგენელმა ა--- ბ------, მოპასუხედ დაასახელა სს მ---- „-------–-“ და მოპასუხესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ 2018 წლის 08 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------) მოქმედების შეჩერება.

დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით, მოსარჩელე ე---------- ჩ--------ს წარმომადგენელს, ა--- ბ------ უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ე---------- ჩ--------ს წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო პალატა განმარტავს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

U ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).

ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, განმცხადებელმა სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებისა.

დასაბუთებული ვარაუდი კი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს იმ გადაუდებელ ღონისძიებას, რომლის განხორციელება აუცილებელია მოსარჩელე მხარის მოთხოვნის შესაძლო საფრთხისაგან დასაცავად. აღნიშნული ვრცელდება ყველა სახის მოსალოდნელ საფრთხეზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.3 მუხლის მიხედვით სასამართლოს, გარდა 198.2 მუხლში თითებული ღონისძიებებისა, სარჩელის უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აღსრულება, რომლის შეჩერებასაც განმცხადებელი ითხოვს, მიმდინარეობს ე---------- ჩ--------- და იპოთეკარ შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ------–-’’ შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული N188 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ, 2018 წლის 8 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

აღსრულებას აწარმოებს კერძო აღმასრულებელი ჯ------– ძ-------- (სააღსრულებო საქმე A 1--------0--/0--).

სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალე-ე---------- ჩ--------ს მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია 15 327.35 აშშ დოლარით, სადაც ძირი თანხაა -5000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი -1177, 35 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო -9150. 00 აშშ დოლარი.

წარმოდგენილი სარჩელითა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის (განცხადება) შინაარსით ირკვევა, რომ ე---------- ჩ--------ს სამომავლო სარჩელის მიზანია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს 8235 აშშ დოლარით შემცირება (9150-915=8235).

ამდენად, ე---------- ჩ--------ს მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 420-ე მუხლი) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.

სააპელაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 59).

იმისათვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქ ე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო − დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები –„საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი “) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"., II-4).

განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან დავის გადაწყვეტამდე იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გასხვისდება ე---------- ჩ--------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მოცემული სარჩელი აზრს დაკარგავს, ვინაიდან, ე. ჩ--------ს კუთვნილი უძრავი ქონება გასხვისებული იქნება იმ ვალდებულებისათვის, რომელიც მოპასუხის მიმართ არ გააჩნია და რაც საფუძველი გახდება მხარეთა შორის ახალი დავის წარმოშობისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმით დაუსაბუთებელი განჩინება გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ე---------- ჩ--------ს საჩივრის დაკმაყოფილების და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმების საფუძველია.

შესაბამისად, ე---------- ჩ--------ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეჩერდეს, ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ, 2018 წლის 08 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------) აღსრულების მიზნით, კერძო აღმასრულებელის, ჯ------– ძ--------- მიერ დაწყებული A 1--------0--/0-- სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი-შპს მ----------------- ო---------–-- ბერმელი ს.ნ. 2--------, მოვალე ე---------- ჩ-------- პ/ნ 4----------).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971.4-ე და 419.3-ე მუხლების შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე---------- ჩ--------ს (წარმომადგენელი-ა--- ბ-----) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინება;

3. ე---------- ჩ--------ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს, ნოტარიუს ი-----–- ტ------------ მიერ, 2018 წლის 08 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------) აღსრულების მიზნით, კერძო აღმასრულებელის, ჯ------– ძ--------- მიერ დაწყებული A1--------0--/0-- სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი-შპს მ----------------- ო---------–-- ბერმელი ს.ნ. 2--------, მოვალე ე---------- ჩ-------- პ/ნ 4----------);

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

მურთაზ მეშველიანი