განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002187084
საქმე N3ბ/875-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტები - ჯ--- წ------–---–-, თ----- წ------–---–-, ა-- წ------–---–-, ჯ---- წ------–---–-;
წარმომადგენელი - მ-------------;
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ---------------;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
1. სააპელაციო მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, ჯ--- წ------–---–-ს, თ----- წ------–---–-ს, ა-- წ------–---–-სა და ჯ---- წ------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1.1. რ------------------–--ს მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჯ--- წ------–---–- დაიბადა 1--- წლის 10 ივნისს, ქ. ბ---------ში, საქართველო. მიღებული აქვს საშუალო ტექნიკური გა--თლება - სწავლობდა ბ---------ის სამედიცინო კოლეჯში. საქართველოში, ქ. ბ---------ში ცხოვრობენ ჯ--- წ------–---–-ს მეუღლე, რომელიც დიასახლისია და ორი ქალიშვილი, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან. მისი განცხადებით რ------ში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე.
2.1.2. რ------------------–--ს მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი თ----- წ------–---–- დაიბადა 1--- წლის 06 სექტემბერს. სწავლობდა კერძო სამედიცინო კოლეჯში. საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა. რ------ში დაბრუნების შემთხვევაში არ იცის რა მოხდება. სურს სამშობლოში ყოფნა.
2.1.3. 2017 წლის 06 მარტს რ------------------–--ს მოქალაქემ ჯ--- წ------–---–მა პოლიტიკური სტატუსის მინიჭების თხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
2.1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრის 2017 წლის 02 ოქტომბრის N0-------------- შეტყობინებით ჯ--- წ------–---–ს, თ----- წ------–---–ს, ა-- წ------–---–სა და ჯ---- წ------–---–ს ეცნობათ, რომ საქმისწარმოების პროცესში გამოიკვეთა საკითხები, რომელიც საჭიროებს დამატებით შესწავლას და იმის გამო, რომ იწურება საქმის განხილვის ვადა, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია ვადა გაგრძელდეს
კიდევ 9 თვით.
2.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 03 ოქტომბრის N0-------- წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2- აგვისტოს N--- ბრძანებულებით ჯ--- წ------–---–ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და დღეის მდგომარეობით არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
2.1.6. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა რ------------------–--ს მოქალაქეებისათის ჯ--- წ------–---–-სთვის, თ----- წ------–---–-სთვის, ა-- წ------–---–ოსთვისა და ჯ---- წ------–---–-სთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რომლის თა--ხმადაც, რ------------------–--ს მოქალაქე - ჯ--- წ------–---–- (დაბ. 10.06.1--- წ.) ვერ აკმაყოფილებს "ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამავე დასკვნის შესაბამისად, რ------------------–--ს მოქალაქე - ჯ--- წ------–---–- (დაბ. 10.06.1--- წ.) ვერ აკმაყოფილებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია რ------------------–--ს მოქალაქეებისთვის ჯ--- წ------–---–-სთვის, თ----- წ------–---–-სთვის, ა-- წ------–---–ოსთვისა და ჯ---- წ------–---–-სთვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
2.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 09 ნოემბრის №02- 01/05/26997 გადაწყვეტილებით (შეტყობინებით) ჯ--- წ------–---–-ს, თ----- წ------–---–-ს, ა-- წ------–---–ოსა და ჯ---- წ------–---–-ს, "საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების საფუძველზე, უარი ეთქვათ ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
2.2. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე- 14 მუხლზე, რომლის თა--ხმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეძიოს დევნისაგან თავშესაფარი სხვა ქვეყნებში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით, ამასთან, ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს ჩადენა არაპოლიტიკური და--შაულისა, ანდა ქმედობისა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს;
საერთაშორისო დონეზე ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის აქტები ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმი, წარმოადგენენ ლტოლვილთა მიმართ საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ერთობლიობას და შეიცავენ იმ პირთა დაცვის მექანიზმის ძირითად დებულებებს, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი ქვეყნები დევნის, შეიარაღებული კონფლიქტის, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ან სერიოზული ზიანის სხვა ფორმების შედეგად.
1951 წლის კონვენციის პრეამბულაში ხაზგასმით არის აღნიშნული მისი ერთ–ერთი მთავარი მიზანი - ლტოლვილთა მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის უზრუნველყოფა.
,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის (საქართველო შეუერთდა პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის N 1996 -IIს დადგენილებით) პირველი მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და მის მიზანს წარმოადგენს - ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა და გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის მესამე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება _ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ხოლო ამავე მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თა--ხმად, ტერმინი "საერთაშორისო დაცვა" ამ კანონის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყა--ში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი რეგლამენტირებულია ამავე საკანონმდებლო აქტის მე-17 მუხლში.
"საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს; გ) იგი კანონიერ ძალაში შესული გა--ჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე და--შაულის ჩადენისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყა--ში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია ან/და ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.
ამავე კანონის მე-30 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილმა თა--მდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება პირის ასაკსა და წარმომავლობას, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებთან, მის იდენტობასთან, მოქალაქეობასთან (მოქალაქეობებთან), წარმოშობის ქვეყა--სთან (ქვეყნებთან), ადგილთან (ადგილებთან), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებთან და გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად განიხილება.
,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თა--ხმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადებული რ------ის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე დასკვნით დასტურდება, რომ რ------------------–--ს მოქალაქე - ჯ--- წ------–---–- ვერ აკმაყოფილებს "ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამავე დასკვნის შესაბამისად, რ------ის ფედერაციის მოქალაქე - ჯ--- წ------–---–- ვერ აკმაყოფილებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია რ------------------–--ს მოქალაქეებისთვის ჯ--- წ------–---–-სთვის, თ----- წ------–---–-სთვის, ა-- წ------–---–ოსთვისა და ჯ---- წ------–---–-სთვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 09 ნოემბრის №0------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეეხება მოსარჩელეებისათვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევას.
სასამართლომ მიუთითა "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომელიც პირველი პუნქტი განსაზღვრავს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.
სადავო აქტის თა--ხმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ფაქტების სანდოობიდან გამომდინარე არ გამოიკვეთა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რომელიც მიუთითებს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაზე.
ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, რ------ის ფედერაციაში არ ფიქსირდება გარე აგრესიისა და ოკუპაციის შემთხვევები, შესაბამისად, ჯ--- წ------–---–-, თ----- წ------–---–-, ა-- წ------–---–- და ჯ---- წ------–---–- ვერ აკმაყოფილებდნენ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.
სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის არგუმენტაციას და მართებულად მიიჩნია სამინისტროს უარს მოსარჩელეებისათვის ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის განმარტებები არათანმიმდევრულია და სახეზე არ არის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, რ------ის ფედერაციაში არ ფიქსირდება გარე აგრესიისა და ოკუპაციის შემთხვევები, შესაბამისად, ჯ--- წ------–---–-, თ----- წ------–---–-, ა-- წ------–---–- და ჯ---- წ------–---–- ვერ აკმაყოფილებდნენ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ--- წ------–---–-ს მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებდა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციით დადგენილი ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის მის მიმართ დევნა, რომელიც გამოიხატება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოთდასახელებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვერცერთი არგუმენტი, რის საფუძველზეც ის შეიძლებოდა ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად. ასევე არ დასტურდება ფაქტები, რაც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედო თავად დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი მონაცემები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია და დაფუძნებულია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციისა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1967 წლის ოქმს, ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, შესაბამისად, საერთაშორისი დაცვის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლო იყო და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტები არ ეთანხმებიან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე;
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ აქტებთან – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციასთან, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან.
პალატა აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს: ა) უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; ბ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; გ) უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; დ) სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში. აღნიშნული კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება, კერძოდ, თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.
ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყა--ში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით იმ ადამიანთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, აღიაროს ლტოლვილები ჯგუფური პრინციპით („prima facie“), მათი წარმოშობის ქვეყა--ში არსებული საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი რეგლამენტირებულია ამავე საკანონმდებლო აქტის მე-17 მუხლში.
პალატა მიუთითებს, რომ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თა--ხმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტოომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
ასევე, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყა--ში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ჰუმანიტარული სტატუსი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს 1 წლის ვადით ენიჭება. ის შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.
პალატა აღნიშნავს, რომ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. კონვენციის ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დევნა, ასევე, დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს გა--ცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყა--, არამედ, იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი აწესრიგებს თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრების ჩატარების პროცედურებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება.
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის წესს ადგენს მითითებული კანონის 30-ე მუხლი. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, უფლებამოსილმა თა--მდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება პირის ასაკსა და წარმომავლობას, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებთან, მის იდენტობასთან, მოქალაქეობასთან (მოქალაქეობებთან), წარმოშობის ქვეყა--სთან (ქვეყნებთან), ადგილთან (ადგილებთან), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებთან და გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად განიხილება.
ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, უფლებამოსილმა თა--მდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თა--ხმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტებს ჩაუტარდათ გასაუბრება, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მას საფუძვლად დაედო თავად დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი მონაცემები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებში, მოპასუხემ ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვით აწარმოა საქმის გარემოებათა გამოკვლევა და მის მიერ სწორედ ის გარემოებები იქნა მიჩნეული საქმისათვის მნიშვნელოვნად, რომელთა გამოკვლევა და შეფასებაც შესაძლებელი და აუცილებელი შეიქმნა თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და დაფუძნებულია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული.
პალატა პირველი ინსტანციის სასმართლოს მსგავსად მიჩნევს, რომ აპელატთა პოზიციები არათანმიმდევრულია და სახეზე არ არის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, რ------ის ფედერაციაში არ ფიქსირდება გარე აგრესიისა და ოკუპაციის შემთხვევები, შესაბამისად, ჯ--- წ------–---–-, თ----- წ------–---–-, ა-- წ------–---–- და ჯ---- წ------–---–- ვერ აკმაყოფილებდნენ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.
აპელანტთა მიერ მითითებული გარემოებები ასევე არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციით დადგენილი ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის მის მიმართ დევნა, რომელიც გამოიხატება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აპელანტებმა ვერ დაასაბუთეს ზემოთდასახელებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვერცერთი არგუმენტი, რის საფუძველზეც ისინი შეიძლებოდა ჩათვლილიყვნენ დევნის მსხვერპლად. ასევე არ დასტურდება ფაქტები, რაც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტთა მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გა--წილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათა--დო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება -მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინტანციის სასამართლოს შედეგს, ამდენად სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
5. პროცესის ხარჯები:
5.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტის თა--ხმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 212-, 2125, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ--- წ------–---–-ს, თ----- წ------–---–-ს, ა-- წ------–---–-ს, ჯ---- წ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
მოსამართლე: ილონა თოდუა