განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.07.2018
საქმის ნომერი
330310015001076572
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310015001076572 (3ბ/150-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,თ--–--ი”

წარმომადგენელი - კ---------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–--ის“ წერილობითი მოთხოვნა და კომპანიას მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. მითითებული გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’.

 

2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართში, სამუშაოს შესრულების პროცესში კომპანიის მხრიდან გასათვალისწინებელი პირობები მითითებული იყო „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობით. ამასთან, აღნიშნული დანართით, სხვა პირობებთან ერთად დადგენილი იყო, რომ მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით (დანართის მე-11 პუნქტი).

 

2.3. 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართით პირობების განსაზღვრას წინ უსწრებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წლის 16 ივლისს ჩატარებული სხდომა. სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩაზე, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობის მომთხოვნი პირის (განმცხადებლის) - სს „თ--–--ის“ მიერ წარდგენილი იყო შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული პროექტი, ხაზოვანი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია და ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თანხმობა გამოთქვა აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე, წარდგენილი პროექტის მიხედვით. ამასთან, წარმომადგენელმა სამუშაოების ჩატარებისათვის მიუთითა აუცილებლად გასათვალისწინებელ პირობებზე, მათ შორის პირობაზე - მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით (დანართის მე-11 პუნქტი). უდავოა ასევე, რომ ზემოაღნიშნულ სხდომაზე დაფიქსირებული, სამუშაოს შესრულების პროცესში კომპანიის მხრიდან გასათვალისწინებელი პირობები სრულად აისახა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №---------- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული წესდების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით. ამავე დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა. ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’ დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით.

 

მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. მე-5 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლი შეეხება ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ პროცედურას. კერძოდ, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშაპროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა. მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა და ადგენს ოქმს. მე-6 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ. იმავე წესის მე-4 მუხლი ეხება ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობებს და შეზღუდვებს, რომლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით: ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ--–--ის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2015 წლის 27 ივლისს გამოსცა სადავო №--------- გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიას მიეცა თანხმობა განეხორციელებინა თბილისში, მ-------ის ქუჩის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად, 2015 წლის 16 ივლისის სხდომაზე განიხილა ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. თანხმობის გაცემისას კი, გათვალისწინებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის პირობა - მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე მოწყობილიყო, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ მითითებული და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაზიარებული, შესაბამისი სამუშაოების წარმოების დროს სავალდებულოდ გასათვალისწინებელი პირობები/შეზღუდვები სრულად აისახა სადავო გადაწყვეტილების №2 დანართში.

 

2.7. მოსარჩელე, როგორც სამუშაოს მწარმოებელი კომპანია, არ ეთანხმება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტში მითითებულ პირობას, რომლითაც დადგინდა, რომ მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამავე წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გაცემას შესაძლებელს ხდის მხოლოდ თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენის პირობით, აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, სააგენტო კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილი იყო მისთვის სამუშაოთა წარმოების სხვა პირობა - მ-------ის ქუჩაზე, თხრილის ზომის მიუხედავად, ტროტუარის მთლიან ფართზე მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, დაეწესებინა მხოლოდ გარკვეული აუცილებელი გარემოების არსებობისას, მხოლოდ სათანადო დასაბუთებით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების)’’ მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა. იმავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება უნდა გამომდინარეობდეს მისივე საქმიანობის მიზნებიდან. კერძოდ, შესაბამისი ფუნქციის განხორციელებისას, სააგენტო ვალდებულია საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურება. ამავდროულად, სააგენტოს მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე სს „თ--–--თან“ მიმართებაში სააგენტოს მიერ ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისა და სამუშაოების წარმოების თაობაზე თანხმობის გაცემის ფუნქციის განხორციელება და შედეგად, სადავო გადაწყვეტილების გამოცემა, გამომდინარეობდა მისივე საქმიანობის მიზნებიდან. უდავოა, რომ სააგენტოს თანხმობის საფუძველზე მომავალში სს „თ--–--ის“ მიერ განსახორციელებელი ქმედება დაკავშირებულია საჯარო ადგილზე, ელ. მომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებასთან. შესაბამისად, სააგენტოს, როგორც საჯარო დაწესებულებას გააჩნია ვალდებულება სამუშაოს შემსრულებელს დაუდგინოს განსაკუთრებული პირობები და შეზღუდვები შესაბამისი სამუშაოს უსაფრთხოდ და ეფექტურად შესრულებისათვის. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა განსახორციელებელი სამუშაოს ტერიტორიაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობასთან დაკავშირებული პირობის სავალდებულოდ დადგენა სამუშაოს შემსრულებელი კომპანიისათვის, ხოლო აუცილებელი გარემოების არსებობას თავისთავად ადასტურებს სააგენტოს მიერ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ერთობლივი შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ასახულია შესაბამის ოქმში.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №---------- გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის ნაწილში კანონიერია, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების 6.2 პუნქტში (ბოლო აბზაცი) აღნიშნავს, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტოს, როგორც საჯარო დაწესებულებას გააჩნია ვალდებულება სამუშაოს შემსრულებელს დაუდგინოს განსაკუთრებული პირობები და შეზღუდვები შესაბამისი სამუშაოს უსაფრთხოდ და ეფექტურად შესრულებისათვის. სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა განსახორციელებელი სამუშაოს ტერიტორიაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობასთან დაკავშირებული პირობების სავალდებულოდ დადგენა სამუშაოს შემსრულებელი კომპანიისათვის, ხოლო აუცილებელი გარემოების არსებობას თავისთავად ადასტურებს სააგენტოს მიერ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა ქალაქ თბილისის მუნუციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ერთობლივი შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ასახულია შესაბამის ოქმში. აპელანტი არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ სააგენტოს №------- გადაწყვეტილება და შესაბამისად №2 დანართი სააგენტოს მიერ მიღებულია ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილების საფუძველზე, რომლის მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში (სხვა შესაბამისი პირობებით), ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. შესაბამისად, კანონის თანახმად, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილ უნდა იქნეს თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი ასფალტის საფარი), კანონისვე თანახმად, დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ეს აუცილებლობა არ შეიძლება დადასტურებულად მივიჩნიოთ, მხოლოდ სააგენტოს მიერ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის ქალაქ თბილისის მუნუციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად განხილვის გამო. მითუმეტეს, რომ ,,შესაბამის ოქმში’’, როგრც ამას მიუთითებს სასამართლო, არაფერია ნათქვამი სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ერთობლივი შემოწმების შესახებ და არც ამ შემოწმების შედეგებზე. ამასთან, სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა კანონით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დაწესების აუცილებლობას, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების 6.3 პუნქტში (ბოლო აბზაცი) მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №---------- გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის ნაწილში კანონიერია, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა კანონით განსაზღვრული პირობისგან განსხვავებული პირობის დაწესების აუცილებლობას, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულის მტკიცების ტვირთი იკისრა თვითონ სასამართლომ, იმის გარემოების გათვალისწინებით, რომ არც სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არც საქმეზე წარმოდგენილი ოქმი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია სს ,,თ--–---------ს’’ კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება, მით უმეტეს, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც გასაწევი იქნებოდა კანონით გათვალისწინებული პირობის დადგენის შემთხვევაში (საფარის აღდგენა თხრილის ფარგლებში), რითაც პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს და რაზედაც, საერთოდ არ მსჯელობს სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დაგენილ ფარგლებში, ხოლო 7-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

3.3. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილების მე-4 მუხლი, რომლის თანახმად, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილ უნდა იქნეს თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი ასფალტის საფარი), კანონისვე თანახმად, დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ეს აუცილებლობა არ შეიძლება დადასტურებულად მივიჩნიოთ მხოლოდ სააგენტოს მიერ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის ქალაქ თბილისის მუნუციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად განხილვის გამო, როგორც ამას მიუთითებს სასამართლო. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო მოპასუხის (სააგენტოს) მიმართ, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სააგენტოს №---------- გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და არა შესაბამისი გამოკვლევის შედეგად, როგორც ამას მიუთითებს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით, მე-6, მე-7, 53-ე და 96-ე მუხლებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–--ის“ წერილობითი მოთხოვნა და კომპანიას მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. მითითებული გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’.

 

4.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართში, სამუშაოს შესრულების პროცესში კომპანიის მხრიდან გასათვალისწინებელი პირობები მითითებული იყო „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობით. ამასთან, აღნიშნული დანართით, სხვა პირობებთან ერთად დადგენილი იყო, რომ მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით (დანართის მე-11 პუნქტი).

 

4.3. 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართით პირობების განსაზღვრას წინ უსწრებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წლის 16 ივლისს ჩატარებული სხდომა. სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩაზე, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობის მომთხოვნი პირის (განმცხადებლის) - სს „თ--–--ის“ მიერ წარდგენილი იყო შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული პროექტი, ხაზოვანი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია და ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თანხმობა გამოთქვა აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე, წარდგენილი პროექტის მიხედვით. ამასთან, წარმომადგენელმა სამუშაოების ჩატარებისათვის მიუთითა აუცილებლად გასათვალისწინებელ პირობებზე, მათ შორის პირობაზე - მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით (დანართის მე-11 პუნქტი). უდავოა ასევე, რომ ზემოაღნიშნულ სხდომაზე დაფიქსირებული, სამუშაოს შესრულების პროცესში კომპანიის მხრიდან გასათვალისწინებელი პირობები სრულად აისახა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართში.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო ნაწილში გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ამ ნაწილში არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო ნაწილში კანონს ეწინააღმდეგება, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც სადავო ნაწილში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების’’ 1.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. იმავე დებულების 2.1. მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ძ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ- ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა, ხოლო ,,ხ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ 1.1 მუხლის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა)კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვასახის თანხმობა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები. ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლით გასაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. ამდენად, ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას, დადგენილია ასევე, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–--ის“ წერილობითი მოთხოვნა და კომპანიას მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. მითითებული გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართში, სამუშაოს შესრულების პროცესში კომპანიის მხრიდან გასათვალისწინებელი პირობები მითითებული იყო „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობით. ამასთან, აღნიშნული დანართით, სხვა პირობებთან ერთად დადგენილი იყო, რომ მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით (დანართის მე-11 პუნქტი). 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართით პირობების განსაზღვრას წინ უსწრებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წლის 16 ივლისს ჩატარებული სხდომა. სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩაზე, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობის მომთხოვნი პირის (განმცხადებლის) - სს „თ--–--ის“ მიერ წარდგენილი იყო შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული პროექტი, ხაზოვანი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია და ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თანხმობა გამოთქვა აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე, წარდგენილი პროექტის მიხედვით. ამასთან, წარმომადგენელმა სამუშაოების ჩატარებისათვის მიუთითა აუცილებლად გასათვალისწინებელ პირობებზე, მათ შორის პირობაზე - მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით (დანართის მე-11 პუნქტი). უდავოა ასევე, რომ ზემოაღნიშნულ სხდომაზე დაფიქსირებული, სამუშაოს შესრულების პროცესში კომპანიის მხრიდან გასათვალისწინებელი პირობები სრულად აისახა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №--------- გადაწყვეტილების №2 დანართში.

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო გადათხრითი სამუშაოების წარმოებისათვის თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებისათვის (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია და შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის (სს ,,თ--–--ი’’) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,თ--–--ის” სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს ,,თ--–--ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №---------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი, ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში. ბათილად ცნობილ ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა უნდა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ, სახელმწიფოს ბაჟის სახით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი 100 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის, სულ 250 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,თ--–--ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №---------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი, ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში. ბათილად ცნობილ ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან;

4. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ, სახელმწიფოს ბაჟის სახით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი 100 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის, სულ 250 ლარის ანაზღაურების ვალდებულება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე