განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015818468
საქმე N3ბ/2331-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - დ----- ბ-----–---–ი;
წარმომადგენელი- ც--------------ძე;
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა;
წარმომადგენელი - ნ-------------ია;
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) – ს------ გ----------ი;
წარმომადგენელი - ნ----–-------–---–ი:
მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ი--------–--ა;
დავის საგანი - პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
აპელანტების მოთხოვნა:
1. აპელანტების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ს------ გ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ( ტ.1. სფ.220-232);
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 ქ. თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 0---------წ. №0----- ორდერით ს-----ი გ----------ის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 3 სულისაგან, მიეცა უფლება დაეკავებინა 2 ოთახი, ბინა 183, ფართობი 30 კვატდრატული მეტრი, კორპუსი 33 ბ, სადარბაზო 10, სართული 4, მ------- 4ბ მიკრორაიონის მარჯვენა მხარეს. ორდერი გაიცა კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის
3---------წ. №---- გადაწყვეტილების საფუძველზე.
ორდერი დაცული არის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივში. კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის 3---------წ. №---- გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივი იტყობინება, რომ ხსენებულ აღმასკომს 1984 წლის 31 ოქტომბერს სხდომა არ ჩაუტარებია და N1--- მოქალაქე ს-----ი გ----------ისათვის საცხოვრებელი ბინის გამოყოფის შესახებ არ მიუღია.
კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების ნომრისა და თარიღის შეცდომით მითითების შესახებ რაიმე ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის მიერ გაცემული ინფორმაცია არ ადასტურებს, რომ კალინინის რაისაბჭოს აღმასკომს მოქალაქე ს-----ი გ----------ისათვის საცხოვრებელი ბინის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება საერთოდ არ მიუღია.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობით
დასტურდება, რომ ს-----ი გ----------ი სადავო ბინაში ჩაწერილი არის 1985 წლის 13 მარტიდან.
საბინაო საექსპლოატაციო კანტორის მიერ 1996 წელს გაცემული ცნობის თანახმად, ტატიანა გ----------ა და მისი შვილები - მარიაკი ს------ს ძე გ----------ი და კირილე ს------ს ძე გ----------ი რეგისტრირებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში, მ-------ს დ-----–--ა, მე-4ბ მ/რ, კორპ. 33, ბინა 183-ში.
ს-----ი გ----------ი სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობილი არ არის.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2---------წ. N1------- წერილის თანახმად, გლდანი-ნაძალადევის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრ
,,მ--------2-ს“ დოკუმენტებში, მ-------ს მე-4ბ მ/რ, კორპ. N--- მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერები არ არის დაცული. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნული სერვის ცენტრის დოკუმენტებში დაცულ ბინის მიღებისა და გაცვლის ორდერებში, ორდერი გაცემული ს------ გ----------ის სახელზე არ არის დაცული.
3.1.2. 2--------- წელს დ----- ბ-----–---–სა და მ-------ს დას. II.2.3. მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა №----- პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბ-----–---– დ----- ემელიანის ძეს გადაეცა ორ ოთახიანი ბინა, საერთო ფართი 52 კვ. მ. აქედან საცხოვრებელი ფართი 32 კვ. მ., რომელიც მდებარეობს მისამართზე, მ-------ს მე-4ბ მკრ., კორპ. 33ბ, ბინა 183.
ხელშეკრულების გაფორმების დროს დ----- ბ-----–---–ს სადავო ბინა ფაქტობრივ მფლობელობაში არ ქონდა. აღნიშნულ ფაქტზე არ დავობენ მხარეები. დ----- ბ-----–---–ი განმარტავს, რომ ეძებდა ს-----ი გ----------ს, რომელსაც სადავო ბინა დაკეტილი ჰქონდა და სხვაგან ცხოვრობდა. ს-----ი გ----------ი ადასტურებს, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროს დ----- ბ-----–---–ი სადავო
ბინაში არ ცხოვრობდა. გამგეობას ამ ფაქტთან დაკავშირებით არა აქვს ინფორმაცია, ისევე როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
პრივატიზაციის ხელშეკრულებასთან ერთად დაცულია საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, სადავო ბინაში ბინის დამქირავებლად 1995 წლიდან ჩაწერილი არის დ----- ბ-----–---–ი. სამუშაო ადგილად მითითებულია ს---------ის შტაბის უფროსი.
სადავო ხელშეკრულებასთან ერთად არის დაცული ასევე მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელშიც არის მითითებული, რომ მინდობილობა ეძლევა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მ-------ს დ-----–--ა მე-4 მიკრორაიონის წარმომადგენელს ი----------------ეს, რომ მან აწარმოოს ბინის პრივატიზაცია მისამართზე: ქალაქი თბილისი, მ-------ს 4 ბ მიკრორაიონი, კორპუსი 33 ბ, ბინა 183. მოქალაქე დ----- ბ-----–---–ს. საცხოვრებელი ფართი 32 კვ.მ. საერთო ფართი 52 კვ.მ.
სადავო ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში.
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---------წ. №8----------- ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, მ-------ს დ-----–--ა, IVბ მ/რ, კორპუსი 33ბ, ბინა №----ში 52.00 კვ.მ. ბინის მესაკუთრე არის დ----- ბ-----–---–ი. ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2---------წ. №----- პრივატიზაციის ხელშეკრულება.
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2---------წ. N0------- წერილით დასტურდება, რომ დ----- ბ-----–---–ი 2006 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, მ-------ს მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი 33, ბინა 183. განცხადება-ანკეტის ფორმაში დ----- ბ-----–---–ს მიუთითებია კორპუსი 33 ბ, რადგან სააგენტოს მისამართების ელექტრონულ ბაზაში კორპუსი 33 ბ არ ფიქსირდებოდა, მოქალაქის მიმდინარე მისამართად დაფიქსირებულია მ-------ს მე-4 მ/რ, კორპ.33, ბინა 183.
3.1.4. ქალაქ თბილისის პროკურატურის 0----------–. №----------- წერილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში 2007 წლის 9 ნოემბერს, ს-----ი გ----------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, ს-----ი გ----------ის საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი, მ-------ს დ-----–--ა, კორპ. №33ბ, ბინა №---) მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით. წერილის თანახმად, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილება. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა დ----- ბ-----–---–ი. როგორც ამ ინფორმაციით დგინდება, მიმდინარეობს გამოძიება.
3.1.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 11.02.2014წ. წერილის თანახმად, სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისა და ქ. თბილისის №-რეგიონალური ბაზის 2014 წლის 11 თბერვლის
№--- წერილის თანახმად, ქ. თბილისი, მ-------ს მე-4ბ მ/რ, კორპუსი №33, ბინა №--- არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს №- რეგიონალური ბაზის ბალანსზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 1---------წ. წერილის თანახმად, მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ქ. თბილისის კალინინის რაიონის აღმასკომის საბინაო განყოფილების მიერ 1984 წლის №2 ნოემბერს ს-----ი მ-----–ის ძე გ----------ის სახელზე გაცემული ბინის მიღების ორდერში №0----- ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი, რომლითაც ფიქსირდება ზემოაღნიშნული ქონების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო სამხედრო უწყებათა ქონების კუთვნილება, რომლის მემკვიდრეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროა.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 3---------წ. №---------- წერილის თანახმად, ქ. თბილისი, მ-------ს დ-----–--ა მე-4 ,,ბ” მ/რ, კორპუსი №33, ბინა
№--- არ ყოფილა აღრიცხული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. სარდლობის 1---------წ. №------ წერილში მითითებულია, რომ ქ. თბილისის კალინინის რაიონის აღმასკომის საბინაო განყოფილების მიერ 1984 წლის №2 ნოემბერს ს-----ი მ-----–ის ძე გ----------ის სახელზე გაცემული ბინის მიღების ორდერში №0----- ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი, რომლითაც ფიქსირდება ზემოაღნიშნული ქონების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო სამხედრო უწყებათა ქონების კუთვნილება, რომლის მემკვიდრეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროა და არა ის გარემოება, რომ 0--------- წლის №0----- ორდერი გაცემულია საბინაო საექსპლუატაცია ნაწილის მიერ. ვინაიდან ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი, აღნიშნული ქონება წარმოადგენს საკავშირო სამხედრო უწყებათა კუთვნილებას. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის №793 ბრძანებულებისა და საქართველოს რესპუბლისკის მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის №446 დადგენილებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო სამხედრო უწყებათა ქონების (მათ შორის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების) სამართალმემკვიდრეა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3.1.6. ს------ გ----------მა 2---------წ. №----- პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 0---------წ. გადაწყვეტილებით ს------ გ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ ხანდაზმულობის სამ წლიან ვადაზე, რომლის დენის დასაწყისი დაუკავშირა 09.11.2007წ., რა დროსაც ქალაქ თბილისის პროკურატურის 0---------წ. N1---------- წერილის შესაბამისად ს-----ი გ----------მა მიმართა საგამოძიებო ორგანოს მისი საცხოვრებელი ბინის მოტყუებით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 09.11.2007წ. ს-----ი გ----------ისათვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის თაობაზე, ხოლო პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მომართა სამწლიანი ვადის დარღვევით, მხოლოდ 30.07.2013წ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2015წ. განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 0---------წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ს------ გ----------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 0---------წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადასაწყვეტად არასწორად დაეყრდნო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის წინადადებას, რომლის მიხედვითაც სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ვინაიდან მოცემული დავა ეხება უძრავ ნივთზე დადებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებას, რომლის მიმართაც ამავე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით განსაზღვრულია მოთხოვნის აღძვრის ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, თუ გაზიარებული იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია და ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად მიჩნეული იქნება 2007 წლის 09 ნოემბერი, ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების პირობებში ს-----ი გ----------ის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრა 2013 წლის 30 ივლისს არ არის ხანდაზმული.
3.1.7. ს-----ი გ----------ი არ არის საქართველოს მოქალაქე. ს-----ი გ----------ს აქვს მუდმივი ბინადრობის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე.
3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
3.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251. მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სასამართლომ აღმნიშნა 2---------წ. N1---- პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებულია დ----- ბ-----–---–სა და მ-------ს დას. II.2.3. მუნიციპალიტეტს შორის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N 1-- დადგენილების საფუძველზე.
სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე მხარე ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მითითებული ხელშეკრულებით დ----- ბ-----–---–ისათვის გადაცემული ბინა ქ. თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 0---------წ. №0----- ორდერით ს------ გ----------ს გადაეცა და ს------ გ----------ი წარმოადგენს აღნიშნული ბინის კანონიერ მოსარგებლეს.
3.2.2. სასამართლომ მოიშველია საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის №--- დადგენილება, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. ისტორიისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახლებში არსებული ბინის საკუთრებაში გადაცემა დაიშვება ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების თანხმობით. მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმებული იყოს სანოტარო წესით. ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემათ ყველა დამქირავებლის თანხმობით.
სასამართლოს განმარტებით მითითებული დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ბინა). დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. მოქალაქენი, რომელთაც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციებს, საწარმოო- დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზე ირიცხება საცხოვრებელი (ბინა).
დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996 წლის 28 ნოემბერის ხელშეკრულების თანახმად, დ----- ბ-----–---–ს, ი----- ნ---------მ, როგორც მ-------ს დ-----–--ა მე-4 მიკრორაიონის წარმომადგენელმა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა და დ----- ბ-----–---–მა მიიღო ორ ოთახიანი ბინა, საერთო ფართი 52 კვ. მ. აქედან საცხოვრებელი ფართი 32 კვ. მ., რომელიც მდებარეობს მისამართზე, მ-------ს მე-4ბ მ/რ., კორპ. 33ბ, ბინა 183.
ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2---------წ. N1---- პრივატიზაციის ხელშეკრულებას საფუძვლადდაედო საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, სადავო ბინაში ბინის დამქირავებლად 1995 წლიდან ჩაწერილი არის დ----- ბ-----–---–ი. სამუშაო ადგილად მითითებულია ს---------ის შტაბის უფროსი. ამასთან დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დ----- ბ-----–---–ს სადავო ბინაში არასოდეს უცხოვრია.
ამასთან, ქ. თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 0---------წ. №0----- ორდერით ს-----ი გ----------ის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 3 სულისაგან, მიეცა უფლება დაეკავებინა 2 ოთახი, ბინა 183, ფართობი 30 კვატდრატული მეტრი, კორპუსი 33 ბ, სადარბაზო 10, სართული 4, მ------- 4ბ მიკრორაიონის მარჯვენა მხარეს. ორდერი გაიცა კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის 3---------წ. №---- გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობით დასტურდება, რომ ს-----ი გ----------ი სადავო ბინაში ჩაწერილი არის 1985 წლის 13 მარტიდან.
მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ბინაში ხელშეკრულების გაფორმების დროს ჩაწერილი იყო ს-----ი გ----------ი და დ----- ბ-----–---–ი. დ----- ბ-----–---–ს არასდროს უცხოვრია სადავო ბინაში, ამდენად ბინის ფაქტობრივი მფლობელი არასდროს ყოფილა. ს-----ი გ----------ი მუდმივად არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, თუმცა ბინა მის მფლობელობაში იყო. გამგეობამ ხელშეკრულება გააფორმა ისე, რომ არ დაუდგენია განსაკარგავი ბინის დამქირავებელთა ვინაობა სრულად. დ----- ბ-----–---–ს გადასცა ბინა საკუთრებაში იმ პირობებში, როცა ს-----ი გ----------ი ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობილი არ ყოფილა. ასევე არ ყოფილა მისი თანხმობა ბინის პრივატიზაციის დროს წარდგენილი. ამდენად, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის №--- დადგენილების მოთხოვნებს, რადგან სადავო ბინის დამქირავებელი არის ს-----ი გ----------ი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლომ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2015წ. განჩინებაზე, რომლითაც ზემდგომმა ორგანომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 0---------წ. გადაწყვეტილება.
სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილი, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ურთიერთობების მამართ ამავე კოდექსის ნორმების გამოყენებას, თუ ისინი ახალ წესებს ითვალისწინებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო
უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 6 წელს შეადგენს. შესაბამისად, სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნა, რომ 2007 წლის 09 ნოემბრიდან უნდა იქნეს ათვლილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამაზე ადრე ს-----ი გ----------ისათვის იყო ცნობილი ბინის კერძო საკუთრებაში გადასვლის თაობაზე. ს------ გ----------მა სასამართლოს მომართა 2013 წლის 30 ივლისს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსაჩელის მიერ დაცულია 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ 2---------წ. N1---- პრივატიზაციის ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ იქნა გაფორმებული, ბინის მეორე დამქირავებლის ს-----ი გ----------ის თანხმობის გარეშე და იგი ბათილად იქნა ცნობილი.
4. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
5.1.2. სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ , №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვების განმეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland).
5.1.3. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ სემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. კერძოდ, 2---------წ. N1---- პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებულია დ----- ბ-----–---–სა და მ-------ს დას. II.2.3. მუნიციპალიტეტს შორის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N 1-- დადგენილების საფუძველზე. სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მითითებული ხელშეკრულებით დ----- ბ-----–---–ისათვის გადაცემული ბინა ქ. თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 0---------წ. №0----- ორდერით ს------ გ----------ს გადაეცა და ს------ გ----------ი წარმოადგენს აღნიშნული ბინის კანონიერ მოსარგებლეს.
უდავოა, რომ მოცემული დავის შეფასებისას სასამართლომ მართებულად მოიშველია საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის №--- დადგენილება, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. ისტორიისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახლებში არსებული ბინის საკუთრებაში გადაცემა დაიშვება ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების თანხმობით. მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმებული იყოს სანოტარო წესით. ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემათ ყველა დამქირავებლის თანხმობით.
მითითებული დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ბინა). დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. მოქალაქენი, რომელთაც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციებს, საწარმოო- დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზე ირიცხება საცხოვრებელი (ბინა).
დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის მიერ სწორი შეფასება მიეცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, საქმის მასალებით დადგელია, რომ 1996 წლის 28 ნოემბერის ხელშეკრულების თანახმად, დ----- ბ-----–---–ს, ი----- ნ---------მ, როგორც მ-------ს დ-----–--ა მე-4 მიკრორაიონის წარმომადგენელმა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა და დ----- ბ-----–---–მა მიიღო ორ ოთახიანი ბინა, საერთო ფართი 52 კვ. მ. აქედან საცხოვრებელი ფართი 32 კვ. მ., რომელიც მდებარეობს მისამართზე, მ-------ს მე-4ბ მ/რ., კორპ. 33ბ, ბინა 183.
უდავოა, რომ 2---------წ. N1---- პრივატიზაციის ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, სადავო ბინაში ბინის დამქირავებლად 1995 წლიდან ჩაწერილი არის დ----- ბ-----–---–ი. სამუშაო ადგილად მითითებულია ს---------ის შტაბის უფროსი. ამასთან დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დ----- ბ-----–---–ს სადავო ბინაში არასოდეს უცხოვრია.
ასევე, საქმის მასალებით დადგენლია,რომ ქ. თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 0---------წ. №0----- ორდერით ს-----ი გ----------ის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 3 სულისაგან, მიეცა უფლება დაეკავებინა 2 ოთახი, ბინა 183, ფართობი 30 კვატდრატული მეტრი, კორპუსი 33 ბ, სადარბაზო 10, სართული 4, მ------- 4ბ მიკრორაიონის მარჯვენა მხარეს. ორდერი გაიცა კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის 3---------წ. №---- გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობით დასტურდება, რომ ს-----ი გ----------ი სადავო ბინაში ჩაწერილი არის 1985 წლის 13 მარტიდან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და შეფასების შედეგად საააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო ბინაში ხელშეკრულების გაფორმების დროს ჩაწერილი იყო ს-----ი გ----------ი და დ----- ბ-----–---–ი. დ----- ბ-----–---–ს არასდროს უცხოვრია სადავო ბინაში, ამდენად ბინის ფაქტობრივი მფლობელი არასდროს ყოფილა. ს-----ი გ----------ი მუდმივად არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, თუმცა ბინა მის მფლობელობაში იყო. გამგეობამ ხელშეკრულება გააფორმა ისე, რომ არ დაუდგენია განსაკარგავი ბინის დამქირავებელთა ვინაობა სრულად. დ----- ბ-----–---–ს გადასცა ბინა საკუთრებაში იმ პირობებში, როცა ს-----ი გ----------ი ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობილი არ ყოფილა. ასევე არ ყოფილა მისი თანხმობა ბინის პრივატიზაციის დროს წარდგენილი. ამდენად, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის №--- დადგენილების მოთხოვნებს, რადგან სადავო ბინის დამქირავებელი არის ს-----ი გ----------ი.
პალატა ყურადღებას მიაქცევს სასამართლოს შეფასებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხს და აღნიშნავს, რომ მართებულად იქნა გამახვილებული ყურადღება პირველი ინსტანციის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2015წ. განჩინებაზე, რომლითაც ზემდგომმა ორგანომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 0---------წ. გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილი, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ურთიერთობების მამართ ამავე კოდექსის ნორმების გამოყენებას, თუ ისინი ახალ წესებს ითვალისწინებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო
უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 6 წელს შეადგენს. შესაბამისად, პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2007 წლის 09 ნოემბრიდან უნდა იქნეს ათვლილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამაზე ადრე ს-----ი გ----------ისათვის იყო ცნობილი ბინის კერძო საკუთრებაში გადასვლის თაობაზე. ს------ გ----------მა სასამართლოს მომართა 2013 წლის 30 ივლისს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსაჩელის მიერ დაცულია სასარჩელო მოთხოვნის 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა რომ 2---------წ. N1---- პრივატიზაციის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას, უდავოა, რომ იგი კანონსაწინააღმდეგოდ იქნა გაფორმებული, ბინის მეორე დამქირავებლის ს-----ი გ----------ის თანხმობის გარეშე და მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მათი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ სახეზე არ არის მათი დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
6.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის "უ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
აპელანტი დ----- ბ-----–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობისა და დ----- ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან; აპელანტი დ----- ბ-----–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა