განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001809041
საქმე №2ბ/ 5729-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - თ---–---- ჩ-----------ის რ-----ის გ-------ა
წარმომადგენელი - ა-–---------ე ა-–----–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - თ----- პ----–---–ი
წარმომადგენელი - ჯ----–--------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – დოკუმენტის (ორდერის) ნამდვილობის აღიარება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. თ----- პ----–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა:
დადგენილ იქნეს, რომ ქ. თბილისის ო-------------------------------------ს 1979 წლის 28 ნოემბრის N8------- გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის ო-----------------------------------ს მიერ 1981 წლის 10 თებერვალს ნამდვილად გაიცა ორდერი N0----- თ----- პ----–---–ზე სამი სულის შემადგენლობით: თვითონ, მეუღლე - მ--–-----–---–ი ც----- ა-–---------ეს ასული და შვილზე პ----–---–ი ნ---- თ-----ის ასული უძრავი ქონების, მდებარე, გ-–-----------------------, კორპ. 19, ბ. 121-ის დასაკავებლად. მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებს:
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელემ მის სახელზე რიცხულ (ორდერით) უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, გ-–---------------------, კორპ. 19, ბ.
121, საკუთრების მოწმობის მიღების მიზნით მიმართა ბმა „თ--ს“, რომელიც შექმნილია
ამავე კორპუსის მაცხოვრებლების მიერ. ამხანაგობამ 2016 წლის 6 ივნისს N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ყოფილი კოოპერატივის უფლებამონაცვლე ამხანაგობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე და თან წარადგინა შესაბამისი საბუთები. განცხადებაზე შეჩერდა წარმოება და მიეთითა განმცხადებელს, რომ უნდა წარადგინოს ორდერის დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, ამასთან ვინაიდან ორდერში მითითებულია ბ.121ა, უნდა დააზუსტოს სარეგისტრაციო მოთხოვნა. 2016 წლის 08 ივლისს სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაკარგულია ორდერის დედანი, რომლის ვერც მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის უარი იმ მიზეზით, რომ ორდერში მითითებულია არა ბინა 121, არამედ 121 „ა“ არის არასწორი, რარადგანაც ამ ნუმერაციით ბინა საერთოდ არ არის მე-19 კორპუსში.
2 . მოპასუხე ქ. თ---–----------–----–------ის ჩ-----------ის რ-----ის გ-------ის წარმომადგენელმა ა-–---------ე ა-–----–---–მა სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არ უნდა მოხდეს ორდერის ნამდვილობის აღიარება, ვინაიდან ადგილი აქვს აშკარა უზუსტობას. მისი მოსაზრებით, ორდერის ასლში აშკარად იკითხება ბინა 121 „ა“.
3. თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
3.1 თ---–---- ო-----------ის რ-----ის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.02.79 წ. N8------- გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა რაისაბჭოს აღმასკომის კოოპერატიული საბინაო საკითხთა კომისიის ა/წლის 13 და 20 თებერვლის წინადადებები და N--- საბინაო სამშენებლო კოოპერატივში დამტკიცდნენ წევრებად შემდეგი მოქალაქეები: მოქ. თ----- ა-–---------ეს ძე პ----–---–ი , სამოთახიან ბინაზე სამი სული: თვითონ, მეუღლე და შვილი.
3.2 თ---–---- ო-----------ის რ-----ის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.02.79 წ. N8------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თ---–---- ოქტომბრის რ-----ის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1991 წლის 10 თებერვალს თ----- ა-–---------ეს ძე პ----–---–ზე, როგორც საბინაო კოოპერატივი N--- -ის წევრზე , გაიცა ორდერი N0-----. აღნიშნული ორდერით თ----- პ----–---–ს გადაეცა სამ ოთახიანი, 35.58 კვ.მ. ფართის ბინა ქ. თბილისში, გ-–-----------------------------, კორპუსი 19-ში. ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებიან თ----- პ----–---–ი, მეუღლე ც----- მ--–-----–---–ი და შვილი - ნ---- პ----–---–ი. სადავოა ბინის ნომერი , რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას გადაეცა N121 ბინა და არა N121 „ა“, როგორც ამას უთითებს საჯარო რეესტრი და მოპასუხე გ-------ის წარმომადგენელი.
3.3 ბმა „თ--ის“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ყოფილი კოოპერატივის უფლებამონაცვლე ამხანაგობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, გ-–---------------–---------------, კორპ. 19, სადარბაზო 6, ბინა 121. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.06.2016წ. N8----------- -03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება დამიეთითა განმცხადებელს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ორდერი N0-----ასლის სახით არის წარდგენილი,მის საფუძველზე ვერ განხორციელდება უფლების რეგისტრაცია. გარდა ამისა, ვინაიდან ბინა 121-ზეა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია, ხოლო წარდგენილ ორდერში კი ბინა 121ა არის მითითებული, მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით, წარსადგენია მოთხოვნასთან შესაბამისობაშიმყოფი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
3.4 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.07.2016 წ. N8----------- -04 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ რადგან არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ბმა „თ--ის“ განცხადებაზე შეწყდა წარმოება.
3.5 თ----- პ----–---–ი ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1979 წლის 28 თებერვლის N8------- გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდა N--- საბინაო -სამშენებლო კოოპერატივის წევრად. მოსარჩელის წარმომადგენელმა ჯ----–--------–---–მა 2017 წლის 06 თებერვალს განცხადებით მიმართა ჩ-----------ის რ-----ის გ-------ას და მოითხოვა თ----- პ----–---–ის სახელზე გაცემული დამოწმებული ორდერის გადაცემა. ჩ-----------ის რ-----ის გ-------ის 09.02.2017 წლის პასუხიდან ირკვევა, რომ ოქტომბრის რაიონის აღმასკომის საბინაო განყოფილების მიერ 1981 წელს გაცემული საცხოვრებელი ბინის ორდერები გ-------აში არ ინახება.
3.6 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ინფორმაციებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილის, ფორმა N-- და ფორმა N---ით და კოოპერატივის ცნობით დადგენილია , რომ ქ. თბილისში, გ-–------------------------, კორპუსი 19, ბინა 121-ში თ----- პ----–---–ი რეგისტრირებულია 06.06.1981 წლიდან, ც----- მ--–-----–---–ი - პ----–---–ი - ასევე 06.06.1981 წლიდან, ხოლო ნ---- პ----–---–ი - 08.07.1995 წლიდან (სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდგომ).
1981 წლიდან მოსარჩელის და მისი ოჯახის სადავო ფართში რეგისტრაციის ფაქტი ასევე დადასტურებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის N0------- წერილით. რაც შეეხება ნ---- პ----–---–ს, ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ნ---- პ----–---–ი სადავო მისამართიდან 2006 წელს ამოეწერა.
3.7 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილში მითითებულია, რომ შპს გ-–------------–------ს რაიონის საბინაო - კომუნალური მომსახურების N- სერვის ცენტრის დოკუმენტებში, გ-–-------------------------, კორპუსი N19 მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერები არ არის დაცული.ხოლო ბმა „თ--ის“ თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ გ-–------------------------, კორპუსი 19-ში არის ბინა 121, სადაც ცხოვრობს თ----- პ----–---–ი თავისი ოჯახით, ხოლო ამ კორპუსში ბინა 121 „ა“ საერთოდ არ არსებობს. აღნიშნულ ი გარემოება დადასტურებული იქნა ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირები ს - ი-------------–-- ის და გ---–--------------–---–- ს განმარტებებით, რომლებიც არიან ამავე კორპუსის მაცხოვრებლები და კოოპერატივი N--- -ის წევრები. ისინი 1981 წლიდან მოყოლებული ერთად ცხოვრობენ გ-–------------------, კორპუს 19-ში, სადაც მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის ნომერია 121, ხოლო 121 „ა“ ბინა, საერთოდ არ არსებობს.
3.8 მოსარჩლე რომ ამ მისამართზე ცხოვრობს, დადგენილია საქმეში წარმოდგენილი ,,ყ-----------------------–---ს '', სს „თ--–---ს“, შპს „თ---–----------------ს“ და ჯ----------------------------------ს სააბონენტო ქვითრებით. (აბონენტი პ----–---–ი თ.)
3.9 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა- არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს. თუმცა, ამ სახის სარჩელები, როგორც აღინიშნა, ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს სარჩელის ავტორს ამგვარი აღიარებით.
მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი სარჩელი ეხება ორდერის ნამდვილობის აღიარებას და ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს აქვს თუ არა დავის შედეგისადმი თ----- პ----–---–ს იურიდიული ინტერესი. სადავოდ გამხდარი ორდერი წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს მოსარჩელისთვის, შესაბამისად, მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოს მისი კუთვნილი ფართის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს ნამდვილი ორდერის არსებობა. ვინაიდან ორდერი სადავოდ გახადა მარეგისტრირებელმა ორგანომ, სასამართლოს მიერ მისი ნამდვილობის დადგენის გარეშე ვერ მოახერხებს მოსარჩელე საკუთრების უფლების დარეგისტრირებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული ინტერესი არის ცალსახა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სარჩელი სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ---–---- ჩ-----------ის რ-----ის გ-------ის წარმომადგენელმა. აპელანტის განმარტებით:
4.1 მოქ. თ----- პ----–---–ი სარჩელით ითხოვდა თბილისში, გ-–--------------–---–-------------ში, მე-19 კორპუსის მე-6 სადარბაზოს ბინა N121-ზე გაცემული ორდერის ნამდვილობის აღიარებას, თუმცა ქსეროასლში ცალსახად იკითხება არა ბინა N121, არამედ ბინა 121ა.
4.2 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული 2017 წლის 28 მატრტის წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე, გ-–--------------–---------------ის მე-19 კორპუსის ბინა 121 -ში სულ რეგისტრირებული იყო 21 პირი. ამჟამად რეგისტრირებულია მხოლოდ ოთხი (ც----- პ----–---–ი, თ----- პ----–---–ი, გ------- პ----–---–ი და ნ--------------) დაუდგენელია, თითოეული მათგანი, რომელიც დღეის მდგომარეობით აღარ არის უკვე რეგისტრირებული, როდიდან იყო და რა საფუძვლით რეგისტრირებული. ამასთან, გარდა იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ორდერში დაფიქსირებულია სხვა მისამართი (ბ.121ა), დოკუმენტი არის ქსეროასლი და მისი ნამდვილობის აღიარება, ავთენტურობის დადასტურება, აპელანტის აზრით, უსაფუძვლოა და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძელზე, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სამოტივაციო ნაწილი
5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე # ას-121-117-2016, 55-56-ე პუნქტები) აღირებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობისას განმარატვს, რომ „მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება. დიდი პალატა განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. დიდი პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. დიდი პალატა სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვენებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოს მისი კუთვნილი ფართის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს ნამდვილი ორდერის არსებობა. ვინაიდან ორდერი სადავოდ გახადა მარეგისტრირებელმა ორგანომ, სასამართლოს მიერ მისი ნამდვილობის დადგენის გარეშე ვერ მოახერხებს მოსარჩელე საკუთრების უფლების დარეგისტრირებას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არის ცალსახა.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატა მოიხმობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ორდერი ეხება არა ქ. თბილისში, გ-–--------------–---–-------------ში, მე-19 კორპუსის მე-6 სადარბაზოს ბინა N121-ს , არამედ N121 ა-ს. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. პალატას მიაჩნია რომ, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის 1979 წლის 28 ნოემბრის N8------- გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის ო-----------------------------------ს მიერ 1981 წლის 10 თებერვალს ნამდვილად გაიცა ორდერი N0----- თ----- პ----–---–ზე სამი სულის შემადგენლობით : თვითონ, მეუღლე- მ--–-----–---–ი ც----- ა-–---------ეს ასული და შვილზე პ----–---–ი ნ---- თ-----ის ასული უძრავი ოქნების , მდებარე ქ. თბილისი, გ-–-----------------------, კორპ. 19, ბინა N121 -ის დასაკავებლად. მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი იმ სახის სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქ.თ---–----------–----–------ის ჩ-----------ის რ-----ის გ-------ის სააპელაციო საჩივარი არის ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სასამართლო ხარჯები: აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თ---–----------–----–------ის ჩ-----------ის რ-----ის გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /
მოსამართლეები: /ქეთევან დუგლაძე/
/ბესარიონ ტაბაღუა/