განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001422189 (3ბ/386-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი - მ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე
მესამე პირი - ინდ. მეწარმე „ი----------–---–ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე ი----------–---–ი ქ. თ---–--–---------------------------–------------------ში წარმოადგენს სასმელი წყლის მომხმარებელს და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით 7--------.
2.2. შპს „ჯ---------------------------------ის“ 2015 წლის 01 სექტემბრის N0----- ,,დამღის დადების აქტით’’ დადგენილია, რომ მომხმარებელთან დამონტაჟებულ მრიცხველზე დამღა დაედო 2015 წლის 01 სექტემბერს. ამავე აქტის თანახმად, დამღის დადებისას მრიცხველის ჩვენება იყო 10 მ3. მომხმარებლის განმარტებით, ობიექტზე მრიცხველი დამონტაჟდა და სასმელი წყლის მოხმარება დაიწყო ივლისის თვიდან.
2.3. შპს „ჯ---------------------------------ის” მიერ ინდ. მეწარმე ი----------–---–ის მიმართ 2016 წლის 25 იანვარს შედგენილი აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტის თანახმად, კომპანიის თანამშრომლების მიერ ინდ. მეწარმე ი----------–---–ის კუთვნილ ობიექტზე დაფიქსირდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარება, კერძოდ, ობიექტზე არსებული 16 სველი წერტილიდან აღირიცხებოდა 15 სველი წერტილის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი, ხოლო ერთი სველი წერტილის ცივი წყლის მილიდან ხდებოდა წყლის აღურიცხავად მოხმარება, ანუ ობიექტის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხებოდა არასრულად. ამდენად, ობიექტი 16 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან მრიცხველის გარეშე მოიხმარდა სასმელ წყალს, რის გამოც აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტის საფუძველზე, ინდ. მეწარმე ი----------–---–ს გადასახდელად დაერიცხა 969,45 ლარი.
2.4. 2016 წლის 25 იანვარს შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ მიერ ინდ. მეწარმე ი----------–---–ის, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის, მიმართ 2016 წლის 25 იანვარს შედგენილი ა--------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდ. მეწარმე ი----------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებას. შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 28 იანვრის N---- დადგენილებით ინდ. მეწარმე ი----------–---–ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
2.5. ინდ. მეწარმე ი----------–---–მა 2016 წლის 01 თებერვალს N------- განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა კომპანიის 2016 წლის 25 იანვრის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ დარიცხული თანხისა და მის მიმართ ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 28 იანვრის N---- დადგენილების გაუქმება. განმცხადებლის განმარტებით, იგი არ ეთანხმება დიდი ოდენობით თანხის დაკისრებას, ვინაიდან 2015 წლის ივნისში ქ. თბილისში, ზ---------- ქუჩის N5-ში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სასტუმროდ გადაკეთების შედეგად სველი წერტილების მოწყობა განახორციელა კერძო პირების მეშვეობით. შესრულებული სამუშაოების შემდეგ, მისივე შეტყობინების საფუძველზე შპს „ჯ---------------------------------ის“ სერვის-ცენტრის თანამშრომელმა დალუქა მრიცხველი, რის შემდეგაც მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფით. ექვსი თვის განმავლობაში გადახდილი აქვს 343,21 ლარი. ობიექტზე სულ არის 16 სველი წერტილი. 2016 წლის 25 იანვარს კომპანიის თანამშრომლებმა შეამოწმეს აღნიშნული ობიექტის წყალმომარაგება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 16 სველი წერტილიდან ერთი არ არის დაერთებული მრიცხველზე, რაც მისთვის არ იყო ცნობილი. ამასთან, მიუხედავად სამუშაოების შემსრულებელი პირების ბრალეულობისა, იგი თანახმაა კომპანიას გადაუხადოს მის მიერ აღურიცხავად მოხმარებული სასმელი წყლის საფასური.
2.6. 2016 წლის 19 თებერვლის N054503 ,,დამღის დადების აქტით“ დგინდება, რომ დარღვევის აღმოჩენის შემდეგ N7-------- აბონენტს დაემატა მრიცხველი, რის შედეგადაც 2016 წლის 19 თებერვლიდან აღრიცხვის კვანძი მოწესრიგდა, ხოლო მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხება სრულად.
2.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 24 მარტს დანიშნულ სხდომაზე 29-ე საკითხად, ხოლო 2016 წლის 01 აპრილის სხდომაზე 24.3. საკითხად განხილულ იქნა ინდ. მეწარმე ი----------–---–სა და შპს „ჯ---------------------------------ს“ შორის არსებული დავა. სხდომას ესწრებოდა ი----------–---–ი.
2.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 01 აპრილის №2---- გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე ი----------–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა ინდ. მეწარმე ი----------–---–ის ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 28 იანვრის N---- დადგენილება; შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 25 იანვრის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ ინდ. მეწარმე ი----------–---–ისათვის 969,45 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს „ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება; მასვე დაევალა, რომ დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იმავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ზემოაღნიშნული ნორმა ერთმანეთისაგან განასხვავებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს წყლის მოხმარების მიზნობრიობაში, კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი წყალს მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ამასთან, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, განსხვავებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ფიზიკური პირი.
2.11. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში სუბიექტს წარმოადგენს ინდ. მეწარმე იაგო ჭამიშვილი, რომელიც სასმელ წყალს მოიხმარს არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ მიერ ინდ. მეწარმე ი----------–---–ისათვის თანხის დარიცხვის საფუძველი გახდა მის კუთვნილ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღურიცხავად, კერძოდ, ობიექტზე არსებული 16 სველი წერტილიდან ერთი არ იყო დაერთებული მრიცხველზე, რის გამოც მრიცხველით აღირიცხებოდა 15 სველი წერტილის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი, ხოლო ერთი სველი წერტილის ცივი წყლის მილიდან (16 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილი) ხდებოდა სასმელი წყლის აღრიცხვის გარეშე მოხმარება, რის გამოც სასმელი წყლის მოხმარება არ აღირიცხებოდა სრულად. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა - გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას - 15000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა აღნიშნული კოდექსის 239-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. იმავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.
2.13. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შპს ,,ჯ---------------------------------მა’’ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 2016 წლის 25 იანვრის N0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა“ და ა--------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე, 2016 წლის 28 იანვრის N---- დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება). საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ინდ. მეწარმე „ი----------–---–ის“ მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ უფლებამოსილმა პირმა აბონენტს მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების განსაზღვრისას ერთმანეთისაგან განასხვავებს შემთხვევებს, რამდენად შესაძლებელია ასეთი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა. კერძოდ, ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ხოლო იმავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე ი----------–---–ი წარმოადგენს რეგისტრირებულ აბონონეტს, რომელსაც საკითხის განხილვის დროისათვის მოწესრიგებული აქვს სასმელი წყლის მიღების აღრიცხვის კვანძი. კერძოდ, ობიექტის წყალმომარაგების სისტემის შემოწმებისას გამოვლინდა, რომ 16 სველი წერტილიდან მრიცხველით აღირიცხებოდა 15, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემდეგ დამონტაჟდა ახალი მრიცხველი, შესაბამისად, 2016 წლის 19 თებერვლიდან ინდ. მეწარმე ი----------–---–ის მიერ მოხმარებული წყალი აღირიცხება სრულად, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის განმარტება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს დარღვევის პერიოდი ანუ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდი და მოხმარებული წყლის რაოდენობა, რაც გამორიცხავს იმ ნორმის ამოქმედებას, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც შეუძლებელია უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს დარღვევის პერიოდი ან/და უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მასალებით დგინდება ობიექტზე 16 სველი წერტილიდან არასაყოფაცხოვრებო მიზნით სასმელი წყლის მოხმარების დაწყების პერიოდი (15 სველი წერტილიდან წყლის მოხმარების აღრიცხვის დაწყების თარიღი) და დარღვევის გამოსწორების თარიღი (მე-16 სველი წერტილის მრიცხველზე დაერთების თარიღი). საქალაქო სასამართლომ ასევე საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ინდ. მეწარმე ი----------–---–მა მხოლოდ ერთი სველი წერტილის გამო დადგა ახალი მრიცხველი, რაც შესაძლებელს ხდის იმ წყლის რაოდენობის დადგენას, რასაც იგი ყოველთვიურად მოიხმარს.
2.14. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ 2016 წლის 25 იანვრის N0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ ინდ. მეწარმე ი----------–---–ისათვის დარიცხული თანხის ოდენობა ეწინააღმდეგება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კანონიერად გააუქმა ხსენებული დარიცხვა. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 393-394-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ „ი----------–---–ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებას, მის მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იგი ვალდებულია აანაზღაუროს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულება, თუმცა მოხმარებული წყლის ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, არასწორედ მიუთითა „წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორედ გამოიყენა აღნიშნული ნორმა, მას უნდა გამოეყენებინა „წესების“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნორმა წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და გამოიყენება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიმართ, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ი----------–---–ი წარმოადგენს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს და ამავე დროს, უკანონოდ მოიხმარს წყალს, მის მიერ მოხმარებული წყლის ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს არა „წესების“ მე-8 მუხლის, არამედ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებულია, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე „ი----------–---–ი“ წარმოადგენს თ---–--–------------------------------ში მცხოვრებ სასმელი წყლის მომხმარებელს და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით 7--------.
4.3. შპს „ჯ---------------------------------ის“ 2015 წლის პირველი სექტემბრის N0----- ,,დამღის დადების აქტით’’ დადგენილია, რომ მომხმარებელთან დამონტაჟებულ მრიცხველს დამღა დაედო 2015 წლის პირველ სექტემბერს. ამავე აქტის თანახმად, დამღის დადებისას მრიცხველის ჩვენება იყო 10 მ3. მომხმარებლის განმარტებით, ობიექტზე მრიცხველი დამონტაჟდა და სასმელი წყლის მოხმარება დაიწყო ივლისის თვიდან.
4.4. შპს „ჯ---------------------------------ის” მიერ ინდ. „მეწარმე ი----------–---–ის“ მიმართ 2016 წლის 25 იანვარს შედგენილი აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტის თანახმად, კომპანიის თანამშრომლების მიერ ინდ. მეწარმე „ი----------–---–ის“ კუთვნილ ობიექტზე დაფიქსირდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარება, კერძოდ, ობიექტზე არსებული 16 სველი წერტილიდან აღირიცხებოდა 15 სველი წერტილის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი, ხოლო ერთი სველი წერტილის ცივი წყლის მილიდან ხდებოდა წყლის აღურიცხავად მოხმარება, ანუ ობიექტის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხებოდა არასრულად, ამდენად, ობიექტი 16 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან მრიცხველის გარეშე მოიხმარდა სასმელ წყალს, რის გამოც აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტის საფუძველზე, ინდ. მეწარმე „ი----------–---–ს“ გადასახდელად დაერიცხა 969,45 ლარი.
4.5. 2016 წლის 25 იანვარს შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ მიერ ინდ. მეწარმე „ი----------–---–ის“, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის მიმართ 2016 წლის 25 იანვარს შედგენილი ასN------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდ. მეწარმე „ი----------–---–ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებას. შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 28 იანვრის N---- დადგენილებით ინდ. მეწარმე „ი----------–---–ს“ ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
4.6. ინდ. მეწარმე „ი----------–---–მა“ 2016 წლის პირველ თებერვალს N------- განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა კომპანიის 2016 წლის 25 იანვრის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ დარიცხული თანხისა და მის მიმართ ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 28 იანვრის N---- დადგენილების გაუქმება. განმცხადებელი არ ეთანხმებოდა დიდი ოდენობით თანხის დაკისრებას, ვინაიდან 2015 წლის ივნისში ქ. თბილისში, ზ---------- ქუჩის N5-ში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სასტუმროდ გადაკეთების შედეგად, სველი წერტილების მოწყობა განახორციელა კერძო პირების მეშვეობით. შესრულებული სამუშაოების შემდეგ, მისივე შეტყობინების საფუძველზე, შპს „ჯ---------------------------------ის“ სერვის-ცენტრის თანამშრომელმა დალუქა მრიცხველი, რის შემდეგაც მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფით. ექვსი თვის განმავლობაში გადახდილი აქვს 343,21 ლარი. ობიექტზე სულ არის 16 სველი წერტილი. 2016 წლის 25 იანვარს კომპანიის თანამშრომლებმა შეამოწმეს აღნიშნული ობიექტის წყალმომარაგება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 16 სველი წერტილიდან ერთი არ არის დაერთებული მრიცხველზე, რაც მისთვის არ იყო ცნობილი. ამასთან, მიუხედავად სამუშაოების შემსრულებელი პირების ბრალეულობისა, იგი თანახმაა კომპანიას გადაუხადოს მის მიერ აღურიცხავად მოხმარებული სასმელი წყლის საფასური.
4.7. 2016 წლის 19 თებერვლის N054503 ,,დამღის დადების აქტით“ დგინდება, რომ დარღვევის აღმოჩენის შემდეგ, N7-------- აბონენტს დაემატა მრიცხველი, რის შედეგადაც 2016 წლის 19 თებერვლიდან აღრიცხვის კვანძი მოწესრიგდა, ხოლო მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხება სრულად.
4.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 24 მარტს დანიშნულ სხდომაზე 29-ე საკითხად, ხოლო 2016 წლის პირველი აპრილის სხდომაზე 24.3. საკითხად განხილულ იქნა ინდ. მეწარმე „ი----------–---–სა“ და შპს „ჯ---------------------------------ს“ შორის არსებული დავა. სხდომას ესწრებოდა ი----------–---–ი.
4.9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი აპრილის №2---- გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე „ი----------–---–ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა ინდ. მეწარმე ი----------–---–ის ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 28 იანვრის N---- დადგენილება; შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 25 იანვრის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ ინდ. მეწარმე „ი----------–---–ისათვის“ 969,45 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ; შპს „ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება; მასვე დაევალა, რომ დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.13. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იმავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ზემოაღნიშნული ნორმა ერთმანეთისაგან განასხვავებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს წყლის მოხმარების მიზნობრიობაში, კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი წყალს მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ამასთან, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, განსხვავებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ფიზიკური პირი.
4.15. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში სუბიექტს წარმოადგენს ინდ. მეწარმე იაგო ჭამიშვილი, რომელიც სასმელ წყალს მოიხმარს არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ მიერ ინდ. მეწარმე ი----------–---–ისათვის თანხის დარიცხვის საფუძველი გახდა მის კუთვნილ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღურიცხავად, კერძოდ, ობიექტზე არსებული 16 სველი წერტილიდან ერთი არ იყო დაერთებული მრიცხველზე, რის გამოც მრიცხველით აღირიცხებოდა 15 სველი წერტილის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი, ხოლო ერთი სველი წერტილის ცივი წყლის მილიდან (16 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილი) ხდებოდა სასმელი წყლის აღრიცხვის გარეშე მოხმარება, რის გამოც სასმელი წყლის მოხმარება არ აღირიცხებოდა სრულად. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა - გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას - 15000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.
4.16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა აღნიშნული კოდექსის 239-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. იმავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.
4.17. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შპს ,,ჯ---------------------------------მა’’ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 2016 წლის 25 იანვრის N0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა“ და ა--------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე, 2016 წლის 28 იანვრის N---- დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება). საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ინდ. მეწარმე „ი----------–---–ის“ მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ უფლებამოსილმა პირმა აბონენტს მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების განსაზღვრისას ერთმანეთისაგან განასხვავებს შემთხვევებს, რამდენად შესაძლებელია ასეთი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა. კერძოდ, ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ხოლო იმავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ინდ. მეწარმე ი----------–---–ი წარმოადგენს რეგისტრირებულ აბონონეტს, რომელსაც საკითხის განხილვის დროისათვის მოწესრიგებული აქვს სასმელი წყლის მიღების აღრიცხვის კვანძი. კერძოდ, ობიექტის წყალმომარაგების სისტემის შემოწმებისას გამოვლინდა, რომ 16 სველი წერტილიდან მრიცხველით აღირიცხებოდა 15, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემდეგ დამონტაჟდა ახალი მრიცხველი, შესაბამისად, 2016 წლის 19 თებერვლიდან ინდ. მეწარმე ი----------–---–ის მიერ მოხმარებული წყალი აღირიცხება სრულად. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის განმარტება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს დარღვევის პერიოდი ანუ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდი და მოხმარებული წყლის რაოდენობა, რაც გამორიცხავს იმ ნორმის ამოქმედებას, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც შეუძლებელია უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს დარღვევის პერიოდი ან/და უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მასალებით დგინდება ობიექტზე 16 სველი წერტილიდან არასაყოფაცხოვრებო მიზნით სასმელი წყლის მოხმარების დაწყების პერიოდი (15 სველი წერტილიდან წყლის მოხმარების აღრიცხვის დაწყების თარიღი) და დარღვევის გამოსწორების თარიღი (მე-16 სველი წერტილის მრიცხველზე დაერთების თარიღი). საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად სწორად მიიჩნია ის გარემოება, რომ ინდ. მეწარმე ი----------–---–მა მხოლოდ ერთი სველი წერტილის გამო დადგა ახალი მრიცხველი, რაც შესაძლებელს ხდის იმ წყლის რაოდენობის დადგენას, რასაც იგი ყოველთვიურად მოიხმარს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახილმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ---------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე