განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020297718700064042
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-797-2018 01 აგვისტო 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი: ო-–----- ს--------ი, არ-------ს ბ--–------ი, კ------------ პ--------------, ვ--–------ კ---–--ი, ს------ ტ--–-----ი, ვ-----–-- ბ-------ი
წარმომადგენელი: ვ------- ლ------
მოწინააღმდეგე მხარე: ,,S----------------- C-------;
წარმომადგენელი: პ----- კო---–--–---–ი
განმცხადებლის მოთხოვნა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 23 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის წარმომადგენელმა, ვ------- ლ------მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომლითაც, S----------------- C-----.-ს მიმართ ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად, გემს- “------”-ისათვის (I-- #-------; რეგისტრაციის ადგილი/დროშა მ------------, მიწერის პორტი - პ------) აეკრძალა ფოთის პორტის დატოვება და დაედო ყადაღა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის 23.06.2017 წლის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლითაც განისაზღვრა თითოეულ მოსარჩელეზე გადასახდელი თანხის ოდენობა.
მორიგებით ასევე დადგინდა, შეთანხმებული დავალიანებისა და საქმის წარმოების სხვა ხარჯების დაფარვის მიზნით, მოპასუხის კუთვნილი გემის-“------”-ს (I-- #------- რელიზაციის ფორმა და შემოსული თანხების განაწილების წესი.
მოპასუხის კუთვნილი გემი “------”-ს I-- #------- სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს ელექტრონულ საჯარო აუქციონზე გასხვისდა,აუქციონში გამარჯვებულმა (მყიდველი) შპს ,,თ----“-მ (ს.კ. 4--------) სრულად გადაიხადა ნასყიდობის თანხა, რითაც დაკმაყოფილდა კრედიტორთა მოთხოვნები.
შესაბამისად, აღარ არსებობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები.
სააპელაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, მოიკვლია საქმის მასალები და თვლის, რომ ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის წარმომადგენელის, ვ------- ლ------ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის წარმომადგენელის, ვ------- ლ------ს განცხადება და,,S----------------- C------- -ს მიმართ ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო გემ “------”-ს (I-- #-------; რეგისტრაციის ადგილი/დროშა მ------------, მიწერის პორტი - პ------), ასევე ყადაღადადებულ გემს - “------”-ს (I-- #-------; რეგისტრაციის ადგილი/დროშა მ------------, მიწერის პორტი - პ------) აეკრძალა ფოთის პორტის დატოვება.
დადგენილია, რომ შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასტან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და გემი “------”-ს I-- #------- რეალიზაციის თაობაზე ,,S----------------- C--------ს მიმართ ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის საარბიტრაჟო სარჩელზე, მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის სისტემიდან ამონაწერით ირკვევა, რომ მოპასუხის კუთვნილი გემი “-- M-----”-ს I-- #------- რელიზებული იქნა საჯარო აუქციონზე 2018 წლის 12 ივლისს 86 000 აშშ დოლარად.
განცხადებაზე თანდართული საბანკო გადარიცხვის დოკუმენტებით და თავად საარბიტრაჟო მოსარჩელეთა წარმომადგენლის, ვალერიან ლ------ს განცხადებით დგინდება, რომ შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასტან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხები ანაზღაურებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
ამავე კანონის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების გასაჩივრებისათვის) კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
ვინაიდან, საარბიტრაჟო მოსარჩელეთა-კრედიტორთა: ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის წარმომადგენლის განცხადებით ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით, შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასტან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება აღსრულებულია, მოპასუხის კუთვნილი გემი “-- M-----”-ს I-- #------- აუქციონზე რეალიზებულია და კრედიტორთა დავალიანებები გადახდილია, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივად დავა დასრულებულია და აღარ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის წარმომადგენელის, ვ------- ლ------ს განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;
ყადაღისაგან გათავისუფლდეს გემი “------”-ს (I-- #-------; რეგისტრაციის ადგილი/დროშა მ------------, მიწერის პორტი - პ------) და მოიხსნას აკრძალვა, რომლითაც ყადაღადადებულ გემს - “------”-ს (I-- #-------; რეგისტრაციის ადგილი/დროშა მ------------, მიწერის პორტი - პ------) - აეკრძალა ფოთის პორტის დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ო-–----- ს--------ის, ა---------- ბ--–------ის, კ------------ პ--------------ს, ვ--–------ კ---–--ის, ს------ ტ--–-----ისა და ვ-----–-- ბ-------ის წარმომადგენელის, ვ------- ლ------ს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;
3. ყადაღისაგან გათავისუფლდეს გემი “------”-ს (I-- #-------; რეგისტრაციის ადგილი/დროშა მ------------, მიწერის პორტი - პ------);
4. მოიხსნას აკრძალვა, რომლითაც ყადაღადადებულ გემს - “------”-ს (I-- #-------; რეგისტრაციის ადგილი/დროშა მ------------, მიწერის პორტი - პ------) აეკრძალა ფოთის პორტის დატოვება;
5. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 05 დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე