განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001216856
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-448-2017 3 აგვისტო, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს ა------ი, ი---- ა-------–--ე, შ--------- ა-------–--ე, ლია ა-------–--ე, ნ--- ა-------–--ე, თ-------- ა-------–--ე
წარმომადგენელი - თ--–------------, პ------–-----, თ--------------–----
მოწინააღმდეგე მხარე - სს პ------------- ბანკი
წარმომადგენელი - ლ--------------ე, გ------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს პ------------- ბანკის სარჩელი. დაეკისრათ მოპასუხეებს, სოლიდარულ მოვალეებს შპს ა------ს, ზ---- ა-------–--ეს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სოლიდარულად სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ 27.10.2011 წ. გაფორმებული N-----1 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ჯამში 329 708,75 აშშ დოლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება განხორციელდა იპოთეკით დატვირთული ნ--- ა-------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, 413 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, მდებარე ქ. ქობულეთი, დ. ა----–-----–-ს N3--. (საკადასტრო კოდი №2-----------), ასევე თ-------- ა-------–--ის (პ/ნ 6----------) და შ--------- ა-------–--ის (პ.ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, 312 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, მდებარე ქ. ქობულეთი, დ. ა----–-----–-ს N3--ა-ში (საკადასტრო კოდი №2-----------), იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდა სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. დაეკისრათ მოპასუხეებს სოლიდარულ მოვალეებს ზ---- ა-------–--ეს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სოლიდარულად სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით და მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩასაბარებლად გაწეული ხარჯი 30 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 27.10.2011 წელს სს პ------------- ბანკსა და შპს ა------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N-----1, რომლის მიხედვით მსესხებლებზე გაიცა საკრედიტო ლიმიტი 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, 36 % წლიური სარგებლის დარიცხვით. გენერალური ხელშეკრულების ქვეშ: 1) 06.09.2013 წელს გაიცა სესხი N3----1, 205 000 აშშ დოლარი, 121 თვით, წლიური 13,70 %-ის დარიცხვით. რომელ ხელშეკრულებაშიც 04.12.2014 წ. შევიდა ცვლილება რითაც შეიცვალა გადახდის გრაფიკი და სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა წლიური 10%-მდე. 2) 04.04.2014 წელს გაიცა სესხი N3.10136-8 000 აშშ დოლარი, 53 თვით, წლიური 11.75%-ის დარიცხვით. რომელ ხელშეკრულებაშიც 04.12.2014 წ. შევიდა ცვლილება, რითაც შეიცვალა გადახდის გრაფიკი და სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა წლიური 10%-მდე. 2.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრეს მოპასუხეებმა: 1)ზ---- ა-------–--ემ (პ/ნ 6----------), რისთვისაც მასთან 27.10.2011 წ. გაფორმდა 24----------1 სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულება. 2) ი---- ა-------–--ემ (პ/ნ 6----------), რომელთანაც 27.10.2011 წ. გაფორმდა 6-----------1 სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულება. 3) შ--------- ა-------–--ემ (პ/ნ 6----------), რომელთანაც 27.10.2011 წ. გაფორმდა 2-----------1 სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულება. 4) ლია ა-------–--ემ (პ/ნ 6----------), რომელთანაც 27.10.2011 წ. გაფორმდა 1-----------1 სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო და გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, კერძოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ--- ა-------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება 413 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მდებარე ქ. ქობულეთი, დ. ა----–-----–-ს N3-- (საკადასტრო კოდი №2-----------), ასევე იპოთეკით დაიტვირთა თ-------- ა-------–--ის (პ/ნ 6----------) და შ--------- ა-------–--ის (პ.ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 312 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მდებარე ქ. ქობულეთი, დ. ა----–-----–-ს N3--ა. (საკადასტრო კოდი №2-----------) 2.3. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკით დადგენილი გადახდის ვადები, რის შემდეგაც მსესხებლის დავალიანება სს პ------------- ბანკის წინაშე N3.10136 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8900,33 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6319,85 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1680,79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 899,69 აშშ დოლარი, ხოლო N3----1 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სულ 320808,42 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 195296,81 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 110880,46 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 14631,15 აშშ დოლარი. ბანკის მიერ მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეების წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად მოვალეებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები. 2.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ქ. ქობულეთში, დავით ა----–-----–-ს გამზირი №3---ში მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად მათ მთლიანად დაეწვათ და გაუნადგურდათ სახლმფლობელობა და პრაქტიკულად მოესპოთ შემოსავლის ერთადერთი წყარო-საოჯახო ტიპის სასტუმრო, აღნიშნული წარმოადგენს ფორს-მაჟორულ გარემოებას და ამიტომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ ვალდებულების შესრულებისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობა ავტომატურად არ იწვევდა ხელშეკრულების გაუქმებას. ასევე მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით შეთანხდნენ, რომ მხარეები მხოლოდ მაშინ თავისუფლდებოდნენ ვალდებულების შესრულებისაგან, თუ იგი გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება დადგენილი არ ყოფილა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. 2.7. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა; 2.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ზ---- ა-------–--ემ, ი---- ა-------–--ემ, შ--------- ა-------–--ემ და ლია ა-------–--ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლების შპს ა------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი. 2.10. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები სს პ------------- ბანკი და მსესხებელი შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შპს ა------მა, ზ---- ა-------–--ე (უფლებამონაცვლე, ი---- ა-------–--ე), ი---- ა-------–--ემ, შ--------- ა-------–--ემ, ლია ა-------–--ემ, ნ--- ა-------–--ემ და თ-------- ა-------–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა ფაქტებს, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თითქოს სარჩელი საფუძვლიანი და დასაბუთებელია. საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ფორს-მაჟორული გარემოება, მაშინ, როცა თვით მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებებშიც კი არის ის გათვალისწინებული და მოსარჩელემაც კი დაადასტურა ეს გარემოება სხდომაზე. ამაზე მეტი ფორს მაჟორული ვითარება რა უნდა იყოს, როდესაც აპელანტებს ნახევარ საათში დაენგრათ მთელი ცხოვრება, გადაეწვათ მთელი სახლმფლობელობა. 3.2. საყოველთაოდ ცნობილია, ქობულეთში, დავით ა----–-----–-ს გამზრი №3---ში მომხდარი ხანძრის თაობაზე, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იქნა ჩამქრალი. სწორედ ის შენობა-ნაგებობა იქნა მთლიანად განადგურებული, რაც სს პ------------- ბანკის მიერ კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული. აპელანტები დაუძლეველი ძალის წარმოშობამდე პირნათლად ასრულებდნენ მათ ვალდებულებებს, დროულად იხდიდნენ სესხის სახით მიღებულ თანხებს, რაც ასევე დაადასტურა მხარემაც. აპელანტების მიერ წარდგენილი იქნა საქალაქო სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც აშკარად დგინდებოდა, ქობულეთში, დავით ა----–-----–-ს გამზრი №3---ში ხანძრის ფაქტი, თუმცა არც ეს მტკიცებულება არ გაიზიარა საქალაქო სასამართლომ და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასეთი გარემოებები არ დგინდებოდა, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული და ის არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და რეალურ ფაქტებს. 3.3. სახეზე გვაქვს აშკარად დაუძლეველი გარემოება, ფორს–მაჟორული, რის გამოც მხაერეები ვერანაირად შეძლებდნენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. რაც შეეხება გაფრთხილების წერილებს, სწორედ ამ გაფრთხილების წერილებსაც გაეცა პასუხი აპელანტი მხარის მიერ და ეცნობათ მოსარჩელეებს, რომ სახეზე იყო ფორს–მაჟორული გარემოება. ამასთან, ასეთი გარემოების დადგომის თაობაზე გაფრთხილების წერილების მიღებამდეც ეცნობა მოსარჩელეს და ეს არც მათ უარყვიათ. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა გამოყენებული კანონები. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 286-ე, 301-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ნორმები არ უნდა გამოყენებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2011 წლის 27 ოქტომბერს სს პ------------- ბანკსა და შპს ა------ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება. 4.1.1. ამ ხელშეკრულებით შპს ა------ს შესაძლებლობა მიეცა, ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე, სს პ------------- ბანკისაგან სესხად აეღო 300 000 აშშ დოლარი. 4.1.2. ამ ვალდებულების შესასრულებლად სოლიდარული თავდებობა იკისრეს ზ---- ა-------–--ემ, ი---- ა-------–--ემ, შე-------ნ ა-------–--ემ და ლია ა-------–--ემ. 4.1.3. გარდა ამისა, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ--- ა-------–--ის კუთვნილი ქონება საკადასტრო კოდით 2----------- და ზ---- ა-------–--ის კუთვნილი ქონება საკადასტრო კოდით 2-----------. 4.1.4. 2013 წლის 4 სექტემბერს ზ---- ა-------–--ემ იპოთეკით დატვირთული ქონება აჩუქა თ-------- ა-------–--ესა და შ--------- ა-------–--ეს. 4.1.5. იპოთეკის ხელშეკრულებათა 5.6. პუნქტების თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალის დასაფარად, მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლებოდა. 4.2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 6 სექტემბერს შპს ა------მა სს პ------------- ბანკისაგან ისესხა 205 000 აშშ დოლარი. 4.2.1. ხელშეკრულება დაიდო 121 თვის ვადით და სესხით სარგებლობისათვის მოვალეს უნდა გადაეხადა სარგებელი, წლიური 13,7%. 4.3. 2014 წლის 4 აპრილს შპს ა------მა სს პ------------- ბანკისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი. 4.3.1. ხელშეკრულება დაიდო 53 თვის ვადით და სესხით სარგებლობისათვის მოვალეს უნდა გადაეხადა სარგებელი, წლიური 11,75%. 4.4. 2014 წლის 4 დეკემბერს სესხის ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობა შემცირდა წლიურ 10%-მდე. 4.5. გენერალური ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოვალეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.6. უდავოა, რომ შპს ა------ის საქმიანობის საგანს სასტუმრო მომსახურება შეადგენდა და სწორედ ამ მიზნით გამოიყენა მან სესხად აღებული თანხა. 4.7. 2015 წლის 10 მაისს იპოთეკით დატვირთულ ფართში, რომელშიაც საოჯახო სასტუმრო იყო განთავსებული, გაჩნდა ხანძარი და შპს ა------ის კუთვნილი ქონება მთლიანად დაიწვა. 4.8. ამის შემდეგ, შპს ა------მა ვალდებულების შესრულება შეწყვიტა. 4.9. 2016 წლის 15 იანვარს სს პ------------- ბანკმა სარჩელი აღძრა აპელანტთა წინააღმდეგ და თანხის დაკისრება მოითხოვა. 4.10. ამ დროისათვის, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ა------ის დავალიანება კრედიტორის მიმართ შეადგენდა: 4.10.1. ძირითად თანხას - 195 296,81 აშშ დოლარს და სარგებელს - 20850,93 აშშ დოლარს. 4.10.2. ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით მოვალეს კრედიტორისათვის სარგებლის სახით სულ 110 880,46 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ამის შესაბამისად, სხვაობა ხელშეკრულების მოშლამდე გადასახდელ და სრულ სარგებელს შორის შეადგენს 110 880,46-20 850,93=90 029,53 აშშ დოლარს. 4.10.3. გარდა ამისა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლო, ამ პერიოდისათვის, 14631,15 აშშ დოლარი იყო. 4.11. 2016 წლის 15 იანვრისათვის 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ა------ის დავალიანება კრედიტორის მიმართ შეადგენდა: 4.11.1. ძირითად თანხას - 6319,85 აშშ დოლარს და სარგებელს - 658,8 აშშ დოლარს. 4.11.2. ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით მოვალეს კრედიტორისათვის სარგებლის სახით სულ 1680,79 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ამის შესაბამისად, სხვაობა ხელშეკრულების მოშლამდე გადასახდელ და სრულ სარგებელს შორის შეადგენს 1680,79-658,8=1021,99 აშშ დოლარს. 4.11.4. გარდა ამისა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლო, ამ პერიოდისათვის, 899,69 აშშ დოლარი იყო. 4.12. 2017 წლის 29 მაისს აპელანტი, ზ---- ა-------–--ე გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ საქმეში ი---- ა-------–--ე ჩაერთო. სამართლებრივი დასაბუთება 4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.13.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ, ნაწილობრივ, სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 286-ე, 301-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეებს მოსარჩელისათვის სესხი უნდა დაებრუნებინათ და სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა გადაეხადათ. 4.13.2. თუმცა, ამავდროულად, პალატის აზრით, სასამართლომ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეცდომით დაადგინა. 4.14. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტებს კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში გადასახდელი სარგებლის ანაზღაურება დაეკისრათ. 4.14.1. ეს ნიშნავს, რომ აპელანტებმა უნდა გადაიხადონ იმ პერიოდის სარგებელი, რა პერიოდშიც მათ სესხით არ უსარგებლიათ, რაც დაუშვებელია. 4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, პროცენტი შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სესხისათვის. 4.15.1. ეს ნიშნავს, რომ სესხის გარეშე პროცენტი არ არსებობს და მოვალემ იგი მხოლოდ სესხით სარგებლობის დროს უნდა გადაიხადოს. 4.16. სს პ------------- ბანკმა სარჩელი 2016 წლის 15 იანვარს აღძრა და სესხის სრულად დაბრუნება მოითხოვა. 4.17. ამის შესაბამისად, აპელანტებმა კრედიტორს უნდა აუნაზღაურონ 2016 წლის 15 იანვრამდე გადასახდელი პროცენტი. 4.18. 2016 წლის 15 იანვრის შემდეგ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, აპელანტებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი, ე.ი. ის თანხა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა აპელანტებს მისთვის ვალი დროულად რომ დაებრუნებინათ. 4.19. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კომერციული ბანკია და მისი საქმიანობის ძირითადი საგანი სესხად გაცემული თანხიდან სარგებლის მიღებაა. 4.19.1. ამის შესაბამისად, ყოველთვის ივარაუდება, რომ სესხად გაცემული თანხის დაუბრუნებლობით კომერციული ბანკი ვერ იღებს შემოსავალს, ყოველ შემთხვევაში, სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ოდენობით მაინც. 4.20. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სხვადასხვა სახის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი წლიურ 10%-ს შეესაბამება. 4.21. ამის გამო, აპელანტებმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადონ სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის წლიური 10%, 2016 წლის 15 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობისა. 4.22. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ა------ს 29000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2015 წლის 25 აგვისტოს, ხოლო 5021 აშშ დოლარი - 2015 წლის 21 სექტემბერს. 4.22.1. 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, კი შპს ა------ს 2015 წლის 31 აგვისტოს უნდა გადაეხადა 2000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 3 სექტემბერს - 69 აშშ დოლარი. 4.22.2. სწორედ ამ ვალდებულებათა დარღვევის გამო შეუწყვიტა მას მოსარჩელემ საკრედიტო ურთიერთობა. 4.23. როგორც აღინიშნა, სს პ------------- ბანკმა სარჩელი 2016 წლის 15 იანვარს აღძრა. 4.24. ამის შესაბამისად, მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა, არაუმეტეს, 140 დღის ვადაგადაცილების გამო. 4.25. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო დარღვეული ვალდებულების მოცულობასა და პერიოდს არ შეესაბამება და ძალზედ მაღალია. 4.26. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპელანტებმა მოსარჩელეს სესხით სარგებლობისათვის პროცენტი უნდა გადაუხადონ, რაც ვალდებულების შესრულებას თავისთავადაც უზრუნველყოფს. 4.27. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 0,5% უნდა შემცირდეს 0,05%-მდე და აპელანტებს 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს, 1463,1 აშშ დოლარის, ხოლო 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე 89,96 აშშ დოლარის გადახდა. 4.28. პალატა აღნიშნავს, რომ დაუძლეველი ძალა, ჩვეულებრივ, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებაა. 4.28.1. ეს კი ნიშნავს, რომ ამ გარემოების არსებობს მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. 4.29. პალატის აზრით, იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, საჭიროა, იგი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) მოვლენის დადგომა არ უნდა იყოს დამოკიდებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე, ე.ი. მოვლენა არ უნდა იყოს გამოწვეული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებით ან უმოქმედობით; ბ) მოვლენა უნდა იყოს უჩვეულო, ე.ი. არ უნდა იყოს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის ჩვეულებრივი და, შესაბამისად, მოვლენის დადგომა მათთვის უნდა იყოს მოულოდნელი; გ) მისი თავიდან აცილება შეუძლებელი უნდა იყოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის საჭირო წინდახედულობისა და გულისხმიერების გამოვლენის შემთხვევაში და დ) ეს შეუძლებელს უნდა ხდიდეს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას. 4.30. პალატა ეთანხმება აპელანტებს, რომ შპს ა------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, სწორედ, ხანძარმა გამოწვია, თუმცა ამ მოვლენის დაუძლეველ ძალად მისაჩნევად აუცილებელი გარემოებები აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს. 4.30.1. კერძოდ, მათ ვერ დაამტკიცეს, რომ მოვლენა არ იყო გამოწვეული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებით ან უმოქმედობით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის საჭირო წინდახედულობისა და გულისხმიერების გამოვლენის შემთხვევაში. 4.31. ამრიგად, აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა დაუძლებელი ძალით იყო გამოწვეული. 4.32. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, ეს სესხის დაბრუნების ვალდებულებისაგან აპელანტება არ გაათავისუფლებდა. 4.32.1. ამ მოტივით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის საფუძველზე, მათ შეეძლოთ მოეთხოვათ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება, თუმცა ამგვარი მოთხოვნით სარჩელი აპელანტებს არ აღუძრავთ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია. 4.33. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, აპელანტებისთვის თანხის დაკისრების ნაწილში, საკმარისად დასაბუთებული არ არის და, ამ ნაწილში, იგი უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 5.1. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც შპს ა------ს, ზ---- ა-------–--ეს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სოლიდარულად დაეკისრათ სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ 27.10.2011 წ. გაფორმებული N-----1 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ჯამში 329 708,75 აშშ დოლარის ოდენობით და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. 5.3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. 5.4. სს პ------------- ბანკის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5.5. შპს ა------ს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 195 296,81 აშშ დოლარის, 20 850,93 აშშ დოლარისა და 1463,1 აშშ დოლარის გადახდა. 5.6. შპს ა------ს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 195 296,81 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2016 წლის 15 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, 90 029,53 აშშ დოლარისა. 5.7. შპს ა------ს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ, 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 6319,85 აშშ დოლარის, 658,8 აშშ დოლარისა და 89,96 აშშ დოლარის გადახდა. 5.8. შპს ა------ს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 6319,85 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2016 წლის 15 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, 1021,99 აშშ დოლარისა.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. ი---- ა-------–--ე, შ--------- ა-------–--ე, ლია ა-------–--ე, ნ--- ა-------–--ე და თ-------- ა-------–--ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან. 6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შპს ა------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. შპს ა------ის, ი---- ა-------–--ის, შ--------- ა-------–--ის, ლია ა-------–--ის, ნ--- ა-------–--ისა და თ-------- ა-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ა------ს, ზ---- ა-------–--ეს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სოლიდარულად დაეკისრათ სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ 27.10.2011 წ. გაფორმებული N-----1 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ჯამში 329 708,75 აშშ დოლარის ოდენობით და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. სს პ------------- ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. შპს ა------ს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისროთ 195 296,81 აშშ დოლარის, 20 850,93 აშშ დოლარისა და 1463,1 აშშ დოლარის გადახდა;
6. შპს ა------ს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისროთ 195 296,81 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2016 წლის 15 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, 90 029,53 აშშ დოლარისა;
7. შპს ა------ს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ, 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისროთ 6319,85 აშშ დოლარის, 658,8 აშშ დოლარისა და 89,96 აშშ დოლარის გადახდა;
8. შპს ა------ს, ი---- ა-------–--ეს, შ--------- ა-------–--ეს და ლია ა-------–--ეს სს პ------------- ბანკის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისროთ 6319,85 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2016 წლის 15 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, 1021,99 აშშ დოლარისა;
9. შპს ა------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
10. ი---- ა-------–--ე, შ--------- ა-------–--ე, ლია ა-------–--ე, ნ--- ა-------–--ე და თ-------- ა-------–--ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან გამოცხადების თარიღი უცნობია, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
11. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
12. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე