განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001559081
საქმე 2/ბ-672-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
15 აგვისტო 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი (აპელანტი, მოპასუხე): ზ------ ოს----ე, ჟ--–---- მჭ----–-–---–ი, გ------- ოს----ე, ჯ--–--- ოს----ე, მ----- თა---------–--ე, ზ------ ოს----ე, მ---- ოს----ე, გა-----ლ ოს----ე
წარმომადგენელი: პ----- შა---ე
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): შპს ,,ფ------------ი“
დავის საგანი: უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა: ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის უზრუნველსაყოფად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ფ--------------ს“ მოთხოვნა მოპასუხეების: ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გა-----ლ ოს----ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე;
მოპასუხეების: ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გა-----ლ ოს----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. ბა-----ში, ა------- პი-----––---------–ის გზ-----–--–ი N---ში მდებარე, შპს „ფ--------------ს“ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - 0-.3-.2-.0-- და უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით - 0-.3-.2-.0--) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - შპს „ფ--------------ს“ (ს/ნ 4--------);
გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
მოპასუხეებს: ზ------ ოს----ეს, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ეს, ჯ--–--- ოს----ეს, მ----- თა---------–--ეს, ზ------ ოს----ეს, მ---- ოს----ეს და გა-----ლ ოს----ეს მოსარჩელე შპს „ფ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ, მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარისა და სხვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურება -542.10 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გა-----ლ ოს----ის წარმომადგენელმა პ----- შა---ემ, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2018 წლის 14 აგვისტოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ის და გა-----ლ ოს----ის წარმომადგენელმა პ----- შა---ემ და სააპელაციო საჩივრის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით, ბა-----ის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2018 წლის 27 აპრილს გაცემული N2/3----2016 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული N----------00-/001 საქმის აღსრულების შეჩერება.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 3-.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სამოქალაქო საპროცეპო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებაც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
მართლია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განკერძოებულად, სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს, თუმცა განსაკუთრებუილ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გამოიყენოს კანონის ანალოგია და უზრუნველყოფილი იქნას სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი თავისი ბუნებით სარჩელის მსგავსი დოკუმენტია და ისიც მიმართულია პირის დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
სააპელაციო საჩივრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არსებითად და რადიკალურად ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მისი უზრუნველყოფაც ისეთივე მნიშვნელოვანი, პროცესუალური და სტრატეგიულად მართებული ღონისძიებაა, როგორც სარჩელისა.
აპელანტების ინტერესში შედის, არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება, არამედ მისი აღსრულება. მართლია, აპელანტები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებს, რომელთაც გამოსყიდვის თაობაზე ზეპირი ფორმით დადებული აქვთ გარიგება მესაკუთრესთან და ამ გარიგების ფარგლებში მოსარჩელესათვის გადახდილი აქვთ 17000 აშშ დოლარამდე გამოსყიდვის საფასური, თუმცა არსებობს თუ არა სააღსრულებო წარმოების საფუძველი საკუთრების ხელყოფის აღკვეთისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, უნდა დადგინდეს საქმის არსებითი განხილვით, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული.
იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება და სარჩელს უარი ეთქმევა, ამასთან დავის დასრულებამდე აპელანტებს გამოასახლებს აღმასრულებელი, ისინი ვეღარ შეძლებენ სადავო ფართში დაბრუნებას, რაც გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის.
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, აზრს დაკარგავს მათი სააპელაციო საჩივრის განხილვა, ვინაიდან, ვერ გამოიწვევს იმ იურიდიულ შედეგს, რაც უნდა მოჰყვეს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
აქედან გამომდინარე, არსებობს სსკ-ის 191-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რის გამოც მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს „ფ--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეების: ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გა-----ლ ოს----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. ბა-----ში, ა------- პი-----––---------–ის გზ-----–--–ი N---ში მდებარე, შპს „ფ--------------ს“ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - 0-.3-.2-.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - შპს „ფ--------------ს“ (ს/ნ 4--------).
ეს გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეთა წარმომადგენელმა პ----- შა---ემ, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
დადგენილია, რომ აპელანტმა, 2018 წლის 14 აგვისტოს განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით მოითხოვა, სააპელაციო საჩივრის უზრუნველსაყოფად, ბა-----ის საქალაქო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით, 2018 წლის 27 აპრილს გაცემული N2/3----2016 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული N----------00-/001 საქმის აღსრულების შეჩერება.
პალატა განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით...
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აპელანტები წარმოადგენენ მოპასუხის სტატუსის მქონე საპროცესო სუბიექტებს, რომელთა წინააღმდეგაც გამოტანილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოპასუხის უფლებების დაცვის მიზნით წარდგენილი სააპელაციო საჩივრისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელთა მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
გაზიარებული ვერ იქნება განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ანალოგიის გამოყენებით უნდა მოხდეს სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფა.
სააპელაციო სასამართლო აღინიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამდე აუცილებელია დადგინდეს ის მიზანი, რომელიც წარმოადგენს სამართლის ნორმის საფუძველს. არ შეიძლება სამართლის ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც შეეწინააღმდეგება კანონის ნებას და იმ მიზნებს, რომელთა მიღწევას უზრუნველყოფს გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმა. ამ მიზნის დადგენა ხშირ შემთხვევაში, მოითხოვს მის წაკითხვას სხვა ნორმებთან კავშირში, რომლებთან ერთადაც იგი წარმოადგენს სამართლებრივი მოწესრიგების მექანიზმს.
სააპელაციო სამართალწარმოებაში ვხვდებით ძირითადად სპეციალურ საპროცესო ნორმებს, რომლებიც მიზნად ისახავენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, 191-ე მუხლის განმარტება შეუძლებელია იმ ნორმებისაგან იზოლირებულად, რომლებიც განსაზღვრავენ სააპელაციო სასამართლოს ინსტანციურობის თავისებურებებს.
ვინაიდან, აპელანტები წარმოადგენენ მოპასუხის სტატუსის მქონე საპროცესო სუბიექტებს და სააპელაციო სასამართლოში არ მიმდინარეობს მათ სარჩელთან დაკავშირებით დავა, ამდენად, მათი მოთხოვნა, სსკ-ის 191-ე და 198.2 მუხლის შესაბამისად გამოყენებული იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას და სააპელაციო სასამართლოს არსს.
ზემოაღნიშნილი მსჯელობიდან გამომდინარე, ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ის და გა-----ლ ოს----ის სააპელაციო საჩივრის უზრუნველსაყოფად, ბა-----ის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2018 წლის 27 აპრილს გაცემული N2/3----2016 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული N----------00-/001 საქმის აღსრულების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. აპელანტების, ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ის, გა-----ლ ოს----ის წარმომადგენლის, პ----- შა---ის შუამდგომლობა, ბა-----ის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2018 წლის 27 აპრილს გაცემული N2/3----2016 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული N----------00-/001 საქმის აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 0- დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
გოჩა აბუსერიძე