განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
020210918700063069
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210918700063069

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№2/ბ-705-2018 03 აგვისტო 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განცხადების ავტორი (მოპასუხე): ა---- დო-–--ე

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): გ---–----- მე-----–---–ი

განმცხადებლის მოთხოვნა: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2012 წლის 02 მარტს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა გ---–----- მე-----–---–მა და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ქ.ს-------------–---–-----------------–ი მდებარე, მოპასუხე ა---- დო-–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 მარტის განჩინებით გ---–----- მე-----–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ქ.ს-------------–---–-----------------–ი (ზონა - ს------------------------------------------–----------------------- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი - 560 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 132.1 კვ.მ.) მდებარე, მოპასუხე ა---- დო-–--ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას.

2012 წლის 16 მარტს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ---–----- მე-----–---–მა, მოპასუხედ მიუთითა ა---- დო-–--ე, სამტრედიის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი ქ------- ჭა-----ე და სამკვიდრო ქონების მიღებაზე ვადის აღდგენა და სამკვიდრო ქონების მიღებულად აღიარება მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ---–----- მე-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ½ ნაწილში ქ.სამტრედიის ნოტარიუს ქ.ჭა-----ის მიერ, 2003 წლის 27 თებერვლის #2/11 სამკვიდრო მოწმობა, ქ.ს-----------–--–---–----------ში მდებარე ა---- კა-------ის ძე დო-–--ის დანაშთ ქონებაზე;

გ---–----- მე-----–---–ს მიეკუთვნა, ქ.ს-----------–---–---–----------–ი მდებარე სამკვიდრო ქონების, ანუ საცხოვრებელი სახლის (მიწის ნაკვეთთან ერთად) ½.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა---- დო-–--ემ, მისი გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, ა---- დო-–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

გ---–----- მე-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ბათილად იქნა ცნობილი ½ ნაწილში ნოტარიუს ქ------- ჭა-----ის მიერ, 2003 წლის 27 თებერვალს გაცემული #2/11 სამკვიდრო მოწმობა, ქალაქ ს-----------–--–---–--------------ში მდებარე ა---- კა-------ის ძე დო-–--ის დანაშთ ქონებაზე;

ქალაქ ს-----------–---–---–-----------------ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი #------------) ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა გ---–----- მე-----–---–ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2018 წლის 05 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა---- დო-–--ემ და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დავა მხარეთა შორის დასრულებულია, ხოლო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებული.

სააპელაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, მოიკვლია საქმის მასალები და თვლის, რომ ა---- დო-–--ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

ამავე კანონის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების გასაჩივრებისათვის) კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

ა---- დო-–--ის განცხადებაზე დართული, 2018 წლის 02 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება აღსრულებულია და მის საფუძველზე, ქ.ს-------------–---–--------------ში მდებარე უძრავი ქონების ¾ აღრიცხულია ა---- დო-–--ის საკუთრებაში, ხოლო ამავე ქონების ¼ ნაწილი გ---–----- მე-----–---–ის საკუთრებაში.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივად დავა დასრულებულია და აღარ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---- დო-–--ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდეს ა---- დო-–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ს-------------–---–------------.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა---- დო-–--ის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;

3. ყადაღისაგან გათავისუფლდეს, ქ. ს-------------–---–--------------ში მდებარე, ა---- დო-–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება.

4. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეთათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

 

სიმონ ჩხაიძე