განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001216472
საქმე №2ბ/3430-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - გელა ქირია
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი: შპს „ს-------------- კ-–---- ე-------ა“
წარმომადგენელი - მ-------- კ------ე, ნ-----–---- ბ------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ--–--------–----------–----–----------------------------------
წარმომადგენელი - ა-–---------- შ--–-----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილები გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2021.70 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1370.28 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–-----------–----–------------------------------------- სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 284.07 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1108.2 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1753.12 ლარის გადახდა. დაეკისროს მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1934.94 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 6288. 33 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 880.76 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 4391.55 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 6771.5 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 302.5 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ--–--------–----------–----–----------------------------------სა და შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” შორის 2015 წლის 25 ივნისს გაფორმდა №------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის პირველი მუხლის 1.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია ქალაქ თ---–----------–----–------------------------ ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობისა და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
სასამართლო დაეყრდნო - მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6). ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23).
2.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 579 731 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6). ხელშეკრულება (ს.ფ. 19).
2.3. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. და 4.3. და 4.4. პუნქტების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 22 ოქტომბრისა. შემსყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოსაწყობი ან/და სარეაბილიტაციო ობიექტების მისამართს შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად მიმწოდებელს აცნობებს წერილობით და წერილობითვე განუსაზღვრავს სამუშაოების შესრულების გონივრულ ვადას არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 22 ოქტომბრისა. შესყიდვის ობიექტის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6). ხელშეკრულება (ს.ფ. 19).
2.4. შპს ”ს-------------- კ-–---- ე-------ამ” სამუშაოები დაასრულა: ქ. თბილისში, ჭ---------------------------–- - 2015 წლის 12 აგვისტოს; სპორტული მოედანი ”ლ-------------- სტადიონის” გვერდით - 2015 წლის 12 აგვისტოს; წყნეთის ქ.№1 -1ა - 2015 წლის 11 აგვისტოს; ა----------------- -ში - 2015 წლის 11 აგვისტოს; ნუ–-----------------------------------თან - 2015 წლის 09 სექტემბერს; თ-----–--------------ში - 2015 წლის 09 სექტემბერს; პ---–------------------------- -ში - 2015 წლის 24 სექტემბერს; ა---–-------------------ში - 2015 წლის 09 სექტემბერს; ყ-----------------------ში - 2015 წლის 30 სექტემბერს; ვ-–-----–----–----------–-----------–---------------- - 2015 წლის 30 სექტემბერს; ვ-–------–----–-----------------–------------ კორპუსის მიმდებარედ - 2015 წლის 25 სექტემბერს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).
2015 წლის 12 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 29).
ფორმა №2 (ს.ფ. 30-33).
2015 წლის 12 აგვისტოს №3 მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 34). ფორმა №2 (ს.ფ. 35-38).
2015 წლის 11 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი №2(ს.ფ. 39). ფორმა №2 (ს.ფ. 40-41).
2015 წლის 11 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 42). ფორმა №2 (ს.ფ. 43-44).
2015 წლის 09 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №4 (ს.ფ. 45).
ფორმა №2 (ს.ფ. 46-47).
2015 წლის 09 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №4 (ს.ფ. 48). ფორმა №2 (ს.ფ. 49-50).
2015 წლის 24 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №5 (ს.ფ.51). ფორმა №2 (ს.ფ. 52-55).
2015 წლის 09 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №4 (ს.ფ. 56). ფორმა №4 (ს.ფ. 57-58).
2015 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №7 (ს.ფ.59). ფორმა №2(ს.ფ. 60-62).
2015 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №7 (ს.ფ. 63). ფორმა №2(ს.ფ.64-66).
2015 წლის 25 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №6 (ს.ფ.67). ფორმა №2 (ს.ფ.68-71).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის მიხედვით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 20 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6). ხელშეკრულება (ს.ფ. 21).
2.6. ქ. თბილისში, ა------------------ში, ჭ-----------------------ში, სპორტული მოედანი ”ლ-------------- სტადიონის” გვერდით და წ-----------------ში, სპორტული მოედნის მოსაწყობად, სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 5 აგვისტომდე. ნ--–---------------------------------------ში, თ-----–----------–-----------------------–-----–----–-----------------–-------------ში, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 23 აგვისტო.
სპორტული მოედნების მოსაწყობად პ---–------------------------------–------------------ში სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 5 სექტემბერი. ვ-–-----–----–----------------–-------------------ში, სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 10 სექტემბერი. მხარეებს შორის სადავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადასთან დაკავშირებული გარემოება, კერძოდ, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა 2015 წლის 22 ოქტომბერი. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კი შემსყიდველი არ იყო უფლებამოსილი ცალმხრივად შეეცვალა შესრულების ვადა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას სამუშაოების დასრულების ვადასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. და 4.3. პუნქტები, არაორაზროვანია, მასში ნათლად არის ჩამოყალიბებული, რომ კონკრეტულ მისამართებზე სპორტული მოედნების მოსაწყობად, მიმწოდებელს შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” შემსყიდველი ქ--–--------–----------–----–---------------------------------- უსაზღვრავს სამუშაოების შესრულების ვადას, ხელშეკრულების 4.2. პუნქტით შეთანხმებული ვადის ფარგლებში.
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის 2015 წლის 22 ივლისის №-------------- და 2015 წლის 11 აგვისტოს №-------------- წერილებით ქ--–--------–----------–----–----------------------------------მ მოპასუხეს აცნობა მოსაწყობი ობიექტების მისამართები და იმავდროულად წერილობითვე განუსაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა ქ. თბილისში, ა------------------ში, ჭ----------------------ში, სპორტული მოედანი ”ლ-------------- სტადიონის” გვერდით და წ-----------------ში, სპორტული მოედნის მოსაწყობად- 2015 წლის 5 აგვისტომდე. ნ--–------------ მ/რ, კორპუსი №------ში, თ-----–--------–--------------------–----–----–-----------------–-------------ში- 2015 წლის 23 აგვისტომდე. პ---–------------------------------–------------------ში - 2015 წლის 05 სექტემბრამდე და ვ-–----–----–--------------–-----------------ში- 2015 წლის 10 სექტემბრამდე.
2.7. ქ. თბილისში, ჭ----------------------9-ში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 57 762.85 ლარი. 2015 წლის 5 აგვისტოდან გადაცილებულ 7 დღეზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 4043.41 ლარს.
სპორტული მოედანი ”ლ-------------- სტადიონის” გვერდით სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 7 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა
39 150.76 ლარი. ყოველდღიური პირგასამტეხლოა 391.51 ლარი, 7 დღეზე - 2740.57 ლარი.
წ----------------ში, სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 6 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 3 693.81 ლარი. დღეში პირგასამტეხლო შეადგენს 369.4 ლარს, გადაცილებულ 6 დღეზე - 2216.4 ლარს.
ატ-----------------ა -ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 6 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 9 469.05 ლარი. პირგასამტეხლო დღეში შეადგენს 94.69 ლარს, 6 დღეზე - 568.14 ლარს. ნ--–----------------------------------, სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 17 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 20 624.96 ლარი. პირგასამტეხლო დღეში შეადგენს - 06.25 ლარს, გადაცილებულ 17 დღეზე - 3506.25 ლარს.
თ-----–--------------ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 17 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 22 764.10 ლარი. დღეში პირგასამტეხლო შეადგენს 227.64 ლარს, ხოლო გადაცილებულ 17 დღეზე - 3869.88 ლარს.
პ---–------------------------- -ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 19 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 66 192.68 ლარი. დღეში პირგასამტეხლო შეადგენს 661.93 ლარს, 19 დღეზე - 12 576.67 ლარს.
ა---–------------------ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 4 დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 44 037.95 ლარი. თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 440.38 ლარი, 4 დღისათვის - 1761.52 ლარი.
ყ---------------------------ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 20 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 3 024.90 ლარი. დღეში პირგასამტეხლო შეადგენს 30.25 ლარს, გადაცილებულ 20 დღეზე -605 ლარს.
ვ-–-----–----–-----------–------------–----- კორპუსი, სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 20 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 67 714.91 ლარი. დღეში პირგასამტეხლოა 677.14 ლარი, გადაცილებულ 20 დღეზე - 13 543 ლარი.
ვ-–----–----–-----------------–------------ კორპუსის მიმდებარედ სამუშაოს დასრულების ვადა დაირღვა 15 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 58 554.25 ლარი. თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოა 585.54 ლარი. გადაცილებულ 15 დღეზე - 8783.10 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23).
2015 წლის 12 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 29).
ფორმა №2 (ს.ფ. 30-33).
2015 წლის 12 აგვისტოს №3 მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 34). ფორმა №2(ს.ფ. 35-38).
2015 წლის 11 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი №2(ს.ფ. 39). ფორმა №2 (ს.ფ. 40-41).
2015 წლის 11 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 42). ფორმა №2(ს.ფ. 43-44).
2015 წლის 09 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №4 (ს.ფ. 45). ფორმა №2 (ს.ფ. 46-47).
2015 წლის 09 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №4 (ს.ფ. 48). ფორმა №2 (ს.ფ. 49-50).
2015 წლის 24 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №5 (ს.ფ.51). ფორმა №2 (ს.ფ. 52-55).
2015 წლის 09 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №4 (ს.ფ. 56). ფორმა №4 (ს.ფ. 57-58).
2015 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №7 (ს.ფ.59). ფორმა №2(ს.ფ. 60-62).
2015 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №7 (ს.ფ. 63). ფორმა №2(ს.ფ.64-66).
2015 წლის 25 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №6 (ს.ფ.67). ფორმა №2 (ს.ფ.68-71).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებს ქალაქ თბილისის მ----–----–----------------------------------სა და შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” შორის ვალდებულებითი ურთიე-------ა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, შპს ”ს-------------- კ-–---- ე-------ამ” იკისრა სპორტული მოედნების მოწყობა ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის მიერ მითითებულ ობიექტებზე, ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტებით, აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს
პირგასამტეხლოს გადახდა, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ შპს ”ს-------------- კ-–---- ე-------ამ” ვალდებულება არ შეასრულა და ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლო ყოველდღიური 1%-ის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში, რადგან შესრულების ვადის გადაცილება არ აღემატება 20 კალენდარულ დღეს და სასამართლოს გონივრულად მიაჩნია,ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ყოველდღიური პირგასამტეხლო- 1% შემცირდეს და განისაზღვროს 0.5%-ით. ამდენად, კრედიტორი ქ--–--------–----------–----–---------------------------------- უფლებამოსილია მოითხოვოს შპს ”ს-------------- კ-–---- ე-------ასაგან” ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს სახით, ჯამში 27 106. 95 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: ა)გადაწყვეტილების 3.1.3 მითითებული უდავო ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ თითქოს და მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #----------------------- ხელშეკრულების 4.2;4.3;4.4; მუხლებით დადგენილი იყო უპირობო უფლება, შემკვეთს-მოსარჩელეს მხოლოდ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე შეეცვალა ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების შესრულების ვადა, კონკრეტულ შემთვევაში, შეემცირებინა ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების შესრულების ვადები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოახდინა მცდარი სამართლებრივი შეფასება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ გამოგზავნილი წერილების საფუძველზე გააჩნდა უფლება დაედგინა სამუშაოების შესრულების ახალი შემცირებული ვადები. ასეთი უფლება მოსარჩელეს არ გააჩნდა და მხოლოდ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე მოსარჩელეს არ გააჩნდა უფლება დადგენილად მიეჩნია სამუშაოების შესრულების ახალი ვადები, იმ პირობებში რომ ხელშეკრულებით იყო დადგენილი შესასრულებელი სამუშაოების საერთო ხელშეკრულებით დადგენილი ვადა, რომელიც მხარეს არ დაურღვევია რაც დასტურდება უდავოდ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხელშეკრულების დარღვევად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ობიექტების მიღება-ჩაბარების აქტები, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი რომ მხარეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების ვადა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მოახდინა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო მცდარი სამართლებრივი შეფასება, არ იმსჯელა სსკ 1;8;398 მუხლებით დადგენილ წესებზე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეების თანასწორობის საფუძველზე და შეცვლილი გარემოებების შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მოქმედების წესებზე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არ არის უარყოფილი სსკ 398 მუხლით დადგენილი წესები, შესაბამისად, არც მოსარჩელე მხარეს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ცალმხრივად და დაუსაბუთებლად მოეთხოვა შესასრულებელი სამუშაოების ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ მხასრის მიერ არ იქნა დარღვეული ხელშეკრულების პირობები და სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.2. უდავოა, 2015 წლის 25 ივნისს ქ--–--------–----------–----–----------------------------------სა და შპს ”ს-------------- კ-–--- ე-------ას” შორის გაფორმდა №------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი იყო ქალაქ თ---–----------–----–------------------------ ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობისა და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხოლო ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 579 731 ლარს.
4.3. ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. და 4.3. და 4.4. პუნქტების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 22 ოქტომბრისა. შემსყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოსაწყობი ან/და სარეაბილიტაციო ობიექტების მისამართს შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად მიმწოდებელს აცნობებს წერილობით და წერილობითვე განუსაზღვრავს სამუშაოების შესრულების გონივრულ ვადას არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 22 ოქტომბრისა. შესყიდვის ობიექტის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
4.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის მიხედვით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 20 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
4.5. უდავოა, რომ შპს ”ს-------------- კ-–---მა ე-------ამ” სამუშაოები დაასრულა: ქ. თბილისში, ჭ----------------------9-ში - 2015 წლის 12 აგვისტოს; სპორტული მოედანი ლ-------------- სტადიონის” გვერდით - 2015 წლის 12 აგვისტოს; წ----------------- - 2015 წლის 11 აგვისტოს; ა----------------- - ში - 2015 წლის 11 აგვისტოს; ნ--–------------მ/რ, 1---- კორპუსთან - 2015 წლის 9 სექტემბერს; თ-----–------------ №1-ში - 2015 წლის 9 სექტემბერს; პ---–------------------------- -ში - 2015 წლის 24 სექტემბერს; ა---–-------------------ში - 2015 წლის 9 სექტემბერს; ყ-----------------------ში - 2015 წლის 30 სექტემბერს; ვ-–-----–----–------------–-------------–------ კორპუსი - 2015 წლის 30 სექტემბერს; ვ-–------–----–-----------------–------------ კორპუსის მიმდებარედ - 2015 წლის 25 სექტემბერს.
- ქ. თბილისში, ა------------------ში, ჭ-----------------------ში, სპორტული მოედანი ”ლ-------------- სტადიონის” გვერდით და წ-------------------ში, სპორტული მოედნის მოსაწყობად, სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 5 აგვისტომდე. ნ--–------------ მ/რ, კორპუსი №------ში, თ-----–--------ში, ყ------------, ვ-–----–----–-----------------–-------------–-, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 23 აგვისტო.
- სპორტული მოედნების მოსაწყობად პ---–------------------------------–------------------შისამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 5 სექტემბერი. ვ-–-----–----–----------------–-------------------ში, სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 10 სექტემბერი. მხარეებს შორის სადავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადასთან დაკავშირებული გარემოება, კერძოდ, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა 2015 წლის 22 ოქტომბერი. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კი შემსყიდველი არ იყო უფლებამოსილი ცალმხრივად შეეცვალა შესრულების ვადა.
- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------ის 2015 წლის 22 ივლისის №-------------- და 2015 წლის 11 აგვისტოს №------------- წერილებით ქ--–--------–----------–----–----------------------------------მ მოპასუხეს აცნობა მოსაწყობი ობიექტების მისამართები და იმავდროულად წერილობითვე განუსაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა ქ. თბილისში, ა------------------ში, ჭ----------------------ში, სპორტული მოედანი ”ლ-------------- სტადიონის” გვერდით და წ---------------------ში, სპორტული მოედნის მოსაწყობად- 2015 წლის 5 აგვისტომდე. ნ--–------------ მ/რ, კორპუსი №------ში, თ-----–--------–--------------------–----–----–-----------------–-------------ში - 2015 წლის 23 აგვისტომდე. პ---–------------------------------–------------------ში - 2015 წლის 5 სექტემბრამდე და ვ-–----–----–--------------–-----------------ში - 2015 წლის 10 სექტემბრამდე.
- ქ. თბილისში, ჭ---------------------------ში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 57 762.85 ლარი. 2015 წლის 5 აგვისტოდან გადაცილებულ 7 დღეზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 4043.41 ლარს.
- სპორტული მოედანი ”ლ-------------- სტადიონის” გვერდით სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 7 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 39 150.76 ლარი. ყოველდღიური პირგასამტეხლოა 391.51 ლარი, 7 დღეზე - 2740.57 ლარი. წ-----------------ში, სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 6 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 3 693.81 ლარი. დღეში პირგასამტეხლო შეადგენს 369.4 ლარს, გადაცილებულ 6 დღეზე - 2216.4 ლარს.
- ა------------------ -ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 6 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 9 469.05 ლარი. პირგასამტეხლო დღეში შეადგენს 94.69 ლარს, 6 დღეზე - 568.14 ლარს.
- ნ--–------------------------- კორპუსი, სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 17 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 20 624.96 ლარი. პირგასამტეხლო დღეში შეადგენს - 206.25 ლარს, გადაცილებულ 17 დღეზე - 3506.25 ლარს. თ-----–---------------ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 17 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 22 764.10 ლარი. დღეში პირგასამტეხლო შეადგენს 227.64 ლარს, ხოლო გადაცილებულ 17 დღეზე - 3869.88 ლარს.
- პ---–------------------------- -ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 19 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 66 192.68 ლარი. დღეში პირგასამტეხლო შეადგენს 661.93 ლარს, 19 დღეზე - 12 576.67 ლარს.
- ა---–------------------ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 4 დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 44 037.95 ლარი. თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 440.38 ლარი, 4 დღისათვის - 1761.52 ლარი.
- ყ---------------------------ში სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 20 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 3 024.90 ლარი. დღეში პირგასამტეხლო შეადგენს 30.25 ლარს, გადაცილებულ 20 დღეზე - 605 ლარს.
- ვ-–-----–----–-----------–------------–----- კორპუსი, სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა 20 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 67 714.91 ლარი. დღეში პირგასამტეხლოა 677.14 ლარი, გადაცილებულ 20 დღეზე - 13 543 ლარი.
- ვ-–----–----–-----------------–------------ კორპუსის მიმდებარედ სამუშაოს დასრულების ვადა დაირღვა 15 კალენდარული დღით. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 58 554.25 ლარი. თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოა 585.54 ლარი. გადაცილებულ 15 დღეზე - 8783.10 ლარი.
4.6. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად მოხდა პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ოდენობამდე.
4.7. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის მიხედვით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 20 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 27 106.95 ლარამდე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 1%, წარმოადგენ პირგასამატეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას (წლიური 365%). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1084.27 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-------------- კ-–---- ე-------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
3. შპს „ს-------------- კ-–---- ე-------ას“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 1416.58 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები გელა ქირია
ოთარ სიჭინავა