განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001272235
საქმე №2ბ/5949-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - გელა ქირია
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი: შპს „c-------- p------- s-------”
წარმომადგენელი - თ---------- ზ------ე, ბ--- ფ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ს-------------------------------–----------ო
წარმომადგენელი - ლ--- ჯ---–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინსპექტირების აქტების ბათილად ცნობა, დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება, პირგასამტეხლოს შეთანხმების ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „c-------- p------- s-------''-ის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ს-------------------------------–----------ოს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 17 ივნისს სსიპ ს-------------------------------–---------ოსა და შპს „c-------- p------- s--------ის შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N---------, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია ს--------------–---–-------------------------–----–------ში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა- ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასთა ცხრილის შესაბამისად და შეადგინა 156432.38 ლარი.
2.2. ხელშეკრულების 4.2 პუქნტის „ბ“ პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია განხორციელებული მომსახურების შედეგების მიწოდებიდან 15 დღეში მოახდინოს გაწეული მომსახურების შედეგების ინსპექტირება და აღნიშნულის შედეგად მიიღოს მომსახურება ან წაუყენოს პრეტენზია მიმწოდებელს;
2.3. ხელშეკრულების 6.4 პუნქტი მიუთითებს, რომ მომსახურების შედეგების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი ახორციელებს მიწოდებული მომსახურების შედეგების ინსპექტირებას და აღნიშნულის შედეგად იღებს მომსახურებას ან წაუყენებს მიმწოდებელს დასაბუთებულ პრეტეზიას. 6.5 პუნქტის შესაბამისად, თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ განხორციელებულ მომსახურებას გააჩნია ხარვეზები, შემსყიდველი მოსთხოვს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღეში აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.
2.4. წინამდებარე ხელშეკრულების 10.2 პუნტის თანახმად, შესასრულებელი სამუშოების ეტაპის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.
2.5. ამავე ხელშეკრულების 10.4 შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების
0.3%.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- სახელმწიფო შესყიდვების N 01/14/160 ხელშეკრულება (ს.ფ 159-162)
- მომსახურების ფასთა ცხრილი (ს.ფ 163)
2.6. ხელშეკრულების დანართი N4-ის თანახმად, სამუშაოების ეტაპები განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე მინიმუმ 11316 ერთეული, მეორე ეტაპი - 60 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მესამე ეტაპი - 90 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეოთხე ეტაპი - 120 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეხუთე ეტაპი 150 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეექვესე ეტაპი - 180 კალენდარული დღე 11316 ერთეული.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მომსახურების განხორციელების და ჩაბარების ეტაპები ( ს.ფ 176)
2.7. 2015 წლის 17 ივნისს სსიპ ს-------------------------------–---------ოს და შპს კ-----------–--------–--------–--------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N---------- რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია თ--------–----------------------------------–------------------ მუნიციპალიტეტში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასთა ცხრილის შესაბამისად და შეადგინა 195112.37 ლარი.
2.8. ხელშეკრულების 4.2 პუქნტის „ბ“ პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია განხორციელებული მომსახურების შედეგების მიწოდებიდან 15 დღეში
მოახდინოს გაწეული მომსახურების შედეგების ინსპექტირება და აღნიშნულის შედეგად მიიღოს აღნიშნული მომსახურება ან წაუყენოს პრეტენზია მიმწოდებელს;
2.9. ხელშეკრულების 6.4 პუნქტი მიუთითებს, რომ მომსახურების შედეგების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი ახორციელებს მიწოდებული მომსახურების შედეგების ინსპექტირებას და აღნიშნულის შედეგად იღებს მომსახურებას ან წაუყენებს მიმწოდებელს დასაბუთებულ პრეტეზიას, ხოლო 6.5 პუნქტის შესაბამისად, თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ განხორციელებულ მომსახურებას გააჩნია ხარვეზები, შემსყიდველი მოსთხოვს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღეში აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.
2.10. წინამდებარე ხელშეკრულების 10.2 პუნტის თანახმად, შესასრულებელი სამუშოების ეტაპის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.
2.11. ამავე ხელშეკრულების 10.4 შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებუოლ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების
0.3%.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების N---------- ხელშეკრულება (ს.ფ 135-138)
- მომსახურების ფასთა ცხრილი (ს.ფ 139)
2.12. ხელშეკრულების დანართი N5-ის თანახმად, სამუშაოების ეტაპები განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი -ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე მინიმუმ 12966 ერთეული, მეორე ეტაპი - 60 კალენდარული დღე 12966 ერთეული, მესამე ეტაპი - 90 კალენდარული დღე 12966 ერთეული, მეოთხე ეტაპი - 120 კალენდარული დღე 12966 ერთეული, მეხუთე ეტაპი 150 კალენდარული დღე 12966 ერთეული, მეექვსე ეტაპი - 180 კალენდარული დღე 12966 ერთეული.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მომსახურების განხორციელების და ჩაბარების ეტაპები ( ს.ფ 37)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.13. 2015 წლის 23 ოქტომბერს ს-------------------------------–---------ოს და შპს კ-----------–--------–--------–--------“-ს დირექტორს შორის გაფორმდა N--------- ხელშეკრულებაზე მიღება-ჩაბარების N1 აქტი, რომლის მიხედვით ს--------------–---–------------------------–----–------ში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების პირველი ეტაპი ჩაითვალა შესრულებულად, რომლის ღირებულებამ შეადგინა 26804.73 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 54)
2.14. 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტით მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, განხორციელდა 84 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 51 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 33 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში 15486.80 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტი ( ს.ფ 91)
2.15. 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, განხორციელდა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 52 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 6 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში 2815.78 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტი (ს.ფ 92)
2.16. 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, განხორციელდა 34 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 31 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 2 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში 938.59 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტი (ს.ფ 93)
2.17. 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, განხორციელდა 84 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 51 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 33 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, მთლიანობაში 19316.12 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტი ( ს.ფ 95)
2.18. 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, განხორციელდა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 დ 10.3 პუნქტების თანახმად, 52 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 6 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, მთლიანობაში 3512.02 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტი (ს.ფ 97)
2.19. 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, განხორციელდა 34 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 31 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 2 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს
585.337 ლარს, მთლიანობაში 1170.67 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტი (ს.ფ 96)
2.20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ საქმეში არსებული მასალებიდან ცალსახად დგინდება, რომ შპს ცადასტრალ პრობლემს სოლუტიონ“-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც ხელშეკრულებებით დადგენილი შესრულების ეტაპის, ასევე ხელშეკრულების 6.5 პუნქტით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის დარღვევას.
შპს „c-------- p------- s-------”-მ ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 17 ივნისის №----------------------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება. რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათების, მის საფუძველზე მომზადებული წერილებისა და ინსპექტირების აქტებით.
სასამართლო დამატებით დასძენს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შედგენილი ინსპექტირების აქტები ხელმოწერილია მოსარჩელე მხარის - შპს „c-------- p------- s-------”-ის წარმომადგენლის მიერაც და მათი მონაცემები სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შესახებ გასაზიარებელია სრულად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტი ( ს.ფ 91)
- 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტი (ს.ფ 92)
- 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტი (ს.ფ 93)
- 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტი ( ს.ფ 95)
- 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტი (ს.ფ 96)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.21. სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობანი წარმოშობილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებათა საფუძველზე, რომლებიც შინაარსობრივად ნარდობის ხელშეკრულებებს წარმოადგენენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, იმის რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), აღნიშნული განიხილება ვალდებულების დარღვევად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაედგინა: არსებობდა თუ არა სადავო ინსპექტირების აქტების ბათილად ცნობის და აქედან გამომდინარე გადახდილი პირგასამტეხლოს დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები; ამ მიზნით უნდა შეფასდეს თავად სადავო აქტების ფორმა და შინაარსობრივი მხარე. გასაჩივრებულ აქტებს ხელს აწერს მოსარჩელე საზოგადოების დ------------ თ---------- ზ------ე და სსიპ ს-------------------------------–----------ოს წარმომადგენელი, შესაბამისად დოკუმენტები ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. რაც შეეხება სადავო აქტების შინაარსს მასში ზუსტადაა გადმოცემული შპს „c-------- p------- s-------”-ის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ვადები და პირგასამტეხლოს მოცულობა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მხარემ სადავო აქტებში ასახულ მონაცემთა უზუსტობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი ვერ წარმოადგინა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ს-------------------------------–----------ოს სამისამართო სამსახურის მისამართების რეგისტრაციის განყოფილების 2015 წლის 23 ოქტომბრის, 2015 წლის 6 ნოემბრის და ამავე წლის 06 ნოემბრის ინსპექტირების აქტებით უტყუარად დგინდება ხელშეკრულების დარღვევის არსებობა.
სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად შენიშნა, რომ გასაჩივრებული დოკუმენტების შედგენისას დაცულია სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები კერძოდ, მათ შედგენაში მონაწილეობდნენ უფლებამოსილი პირები და დოკუმენტთა შინაარსობრივი მხარის უზუსტობა მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ინსპექტირების აქტების ბათილად ცნობის და შესაბამისად მათ საფუძველზე გადახდილი პირგასამტეხლოს დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
2.22. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს, როგორმოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რაც წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3% გონივრული და ლეგიტიმური მიზნის პროპორციული პირგასამტეხლოა და არ არსებობს მხარეთა შორის არსებული შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას დაცულია ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა და მხარეთა ნება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მხარეები ხელშეკრულების დადების დროს შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე, რაც გამორიცხავს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „c-------- p------- s-------”-ს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ პირველის ინსტანციის სასამართლო ჯეროვნად არ იყო საქმის მასალებს გაცნობილი. აპელანტი მოიუთიუთებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მთელ რიგ შემნთხვევაში უხეშად დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მთელი რიგი მოთხოვნები.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად არასწორად განმარტა კანონის მოთხოვნები, რითაც დააღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტების და მესამე ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ: სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისპირველი ნაწილის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვით ,,კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა“.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა მოპასუხე ს-------------------------------–----------ოს მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ გამოიყენა და უგულვებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რადგამ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა ისეთი ქმედება, როგორიც იყო იძულებითი წესით მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თანხები ჩამოერიცხა იმ ოდენობით, რამდენიც პირგასამტეხლოსთვის განისაზღვრა და ბოლო თეთრამდე ჩარიცხეს უკან და რადგან დომინირებულ მდგომარეობაში იმყეფებოდა და იძლებით წაართვა მოპასუხემ კუთვნილი თანხები, თუმცა სასამართლომ ამ ფაქტზე საერთოდ არ იმსჯელა, არ შეაფასა მათ შორის არსებული სიტუაცია.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო მათ შემთხვევაში გამოეყენებინა მის მიერ მტკიცებულებად მოშველიებულ მუხლებთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 51-ე მუხლის მეორე ნაწილის, 54-ე მუხლის, 55-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა მოპასუხე საჯარო რეესტრის ქმედება, როდესაც მათ მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ გადმოგზავნილი თანხები რატომ იყო ერთი და იგივე ოდენობისა და ერთი და იმავე დღეს შესრულებული და რატომ გაუჩნდათ მათ სურვილი შესრულებული სამუშაოების გადარიცხული თანხები ბოლო თეთრამდე დაებრუნებინა უკან მაშინ როცა ხელფასებიც გაუცემელი ჰქონდათ.
აპელანტის განმარტებით სასამართლო ვალდებული იყო საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაედგინა ჩაბარდა თუ არა მხარეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი, პირიქით ადმინისტრაციულმა ორგანომ მთელ რიგ შემთხვევებში უხეშად დაარღვია საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართელოს სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი მუხლების მოთხოვნები.
აპელანტი განმარტავს, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება რომ ინსპექტირების აქტზე დასმული რიცხვი არის საფუძველი იმისა, რომ იმ დროიდან როცა გაფრთხილება ჩაბარდა აპელანტს. აპელანტის მითითებით, სასამართლომ საერთოდ მსჯელობის გარეშე დატოვა პირგასამტეხლოს გამოანგარიშების საკითხი. რადგან გამოიანგარიშა პირგასამტეხლო არა ფაქტობრივად გადმოცემული და შესრულებული სამუშაო ერთეულებიდან არამედ ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაო ერთეულებიდან, რომელიც არ არსებობდა და როცა მხარემ შეიტყო ამის შესახებ მის კორექტირებაზე უარი განაცხადა.
აპელანტი მიუთუთებს, რომ სასამართლომ არც იმ გარემოებაზე გაამახვილა ყუდღება, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით 0.3% არის შეუსაბამო პირგასამტეხლო და არ მოახდინა დადგენილი პრაქტიკის მიხედვით მისი კორექტირება, რომელიც იმავე დავის საგანთან მიმართებაში იმავე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიჩნია შს ,,გ-------“ და იმავე საჯარო რეესტრს შორის არსებულ დავაში შეუსაბამოდ და იგი შეამცირა 0.1%-მდე
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საორიცესი კოედქსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ე პრიმა მუხლის მოთხოვნები, რადგან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლბრივი საფუძვლიანობის შემოწმება საერთოდ შეუძლებელია, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა ჩითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. განჩნების 2.1. - 2.22. პუნქტები).
- სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ს-------------------------------–---------ოსა და შპს ,,c-------- p------- s-------”-ს დირექტორს შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა N--------- ხელშეკრულებაზე მიღება-ჩაბარების N1 აქტი, რომლის მიხედვით ს--------------–---–------------------------–----–------ში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების პირველი ეტაპი ჩაითვალა შესრულებულად, რომლის ღირებულებამ შეადგინა 26 804.73 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 54).
- 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტით მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, განხორციელდა 84 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 51 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 33 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში 15 486.80 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 91).
- პალატას დადგენილად მიაჩნია ასევე, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, განხორციელდა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 52 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 6 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში 2815.78 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 92).
- დადგენილია, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, განხორციელდა 34 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 31 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 2 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში 938.59 ლარი(იხ. ტ.1, ს.ფ. 93).
- ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლმა განახორციელა მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, განხორციელდა 84 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 51 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 33 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, მთლიანობაში 19316.12 ლარი(იხ. ტ.1, ს.ფ. 95).
- უდავოა, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლმა განახორციელა მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, განხორციელდა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 დ 10.3 პუნქტების თანახმად, 52 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 6 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, მთლიანობაში 3512.02 ლარი(იხ. ტ.1, ს.ფ. 97).
- ასევე უდავოა, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად N--------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, განხორციელდა 34 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 31 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 2 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, მთლიანობაში 1170.67 ლარი(იხ. ტ.1, ს.ფ. 96).
4.2. უდავოა, რომ შპს ,,c-------- p------- s-------”-სა და სსიპ ს-------------------------------–---------ოს შორის 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #--------- ხელშეკრულება. რომლის თანახმად, აპელანტის ვალდებულებას წარმოადგენდა ს--------------–---–-------------------------–----–------ში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა - ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასთა ცხრილის შესაბამისად და შეადგინა 156 432.38 ლარი.
4.2.1. ხელშეკრულების 4.2 პუქნტის „ბ“ პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, შემსყიდველის ვალდებულება, რომ განხორციელებული მომსახურების შედეგების მიწოდებიდან 15 დღეში მოახდინოს გაწეული მომსახურების შედეგების ინსპექტირება და აღნიშნულის შედეგად მიიღოს მომსახურება ან წაუყენოს პრეტენზია მიმწოდებელს; ხოლო ხელშეკრულების 6.4 პუნქტი თანახმად, მომსახურების შედეგების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი ახორციელებს მიწოდებული მომსახურების შედეგების ინსპექტირებას და აღნიშნულის შედეგად იღებს მომსახურებას ან წაუყენებს მიმწოდებელს დასაბუთებულ პრეტეზიას. 6.5 პუნქტის შესაბამისად, თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ განხორციელებულ მომსახურებას გააჩნია ხარვეზები, შემსყიდველი მოსთხოვს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღეში აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.
4.2.2. ხელშეკრულების 10.2 პუნტის თანახმად, შესასრულებელი სამუშოების ეტაპის ვადის გადაცილების შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხოლო 10.4 შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.
4.2.3. ხელშეკრულების დანართი N4-ის თანახმად, სამუშაოების ეტაპები განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე მინიმუმ 11316 ერთეული, მეორე ეტაპი - 60 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მესამე ეტაპი - 90 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეოთხე ეტაპი - 120 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეხუთე ეტაპი 150 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეექვესე ეტაპი - 180 კალენდარული დღე 11316 ერთეული.
4.3. უდავოა, რომ სსიპ ს-------------------------------–---------ოს და შპს ,,c-------- p------- s-------”-სა შორის 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N---------- რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანი იყო თ--------–----------------------------------–------------------ მუნიციპალიტეტში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასთა ცხრილის შესაბამისად და შეადგინა 195112.37 ლარი.
4.3.1. 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების 4.2 პუქნტის „ბ“ პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო განხორციელებული მომსახურების შედეგების მიწოდებიდან 15 დღეში მოეხდიდნა გაწეული მომსახურების შედეგების ინსპექტირება და აღნიშნულის შედეგად მიიღოს აღნიშნული მომსახურება ან წაუყენოს პრეტენზია მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტი მიუთითებს, რომ მომსახურების შედეგების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი ახორციელებს მიწოდებული მომსახურების შედეგების ინსპექტირებას და აღნიშნულის შედეგად იღებს მომსახურებას ან წაუყენებს მიმწოდებელს დასაბუთებულ პრეტეზიას, ხოლო 6.5 პუნქტის შესაბამისად, თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ განხორციელებულ მომსახურებას გააჩნია ხარვეზები, შემსყიდველი მოსთხოვს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღეში აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.
ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების 10.2 პუნტის თანახმად, შესასრულებელი სამუშოების ეტაპის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%. ამავე ხელშეკრულების 10.4 შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებუოლ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.
4.3.2. ხელშეკრულების დანართი N5-ის თანახმად, სამუშაოების ეტაპები განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი -ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე მინიმუმ 12966 ერთეული, მეორე ეტაპი - 60 კალენდარული დღე 12966 ერთეული, მესამე ეტაპი - 90 კალენდარული დღე 12966 ერთეული, მეოთხე ეტაპი - 120 კალენდარული დღე 12966 ერთეული, მეხუთე ეტაპი 150 კალენდარული დღე 12 966 ერთეული, მეექვსე ეტაპი 180 კალენდარული დღე 12 966 ერთეული.
დგინდება, რომ შპს „c-------- p------- s-------”-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც ხელშეკრულებებით დადგენილი შესრულების ეტაპის, ასევე ხელშეკრულების 6.5 პუნქტით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის დარღვევას.
შპს „c-------- p------- s-------”-მა ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 17 ივნისის №----------------------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება. რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათების, მის საფუძველზე მომზადებული წერილებისა და ინსპექტირების აქტებით.
სასამართლო დამატებით დასძენს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შედგენილი ინსპექტირების აქტები ხელმოწერილია მოსარჩელე მხარის - შპს „c-------- p------- s-------”-ის წარმომადგენლის მიერაც და მათი მონაცემები სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შესახებ გასაზიარებელია სრულად.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებაზე სასამართლოს ვერ მიუთითა, შესაბამისად, მან ვერ შეძლო მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შპს „c-------- p------- s-------”-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც ხელშეკრულებებით დადგენილი შესრულების ეტაპის, ასევე ხელშეკრულების 6.5 პუნქტით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის დარღვევას.
4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ნაწილშიც არ შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ ვინაიდან სახეზე არის შპს „c-------- p------- s-------”-ის მიერ ხელშეკრულების დარღვევის წინაპირობები, აღნიშნული არ გამორიცხავს სსიპ ს-------------------------------–- მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და აპელანტმა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოების გასაქარწყლებლად, რომ აპელანტმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას შეიძლება წარმოშობოდა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1729.60 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „c-------- p------- s-------”-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
3. შპს „c-------- p------- s-------”-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 1729,60 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები გელა ქირია
ოთარ სიჭინავა