განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
010210018001559081
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001559081

2/ბ-672-18 წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

29 აგვისტო 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ხათუნა ხომერიკი

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): ზ------ ოს----ე, ჟ--–---- მჭ----–-–---–ი, გ------- ოს----ე, ჯ--–--- ოს----ე, მ----- თა---------–--ე, ზ------ ოს----ე, მ---- ოს----ე, გ-------– ოს----ე

წარმომადგენელი: პ----- შა---ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს ,,ფ-------------“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათ---ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;

დავის საგანი: დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2016 წლის 17 ოქტომბერს, ბათ---ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ფ-------------“-მ, მოპასუხეებად დაასახელა ზ------ ოს----ე, ჟ--–---- მჭ----–-–---–ი, გ------- ოს----ე, ჯ--–--- ოს----ე, მ----- თა---------–--ე, ზ------ ოს----ე, მ---- ოს----ე, გ-------– ოს----ე და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათ---ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ფ---------------“ მოთხოვნა მოპასუხეების: ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გ-------– ოს----ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე;

მოპასუხეების: ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გ-------– ოს----ის უკანონო მფლობელ----------------------–-----------------–-------------------––---------–----ზატკეცილი N---ში მდებარე, შპს „ფ---------------“ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - 0-.3-.2-.0-- და უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით - 0-.3-.2-.0--) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - შპს „ფ---------------“ (ს/ნ 4--------);

გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

მოპასუხეებს: ზ------ ოს----ეს, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ეს, ჯ--–--- ოს----ეს, მ----- თა---------–--ეს, ზ------ ოს----ეს, მ---- ოს----ეს და გ-------– ოს----ეს მოსარჩელე შპს „ფ---------------“ სასარგებლოდ დაეკისრათ, მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარისა და სხვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურება -542.10 ლარის ოდენობით.

სასამართლომ, სსსკ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტსა და 269-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ყველა წინაპირობა ვინაიდან, დავის საგანს წარმოადგენდა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი გამოთხოვა და აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსარჩელეს მიადგებოდა სერიოზული ზიანი.

ბათ---ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გ-------– ოს----ის წარმომადგენელმა პ----- შა---ემ, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში ბათ---ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე აპელანტების წარმომადგენელმა კერძო საჩივარი წარმოადგინა და ამ ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წანაპირობა.

ნორმა (სსკ-ის 268.1), რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოითხოვდა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, აღსრულების საგამონაკლისო წესს წარმოადგენს და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევვებში ან ისეთი ობიექტური გარემოების არსებობის პირობებში ადგენს დაუყოვნებლივ აღსრულებას, რომელთა დადგომამ შესაძლოა გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდელს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

მითითებული ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია მხოლოდ 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი და დასახელებული შემთხვევის გამოყენება კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას, რითაც, შეზღუდა მისი იმპერატიულობა.

ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელი და კანონსაწინააღდეგოა.

სასამართლოს მხრიდან, ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევაში, როცა ამის აუცილებლობას დაასაბუთებს შუამდგომლობის წარმომდგენი.

მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას, რაზეც მიუთითებს სსკ-ის 215-ე მუხლი.

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ის და გ-------– ოს----ის წარმომადგენლის, პ----- შა---ის კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე1 პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

კანონის აღნიშნული დანაწესი (სსსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე1 პუნქტი), წარმოადგენს მესაკუთრის გარანტიას, თავისუფლად ისარგებლოს მისი კუთვნილი ქონებით, მით უფრო როდესაც ეს დაკავშირებულია უძრავი ქონების საცხოვრებლად გამოყენებასთან.

დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომელიც გამოთხოვილი იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მდებარეობს ქ. ბ------–-, ა------- პი-----––---------–-ს გ-------–--–- N---ში და ამ ქონების მესაკუთრეა შპს „----------------“.

დადგენილია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით შუამდგომლობა დაფიქსირებული იქნა სარჩელის შესაბამის გრაფაში, ამასთან სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2014 წლიდან სადავო უძრავ ქონებას კომპანია იყენებდა თავისი შეხედულებისამებრ, აწარმოა საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოები, შეიძინა სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები, რის შემდეგაც, კომპანიის დირექტორი ზ------ კი---–--–--ლი იყენებდა საცხოვრებლად.

2016 წლის 25 სექტემბერს, ზ------ კი---–--–--ლის ნების საწინააღმდეგოდ მოპასუხეებმა დაიკავეს სადავო უძრავი ქონება, ხოლო ზ------ კი---–--–--ლს მოესპო შესაძლებლობა საცხოვრებელი სახლით სარგებლობისა.

ვინაიდან, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ნამდვილობა სადავო არ არის, მოსარჩელეს მიერ მითითებული იმ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძვლზე, რომ კომპანია ამ ქონებას მისი დირექტორის საცხოვრებლად იყენებდა, რისთვისაც განახორციელა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, შეიძინა სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები, ხოლო მოპასუხეთა მოქმედებამ შეუზღუდა საკუთრებით სარგებლობა და დირექტორს მოესპო შესაძლებლობა იქ ცხოვრებისა, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე1 პუნქტის გამოყენების წინაპირობა.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებები დასაბუთებულ შედავებად ვერ ჩაითვლება, რადგან იგი ზოგადი და აბსტრაქტულია, არ შეიცავს მსჯელობას ისეთ გარემოებებზე, რითაც მესაკუთრისაგან განსხვავებით უპირატესობა მიენიჭებოდათ სადავო ქონების ფლობას და გამოირიცხებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების წესის დადგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შპს „----------------“-ს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ბათ---ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების გაუქმების თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------ ოს----ის, ჟ--–---- მჭ----–-–---–ის, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ის და გ-------– ოს----ის (წარმოადგენელი პ----- შა---ე) კერძო საჩივარი დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში ბათ---ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ხათუნა ხომერიკი