განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
010210018002314945
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002314945

№ 2/ბ-772-18

განჩინება

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი 2018 წ ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: ს------- ბ------

წარმომადგენელი: რ----- ჯ----------

მოწინააღმდეგე მხარე: ე----- უ----

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 20 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს------- ბ------- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ე----- უ---- და მოპასუხისათვის, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საქმე ს------- ბ------- სარჩელისა გამო, მოპასუხე ე----- უ----ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი გზავნილების თანახმად, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ვერ ჩაბარდა იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. ბ---------------–-------- ე----- უ---- არ იმყოფებოდა. შესაბამისად, დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრის დროს არასწორად მიუთითა მოპასუხის მისამართი, რაც სსკ-ის 187-ე, 275-ე მუხლების შესაბამისად, ს------- ბ------- სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს------- ბ------- წარმომადგენელმა რ----- ჯ----------მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელით, მოპასუხე ე----- უ----ს საცხოვრებელ მისამართად მითითებული ჰქონდა ქ.ბ-------------–-----------–-------- ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად იმ მიზეზის გამო, რომ მოპასუხე არ ცხოვრობდა ქ. ბ------–---------–---------–ი.

ამდენად, მიღებული განჩინება არის უკანონო, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს------- ბ------- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ე----- უ---- და მოპასუხისათვის, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება მოითხოვა.

დადგენილია, რომ სარჩელში მოპასუხის მისამართად მითითებულია ქ.ბ-------------–------------- (ს.ფ.1).

დადგენილია, რომ სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად და მოსარჩელეს დაევალა, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება და ორი თვის ვადაში მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ს------- ბ------- წარმომადგენელმა რ----- ჯ----------მ და აღნიშნა, რომ სსკ-ის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით მოპასუხეს ორჯერ გაეგზავნა სარჩელი თანდართული მასალებით მის საცხოვრებელ მისამართზე: ბ-------------–----------- თუმცა ვერ ჩაბარდა, რადგან ადრესატი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ითხოვა საჯარო შეტყობინების შესახებ განჩინების გამოტანა.

დადგენილია, რომ ს------- ბ------- წარმომადგენელმა რ----- ჯ----------მ სასამართლოში წარმოადგინა ორი საფოსტო შეტყობინება. პირველი საფოსტო შეტყობინების თანახმად, ე----- უ----ს სახელზე გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატის არყოფნის გამო, ხოლო მეორე საფოსტო შეტყობინების თანახმად, გზავნილი ჩაბარებული აქვს მ----- ბ------ს, თუმცა შეტყობინებიდან არ ირკვევა თუ რა კავშირი აქვს მას ადრესატთან, რაც სსკ-ის 74-ე მუხლიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტს დაევალა, მოპასუხე ე----- უ----სთვის (პ/ნ 1----------) ქ. ბ-------------–-----------ში, ს------- ბ------- სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება.

სასამართლო განჩინების საფუძველზე, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 29 მაისის ბინაზე შემოწმების ოქმი, რომლის თანახმადაც, ქ. ბ------–-------–-----------ში მისვლისას ადგილზე იმყოფებოდა ე----- უ----ს ყოფილი მეუღლე - ს------- ბ------. მისივე განმარტებით ე----- უ---- იმ დროისათვის იმყოფებოდა თურქეთში და თუ როდის ჩამოვიდოდა მისთვის უცნობი იყო.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საქმე ს------- ბ------- სარჩელისა გამო მოპასუხე ე----- უ----ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს------- ბ------- წარმომადგენელმა რ----- ჯ----------მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორია თუ არა სარჩელში მითითებული ე----- უ----ს მისამართი და სწორად დატოვა, თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს------- ბ------- სარჩელი ე----- უ----ს მიმართ განუხილველი.

დადგენილია, რომ სარჩელში მოპასუხის მისამართად მითითებულია ქ.ბ-------------–-------------. სწორედ ამ მისამართზე გაეგზავნა მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, თუმცა როგორც საფოსტო გზავნილებითა და აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ბინაზე შემოწმების ოქმით ირკვევა, ამ მისამართზე იმყოფებოდა ე----- უ----ს ყოფილი მეუღლე, მოსარჩელე ს------- ბ------ (მოსარჩელე), რომელმაც გზავნილი არ ჩაიბარა, რაც დაუბრუნდა სასამართლოს (ს.ფ.27-28), ხოლო მეორე გზავნილის ჩამბარებელი პირის ადრესატთან დამოკიდებულება საფოსტო უკუგზავნილში დაფიქსირებული არ არის (ს.ფ.21).

ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ს------- ბ------მ მოპასუხის მისამართად მიუთითა საკუთარი საცხოვრებელი მისამართი, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე ე----- უ----ს საცხოვრებელი ადგილია ქ. ბ-------------–----------, არც სარჩელთან და არც კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახამად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელში, მოპასუხე ე----- უ----ს მისამართი არასწორად მიეთითა, რაც სსსკ-ის 275.2 მუხლის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლია.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია გასაჩივრებულ განჩინებაში მოპასუხის მისამართად დაფიქსირებულია ქ. ბ------–---------–--------- თუმცა ამ ფაქტს არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამოუწვევია, რაც ვერ გახდება მისი გაუქმების საფუძველი.

შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, რის გამოც, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------- ბ------- (წარმომადგენელი- რ----- ჯ----------) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე