განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
010210118002510269
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118002510269

№2/ბ-779-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი (მოპასუხე): შპს ,,ა--- ინ-----ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ა-----------------------------------------------------

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 25 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა-----------------------------------------------------მ, მოპასუხეებად დაასახელა შპს ,,ჩ---- 2---“, შპს ,,ა--- ინ-----ი“, მ---- გო------–--ე, რ----- კო-–--–--ე და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს, ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოება, მათ შორის სასამართლო განჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყადაღის/აკრძალვის ან/და სხვა რეგისტრაციის უფლება, ქ------–-----------–----–-------------------–------------–----------------, 12730 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2-----------).

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სადავო ქონება გამოყენებული იქნება მესამე პირების სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ამის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ სამინისტრომ, ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა იმის გამო, რომ ქონებაზე კვლავ რეგისტრირებულია სამი ყადაღა მესამე პირთა სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

როგორც მოსარჩელისთვის ცნობილია, შპს ,,ჩ---- 2---“-ს გააჩნია ფინანსური პრობლემები, რის გამოც ვერ უზრუნველყო ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მოიშალა, სამინისტროსა და კომპანიასთან არსებული ხელშეკრულება.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით, ა----------------------------------------------------ს წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოება ქ------–-----------–----–--------------------–-----------------------, ჩაის სახლის მიმდებარედ 12 730 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2-----------).

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის ანალიზიდან და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნობრიობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი სარჩელის უზრუნველყოფის და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-----------------------------------------------------ს წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდებოდა სარჩელში მითითებული უძრავი ქონების გასხვისება ან განკარგვა, რაც შეუძლებელს გახდიდა ან გააძნელებდა შემდგომში საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ა--- ინ-----ის“ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მათი მოთხოვნით, შპს ,,ჩ---- 2---“-ის ქონებას ყადაღა დაედო იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ის არ უხდიდა დავალიანებას - 90.000 ლარს, რაც მიწოდებული საქონლის ღირებულებაა. ყადაღის დადება მოხდა იმ დროს, (2015 წლის 15 აპრილს), როდესაც ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით შპს ,,ჩ---- 2---“-ს არავითარი შეზღუდვა არ გააჩნდა და არც საჯარო რეესტრის ამონაწერებში არ იყო აღნიშნული.

საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრინციპიდან გამომდინარე, მათ სრული ნდობა ჰქონდათ აღნიშნული ამონაწერისა. შესაბამისად, ა-----------------------------------------------------ს მოთხოვნით დადგენილი აკრძალვა ზიანს აყენებს მათ საწარმოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით, შპს ,,ა--- ინ-----ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ა--- ინ-----ის“ საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა-----------------------------------------------------მ, მოპასუხეებად დაასახელა შპს ,,ჩ---- 2---“, შპს ,,ა--- ინ-----ი“, მ---- გო------–--ე, რ----- კო-–--–--ე და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით, ა----------------------------------------------------ს წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოება ქ------–-----------–----–--------------------–-----------------------, ჩაის სახლის მიმდებარედ 12 730 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2-----------).

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ა--- ინ-----ის“ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით, მოპასუხე შპს ,,ა--- ინ-----ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროების მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს, ანუ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა, ხოლო სასამართლოს შეუძლია, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს დასაბუთების მართებულობა.

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება.

სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

გარემოება, რომელზედაც მოსარჩელე (განმცხადებელი) ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულებლობის თვალსაზრისით, არის ის, რომ სადავო ქონება შესაძლოა გამოყენებული იქნეს მესამე პირების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, რაც ხელს შეუშლის მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღრულებას.

პალატა მიიჩნევს, რომ ა-----------------------------------------------------ს სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.

თუკი, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება ამჟამად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ქონება ან სხვა პირის მოთხოვნის უზუნველსაყოფად მასზედ განხორციელდება უფლებრივი შეზღუდვა ან ვალდებულება, შესაძლოა, შემძენის კეთილსინდისიერების, ან იპოთეკარის უპირეტესობის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდეს ა-----------------------------------------------------ს სასარგებლოდ მისი აღსრულება.

ამდენად, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ა-----------------------------------------------------ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,ა--- ინ-----ის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ა--- ინ-----ის“ (წარმომადგენელი-დ----- ბე----ე) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე