განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310118002429280 (3/ბ-268-2018 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 აგვისტო, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
საჩივრის ავტორი - დ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ა---------------ე
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიურო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, კერძო აღმასრულებელი მ-----------ე, კერძო აღმასრულებელი ვ-----------–------–ი, შ-------------
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფა
გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინება
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2018 წლის 03 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ--------------–---–მა (წარმომადგენელი ა---------------ე) მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, კერძო აღმასრულებლების: მ-----------ის, ვ-----------–------–ის და შ------------- მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქ. N-----, ჭ-------ის ქ. N--- ბინა N--- ზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე მითითებით იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქუჩა N-----, ჭ-------ის ქ. N--- (ს/კ 0------------------) ბინა N---ზე ნებისმიერ სახის სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღება დავის დასრულებამდე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აეკრძალოს ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქუჩა N-----, ჭ-------ის ქ N--- (ს/კ 0------------------) ბინა N---ზე იძულებითი აუქციონის ჩანიშვნა/ჩატარება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა დ--------------–---–ის წარმომადგენელმა ა---------------ე (ს.ფ. 25-28).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 30-31), ხოლო 2018 წლის 24 მაისის განჩინებით დ--------------–---–ის წარმომადგენლის ა---------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (საქმე შემოსულია სასამართლოში (06.06.2018 წ).
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ დ--------------–---–ის წარმომადგენლის ა---------------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინება შემდეგ გარემობათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებდა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 03 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ--------------–---–მა (წარმომადგენელი ა---------------ე) მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, კერძო აღმასრულებლების: მ-----------ის, ვ-----------–------–ის და შ------------- მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქ. N-----, ჭ-------ის ქ. N--- ბინა N--- ზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე მითითებით იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქუჩა N-----, ჭ-------ის ქ. N--- (ს/კ 0------------------) ბინა N---ზე ნებისმიერ სახის სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღება დავის დასრულებამდე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აეკრძალოს ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქუჩა N-----, ჭ-------ის ქ N--- (ს/კ 0------------------) ბინა N---ზე იძულებითი აუქციონის ჩანიშვნა/ჩატარება.
მოსარჩელე დ--------------–---–ის განმარტებით, 2013 წლის 02 აგვისტოს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ-----------ე გახდა ქონების მომავალი მესაკუთრე ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N---/თ----–---–ის ქ. N------ში მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლში, მე-9 სართულზე მდებარე ბინა N---ის, რომლის საერთო ფართობია 42.50 კვ/მ შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში (განცხადების რეგისტაციის N8-----------. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0------------------) 2013 წლის 2 აგვისტოს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გ-----------ის მიერ აღებული ვალდებულება შპს ,,დ----ს” მიმართ სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული, სრულად იქნა გადახდილი 21 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შესაბამისად შპს ,,დ----” ვალდებული იყო გ-----------ის მიმართ სრულად შეესრულებინა ვალდებულება, კერძოდ; აეშენებინა და გ-----------ისათვის გადაეცა 42.50 კვ/მ საცხოვრებელი ფართი ზემოთ მითითებულ მისამართზე ე.წ. ,,შავი კარკასის” მდგომარეობაში.
2014 წლის 9 ივლისის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად გ-----------ემ თავისი სამომავლო საკუთრება მიჰყიდა დ--------------–---–ს, რომელიც შპს ,,დ----ს” თანხმობით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (განცხადების რეგისტრაციის N8-----------). დ--------------–---–მა გ-----------ეს სრულად გადაუხადა 09.07.2014წ. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, შესაბამისად, შპს ,,დ----” წარმოეშვა ვალდებულება ამჯერად დ--------------–---–ის (გ-----------ის ნაცვლად) მიმართ - აეშენებინა და დ--------------–---–ისათვის გადაეცა 42.50 კვ/მ საცხოვრებელი ფართი ზემოთ მითითებულ მისამართზე ე.წ. ,,შავი კარკასის” მდგომარეობაში. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ გ-----------ეს და მის უფლებამონაცვლეს დ--------------–---–ს ყველა ვალდებულება აქვთ შესრულებული მშენებლის/მენარდის მიმართ, თავის მხრივ შემსრულებელი/მენარდე შპს ,,დ----” სრულყოფილად და ჯეროვნად არ ასრულებს ვალდებულებას ნივთის დამზადებისა და შემკვეთზე (დ--------------–---–ზე) საკუთრების გადაცემის თაობაზე.
მოსარჩელის (შუამდგომლობის ავტორის) განმარტებით, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ საქმეზე გამოყენებულ იქნას უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქუჩა N-----, ჭ-------ის ქ N--- (ს/კ 0------------------) ბინა N---ზე ნებისმიერ სახის სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული დავის საბოლოო დასრულებამდე, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს აეკრძლოს ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქუჩა N-----, ჭ-------ის ქ. N--- (ს/კ 0------------------) ბინა N---ზე იძულებითი აუქციონის ჩანიშვნა/ჩატარება. მხარის აზრით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, იმისა რომ სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდება.~
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ეს არის სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთი სახე, რომელიც მიმართულია უშუალოდ მხარის მიერ აღძრულ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ. ამასთან, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს წყვეტს სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისად ითვალისწინებს მოსარჩელის ინტერესს, სასარჩელო მოთხოვნის შინაარსს, იმ გარემოებას თუ რამდენად პერსპექტიულია სარჩელი და არსებობს მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე.
პალატა მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებზე და აღნიშნავს, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 09/07/2018), ქ. ბათუმში, თ----–---–ის ქ. N----- /ჭ-------ის ქ. N--- (ზ---------------------------------–---------------------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ფართი ,,მშენებარე’’) სართული 9, ბინა N--, 42,50 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ი---------------ე (უფლების დამასტურებელი დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA1--------034/002, დამოწმების თარიღი 05/06/2018). ანუ იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგად შპს ,,დ----ს’’ საკუთრებაში რიცხული, სარჩელით სადავო უძრავი ქონების შემძენი (მესაკუთრე) NA1--------034/002 განკარგულების საფუძველზე გახდა ი---------------ე.
აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც საპროცესო მოქმედების მიზანი მდგომარეობს დავის მატერიალური ობიექტის შენარჩუნების გზით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაში. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, რათა უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური.
სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ამასთან, მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე მითითება, არ ქმნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს.
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (სზაკ-ის 5.1 მუხ); ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს (სზაკ-ის 53.5 მუხ)) და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, - სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით საეჭვო ხდება მომავალში მისი შესრულების საკითხი. სწორედ უფლებათა და კანონით დაცულ თავისუფლებათა ამგვარი ხელყოფისაგან იცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და ასევე ყველა ის მექანიზმი, რასაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც, სასამართლო აღნიშნული მექანიზმების უმოქმედობასა და უუნარობაში დარწმუნდება _ საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ყველა სარჩელი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წინასწარ, რითაც აზრი დაეკარგება გადაწყვეტილების აღსრულების კანონისმიერი ბერკეტების არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უფლებათა დაცვის დროებით საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს და მისი გამოყენება დასაშვებია იმ პირობებში, როცა მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ასეთი ღონისძიება კი პირდაპირ კავშირში უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნასთან.
სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასასაბუთებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სახეზე არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ--------------–---–ის წარმომადგენლის ა---------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ;
3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე