განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
020210118002487005
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210118002487005

№2/ბ-790-18 წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: გ--- ფ--–----, ლ-–- ფ--–----, მ------ ნ---------

მოწინააღმდეგე მხარე: ფ-------- ფ--–----

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა

 

გამოარკვია:

 

2018 წლის 08 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ფ-------- ფ--–----ს წარმომადგენელმა, მოპასუხეებად დაასახელა გ--- ფ--–----, ლ-–- ფ--–----, მ------ ნ--------- და მ------- მუნიციპალიტეტში, დ--- მ------–- მდებარე, N 4----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, მოპასუხე მ------ი ნ---------ს საკუთრებაში არსებულ, მ------- რ----- ს------– კ------–- მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, დ--- მ------–- საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება. მისი ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთით წლების განმავლობაში სარგებლობს. ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების მიზნით მიმართა კომისიას, თუმცა კომისიაში საქმის განხილვის პერიოდში, აღნიშნული უძრავი ქონება უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აღირიცხა მოპასუხეების, გ--- ფ--–----ს და ლ-–- ფ--–----ს საკუთრებაში.

მ------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული უკანონო ადმინისტრაციული აქტები, რომელიც გახდა საფუძველი სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა საკუთრებად რეგისტრაციისა, ადმინისტრაციული წარმოების წესით იქნა გასაჩივრებული ასევე, მ------- მუნიციპალიტეტის მოხელეთა ქმედებებზე დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მ------- რაიონულ პროკურატიურას და დაწყებულია შესაბამისი გამოძიება.

დავის პერიოდში, 2018 წლის 26 აპრილს, მოპასუხე გ--- ფ--–----- და ლ-–- ფ--–----- მოჩვენებით, თვალთმაქცური გარიგებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით ქონება გადაუფორმეს მ------ ნ---------, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ნასყიდობის საგანი არ ეკუთვნოდათ გამყიდველებს.

ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თუ არ მოხდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი ვერ აღსრულდება, რადგან მოპასუხე შეეცდება პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით, ფ-------- ფ--–----ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო, მოპასუხე მ------ ნ---------ს (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ, მ------- რაიონის ს------– კ------–- მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2721 კვ.მ. მიწის ნაკვეთი).

სასამართლომ განმარტა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის, არის მასთან ან სხვა პირთან.

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. სასამართლო ვალდებულია დაიცვას ბალანსი კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასა და მოვალის ასევე კანონიერ ინტერესს შორის, არ შეზღუდოს იმაზე მატად, ვიდრე ეს კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოფდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნისა და გარკვეულწილად სარჩელის ფასის შესაბამისი.

შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს დავის საგნის მოცულობის, მისი ოდენობის გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლებისა და მხარის მიერ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შეფასებისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც უზრუნველყოფის საგანი წარმოადგენს სადავო ქონებას.

ვინაიდან, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, თუ დავის განმავლობაში მოხდება მოპასუხის მიერ სადავო ქონების გასხვისება, შესაძლებელია მოსარჩელის სასარგებლოდ მისაღები შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულება გართულდეს ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს, რადგან აღარ იარსებებს მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება უზრუნველყოფს სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილების აღსრულებას.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს გ--- ფ--–-----, ლ-–- ფ--–-----, მ------ ნ---------- და მისი გაუქმება მოითხოვეს.

საჩივრის ავტორთა განმარტებით, გაურკვეველია, როგორ დაადგინა სასამართლომ, რომ მხარეთა შორის დაიდო თვალთმაქცური გარიგება. სარჩელი, რომელიც აღძრა ფ-------- ფ--–-----, არის აღიარებითი. ამასთან, გაუგებარია რას წარმოადგენს მისი იურიდიული ინტერესი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი კვლავ მ------ ნ---------ს საკუთრებად დარჩება. აღნიშნული მიუთითებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების არა მარტო დაუსაბუთებლობაზე, არამედ საერთოდ სარჩელის წარმოებაში მიღების უსაფუძვლობაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ--- ფ--–----ს, ლ-–- ფ--–----ს, მ------ ნ---------ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 4-0-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ფ-------- ფ--–----ს წარმომადგენელმა, მოპასუხეებად დაასახელა გ--- ფ--–----, ლ-–- ფ--–----, მ------ ნ--------- და მ------- მუნიციპალიტეტში მდებარე, N 4----------- მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, მოპასუხე მ------ი ნ---------ს საკუთრებაში არსებულ, მ------- რაიონის ს------– კ------–- მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით, ფ-------- ფ--–----ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო, მოპასუხე მ------ ნ---------ს (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ, მ------- რაიონის ს------– კ------–- მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2721 კვ.მ. მიწის ნაკვეთი).

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ--- ფ--–-----, ლ-–- ფ--–-----, მ------ ნ---------- და მისი გაუქმება მოითხოვეს, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის, არის მასთან ან სხვა პირთან.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მ------ ნ---------ს საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება: მ------- მუნიციპალიტეტი, დ--- მ------, კ-------, საკადასტრო კოდი 4-----------.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ამდენად, სარჩელი თავისი ბუნებით აღიარებითია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელები მიმართული არიან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არ არსებობის აღიარებისაკენ. ამ სახის სარჩელების მიზანია, არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის ლიკვიდაცია. ასეთი სარჩელის აღძვრის წინაპირობაა იურიდიული ინტერესი, რისთვისაც აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე, მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს გაუმჯობესდება, თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. (საქ. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას - 121-117-2016წ 17.03.2016).

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის შინაარსით, ასევე სარჩელზე თანდართული ფ.ფ--–----ს განცხადებითა და მ------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 მაისის ბრძანებით ირკვევა, რომ მოსარჩელე, ადმინისტრაციული წარმოების წესით დავობს სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა საკუთრებაში გადაცემის კანონიერებას და ითხოვს მასზედ მისი საკუთრების უფლების აღიარებას.

დადგენილია, რომ მოსარჩელის საჩივრის საფუძველზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.

პალატა განმარტავს, რომ თუკი დაკმაყოფილდება ფ-------- ფ--–----ს მიერ, მოპასუხეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების წესით წარდგენილი საჩივარი, ასევე მოცემული აღიარებითი სარჩელი, მისი იურიდიული ინტერესი-აღიარებული იქნას სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომელსაც მისი მითითებით ფლობდა წლების განმავლობაში - იქნება მიღწეული.

ამდენად, თუკი მოცემული დავის ფარგლებში, სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება სადავო ქონება, ან დაიტვირთება იპოთეკით, აღნიშნული დიდ ზიანს მიაყენებს მოსარჩელეს, ვინაიდან, ინტერესი დაეკარგება ადმინისტრაციული წარმოების წესით წარდგენილ მის სხვა მოთხოვნებს და დაირღვევა მოსარჩელისათვის სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება.

პალატა არ იზიარებს საჩივარში მითითებული საფუძვლებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორების მიერ მითითებულ საკითხებს (რამდენად დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით სარჩელში მითითებული გარემოებები, იყო თუ არა გარიგება თვალთმაქცური), რომლებიც საქმის არსებით მხარეს და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ეხება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო ეტაპზე სასამართლო არ აფასებს და შემოიფარგლება, მხოლოდ იმის გარკვევით, რამდენად არსებობს ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებითა და მისი გაუქმების თაობაზე საჩივარზე უარის თქმით დასაბუთებული განჩინებები გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, გ--- ფ--–----ს, ლ-–- ფ--–----ს, მ------ ნ---------ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4-9-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--- ფ--–----ს, ლ-–- ფ--–----ს, მ------ ნ---------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე