განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001374632
საქმე N3ბ/708-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,კ---- ს------ი“;
წარმომადგენელი - ნ---- გ-----–-–---–ი, გ--–- ნ------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენელი - თ----- გ---------–--ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,კ---- ს------ის'' სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა პერიფერიული მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა S----------- ელექტრონული ტენდერი. სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ ვადაში წინადადება რამდენიმე პრეტენდენტმა წარადგინა, მათ შორის, შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა (ს.ფ. 99-100; 102-112).
2.2.2. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 2 მარტის სხდომაზე განიხილა შპს ,,ფ--------–---მა+“-ის სატენდერო წინადადება, რის შემდეგაც პრეტენდენტს ეთხოვა მწარმოებლის მიერ გაცემული MAF-ის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიკატის (ISO), დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვისა (განფასების) და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა (ს.ფ. 95-96).
2.2.3. სატენდერო კომისიის 2016 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №-), „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ფ--------–---მა+“ დისკვალიფიცირებულ იქნას S----------- ტენდერიდან; სატენდერო კომისიამ, „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე, დაადგინა მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის სატენდერო წინადადების განხილვა (ს.ფ. 93).
2.2.4. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №-) განიხილა მომდევნო, დაბალი ფასის წარმომდგენი შპს ,,კ---- ს------ის“ სატენდერო წინადადება, რომელმაც საბოლოო შეთავაზებით დააფიქსირა 85 000 ლარი. მიმდინარე ტენდერის, ასევე, სხვა (S----------- და S-----------) ტენდერების მიმდინარეობის კომპლექსური ანალიზის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ მონაწილე პრეტენდენტებს: შპს ,,კ---- ს------სა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“ - ს შორის ადგილი ჰქონდა შეთანხმებას ამ ტენდერის შედეგად მეტი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით. კომისიამ, შპს ,,კ---- ს------ისა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-ს შორის სამართალურთიერთობის არსებობა დაადასტურა შპს ,,კ---- ს------ის“ მიერ სისტემაში ატვირთული MAF-ით.“
სატენდერო კომისიის სხდომის აღნიშნული ოქმით დადგინდა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ოქმი №--ით მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ფ--------–---მა+“-ის დისკვალიფიკაციის საფუძვლის ნაწილში, სადაც დისკვალიფიკაციის საფუძვლად მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7-------–ის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ (შემდგომში „წესი“) მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; ბ) ეთხოვოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოგვცეს შესაძლებლობა შპს ,,ფ--------–---მა+“-ის დისკვალიფიკაციის ახალი საფუძვლის მისანიჭებლად; გ) სისტემაში ცვლილების შემდეგ, შპს ,,ფ--------–---მა+“ დისკვალიფიცირებულ იქნას ტენდერიდან „წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; სისტემაში ცვლილების შემდეგ, შპს ,,კ---- ს------ი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან „წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 90-91).
2.2.5. სატენდერო კომისიის 2016 წლის 25 მარტის საოქმო გადაწყვეტილებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე (ს.ფ. 89).
2.2.6. შპს ,,კ---- ს------მა“ 2016 წლის 28 მარტს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ სატენდერო კომისიის 2016 წლის 23 მარტის N- სხდომის ოქმი გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში (საჩივარი D--------------). საბჭოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განხილვის პროცესში დადგინდა, რომ შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა სატენდერო წინადადება წარადგინეს და ვაჭრობის მიმდინარეობისას ფასები დააფიქსირეს ერთი და იმავე IP მისამართიდან. საბჭომ მიიჩნია, რომ შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა, S----------- ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინეს არაკეთილსინდისიერი ქმედება. კერძოდ, დარღვეულია აფიდავიტის პირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,კ---- ს------ის“ სარჩელი მოპასუხეების: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებისა და სატენდერო კომისიის სხდომის 2016 წლის 23 მარტის ოქმი №--ის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (ს.ფ. 16-29).
2.2.7. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 28 მარტსა და 7-------–ს წარდგენილ იქნა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის - შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ.
სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ------------- -ის მეშვეობით, 2016 წლის 8 აპრილს შპს ,,კ----ს ს------ს“ აცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინებების წარდგენის თაობაზე და ეთხოვა ხსენებულ საქმეებზე წერილობითი განმარტების წარდგენა. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში პრეტენდენტს განმარტება არ წარუდგენია (ს.ფ. 16-29).
2.2.8. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 2------ის №---- განკარგულებით შპს ,,კ---- ს------ი“ 2016 წლის 26 მაისს დარეგისტრირდა შავ სიაში (ს.ფ. 16-29).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად; მითითებული მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი არის შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო.
ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7-------–ის №- ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7-------–ის №- ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლზე, რომელიც არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა პერიფერიული მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოაცხადა S----------- ელექტრონული ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს ,,ფ--------–---ა +“-მა და შპს ,,კ---- ს------მა“. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ორივე კომპანია მიეცა დიკვალიფიკაციას, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
სატენდერო კომისიის 2016 წლის 23 მარტის N- ოქმში დაიფიქსირებული შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიციის მიხედვით, S-----------, ასევე, S----------- და S---------- ტენდერების მიმდინარეობის კომპლექსური ანალიზის შედეგად ირკვევოდა, რომ მონაწილე პრეტენდენტებს: შპს ,,კ---- ს------სა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“ - ს შორის ადგილი ჰქონდა შეთანხმებას, ამ ტენდერის შედეგად მეტი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ხოლო მათ შორის სამართალურთიერთობის არსებობა დასტურდებოდა შპს ,,კ---- ს------ის“ მიერ სისტემაში ატვირთული MAF-ით.“
შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ სატენდერო კომისიის 2016 წლის 23 მარტის №- სხდომის ოქმის კანონიერების შეფასების პროცესში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ დაადგინა, რომ შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა სატენდერო წინადადება წარადგინეს და ვაჭრობის მიმდინარეობისას ფასები დააფიქსირეს ერთი და იმავე IP მისამართიდან. საბჭომ მიიჩნია, რომ შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა S----------- ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინეს არაკეთილსინდისიერი ქმედება. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაცია განხორციელდა კანონიერად, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს ,,კ---- ს------მა“ ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება.
შემსყიდველმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობა S----------- ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის - შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები“ განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.
ამავე წესის მე-3 მუხლში განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
აღნიშნული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.
S----------- ელექტრონული ტენდერიდან შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაცია განხორციელდა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ის, რომ მის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქმედებას, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს, საბოლოოდ კი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7-------–ის №- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოეხდინა შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაცია, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, რაც ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, უპირობოდ წარმოშობს მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია დისკვალიფიკაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების თაობაზე სასამართლო დავის დასრულებამდე, აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძლვად, ვინაიდან წინამდებარე დავაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადასტურებულია პრეტენდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,კ---- ს------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
3. შპს ,,კ---- ს------ის“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანიას ეცნობა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და მიეცა შესაძლებლობა დაეცვა მისი უფლებები და ინტერესები. აპელანტს არასწორად მიაჩნია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მასზედ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მათ უნდა გაეგოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილები მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ჩაბარებულად, როდესაც არსებობს ამ გზავნილის მიღების რაიმე დასტური, თუნდაც საპასუხო წერილი, რაც ჩაბარებას ადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. მხოლოდ ის გარემოება, რომ შესყიდვების სააგენტომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა შპს ,,კ---- ს------ს“ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყო კომპანიის ინფორმიერებულობა, რადგან ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნა არ მიიჩნევა კომპანიის ინფორმირებად.
სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა ,,შავი სიის წარმოების წესისა დ პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ დარეგისტრირდება შავ სიაში თუ მისი რეგისტრაციით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. აპელანტი მიუთითებს, რომ ვინაიდან მათი კომპანია ბაზარზე მოთამაშე ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელსაც ამ სფეროში გამოცხადებული ტენდერების ნახევარზე მეტი აქვს მოგებული, საკითხის არასრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ, რადგან ასეთ პირობებში ბაზარს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გამოეთიშება, რაც კონკურენციას არა თუ გაზრდის, არამედ შეამცირებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა პერიფერიული მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა S----------- ელექტრონული ტენდერი. სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ ვადაში წინადადება რამდენიმე პრეტენდენტმა წარადგინა, მათ შორის, შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა.
4.1.2. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 2 მარტის სხდომაზე განიხილა შპს ,,ფ--------–---მა+“-ის სატენდერო წინადადება, რის შემდეგაც პრეტენდენტს ეთხოვა მწარმოებლის მიერ გაცემული MAF-ის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიკატის (ISO), დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვისა (განფასების) და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
4.1.3. სატენდერო კომისიის 2016 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №-), „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ფ--------–---მა+“ დისკვალიფიცირებულ იქნას S----------- ტენდერიდან; სატენდერო კომისიამ, „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე, დაადგინა მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის სატენდერო წინადადების განხილვა.
4.1.4. სატენდერო კომისიამ 2016 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №-) განიხილა მომდევნო, დაბალი ფასის წარმომდგენი შპს ,,კ---- ს------ის“ სატენდერო წინადადება, რომელმაც საბოლოო შეთავაზებით დააფიქსირა 85 000 ლარი. მიმდინარე ტენდერის, ასევე, სხვა (S----------- და S-----------) ტენდერების მიმდინარეობის კომპლექსური ანალიზის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ მონაწილე პრეტენდენტებს: შპს ,,კ---- ს------სა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“ - ს შორის ადგილი ჰქონდა შეთანხმებას ამ ტენდერის შედეგად მეტი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით. კომისიამ, შპს ,,კ---- ს------ისა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-ს შორის სამართალურთიერთობის არსებობა დაადასტურა შპს ,,კ---- ს------ის“ მიერ სისტემაში ატვირთული MAF-ით.“
სატენდერო კომისიის სხდომის აღნიშნული ოქმით დადგინდა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ოქმი №--ით მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ფ--------–---მა+“-ის დისკვალიფიკაციის საფუძვლის ნაწილში, სადაც დისკვალიფიკაციის საფუძვლად მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7-------–ის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ (შემდგომში „წესი“) მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; ბ) ეთხოვოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოგვცეს შესაძლებლობა შპს ,,ფ--------–---მა+“-ის დისკვალიფიკაციის ახალი საფუძვლის მისანიჭებლად; გ) სისტემაში ცვლილების შემდეგ, შპს ,,ფ--------–---მა+“ დისკვალიფიცირებულ იქნას ტენდერიდან „წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; სისტემაში ცვლილების შემდეგ, შპს ,,კ---- ს------ი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან „წესის“ მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4.1.5. სატენდერო კომისიის 2016 წლის 25 მარტის საოქმო გადაწყვეტილებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე.
4.1.6. შპს ,,კ---- ს------მა“ 2016 წლის 28 მარტს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ სატენდერო კომისიის 2016 წლის 23 მარტის N- სხდომის ოქმი გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში (საჩივარი D--------------). საბჭოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განხილვის პროცესში დადგინდა, რომ შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა სატენდერო წინადადება წარადგინეს და ვაჭრობის მიმდინარეობისას ფასები დააფიქსირეს ერთი და იმავე IP მისამართიდან. საბჭომ მიიჩნია, რომ შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა, S----------- ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინეს არაკეთილსინდისიერი ქმედება. კერძოდ, დარღვეულია აფიდავიტის პირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,კ---- ს------ის“ სარჩელი მოპასუხეების: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებისა და სატენდერო კომისიის სხდომის 2016 წლის 23 მარტის ოქმი №--ის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4.1.7. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 28 მარტსა და 7-------–ს წარდგენილ იქნა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის - შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ.
სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ------------- -ის მეშვეობით, 2016 წლის 8 აპრილს შპს ,,კ----ს ს------ს“ აცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინებების წარდგენის თაობაზე და ეთხოვა ხსენებულ საქმეებზე წერილობითი განმარტების წარდგენა. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში პრეტენდენტს განმარტება არ .
4.1.8. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 2------ის №---- განკარგულებით შპს ,,კ---- ს------ი“ 2016 წლის 26 მაისს დარეგისტრირდა შავ სიაში.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. კერძოდ, მითითებას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად; მითითებული მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი არის შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო.
ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
სასამართლომ სწორად მიუთითა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7-------–ის №- ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
ამდენად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7-------–ის №- ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლი არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა პერიფერიული მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოაცხადა S----------- ელექტრონული ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს ,,ფ--------–---ა +“-მა და შპს ,,კ---- ს------მა“. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ორივე კომპანია მიეცა დიკვალიფიკაციას, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
სატენდერო კომისიის 2016 წლის 23 მარტის N- ოქმში დაფიქსირებული შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიციის მიხედვით, S-----------, ასევე, S----------- და S---------- ტენდერების მიმდინარეობის კომპლექსური ანალიზის შედეგად ირკვევოდა, რომ მონაწილე პრეტენდენტებს: შპს ,,კ---- ს------სა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“ - ს შორის ადგილი ჰქონდა შეთანხმებას, ამ ტენდერის შედეგად მეტი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ხოლო მათ შორის სამართალურთიერთობის არსებობა დასტურდებოდა შპს ,,კ---- ს------ის“ მიერ სისტემაში ატვირთული MAF-ით.“
შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ სატენდერო კომისიის 2016 წლის 23 მარტის №- სხდომის ოქმის კანონიერების შეფასების პროცესში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ დაადგინა, რომ შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა სატენდერო წინადადება წარადგინეს და ვაჭრობის მიმდინარეობისას ფასები დააფიქსირეს ერთი და იმავე IP მისამართიდან. საბჭომ მიიჩნია, რომ შპს ,,კ---- ს------მა“ და შპს ,,ფ--------–---მა+“-მა S----------- ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინეს არაკეთილსინდისიერი ქმედება. პალატა იზიარებს საქალაქო სასაამრთლოს მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაცია განხორციელდა კანონიერად, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს ,,კ---- ს------მა“ ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება.
შემსყიდველმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობა S----------- ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის - შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,კ---- ს------ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში განხორციელდა არაკეთილსინდისიერი ქმედება. აპელანტს აღნიშნულ გარემოებათა გამაბათილებელი მტკიცებულება ან/და დასაბუთებული არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.
პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“, რომელიც განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.
ამავე წესის მე-3 მუხლში განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
აღნიშნული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.
S----------- ელექტრონული ტენდერიდან შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაცია განხორციელდა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. პალატა იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ შპს ,,კ---- პრინტის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქმედებას, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს, საბოლოოდ კი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამასთან, განსახილველ საქმეზე მოსარჩელე კომპანიას არ წარმოუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება ან/და დასაბუთებული პოზიცია, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნა არ ითვლება კანონით დადგენილი წესით ინფორმირებად. ადმინისტრაციულმა ორგანომ კომპანიას შეტყობინება გაუგზავნა იმ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც აპელანტს მითითებული ჰქონდა პროგრამაში. ელექტრონული მისამართის მითითება ემსახურება მხარეთა შორის კომუნიკაციის წესის განსაზღვავს. იგი წარმოადგენს ერთგვარ განაცხადს მხარეთა შორის ელექტრონული გზით კომუნიკაციის შესაძლებლობის თაობაზე. ამდენად, აპელანტის პოზიცია პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. სააპელაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ვინაიდან იგი წარმოადგენს ბაზარზე მოთამაშე ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა მისი შავ სიაში რეგისტრაციის უფლებამოსილება. პალატა განმარტავს, რომ პირთა შავ სიაში რეგისტრაცია უპირველესად ემსახურება ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში პრეტენდენტთა არაკეთილსინდისიერი ქმედება კი საფრთხეს უქმნის ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას. მათი შავ სიაში დარეგისტრირება ამგვარი ქმედებების ერთგვარ პრევენციას წარმოადგენს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7-------–ის №- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოეხდინა შპს ,,კ---- ს------ის“ დისკვალიფიკაცია, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, რაც ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, უპირობოდ წარმოშობს მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართკებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები, შესაბამისად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობაც, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველს ჰქმნის.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,კ---- ს------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი
თამარ ონიანი