განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №060310918002430914
საქმე №3/ბ-243-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება
წარმომადგენლები - ნ------–--–----ე, მ-------------–ი, ე------------–--ა
საჩივრის ავტორი - ნ-----–-------–---–ი
წარმომადგენელი - ი-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - დ-------–------ძე
წარმომადგენელი - მ-----–--–-------ე
დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2018 წლის 04 მაისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულმა განყოფილებამ დ-------–------ძის მიმართ. განმცხადებელმა მოითხოვა დამცავი ორდერის 6 თვის ვადით გამოცემა და მსხვერპლის ლ------–-------ის გარიდება მასზე დამოკიდებული პირის მოძალადის დ-------–------ძის საცხოვრებლიდან. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა მოძალადე დ-------–------ძეს აკრძალვოდა არასრულწლოვან ლ------–-------ესთან მიახლოება, კერძოდ ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (დაწესებულებაში), ქუჩაში გადაადგილების დროს, ასევე მასთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით.
განმცხადებლის მითითებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ლ------–-------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ნ-----–-------–---–ის საცხოვრებელი ადგილი. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე 2014 წლის 26 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2014 წლის 28 თებერვლიდან დაიწყო აღსრულება, რომელიც მიმდინარეობს დღეის მდგომარეობითაც. საქმეში ფსიქოლოგი გარკვეული პერიოდულობით იყო ჩართული აღსრულების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, რამდენადაც მამის დ-------–------ძის მხრიდან იკვეთებოდა შვილზე - ლ------–-------ეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების/ზეგავლენის ფაქტები, რაც ხელს უშლიდა სააღსრულებო პროცესის მიზანმიმართულად წარმართვას. ასეთ ვითარებაში კი საფრთხე ექმნებოდა ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. 2017 წლის დეკემბრის თვიდან საქმეში ჩაერთო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი, რომელმაც შეწყვიტა ლ------–-------ესთან შემდეგი ვიზიტების დაგეგმვა/გატარება, მანამ სანამ ბავშვის მამა არ გააცნობიერებდა, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახებოდა. მნიშვნელოვანად მიაჩნია, რომ რაციონალურად გაცნობიერდეს აღნიშნული გარემოების მწვავე ემოციური ფონის დესტრუქციული გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე და დროულად გატარდეს ღონისძიება ბავშვის უფლების დაცვის მიზნით.
განმცხადებლის აღნიშვნით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11981 მუხლის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ბავშვის უფლების დაცვის საჭიროება, რადგან დ-------–------ძის მიერ შვილთან ლ------–-------ესთან მიმართებაში განხორციელებულია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რის გამოც მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა ექვსი თვის ვადით. 2018 წლის 12 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ნ------–--–----ემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
მოწინააღმედე მხარის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას და განმარტა, რომ მამის მხრიდან ლ------–-------ის მიმართ ფსიქოლოგიურ მოძალადეთ მიჩნევის მოთხოვნა იყო უკანონო და იგი ემსახურებოდა არა ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს, არამედ სამსახურის მიზანია მოვალეობის მოხდა. ის გარემოება, რომ ბავშვს არ სურდა სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან და დედასთან კონტაქტი მათი მხრიდან არასწორი მოქმედებების შედეგი იყო. აღსრულების პირველივე ვიზიტის დროს ლიზის თანდასწრებით განუცხადეს, რომ ბავშვს პოლიციის მეშვეობით წაიყვანდნენ, რამაც განაპირობა ლიზის აგრესიული დამოკიდებულება. აღსრულების მიზნით მამამ ლ------–-------ე წარადგინა დედის საცხოვრებელ ადგილზე, მაგრამ ბავშვმა უარი განცხადა იქ დარჩენაზე. 2014-2016 წლებში 20-მდე სააღსრულებო მოქმედება განხორციელდა, რაც ყოველ ჯერზე იწვევდა ლიზის გაღიზიანებას. ბავშვთან დ-------–------ძის გარეშე კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა დედამ და სოციალურმა მუშაკებმა, ისე რომ არც ლიზი და არც დ-------–------ძე არ იყვნენ გაფრთხილებულები ვიზიტის შესახებ, მაგრამ არასრულწლოვანთან ურთიერთობა ვერ შედგა მისივე კატეგორიული უარის გამო. 2017 წლის ბოლოს დ-------–------ძეს ეცნობა ლ------–-------ის გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგ თამარ აბაშმაძესთან ვიზიტის დრო და ადგილი, რის შემდეგაც დაუკავშირდა ფსიქოლოგს, რომელმაც მისცა რჩევა, რომ ბავშვისთვის მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია ვიზიტის არსის შესახებ. ამის შემდეგ მოხდა ლ------–-------ის ვიზიტზე მიყვანა ფსიქოლოგთან ამავე ცენტრში, მაგრამ ბავშვმა არ ისურვა მასთან საუბარი, გაღიზიანდა და აღარ ისურვა შემდგომი ვიზიტი ფსიქოლოგთან. მამამ არ იცის რა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში, მიმართა ფსიქოლოგს რათა ემუშავა ბავშვისთვის ჩვეულ გარემოში, რაზეც მიიღო უარი.
მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წარმოუდგენელია მამის მხრიდან ფსიქოლოგიური იძულების გარეშე შვილს არ სურდეს დედასთან ურთიერთობა და მის დანახვაზე კივილი დაიწყოს, ესროდეს სხვადასხვა ნივთებს. სასამართლო დავის პროცესში, როდესაც დედა მამის მალულად ხვდებოდა შვილს, მათ შორის იყო ძალიან თბილი დამოკიდებულება, რის საილუსტრაციოდ წარმოადგინა ვიდეოფირი. შვილი დედის მიმართ გაუცხოვდა და აგრესია დაემართა მას შემდეგ, რაც დაიწყო აღსრულების პროცესი, ერთ-ერთი პროცესი ჩაშლილი იქნა მამის მიერ, რის გამოც იგი დაჯარიმდა. ბავშვს აიძულებენ, რომ დ-------–------ძის მეუღლეს მეორე ქორწინებაში დაუძახოს დედა. ბიოლოგიური დედის მიმართ ლიზის უარყოფითად განაწყობს არა მარტო მამა, არამედ მისი ოჯახის წევრი, ბავშვის ბებიაც რაც ხელს უშლის ლ------–-------ის ნორმალური განვითარების პროცესს და არღვევს მის ფსიქიკას. ნ-----–-------–---–ი დაეთანხმა თავის წარმომადგენელს და განმარტა, რომ დედასა და შვილს შორის თბილი დამოკიდებულება გრძელდებოდა მეორე სააღსრულებო მოქმედების ჩატარებამდე. მამის ფსიქოლოგიური იძულების შედეგია ლიზის ნეგატიური დამოკიდებულება დედის მიმართ, რის გამოც უნდა აღსრულდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბავშვი საცხოვრებლად გადავიდეს დედასთან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე რაიონული სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს განმარტებით, “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იძულება არის ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამავე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
საჩივრის ავტორის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება წარმოადგენს დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო მზრუნველობის განხორციელებას. შესაბამისად, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძალაში შედის გამოცემისთანავე. “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პინქტის თანახმად, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
საჩივრის ავტორის აღნიშვნთ, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, მოწმე ლალი ცხვედიანის ჩვენებით, მხარეთა განმარტებით არ დასტურდება ლ------–-------ის მიმართ დ-------–------ძის მიერ ფსიქოლოგიურ ძალადობა, რის გამოც განმცხადებელის მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის
იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
სასამართლოს განმარტებით, ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებების დაცვას, მათ შორის, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, დაცულად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს მყუდრო ოჯახურ გარემოში. ამდენად, განმტკიცებულია არასრულწლოვანის ინტერესის უპირატესობა.
სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ რომლის თანახმადაც: ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს. “აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს შემდეგს: „გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის (“CRC”-“ბუკ”) შესაბამისი დებულებები, რომლებიც საქართველოში 1994 წელს შევიდა ძალაში, აწესებს შემდეგს: მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.”
ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა უფლების - იყოს მოსმენილი გამოყენება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოხდეს ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან, ბავშვს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.
სასამართლოს აღნიშვნით, არასრულწლოვან ლ------–-------ის უფლებათა დაცვის მიზნით ღონიძიებების გატარებისას, საამისოდ უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს
არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი გამომწვევი მიზეზები, რადგან არ მოხდეს ბავშვისთვის დედის ძლიერ ნეგატიურ ემოციებთან ასოცირება, რაც საბოლოოდ გამოიწვევს მასთან გაუცხოებას და დაამძიმებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას. გარდა ამისა საჭიროა არასრულწლოვან ლ------–-------ის მშობლებმა და ახლობლებმა გააცნობიერონ მათ შორის არსებული კონფლიქტის ბავშვის ფსიქიკაზე ზემოქმედების მექანიზმი, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ურთიერთობა შეცვალონ პოზიტიური მიმართულებით და ბავშვისთვის უზრუნველყონ სტაბილური ემოციური გარემო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და დ-------–------ძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებისა აღნიშვნით, ხონის რაიონული განყოფილების მიმართვა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განაპირობა მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს მიერ შესწავლის შედეგად გამოვლენილმა შემდეგმა გარემოებებმა: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის (საქმე N2/188) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი ლ------–-------ის (28.12.2008წ) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ნ-----–-------–---–ის საცხოვრებელი ადგილი. ამავე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 2014 წლის 26 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც დადგენილი წესით წარმოდგენილ იქნა ხონის განყოფილებაში, სადაც 2014 წლის 28 თებერვლიდან დაიწყო საქმის წარმოება – აღსრულება/სააღსრულებო მოქმედების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს დღეის მდგომარეობითაც. საქმის წარმოებაში ჩართული იყო ფსიქოლოგი აღსრულების პროცესის ხელშეყობის მიზნით, რამდენადაც მამის – დ-------–------ძის მხრიდან იკვეთებოდა შვილზე – ლ------–-------ეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების/ზეგავლენის ფაქტები, რაც ხელს უშლიდა სააღსრულებო პროცესის მიზანმიმართულად წარმართვას. ასეთ ვითარებაში კი საფრთხე ექმნებოდა ბავშვის ფსიქო-ემოციურმდგომარეობას.
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, 2017 წლის დეკემბრის თვიდან საქმეში ჩაერთო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი, რომელმაც შეწყვიტა არასრულწლოვან ლ------–-------ესთან შემდეგი ვიზიტების დაგეგვმა/გატარება მანამ, სანამ ბავშვის მამა დ-------–------ძე არ გააცნობიერებდა, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად ისახება, მისი ზემოქმედებით გამოწვეული საგანგაშო შედეგები ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ განვითარებას. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ლ------–-------ის ფსიქო-ემოციური ფონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რაციონალურად გაცნობიერდეს აღნიშნული გარემოებების მწვავე ემოციური ფონის დესტრუქციული გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე და დროულად გატარდეს ღონისძიება ბავშვის უფლების დაცვის მიზნით.
რადგანაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ დროულად არის გასატარებელი ღონისძიება ბავშვის უფლების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11981 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ბავშვის უფლების დაცვის საჭიროება და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების აუცილებელი საკითხი.
????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამავე კანონის მე–4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება,რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; აღნიშნულიდან გამომდიარე მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს მიაჩნია,რომ დადგენილია დ-------–------ძის მიერ შვილთან ლ------–-------ესთან მიმართებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური იძულების ფაქტი, გამომდინარე აქედან: საქართველოს კანონის
????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში აქვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ვინაიდან არსებობს ლ------–-------ის მიმართ ბიოლოგიური მშობლის დ-------–------ძის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიურ იძულების ფაქტი, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე, ხელს უშლის ბავშვის ნორმანულ აღზრდა განვითარებას.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი იქნა მთელი რიგი მტკიცებულებები: სააღსრულებო მოქმედების ოქმები, ფსიქოლოგების დასკვნა, ასევე სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაიკითხა ფსიქოლოგი ლალი ცხვედიანი, მოსამართლის მიერ განხორციელდა ბავშვთან გასაუბრება, საქმეში მესამე პირად ჩართულ დედასთან ნ-----–-------–---–თან მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ასევე ელექტრონული სახით (DVD-დისკის ) დედისა და შვილის ურთიერთობა, რომელიც ასახავდა მამის მიერ მკვეთრად ჩარევამდე, დედისა და შვილის პოზიტიურ კომუნიკაციას. მიუხედავად დადასტურებული გარემოებისა, სასამართლომ არ გაიზიარა არსებული რეალობა და ბავშვი ლ------–-------ე საცხოვრებლად დარჩა მამასთან, რომელიც მასზე ფსიქო ემოციურად ძალადობს.
საჩივრის ავტორის მითითებით, 2018 წლის 14 მაისის N3/36-18 გადაწყვეტილების მიხედვით უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2013 წელს სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვის ლ------–-------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული დროისათვის სააღსრულებო მოქმედება დანიშნული არ არის, ვინაიდან დედის ნ-----–-------–---–ის მიერ გათვალისწინებულია ბავშვის ფსიქო ემოციური მდგომარეობა, რაც პირდაპირ კავშირშია მამის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან, რომელიც გამოიხატება ლ------–-------ეზე ემოციური ძალადობით, მისი დედის მიმართ უარყოფითად განწყობისა და მასზე უარის თქმის იძულებაში. სასამართლომ უტყუარად ვერ დაინახა დ-------–------ძის მიერ განხორციელეული ძალადობა კერძოდ აღნიშნული პირის მიერ ბავშვის განწყობა დედის წინააღმდეგ მიჩნეული იქნა ფაქტის კონსტანტაციად და არა ღირებული და მნიშვნელოვანი უფლების დარღვევად, რომელიც დაცულია გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცის მუხლი 8 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. 2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თვისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის. მუხლი 9 1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს. 3. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთა განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურტიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. მუხლი 12 1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედუელბების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედუელბანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით. მუხლი 19 1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ებყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. 2. დაცვის ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მოცავს ეფექტიან პროცედურებს სოციალური პროგრამების შესამუშავებლად იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვს და მასზე მზრუნვლე პირებს, აგრეთვე განახორციელონ გაფრთხილებისა და გამოვლენის, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის სხვა ფორმები და შემდგომი ღონისძიებანი ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის აღძვრისათვის.
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლომ ფსიქიკური ძალადობის ნიშანზე იმსჯელა და ფსიქოლოგის დასკვნა არ გახადა მნიშვნელოვან მტკიცებულებად და გაიზიარა მხოლოდ მოპასუხის პოზიცია და სრული იგნორირება განახორციელა პროცესზე გამოკითხული ფსიქოლოგისა და მოსარჩელის, ასევე მესამე პირის ახსნა განმარტებების.
მოპასუხე მხარე აპელირებს სოციალური მუშაკის მ-------------–ის 2017 წლის 17 ნოემბრის დასკვნით, სადაც არის ასახული ბავშვის შესახებ საქმის წარმოების იმ ეტაპზე არსეული ვითარება-აღსანიშნავია, რომ როგორც მხარე, ასევე სასამართლო არ ამახვილეს ყურადღებას დასკვნით ნაწილზე, სადაც სოციალური მუშაკი მიუთითებს შემდეგს (ციტირება დასკვნიდან) „სოციალურ მუშაკს, მიზანშეწონილად მიმაჩნია ფსიქოლოგის მიერ შესწავლილ იქნეს მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვან გარემო ფაქტორებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს მშობლებთან ბავშვის ურთიერთობის გარემოებების აღწერისას, მათ შორის, ბავშვისა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულების საკითხზე, აღნიშნულ პირებს შორის ღია კონფლიქტისა თუ დაპირისპირების არსებობის შემთხვევაში ხომ არ ვლინდება რომელიმე მშობლის მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის/ზეწოლის არსებობის სავარაუდო ფაქტები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დღეის მდგომარეობით არ ჰყავს ფსიქოლოგი. ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, მოძიებულ იქნეს სხვა ალტერნატივა ფსიქოლოგიურ მომსახურებაში ჩართვისათვისა და მზაობის განსასაზღვრათ, რათა დაცული იქნას ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის აზრი თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს.
აღნიშნული დასკვნის შემდეგ საქმეში ჩართული იქნა ფსიქოლოგი, რომელმაც ცალსახად მიუთითა 2018 წლის 12 თებერვლის №307 გამოკვლევის შედეგებში, სადაც განსაკუთრებით საყურადღებო შედეგებსა და რეკომენდაციებზე არის მითითება; კერძოდ
„განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მონაყოლი ტოვებს დასწავლილი ტექსტის შთაბეჭდილებას, რადგან ლიზი თხრობისას სტრესული სიტუაციის გახსენებისას (,,იმ ქალს“) დამახასიათებელ არანაირ ემოციურ და სხეულებრივ რეაქციას არ ავლენს (ტირილი, სუნთქვის გახშირება, დაჭიმვა, (ბავშვი მხოლოდ ხმამაღალი ტონით საუბრობდა)
2.ლიზის გამოვლინება ფსიქოლოგის გამოკითხვის მეთოდოლოგიის შესახებ, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ბავშვი იმყოფება ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ (ქცევაზე, საუბარზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციით).
3.ბავშვის განწყობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ იდენტურია, გარემო, სადაც ლიზი ამჟამად იმყოფება ხელისშემშლელი ფაქტორია ფსიქოლოგის შემდგომი მუშაობისათვის.
გამომდინარე აქედან შეწყდა ლიზისთან შემდეგი ვიზიტების დაგეგვმა/გატარება. მანამ, სანამ გარემო სადაც ამჟამად ლიზი იმყოფება არ გააცნობიერებს, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის ბავშვის ფსიქიკაზე ასახვის გძელვადიან პროგნოზს, მათი ზემოქმედებით გამოწვეულ საგანგაშო შედეგებს, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ნორმალურ განვითარებასა და სამომავლოდ თითოეულ მშობელთან ბავშვის დამოკიდებულებაზე.
ლ------–-------ის ფსიქო-ემოციური ფონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რაციონალურად გაცნობიერდეს აღნიშნული გარემოებების მწვავე ემოციური ფონის დესტრუქციული გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე და დროულად გატარდეს ღონისძიება ბავშვის უფლების დაცვის მიზნით.“ რაც შეეხება პროცესზე მოწმის სახით ჩართულ ლალი ცხვედიანს, და მის განმარტებე სასამართლომ სრულად უარი თქვა აღნიშნული სპეციალისტის განმარტებებას, გაზიარებაზე, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დღეის მდგომარეობით მას რაიმე მონაწილეობა ბავშვთან ფსიქოლოგიური სამუშაოს განხორციელების მიზნით არ შემდგარა.
აღსანიშნავია, რომ ლალი ცხვედიანმა ფსიქოლოგის ვალდებულების განხორციელება დაიწყო და შეასრულა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მის მიერ მომზადებულია არაერთი დასკვნა, რეკომენდაცია, მოხსენებითი ბარათი ლ------–-------ის ფსიქო ემოციური მდგომარეობისა და მის მიმართ ოჯახის წევრების ზეგავლენის შესახებ.
ფსიქოლოგი მიუთითებს ასევე სოციალური სამსახურის არაერთ მიმართვაზე მამის მიმართ რათა აღსრულების ადგილას ლიზი წარმოედგინა მესამე პირს, ოჯახის სხვა არაკონფლიქტურ წევრს (ბავშვის ბიცოლას), რომელთანაც მცირეწლოვანს დადებითი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბავშვის მამამ კატეგორიული უარი განაცხადა, და აღნიშნული დაადასტურა იმ გარემოებით, რომ არასრულწლოვანთან მხოლოდ თავად იყო და ის სხვა ნათესავთან არ ცხოვრობდა. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა საქმის წარმოების შემდგომი გაგრძელებით, 2018 წლის 14 მაისსაც მოპასუხე მხარის ადვოკატმაც სხდომაზე დაადასტურა, რომ დავით ლიპარიძის მიერ განმეორებით ოჯახის შექმნამდე ლიზი ხშირ დროს ატარებდა ნათესავთან (ბიცოლა).
საჩივრის ავტორის განმარტებით, ლალი ცხვედიანმა №4206 მოხსენებით ბარათში აღნიშნა მნიშვნელოვანი გარემოება: „იკვეთება, რომ ბავშვის საქციელი დამოკიდებულია მამის ფაქტორზე, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება მამის მხრიდან ნეგატიური ფსიქოლოგიური გავლენის არსებობა. ბატონი დათოს თანდასწრებით ლიზი დაცვით მექანიზმს მიმართავს და ასრულებს მამისათვის მისაღებ როლს. ამ როლის შესრულება ლიზისათვის შინაგან დაძაბულობას და შფოთვას იწვევს და საფრთხის შემცველია მისი ფსიქო–ემოციური მდგომარეობისათვის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი სიტუაციების ხშირი გამეორების შემთხვევაში, როცა დედასთან ყოველი შეხვედრა ასოცირდება უარყოფით ემოციებთან და კონფლიქტურ გარემოსთან, მივიღებთ შედეგს, რომ ლიზის რეალურად გაუჩნდება დედასთან დაკავშირებული გაურკვეველი ხასიათის შიშები. თუმცა ამის მიზეზი იქნება არა დედა, არამედ მაპროვოცირებელი ფაქტორი მამის სახით“. ზემოაღნიშნული გარემოების უწყვეტად გაგრძელებამ გამოიწვია ბავშვზე ფსიქო ემოციური ძალადობა და მის მიმართ განხორციელდა იძულება, რაც არასრულწლოვანის მიმართ ნამდვილად აყენებს შეუქცევად ზიანს. თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მას შემდეგაც კი რაც მოახდინა მასთან გასაურება, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი, მიღებული იქნა განჩინება ბავშვთან გასაურების საიდუმლოების შესახებ, რაც ცალსახად არღვევს არა მარტო მხარეთა პროცესში თანაბარი მონაწილეობის უფლებას, ვინაიდან დ-------–------ძეს, რომელიც ემოციურად ძალადობს ბავშვზე, სრული შესაძლებლობა და თავისუფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია არასრულწლოვანისაგან, ხოლო საქმეში მონაწილე მოსარჩელე მხარესა და მესამე პირს წართმეული აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია ბავშვის მიერ მოსამართლესთან გასაუბრების მეთოდის, მიწოდებული ინფორმაციისა და ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში დამატებითი შუამდგომლობების წარმოდგენასთან დაკავშირებით.
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლომ იხელმძღვანელა გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, ????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? კანონით, არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 სექტემბრის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების (შემდგომში - რეფერირების პროცედურები) მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით ძალადობა პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება განხორციელდა/ხორციელდება განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე. ძალადობად მიიჩნევა: თ.ე) იძულება - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სასამართლომ არასწორად განმარტა 2016 წლის 28 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად განმარტებულია, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესი უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესს, აღნიშნული გადაწყვეტილება ცალსახად კრძალავს დავით ლიპარიძის ქმედებას და მიუთითებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის საუკეთესო ინტერესზე, თუმცა სასამართლომ არასწორი განმარტებით გასცდა დავის საგანს და ძალადობის შესახებ განცხადება განიხილა მხოლოდ მშობლებს შორის დავად. დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველოის ორგანოს მთავარი ვალდეულება ბავშვის უსაფრთხოდ, მისი ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით განთავსების საკითხი პრიორიტეტულია და ყველა ზემო აღნიშნულ ღირებულებებთან ერთად გამომდინარეობს არა მარტო ქვეყნის შიდა კანონმდებლობიდან, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ნ-----–-------–---–ის მიერ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 12 მაისის არასრულწლოვან ლილი ლიპარიძესთან გასაუბრების ჩანაწერის გასაიდუმლოების შესახებ სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების განცხადება დ-------–------ძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, მაშინ როდესაც მისი მხრიდან მისი არასრულწლოვანი შვილი ლ------–-------ე განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას და მას მამის მიმართ გააჩნია ნეგატიური მიჯაჭვულობა, რაც ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად თუკი არ იქნება შეწყვეტილი, გაანადგურებს ბავშვის ფსიქიკას.
საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა ის გარემოება, თუ რატომ არ სურს ლ------–-------ეს დედასთან ყოფნა, მაშინ როდესაც საქმის მასალებში მოიპოვება დედა-შვილის ურთიერთობის დამადასტურებელი ვიდეო მასალა დისკის სახით.
საჩივრის ავტირის აღნიშვნით, ფსიქოლოგი, სპეციალისტი და მოწმეც, რომლებიც დაიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ადასტურებენ, რომ ლ------–-------ე არის მსხვერპლი, რომელიც სასწრაფოდ უნდა იქნეს მოძალადისაგან წამოყვანილი, სანამ ფსიქიკა სულ გაუნადგურდება. მიუხედავად ამისა სასამართლოს მიერ მაინც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დ-------–------ძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ. ამასთანავე საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოძალადე და მისი ოჯახის წევრები ხელს უშლიან დედა-შვილის ურთიერთობას და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის თანახმადაც ლ------–-------ის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო სასმართლოში საქმის განხილვისას, საჩივრის ავტორის შუამდგომლობის საფუძველზე არასრულწლოვან ლილი ლიპარიძესთან გასაუბრების ჩანაწერის გასაიდუმლოების შესახებ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მაისის განჩინების გაუქმდა, შესაბამისად გასაუბრების ჩანაწერი გასაცნობად გადაეცა მხარებს.
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება, გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ლ------–-------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ნ-----–-------–---–ის საცხოვრებელი ადგილი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2014 წლის 28 თებერვლიდან დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
დადგენილია, რომ ლ------–-------ე (დაბადებული 2008 წლის 28 დეკემბერს) 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად ცხოვრობს მამის დ-------–------ძის საცხოვრებელ ადგილას, მამასთან დ-------–------ძესთან, 2 წლის ძმასთან, დ-------–------ძის მეუღლესთან და ბებიასთან ერთად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2014 წლის თებერვლიდან დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა გადაწყვეტილების აღსრულებაზე ლ------–-------ის ნების არ არსებობა და ფსიქოლოგის რეკომენდაცია.
მოცემულ შემთხევაში შუამდგომლობის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება დ-------–------ძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას და შვილთან ლ------–-------ესთან ნებისმიერი კომუნიკაციის/ურთიერთობის (ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ქუჩაში გადაადგილების დროს მიახლოება) აკრძალვას (საცხოვრებლად სხვა ადგილას გადაყვანას) ითხოვდა დ-------–------ძის ფსიქოლოგიურ მოძალადედ მიჩნევის მოტივით, ხოლო საფუძვლად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებას უთითებდა.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობად განიხილება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი იძულება არის ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
“ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი კანონით გათვალისწინებულ სხვადასხვა რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას (,,გ’’ ქვეპუნქტი), ასევე მტკიცებულებათა ჩამონათვალს (,,ე’’ ქვეპუნქტი’’).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ სასამართლოში მხოლოდ შუამდგომლობის წარდგენა არ ქმნის პირის მოძალადედ მიჩნევის და შესაბამისად დამცავი ორდერის გამოცემის წინაპირობას, რადგან სავალდებულოა მასში ასახული მონაცემების სისწორე უტყუარად და სარწმუნოდ დასტურდებოდეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რომელიმე უფლების შეზღუდვას.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ №ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, №25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ..ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 2502.2016წ.)
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (იხ. სუსგ №ას-1449-1369-2017 20.04.2018წ.).
პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის არგუმენტებს დ-------–------ძის მიერ მისი შვილის, ლ------–-------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისა და ამ მოქმედებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებაზე ხელშეშლის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ-------–------ძემ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, საჩივრის ავტორის დავალებით მისი მცირეწლოვანი შვილი მიიყვანა განსაზღვრულ ადგილას, თუმცა აღსრულება შეჩერდა თავად ფსიქოლოგის რეკომენდაციის სარფუძველზე. პალატის მოსაზრებით, 2014 წელს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა ლ------–-------ის ასაკის გათვალისწინებით (იმ დროს იყო 5 წლის) უფრო ნაკლები ზიანის მომტანი იქნებოდა თავად ლ------–-------ისათვის, ვიდრე დღეს, რადგანაც იგი უკვე 9 წლისაა და დედასთან საცხოვრებლად გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია.
პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა და ფსიქოლოგთა განმარტებების საფუძველზე არ დასტურდება არც ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვნის საცხოვრებლად უპრიანია დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს. მართალია საქმეში წარმოდგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნის დედასთან საცხოვრებლად გადასვლა აუცილებელია, თუმცა პალატის მოსაზრებით, ამ დასკვნის გასაკეთებლად უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, მშობელთან (მამასთან) დაშორებას. ამასთან აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (იხ. სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ------–-------ე იზრდება მამასთან ერთად, შესაბამისად, მამასთან განრიდებით ბავშვი მიიღებს სტრესს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოიწვიოს, რასაც ასევე ადასტურებს ახსნა-განმარტებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელიც; მისი განმარტებით, დ-------–------ძის საცხოვრებლიდან იძულებით გამოყვანის შემთხვევაში ლ------–-------ეს მიღებული ემოციური სტრესიდან გამომდინარე შეიძლება დასჭირდეს სამედიცინო დახმარება სტაციონარში მოთავსების სახითაც კი (იხ.სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმი).
პალატა ხაზს უსვავს იმ გარემოებას, რომ ბავშვისთვის დედის მზრუნველობა, მისი ასაკის გათვალისწინებით, შეუცვლელია, თუმცა პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ უკვე 9 წლის ლ------–-------ეს მამის მიმართ გააჩნია ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, სურს მამასთან ურთიერთობა და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მის საკუთარ შეხედულებას, უფლებას - შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა, ასევე დაცულად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს მყუდრო ოჯახურ გარემოში. პალატის მოსაზრებით, მამასთან მიჯაჭვულობის რღვევა [მშობლიური - პოზიტიური სანდო მიჯაჭვულობის რღვევა] ძლიერ უარყოფით გავლენას მოახდენს ლ------–-------ის ჯანმრთელობასა და ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, ამ ემოციური და სტრესული ფონის შემარბილებელი და პერსპექტივაში გამანეიტრალებელი საშუალებები და გზები შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ დასკვნებში კი შემოთავაზებული არ არის, რაც მათ არასრულყოფილებაზე მიუთითებს. შესაბამისად აუცილებელია შუამდგომლობის ავტორის მიერ შუამდგომლობაში მითითებული ღონისძიების გამოსაყენებლად კომპეტენტური კომპლექსური ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი N.71776/1202. გადაწყვეტილების მითების თარიღი: 02.2016 წელი) ერთ-ერთ მოტივად იმიტომ მიიჩნია კონვენციის მე-8 მუხლის დაღვევა, რომ ბავშვის ,,საუკეთესო ინტერესების საკუთარი შეფასებისას, ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ადექვატური ყურადღების მიმართვა: ბიჭებს არ უნდოდათ თავიანთ მამასთან დაბრუნება’’.
ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭა სხვადასხვა ფსიქოლოგების ანგარიშებს, ,,რომლებიც მთელი საქმის წარმოების განმავლობაში ეხებოდა ბიჭების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პოტენციურ საფრთხეს, მათი გ.ბ.–სთან ძალდატანებითი დაბრუნების შემთხვევაში. ამგვარ ვითარებაში, ასეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, შესაბამისი გადასვლისა და მოსამზადებელი ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე, რომელიც მიზნად ისახავს ბიჭებსა და მათ გაუცხოებულ მამას შორის ურთიერთობების აღდგენაში დახმარების აღმოჩენას, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება მათ საუკეთესო ინტერესებს’’.
ევროპული სასამართლოს აზრით, ,,არაჯეროვანმა წარმომადგენლობამ და შედეგად ბიჭების შეხედულებების სათანადოდ წარდგენასა და მოსმენაში წარუმატებლობამ შეარყია არსებულ საქმეში გადაწყვეტილების მიღების პროცესის პროცედურული სამართლიანობა, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა ბიჭების საუკეთესო ინტერესების არაადეკვატური და ცალმხრივი შეფასებით, სადაც მათი ემოციური მდგომარეობა უბრალოდ იგნორირებული იქნა’’.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოხატული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, ობიექტური მონაცემებით უნდა დასტურდებოდეს, თავის მხრივ კი ეს მონაცემები საქმეში არსებულ კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, რომელთა სწორი და ობიექტური შეფასება და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა სასამართლოს კანონისმიერი ვალდებულებაა.
პალატა აღნიშნავს, რომ დამცავი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დ-------–------ძის მხრიდან მისი შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტი, რა მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები დასაბუთებულია, ხოლო საჩივრების ავტორების არგუმენტები არის უსაფუძვლო. შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების და ნ-----–-------–---–ის საჩივრები დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებისა და ნ-----–-------–---–ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე