განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
010141318700066637
ინსტანცია
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010141318700066637

საქმე №1/ა.გ.538-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ--–----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ-------------–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენით, ვ--–----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ვ--–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2007 წლის 3 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენი ვ--–----------------ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განჩინებით, მსჯავრდებულ გიორგი კურბანოვის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით ვ--–----------------ი შეწყალებული იქნა და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

2018 წლის 19 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ვ--–----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ-------------–-–---–მა, რომელმაც 2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენით,ვ--–----------------ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, დანასაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და მის მიერ ჩადენილი ქმედება განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისს, ამავე კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ანალოგიური მუხლით და კვალიფიკაციით ჩადენილი ქმედება გადავიდა მძიმე კატეგორიის დანაშაულში და ამ მიმართებით მსჯავრდებულ ვ--–----------------ის მდგომარეობა სამართლებრივად შემსუბუქდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და ამ მიმართებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, საქმის მასალებით დგინდება, რომ ვ--–----------------ი გათავისუფლებული იქნა კალენდარულად საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ვ--–----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება;

3. მსჯავრდებულ ვ--–----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებზე(ამჟამად მოქმედი რედაქცია);

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

5. პალატის განაჩენის კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ. კაპანაძე

 

ლ. თევზაძე