განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
330310114403233
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310114403233

საქმე N3ბ/765-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ---- ჭ-----ე;

წარმომადგენელი - გ--–- ფ-----ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური;

წარმომადგენელი - თ----- კ-----–---ი;

 

მესამე პირი - ზ---– ი-------ე;

 

დავის საგანი - ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

2.2. მესამე პირმა - ზ---– ი-------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნ---- ჭ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N1-------- დადგენილებით გ------- ღ-–-----ს გამოეყო №-- მიწის ნაკვეთი კ-----ის ტერიტორიაზე. აღნიშნულის საფუძველზე 1998 წელს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №--- აქტი, რომლის თანახმადაც გ------- ღ-–-----ს გადაეცა 0.944 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მდებარე: გ---------ი, კ-----ის ტერიტორიაზე, ნაკვეთის №--. მიღება-ჩაბარების აქტზე აღნიშნულია მომიჯნავე ნაკვეთები ჩრდილოეთით - გზა, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - ნაკვეთი №--, დასავლეთით - თავისუფალი ზონა, ასევე მითითებულია, რომ გადაცემული მიწის ნაკვეთის სიგრძე არის 39.9, სიგანე - 38 და საერთო ფართობი 0.944 კვ.მ; აქტი ხელმოწერილია კომისიის წევრების მიერ და დამოწმებულია ბეჭდით (I ტ. ს.ფ. 13-15).

 

2006 წლის 21 ივნისს გ-------ნის რაიონის დაბა კ------ის საკრებულომ გ------- ღ-–-----ზე გასცა №--- ცნობა მასზედ, რომ მას 1998 წლიდან გ-------ნის რაიონის სოფელ კ-----ში საკუთრებაში ერიცხებოდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 0.944 კვ.მ.

 

2006 წლის 6 ივლისს გ------- ღ-–-----მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს და ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამონაწერის გაცემა. 2006 წლის 6 ივლისს, დაბა კ--------ში მდებარე დაუზუსტებელ 0.944 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო ზონა - გ---------ი, კოდი---, სექტორი კ--------ი კოდი---, ნაკვეთის №---), დარეგისტრირდა გ------- ღ-–-----ის საკუთრების უფლება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ.196-202).

 

4.2. 2006 წლის 14 ივლისს ზ---– ი-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს და ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე გ------- ღ-–-----თან დადებული 2006 წლის 7 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №------, ნოტარიუსი: ქ------- ძ-–-----–---–ი) მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2006 წლის 19 ივლისს ზ---– ი-------ის სარეგისტრაციო განაცხადი დაკმაყოფილდა და 2006 წლის 7 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №------, ნოტარიუსი: ქ------- ძ-–-----–---–ი) უძრავ ქონებაზე - გ-------ნის რაიონი, კ------ის საკრებულო, სოფელ კ-----ში მდებარე 944,00 კვ.მ. (დაუზუსტებელი) ფართობის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ზ---– ი-------ის საკუთრების უფლება (I ტ. ს.ფ. 212; 203-211);

 

4.3. 2009 წლის 17 აგვისტოს ზ---– ი-------ემ კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის №------------) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ელექტრონული ვერსიის საფუძველზე მოითხოვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, დაბა კ--------ი, სოფელი კ-----ი [ზონა: გ---------ი, სექტორი: კ--------ი]) დაზუსტებული სახით რეგისტრაცია. (I ტ. ს.ფ. 213-221).

 

4.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილებით, ზ---– ი-------ის 2009 წლის 17 აგვისტოს განცხადება დაკმაყოფილდა. გაიცა საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ზ---– ი-------ის საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, დაბა კ--------ი, სოფელი კ-----ი, შემდეგი მახასიათებლებით: ზონა - გ---------ი---; სექტორი - კ--------ი---; კვარტალი ----, ნაკვეთი - 487; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 944,0 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №8-----------) (ტ.1, ს.ფ.222-224).

 

4.5. დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №1-------- დადგენილებით, კ----–-- ჭ-----ეს კ-----ის ტერიტორიაზე გამოეყო №-- მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის საფუძველზე 1998 წელს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №--- აქტი, რომლის თანახმად, კ----–-- ჭ-----ეს გადაეცა 0.910 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მდებარე გ---------ი, კ-----ის ტერიტორიაზე, ნაკვეთი №--. მიღება - ჩაბარების აქტზე აღნიშნულია მომიჯნავე ნაკვეთები ჩრდილოეთით - გზა, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - თავისუფალი ზოლი, დასავლეთით ნაკვეთი - №--, ასევე მითითებულია, რომ გადაცემული მიწის ნაკვეთის სიგრძე არის 32.5, სიგანე - 28 და საერთო ფართობი 0.910 კვ.მ.; აქტი ხელმოწერილია კომისიის წევრების მიერ და დამოწმებულია ბეჭდით (I ტ. ს.ფ. 186-192).

 

2002 წლის 8 აპრილს კ----–-- ჭ-----ემ განცხადებით მიმართა გ-------ნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს) და ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2002 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრში, №--- მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, დაბა კ--------ში მდებარე დაუზუსტებელ 0.910.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო ზონა - გ---------ი, კოდი---, სექტორი კ--------ი კოდი---, ნაკვეთის №---), დარეგისტრირდა კ----–-- ჭ-----ის საკუთრების უფლება და გაიცა სარეგისტრაციო მოწმობა (I ტ. ს.ფ. 167-168).

 

4.6. 2005 წლის 21 ოქტომბერს კ----–-- ჭ-----ის სახელზე რეგისტრირებული გ-------ნის რაიონი, კ------ის საკრებულო, დაბა კ--------ში მდებარე 910,00 კვ.მ. ფართობის ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთზე, 2005 წლის 13 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №-----; ნოტარიუსი: გ------ ზ---–-–---–ი), დარეგისტრირდა თ--–---- ჭ-----ის საკუთრების უფლება. 2006 წლის 22 ნოემბერს გ-------ნის რაიონი, კ------ის საკრებულო, დაბა კ--------ში მდებარე 910,00 კვ.მ. ფართობის აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2006 წლის 18 ნოემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის №------; ნოტარიუსი: ე-–---- შ----–--ლი), დარეგისტრირდა თ---------- ჭ-----ის საკუთრების უფლება. 2006 წლის 14 დეკემბერს კი, გ-------ნის რაიონი, კ------ის საკრებულო, დაბა კ--------ში მდებარე 910,00 კვ.მ. ფართობის აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2006 წლის 4 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №------, ნოტარიუსი: ე-–---- შ----–--ლი) დარეგისტრირდა ნ---- ჭ-----ის საკუთრების უფლება (I ტ. ს.ფ.137-158; 172-181).

 

4.7. 2012 წლის 3 ოქტომბერს ნ---- ჭ-----ემ განცხადებით (რეგისტრაციის №------------) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ელ. ვერსიის საფუძველზე მოითხოვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება (ქ. თბილისი, დაბა კ--------ი, სოფელი კ-----ი [ზონა: გ---------ი, სექტორი: კ--------ი]).

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 28 დეკემბრის №-------------07 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასატრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასატრო აზომვითი ნახაზი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 მაისის №-------------08 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინფორმაციის) წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (I ტ. ს.ფ.225-245).

 

4.8. 2013 წლის 3 ივლისს ნ---- ჭ-----ემ განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაზუსტება ზემოაღნიშნული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 9 ივლისის N--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებს. შესაბამისად, დამატებით წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი. გარდა ამისა, მითითებული იქნა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით უძრავი ქონება ხვდებოდა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული), შესაბამისად, რეგისტრაციის წარმოებისთვის დამატებით წარსადგენი იყო რეგისტრაციისთვის მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინფორმაცია) წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (I ტ., ს.ფ. 249-355).

 

4.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მარტის №--------- დასკვნით, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენლის ინიციატივით დაინიშნა, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად განისაზღვრა, რომ დაკვალვის გენ. გეგმაზე ასახული №-- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც №--- მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა კ----–-- ჭ-----ეს, ძირითადად შეესაბამებოდა შპს „ე--------“-ს მიერ მომზადებულ საკადასტრო ნახაზზე ასახულ ნაკვეთის ადგილმდებარეობას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფარავდა №------------ საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს.

 

4.10. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დანიშნული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2015 წლის 9 თებერვლის ექსპერტიზის №--------- დასკვნაში მითითებულია, რომ №--- მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით, გ------- ღ-–-----ზე გაცემული №-- მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და გვერდების ზომები ძირითადად შეესაბამება ზ---– ი-------ის მიერ უძრავი ნივთის დაზუსტების მიზნით N------------ განაცხადზე დართულ აზომვით ნახაზზე ასახულ უძრავი ნივთის კონფიგურაციას და გვერდების ზომებს. ამასთან, მითითებულ იქნა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სიტუაციური ნახაზი არ იყო შესრულებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინათა სისტემაში და არ იყო საკმარისი ორიენტირები აღნიშნულ ნახაზზე, ვერ მოხერხდა მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგინა. ამავე დასკვნის თანახმად, 2006 წლის 6 ივლისის საკადასტრო რუკის მიხედვით, გ------- ღ-–-----ზე დარეგისტრირებული №-- მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და გვერდების ზომები ძირითადად შეესაბამება ზ---– ი-------ის მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონულ ვერსიას. ამასთან, მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის სიტუაციური ნახაზი არ იყო შესრულებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და არ იყო საკმარისი ორიენტირები აღნიშნულ ნახაზზე, ვერ მოხერხდა მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა. დასკვნაში ასევე მითითებული იქნა, რომ გ------- ღ-–-----ის სახელზე 2006 წლის 6 ივლისის საკადასტრო რუკით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა საკადასტრო რუკის სიტუაციური ნახაზის მიხედვით ვერ მოხერხდა მისი შესადარებელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 17.11.2006წ. თ--–---- ჭ-----ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ განმარტა, რომ ნ---- ჭ-----ეს სადავო მიწის ნაკვეთი, მართალია დაუზუსტებელი სახით, მაგრამ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. უძრავი ქონება ასევე რეგისტრირებული აქვს, თუმცა დაზუსტებული სახით, ზ---– ი-------ეს. ამდენად, რეგისტრაციის უტყუარობის პრეზუმფცია არსებობს თითოეული მათგანის მიმართ, რაც სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს ავალდებულებს, დავის საგნის გათვალისწინებით შეამოწმოს, რეგისტრირებული მონაცემებიდან რომელ მათგანს აქვს უპერატესი იურიდიული ძალა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზ---– ი-------ის მიერ საჯარო რეესტრისადმი განცხადებით მიმართვის დროს (2009 წლის 17 აგვისტო) არ არსებობდა ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც მის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. სასამართლომ ასევე საყურადღებოდ მიიჩნია საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა პირველადი და შემდგომი რეგისტრაციების შესაბამისობა. კერძოდ, აღნიშნული დასკვნით განისაზღვრა, რომ ზ---– ი-------ის მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონულ ვერსია შეესაბამებოდა გ------- ღ-–-----ზე დარეგისტრირებული №-- მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და გვერდების ზომებს. შესაბამისად, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ მესამე პირზე განხორციელებული რეგისტრაციის უსწორობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ №8----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების მომენტებისათვის, რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები შესაბამისობაში იყო კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.

 

6. ნ---- ჭ-----ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

6.1. ნ---- ჭ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ დაკვალვის გენგეგმაზე ასახული N-- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც N--- მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა კ----–-- ჭ-----ეს, ძირითადად შეესაბამება შპს „ ე---------ს მიერ მომზადებულ საკადასტრო ნახაზზე ასახულ ნაკვეთის ადგილმდებარეობას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფარავს N8----------- საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო მცირე ნაწილი ფარავს N8----------- საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს დაეყრდნო 2015 წლის 09 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ N-- მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და გვერდების ზომები ძირითადად შეესაბამება ზ---– ი-------ის მიწის ნაკვეთს. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ესპერტიზის დასკვნით ვერ იქნა პასუხი გაცემული სასამართლოში მიმდინარე დავის საგანზე, რამდენადაც ექსპერტის მიერ პასუხი გაცემულ იქნა კითხვაზე - შეესაბამება თუ არა კონფიგურაცია და გვერდების ზომები ერთმანეთს. ამდენად, ექსპერტს არ უმსჯელია N-- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეესაბამება თუ არა მის რეგისტრაციას. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს იმ მითითებას, რომ დავის საგნის გათვალისწინებით მან უნდა შეამოწმოს, რეგისტრირებული მონაცემებიდან რომელ მათგანს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, საუბარია მოსარჩელისა და მესამე პირის რეგისტრირებულ მონაცემებზე. აპელანტის განმარტებით, უნდა გაირკვეს სად მდებარეობს თითოეული მათგანი რეალურად.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2. პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ხოლო მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

პალატას საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ №8----------- მიწის ნაკვეთთან მიმართებაში 2012 წლის 3 ოქტომბერს ნ---- ჭ-----ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაზუსტება ზემოაღნიშნული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მიზეზი გახდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირებული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან და მიწის ნაკვეთის საზღვრების შეჭრა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N1-------- დადგენილებით გ------- ღ-–-----ს გამოეყო №-- მიწის ნაკვეთი კ-----ის ტერიტორიაზე. აღნიშნულის საფუძველზე 1998 წელს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №--- აქტი, რომლის თანახმადაც გ------- ღ-–-----ს გადაეცა 0.944 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მდებარე: გ---------ი, კ-----ის ტერიტორიაზე, ნაკვეთის №--. მიღება - ჩაბარების აქტზე აღნიშნულია მომიჯნავე ნაკვეთები ჩრდილოეთით - გზა, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - ნაკვეთი №--, დასავლეთით - თავისუფალი ზონა, ასევე მითითებულია, რომ გადაცემული მიწის ნაკვეთის სიგრძე არის 39.9, სიგანე - 38 და საერთო ფართობი 0.944 კვ.მ; აქტი ხელმოწერილია კომისიის წევრების მიერ და დამოწმებულია ბეჭდით. 2006 წლის 21 ივნისს გ-------ნის რაიონის დაბა კ------ის საკრებულომ გ------- ღ-–-----ზე გასცა №--- ცნობა მასზედ, რომ მას 1998 წლიდან გ-------ნის რაიონის სოფელ კ-----ში საკუთრებაში ერიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 0.944 კვ.მ. 2006 წლის 6 ივლისს გ------- ღ-–-----მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს და ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამონაწერის გაცემა მოითხოვა. 2006 წლის 6 ივლისს, დაბა კ--------ში მდებარე დაუზუსტებელ 0.944 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო ზონა - გ---------ი, კოდი 81, სექტორი კ--------ი კოდი 01, ნაკვეთის №---), დარეგისტრირდა გ------- ღ-–-----ის საკუთრების უფლება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ 2006 წლის 14 ივლისს ზ---– ი-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს და ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე გ------- ღ-–-----თან დადებული 2006 წლის 7 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2006 წლის 19 ივლისს ზ---– ი-------ის სარეგისტრაციო განაცხადი დაკმაყოფილდა და 2006 წლის 7 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე - გ-------ნის რაიონი, კ------ის საკრებულო, სოფელ კ-----ში მდებარე 944,00 კვ.მ. (დაუზუსტებელი) ფართობის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ზ---– ი-------ის საკუთრების უფლება.

 

დადგენილია რომ 2009 წლის 17 აგვისტოს ზ---– ი-------ემ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ელექტრონული ვერსიის საფუძველზე, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, დაბა კ--------ი, სოფელი კ-----ი [ზონა: გ---------ი, სექტორი: კ--------ი]) მოითხოვა დაზუსტებული რეგისტრაცია. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილებით, ზ---– ი-------ის 2009 წლის 17 აგვისტოს განცხადება დაკმაყოფილდა. გაიცა საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ზ---– ი-------ის საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, დაბა კ--------ი, სოფელი კ-----ი, შემდეგი მახასიათებლებით: ზონა - გ---------ი---; სექტორი - კ--------ი---; კვარტალი ----, ნაკვეთი - 487; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 944,0 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------, (საკადასტრო კოდი №8-----------).

 

პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ნ---- ჭ-----ეს სადავო მიწის ნაკვეთი, მართალია, დაუზუსტებელი სახით, მაგრამ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. უძრავი ქონება ასევე რეგისტრირებული აქვს, თუმცა დაზუსტებული სახით, ზ---– ი-------ეს. ამდენად, რეგისტრაციის უტყუარობის პრეზუმფცია არსებობს თითოეული მათგანის მიმართ, რაც სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს ავალდებულებს, დავის საგნის გათვალისწინებით შეამოწმოს, რეგისტრირებული მონაცემებიდან რომელ მათგანს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ №8----------- საკადასტრო კოდის მქონე №-- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 6 ივლისს, ხოლო 2009 წლის 21 აგვისტოს (2009 წლის 17 აგვისტის №------------ სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე), სადავო გადაწყვეტილებით ხსენებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა ზ---– ი-------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული სახით - WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2015 წლის 9 თებერვლის ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2006 წლის 6 ივლისის საკადასტრო რუკის მიხედვით, გ------- ღ-–-----ზე დარეგისტრირებული №-- მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და გვერდების ზომები ძირითადად შეესაბამება ზ---– ი-------ის მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონულ ვერსიას.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზ---– ი-------ის მიერ საჯარო რეესტრისადმი განცხადებით მიმართვის დროს (2009 წლის 17 აგვისტო) არ არსებობდა ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც მის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. საყურადღებოა ასევე საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა პირველადი და შემდგომი რეგისტრაციების შესაბამისობა. კერძოდ, აღნიშნული დასკვნით განისაზღვრა, რომ ზ---– ი-------ის მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონულ ვერსია შეესაბამებოდა გ------- ღ-–-----ზე დარეგისტრირებული №-- მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და გვერდების ზომებს. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ მესამე პირზე განხორციელებული რეგისტრაციის უსწორობა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურმა კანონიერად მოახდინა 2009 წლის 21 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილებით ზ---– ი-------ის საკუთრების უფლების დაზუსტებული რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ სადავო მიწის ნაკვეთზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება -მოვალეობებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ---- ჭ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -