განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118002449821
საქმე №2/ბ-813-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ა-----------------------------------–----------------------------------ს სამინისტრო
წარმომადგენელი: ზ----- მ--------
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ე---------ი''
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინება
გამოარკვია:
2018 წლის 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ა--------------------------–--------------------------------------------------, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ე---------ი'' და პრივატიზაციის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, 105 106.4 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ, იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს ,,ე---------ი''-ს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო ანგარიშ(ებ)ს/ფულად სახსრებს დავის საგნის ღირებულების-105106,4 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ქ.ბ------–------------------------------------------–------------------------------------–-------------------------------ში მდებარე, 3047 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №0-----------) გამოცხადდა განმეორებითი პირობებიანი ელექტრონული აუქციონი;
საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა 1 138 000 ლარის ოდენობით;
სამინისტროს, 2016 წლის 18 აგვისტოს N-------- ბრძანებით, აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა იურიდიული პირი-შპს ,,ლ--------------------------'' და უძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 1 160 800 ლარის ოდენობით;
2016 წლის 07 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ლ--------------------------i''-ს ჩაენაცვლა შპს ,,ე---------ი“;
საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება, მყიდველის მიერ შესრულდა დაგვიანებით, კერძოდ, დარჩენილი საპრივატიზებო საფასური 466 400 ლარი, სრულად დაფარული იქნა 2018 წლის 06 მარტს, რის გამოც მყიდველს დაერიცხა პირგასამტეხლო 72 602 ლარის ოდენობით;
გარდა ამისა, სამინისტროს 2017 წლის 07 მარტის N------- ბრძანებით, შპს ,,ე---------ი“ გათვისუფლდა 23.08.2016 წლის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმებისაგან იმ პირობით, თუ ყველა ვალდებულებას შეასრულებდა, თუმცა ეს პირობაც შესრულებული არ ყოფილა, რის გამოც მოპასუხეს ასევე ეკისრებამ პირობითად განთავისუფლებული პირგასამტეხლო -32 504,4 ლარი.
ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო სრული ოდენობით-105 106,4 ლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს, გარდა ელექტრონული აუქციონის შედეგად შეძენილი ქონებისა, სხვა ქონება არ გააჩნია. შესაბამისად, მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით არის შესაძლებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაძნელდება მისი აღსრულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით, ა---------------------------------–----------------------------------------------- განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
მოპასუხე შპს ,,ე---------ი''-ს აეკრძალა, მისი კუთვნილი ქონების, მდებარე, ქ. ბათუმი, ჟ----–--–----------------------- ს/კ №0-----------.0--------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
ა---------------------------------–----------------------------------------------- უარი ეთქვა შპს ,,ე---------ი''-ს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას.
მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ, ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მოვალის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
მოსარჩელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მან მოიძია და ვერ მოიპოვა ინფორმაცია მოპასუხე შპს ,,ე---------ი''-ს საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე, თუნდაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მოძრავი ქონების შესახებ. მიუხედავად ამისა, მოითხოვს მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.
სასამართლოს შეფასებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი ბუნება და მისი გამოყენების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მისი გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია არგუმენტირებული და დასაბუთებული გარემოებების გადმოცემით, რომელიც იმავდროული რეაგირების აუცილებლობაზე მიუთითებს და მიზნად ისახავს დავის საგნის დაცვას, რომლის აღსრულება დაკავშირებულია სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში.
ამგვავარად, მხოლოდ მითითება იმაზე, რომ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მხარეს საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება, არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფუძველს, მით უმეტეს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება არის უკიდურესი სახის ღონისძიება, რომლის გამოყენებისათვის აუცილებელია მაღალი ხარისხის დონეზე დასაბუთდეს მისი აუცილებლობა.
აღნიშნულ გარემოებათა მიუთითებლობა, სასამართლოს არ უქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ უზრუნველყოფის ამ ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტის ან ფიზიკური პირის ანგარიშებზე ყადაღის დადება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, როდესაც გამოირიცხება სარჩელის სხვაგვარი უზრუნველყოფა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი, რომ შეუძლებელი არ გახდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, მიღწეული იქნება იმითაც, რომ მოპასუხეს აეკრძალება, მის საკუთრებაში არსებული, ზემოთ აღნიშნული ქონების (ქ. ბათუმი, ჟ----–--–----------------------- ს/კ №0-----------.---------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა და სწორედ ამ სახით უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა აჭარის ა--------------------------–--------------------------------------------------, მისი გაუქმება და მის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნლებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას, კერძოდ, იმსჯელა ისეთი ღონისძიების გამოყენებაზე, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
მართალია, მოპასუხეს საკუთრებაში არ გააჩნია რაიმე სახის უძრავი ქონება, გარდა სამინისტროს მიერ გადაცემული პირობადადებული საკუთრებისა, თუმცა შეუძლებელია სასამართლომ ამ ქონებაზე გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფა, ვინაიდან საქმეზე თანდართული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.3 და 4.4 პუნქტების თანახმად, როცა მყიდველი არ შეასრულებს ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, არ გადაიხდის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის შეთანხმებულ პირგასამტეხლოს, გაუქმდება ხელშეკრულება და ქონება დაბრუნდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო მყიდველს არ აუნაზღაუდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მოცემული დავის მიმდინარეობისას, სასარჩელო განცხადების მიღებიდან ან/და სასამართლო დავის პროცესში, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მოპასუხე შეეცდება მოხსნას მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებიდან და თავი აარიდოს თანხების გადახდას, რაც გააძნლებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი განჩინებით სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ
შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ა--------------------------–--------------------------------------------------, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ე---------ი'' და პრივატიზაციის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, 105 106.4 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს ,,ე---------ი''-ს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო ანგარიშ(ებ)ს/ფულად სახსრებს დავის საგნის ღირებულების-105106,4 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით, ა---------------------------------–----------------------------------------------- განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
მოპასუხე შპს ,,ე---------ი''-ს აეკრძალა, მისი კუთვნილი ქონების, მდებარე, ქ. ბათუმი, ჟ----–--–----------------------- ს/კ №0-----------.0--------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
ა---------------------------------–----------------------------------------------- უარი ეთქვა შპს ,,ე---------ი''-ს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა---------------------------------–-------------------------------------------------, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393.3-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფასაც მოითხოვდა მოსარჩელე, არის, პრივატიზაციის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 105 106.4 ლარის დაკისრება, ხოლო უზრუნველსაყოფის მოთხოვნილ ღონისძიებას წარმოადგენდა, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, თუმცა სასამართლომ იმსჯელა უზრუნველყოფის სხვა საგანზე და გამოიყენა ისეთი სახის ღონისძიება, რაზედაც მხარეს შუამდგომლობა დაყენებული არ ჰქონია, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე, 191.1-ე, 198.1 და 248-ე მუხლების მოთხოვნებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 393.3 მუხლის თანახმად, ა-----------------------------------–----------------------------------ს სამინისტროს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება განცხადებას (შუამდგომლობას), სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სსკ-ის 191.1-ე და 386-ე მუხლების შესაბამისად, პალატას ნაწილობრივ საფუძვლიანად მიაჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.
ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფასაც მოითხოვს მოსარჩელე არის პრივატიზაციის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 105 106.4 ლარის დაკისრება, პალატის მოსაზრებით, ასეთ მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლები) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.
შესაბამისად, თუკი დაკმაყოფილდება ა---------------------------------–----------------------------------------------- სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან მისი აღსრულების დროისათვის მოპასუხეს საბანკო ანგარიშზე თანხა ან სხვა ქონება არ ექნება, შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს, მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
ამდენად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია.
პალატა იმავდროულად განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეთა ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს. ერთი მხრივ, მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მხედველობაში იღებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, ქონების განკარგვა (იქნება ეს უძრავი ქონების გასხვისება, თუ თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან).
მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მოპასუხეს, გარდა პრივატიზაციის ხელეშეკრულებით პირობადადებული საკუთრების სახით გადაცემული უძრავი ქონებისა, სხვა ქონება საკუთრებაში არ ერიცხება, შესაბამისად, პალატა ეთანხმება საჩივრის ავტორის (იმავდროულად მოსარჩელე, განმცხადებელი) მითითებას, რომ ვინაიდან, მოპასუხეს სხვა ქონება არ გააჩნია, შესაძლოა, საკუთარი შეხედულებით განკარგოს მის ანგარიშზე არსებული თანხა ისე, რომ საფრთხე შეექმნას სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული კი, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ანგარიშებზე ყადაღის დადების წინაპირობაა.
მიუხედავად ამ მსჯელობისა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის იურიდიული პირი შემოსავალს, ჩვეულებრივ, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით იღებს, ამასთან წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით სარჩელის ფასი განსაზღვრულია 105 106.4 ლარი, თუკი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა 105 106.4 ლარს არ აღემატება, ასეთ ვითარებაში, ანგარიშებზე ყადაღის დადებამ, შეიძლება მოპასუხე დატოვოს შემოსავლის გარეშე, ეს კი დაუშვებელია.
შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოპასუხეს სავარაუდოდ მიღებული ან მისაღები შემოსავლის ნაწილი მაინც დარჩეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ა-----------------------------------–----------------------------------ს სამინისტროს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხე, შპს ,,ე-----------“ (ს/ნ 4--------) კუთვნილ, 5000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 105 106.4 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----------------------------------–----------------------------------ს სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინება;
3. ა-----------------------------------–----------------------------------ს სამინისტროს განცხადება (შუამდგომლობა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს ,,ე-----------“ (ს/ნ 4--------) კუთვნილ, 5000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 105 106.4 ლარის ფარგლებში, ოღონდ, ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა;
5. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე