განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
090210118002549029
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0902-0118002549029

საქმე №2/ბ-811-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

1- სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): შ-- ,,რ-----– ხ---------“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): შ-- ,,ო------ + ხ---------“

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 18 ივლისს, შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ წარმომადგენლებმა სარჩელით მიმართეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელეს შ-- ,,ო------ + ხ---------“ და მოპასუხეზე 27 300 ლარის დაკისრება მოითხოვეს.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს (მათ შორის განკარგვა, გასხვისება, დაგირავება) მოპასუხის, შ-- ,,ო------ + ხ---------ს’’ საკუთრებაში არსებულ 2-2602 ლიტრ ღვინომასალას/სითხეს, რომელიც განთავსებულია ქ.ა-------–-----------------------------ში, შ-- ,,რ-----– ხ---------ს’’ (სახელის ცვლილებამდე შ-- ,,ო------ ხ---------“) ტერიტორიაზე (საკადატრო კოდი 8-----------), შ-- ,,რ-----– ხ---------ს’’ რეზერვუარებში.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, 2008 წელს, შ-- ,,ო------ ხ---------მ’’ (იგივე, შ-- ,,რ-----– ხ---------“) დააფუძნა შვილობილი საწარმო შ-- ,,ო------ + ხ---------’’(ს/კ 2--------), სადაც 2008 წლის 10 მარტს, კაპიტალშენატანი განხორციელდა ღვინომასალით (სითხის სახით), რაც დღემდე განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ამბროლაური, კო------------------ ს/კ 8-----------), მოსარჩელის რეზერვუარებში და არაერთი წერილობითი, თუ ზეპირი მოთხოვნის მიუხედავად, რომ კომპანიას მოეხდინა თავისი კუთვნილი სითხის მოსარჩელის ფართიდან გატანა და ამავე დროს, გადაეხადა წლების მანძილზე ფართით სარგებლობისათვის დადგენილი საიჯარო ქირა, მოპასუხის მხრიდან, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

2015 წლის 29 ივლისს, ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, მოსარჩელის ფართით სარგებლობისათვის განსაზღვრული საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, რაც შეადგენს ყოველწლიურად 91-- ლარს.

ვინაიდან, მოსარჩელე, საკუთარი მიზნებისათვის ვერ იყენებს კუთვნილ ფართს და ცისტერნებს, შეზღუდული აქვს ამ ფართის იჯარით გაცემის უფლება, ასევე ფართი გასარემონტებელია, რაც შეუძლებელია ზემოაღნიშნული მიზეზის გამო და ქმნის რეალური უსაფრთხოებისა და ჩამონგრევის რისკს, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელის ქონების ხარჯზე უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, გადაიხადოს ბოლო 3 წლისათვის იჯარის თანხა – 27 300 (91-- X 3) ლარი.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით, შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ წარმომადგენლების შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-1-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა:

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

განცხადება შეიცავდა, მხოლოდ განმცხადებლის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი ასეთი განჩინების გამოტანა, მაგრამ წარმოდგენილი არ იყო იმის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ არსებობდა საშიშროება არსებული მდგომარეობის შეცვლისა, ან აღსრულების გართულებისა, რაც უმთავრესი პირობაა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მისაღებად.

შესაბამისად, არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ წარმომადგენელმა/დირექტორმა, მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ღვინომასალა/სითხე 2008 წლიდან-დღემდე, განთავსებულია მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად არაერთი წერილობითი თუ ზეპირი თხოვნისა, მათი კუთვნილი ტერიტორიიდან გაეტანათ სითხე და გადაეხადათ გატანის მომენტამდე ფართით სარგებლობისათვის ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, ყოველთვიურად 9 1-- ლარის ოდენობით, მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ვინაიდან, სარჩელის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან და დროსთან, რა პერიოდშიც მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს და უფლებრივად დატვირთოს აღნიშნული ქონება. ორივე შესაძლო შემთხვევაში, მოსარჩელეს ერთი მხრივ წაერთმევა უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მოვალის კუთვნილი ქონებიდან და მეორე მხრივ, შესაძლოა ქონების ღირებულება იმდენად შემცირდეს, რომ კრედიტორისთვის შეუძლებელი გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილება.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე წლებია აღარ ფუნქციონირებს და თავისივე განმარტებით არ გააჩნია არანაირი ქონება, ამასთან, უცნობია, შუამდგომლობაში მითითებული ღვინის გარდა, სხვა აქტივის თაობაზე, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მოპასუხემ გაასხვისოს ღვინომასალა/სითხე და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვერ მოხდეს მოსარჩელისათვის რეალური სამართლებრივი შედეგის დადგომა.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობამ, შესაძლოა შეუძლებელი გახადოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-71 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 38--ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივლისს, შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ წარმომადგენლებმა სარჩელით მიმართეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელეს შ-- ,,ო------ + ხ---------“ და მოპასუხეზე 27 300 ლარის დაკისრება მოითხოვეს.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს (მათ შორის განკარგვა, გასხვისება, დაგირავება) მოპასუხის, შ-- ,,ო------ + ხ---------ს’’ საკუთრებაში არსებულ 2-2602 ლიტრ ღვინომასალას/სითხეს, რომელიც განთავსებულია ქ.ა-------–-----------------------------ში, შ-- ,,რ-----– ხ---------ს’’ (სახელის ცვლილებამდე შ-- ,,ო------ ხ---------“) ტერიტორიაზე (საკადატრო კოდი 8-----------), შ-- ,,რ-----– ხ---------ს’’ კუთვნილ რეზერვუარებში.

დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით, შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ წარმომადგენლების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ წარმომადგენელმა/დირექტორმა, მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).

ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-8.2.”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სასარჩელო მოთხოვნაა, მოსარჩელეს ქონების სარგებლობით გამოწვეული ზიანის - 27 300 ლარის ანაზღაურება, ამასთან მოპასუხის ქონება-2-2602 ლიტრი ღვინომასალა/სითხე, რომელზედაც ყადაღის დადებასაც ითხოვს მოსარჩელე, მოთავსებულია შ-- ,,რ-----– ხ---------ს’’ (სახელის ცვლილებამდე შ-- ,,ო------ ხ---------“) ტერიტორიაზე ქ.ა-------–----------------------------, საკადატრო კოდი 8----------- მდებარე, მოსარჩელის კუთვნილ რეზერვუარებში.

ვინაიდან, უზრუნველყოფის საგანი, რომლის დაყადაღებასაც ითხოვს მოსარჩელე, მისსავე ტერიტორიაზე, მის საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებშია განთავსებული, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება მოსარჩელეს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იმ მოძრავი ქონების გამოყენებით, რომლის მფლობელობაზეც მოსარჩელეს ხელი მიუწვდება.

ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დასაბუთებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38--ე მუხლის შესაბამისად, შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41--ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-- ,,რ-----– ხ---------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე