განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002344707
საქმე №3ბ/1849-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ---- ს------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ----- მ------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–----- შ------ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 1 მარტის №---------------- წერილობითი მიმართვა დ----- მ------ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (წარდგინება) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, რომლითაც დ----- მ------ის წელთა ნამსახურობა დაანგარიშდება და განისაზღვრება 22 წლით, 9 თვით და 26 დღით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
დ----- მ------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–----- შ------ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 1 მარტის №---------------- წერილობითი მიმართვა დ----- მ------ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ----- მ------ესთან მიმართებაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მოსარჩელე დ----- მ------ე, 1978 წლის აგვისტოდან, 1979 წლის აგვისტომდე სწავლობდა ჭ------ ბ------–---ის სახელობის პროფტექნიკურ სასწავლებელში, ხოლო 1979 წლის აგვისტოდან, 1984 წლის მაისამდე სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო შრომის წითელი დროშის ო----------- სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
1984 წლის ოქტომბრიდან, 1986 წლის ივნისამდე, მოსარჩელე დ----- მ------ემ გაიარა სამხედრო სამსახური.
1994 წლის 22 ოქტომბრიდან, მოსარჩელე დ----- მ------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის მე-- ასეულის, მე-- ოცეულის მეთაურის მ--------–--- დაინიშნა, ხოლო 1995 წლის 1 თებერვალს მივლინებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- მე-- ოპერატიულ ბრიგადაში.
1997 წლის 6 მარტს, მოსარჩელე დ----- მ------ე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯარებიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 1997 წლის 28 მარტს იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- სასჯელთა აღსრულების დაწესებულების დაცვის ბატალიონის (ა----–-) მეთაურად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე დ----- მ------ე ჩაირიცხა უკრაინის სამხედრო ძალების აკადემიაში დაუსწრებელ ფაკულტეტზე.
1998 წლის 10 მარტიდან, 1999 წლის 1 სექტემბრამდე, მოსარჩელე დ----- მ------ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- სასჯელთა აღსრულების დაწესებულების დაცვის მე-- ბატალიონის მეთაურად, ხოლო 1999 წლის 1 სექტემბრიდან იგი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- შ------ უ-------ის მოვალეობის შემსრულებლად და 2000 წლის 25 აგვისტოდან მეთაურად.
2003 წლის 22 აპრილიდან, მოსარჩელე დ----- მ------ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- ს------–-- მ--------–---, ხოლო 2004 წლის 11 ივნისს იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უ------- ინსპექტორად.
მოსარჩელე დ----- მ------ე, 2004 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციაში ინსპექტორის თანამდებობაზე, საიდანაც იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2006 წლის 6 აპრილს.
მოსარჩელე დ----- მ------ე 1992 წლის 14 ივლისიდან, 1992 წლის 11 სექტემბრამდე მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონში, 1992 წლის 15 სექტემბრიდან 1992 წლის 2 ოქტომბრამდე, აფხაზეთის რეგიონში, გ------ლ----–---ში, ხოლო 1993 წლის 2 თებერვლიდან 1993 წლის 22 მარტამდე ო--------ში, ლ-----ში. (ს.ფ. 19---); (ს.ფ. 14-18);
4.2. მოსარჩელე დ----- მ------ემ 2018 წლის 29 იანვარს, განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი ნამსახურობის წლების დაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–----- შ------ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 1 მარტის წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა და მას განემარტა, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი და სასწავლებელში სწავლის პერიოდი მას იმ შემთხვევაში ჩაეთვლებოდა საერთო ნამსახურობის წლებში, თუ მისი ნამსახურობის წლები იქნებოდა 20 ან 20 წელზე მეტი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მისი ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 15 წელს, 5 თვესა და 23 დღეს. (ს.ფ. 39-40); (ს.ფ 41-42);
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯ-------, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-- პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო , სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი . 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩათვლის დისკრეციული უფლებამოსილება კანონით მინიჭებული აქვს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ მისი ჩათვლა, მითითებული ნორმით დაკავშირებული არ არის პირის მიერ 20 და 20 წელზე მეტ საერთო ნამსახურობასთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი ან იმთავითვე უნდა გაითვალისწინოს და ასახოს წელთა საერთო ნამსახურობის ანგარიშში ან მის გათვალისწინებაზე უარი უნდა თქვას, რაც კონკრეტულ სამართლებრივ გარემოებას უნდა ეფუძნებოდეს და დასაბუთდეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული პერიოდის წელთა ნამსახურობაში გათვალისწინება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედება მოსარჩელე დ----- მ------ის სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას ან მასზე უარის თქმას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-
განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დ----- მ------ე 1992 წლის 14 ივლისიდან,1992 წლის 11 სექტემბრამდე მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონში, 1992 წლის 15 სექტემბრიდან 1992 წლის 2 ოქტომბრამდე, აფხაზეთის რეგიონში, გ------ლ----–---ში, ხოლო 1993 წლის 2 თებერვლიდან 1993 წლის 22 მარტამდე ო--------ში, ლ-----ში.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე დ----- მ------ეს წელთა საერთო ნამსახურობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ერთი დღე უნდა ჩაეთვალოს შეღავათიანი გაანგარიშებით, კერძოდ ერთი დღე უნდა ჩაეთვალოს სამ დღედ, რადგან მითითებული ნორმები, მისი სხვაგვარად განმარტებისა და გამოყენების წინაპირობებს არ ქმნის და მისი მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, თუ სამხედრო მოსამსახურეს 20 და 20 წელზე მეტი აქვს ნამსახურები, უსაფუძვლოა.
სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ბათილად ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–----- შ------ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 1 მარტის №------------------------------ წერილობითი მიმართვა დ----- მ------ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზემოთ აღნიშნული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებით კანონით დადგენილ ვადაში.
6. თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1.თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მ------ის საერთო წელთა ნამსახურეობაში უნდა ჩაითვალოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი ერთი დღე სამ დღედ. სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ყოველგვარი მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე მიიჩნევს ასეთად, მაშინ როდესაც მოქმედი წესის მიხედვით საშეღავათო პერიოდი მას შემდე ითვლება ნამსახურების საერთო სტაჟში, როცა დაინტერესებულ პირს უკვე მიენიჭება კომპენსაციის მიღების უფლება (აღნიშნული აისახება მხოლოდ კომპენსაციის თანხის ოდენობაზე და არა წლების დაანგარიშებაზე) კერძოდ, „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით საშეღავათო პერიოდი (სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდები და სხვა) იმ შემთხვევაში ჩაითვლება საერთო ნამსახურეობაში თუ მისი ნამსახურეობა იქნება (შეიარაღებულ ძალებში ) 20 და 20- ზე მეტი კალენდარული წელი, რასაც ვერ აკმაყოფილებს მოსარჩელე, უფრო მეტიც სასამართლო თავადვე აღნიშნავს გადაწყვეტილებაში, რომ მოსარჩელე დ----- მ------ის წელთა ნამსახურეობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 15 წელს, 5 თვესა და 23 დღეს.
აპელანტის განმარტებით, სამართლებრივად არასწორია სასამართლოს მსჯელობა სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო თავდაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-- პუნქტთან დაკავშირებითაც. კერძოდ, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურეობაში შეიძლება ჩაეთვალოს სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ), რომელთან დაკავშირებითაც აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს აპელანტის დისკრეციულ უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, გრძელვადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში , საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში. ოფიცრები , მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, გრძელვადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში , შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო - სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უ-------ი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში , ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ -ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში , თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯ-------, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნამსახურობის წელთა გამოანგარიშება ხდება არა სპეციალური წოდების მინიჭებიდან, არამედ პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ----- მ------ე, 1978 წლის აგვისტოდან, 1979 წლის აგვისტომდე სწავლობდა ჭ------ ბ------–---ის სახელობის პროფტექნიკურ სასწავლებელში, ხოლო 1979 წლის აგვისტოდან, 1984 წლის მაისამდე სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო შრომის წითელი დროშის ო----------- სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1984 წლის ოქტომბრიდან, 1986 წლის ივნისამდე, მოსარჩელე დ----- მ------ემ გაიარა სამხედრო სამსახური. 1994 წლის 22 ოქტომბრიდან, დ----- მ------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის მე-- ასეულის, მე-- ოცეულის მეთაურის მ--------–--- დაინიშნა, ხოლო 1995 წლის 1 თებერვალს მივლინებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- მე-- ოპერატიულ ბრიგადაში. 1997 წლის 6 მარტს, მოსარჩელე დ----- მ------ე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯარებიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 1997 წლის 28 მარტს იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- სასჯელთა აღსრულების დაწესებულების დაცვის ბატალიონის (ა----–-) მეთაურად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე დ----- მ------ე ჩაირიცხა უკრაინის სამხედრო ძალების აკადემიაში დაუსწრებელ ფაკულტეტზე. 1998 წლის 10 მარტიდან, 1999 წლის 1 სექტემბრამდე, მოსარჩელე დ----- მ------ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- სასჯელთა აღსრულების დაწესებულების დაცვის მე-- ბატალიონის მეთაურად, ხოლო 1999 წლის 1 სექტემბრიდან იგი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- შ------ უ-------ის მოვალეობის შემსრულებლად და 2000 წლის 25 აგვისტოდან მეთაურად. 2003 წლის 22 აპრილიდან, მოსარჩელე დ----- მ------ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------- ჯ------- ს------–-- მ--------–---, ხოლო 2004 წლის 11 ივნისს იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უ------- ინსპექტორად. მოსარჩელე დ----- მ------ე, 2004 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციაში ინსპექტორის თანამდებობაზე, საიდანაც იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2006 წლის 6 აპრილს.
სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-- პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით, ხოლო აღნიშნული განსაკუთრებული პირობის დეფინიციას გვაძლევს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ნორმები ქმნიან ქცევის იმ ზოგად წესს, რომლიც ადგენს განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშების წესს და სწორედ ზემოაღნიშნულით უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა გადაწყვეტის დროს, რა დროსაც უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის მიერ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი და იმსჯელოს ამ პერიოდის 1 დღის 3 დღედ ჩათვლაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -