განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.08.2018
საქმის ნომერი
080310118002467224
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
21.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310118002467224 (3/ბ-288-2018 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 აგვისტო, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - შ---- ბ------–---–ი, ჯ------ ბ------–---–ი, ლ--–- ბ------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კერძო აღმასრულებელი ნ---- მ----–--ე

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

 

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება

 

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2018 წლის 28 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შ---- ბ------–---–ის, ჯ------ ბ------–---–ისა და ლ--–- ბ------–---–ის წარმომადგენელმა ზ------ წ----–--ემ მოპასუხე კერძო აღმასრულებელ ნ---- მ----–--ის მიმართ და მოითხოვა კერძო აღმასრულებლის დავალდებულება - მიაწოდოს მოსარჩელეებს NA-------- სააღსრულებო საქმის იდენტიფიკატორი და საქმის მასალები, ამასთან მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე NA-------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა შ---- ბ------–---–ის, ჯ------ ბ------–---–ისა და ლ--–- ბ------–---–ის წარმომადგენელმა ზ------ წ----–--ემ (ს.ფ. 39-45).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 55-56), ხოლო 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით შ---- ბ------–---–ის, ჯ------ ბ------–---–ისა და ლ--–- ბ------–---–ის წარმომადგენლის ზ------ წ----–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 61-67).

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შ---- ბ------–---–ის, ჯ------ ბ------–---–ისა და ლ--–- ბ------–---–ის წარმომადგენლის ზ------ წ----–--ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება შემდეგ გარემობათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებდა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სააპელაციო პალატა, საქალაქო სასამართლოს დასაბუთების სრულად გაზიარებით, დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მაშინ, როცა მაღალი ალბათობით არსებობს ვარაუდი სარჩელის დაკმაყოფილებისა. განცხადების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით მსჯელობა სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების თაობაზე, რის შესახებაც მითითებულია სსკ 191-ე მუხლის პირველ ნაწილში. დასაბუთებული ვარაუდი, ამ შემთხვევაში, გულისმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მხოლოდ ეჭვის ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 28 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შ---- ბ------–---–ის, ჯ------ ბ------–---–ისა და ლ--–- ბ------–---–ის წარმომადგენელმა ზ------ წ----–--ემ მოპასუხე კერძო აღმასრულებელ ნ---- მ----–--ის მიმართ და მოითხოვა კერძო აღმასრულებლის დავალდებულება მიაწოდოს მოსარჩელეებს NA-------- სააღსრულებო საქმის იდენტიფიკატორი და საქმის მასალები, ამასთან მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, NA-------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს მოვალეთათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებზე ხელმისაწვდომობის არსებობა და შედეგად თავიანთი უფლებების სრულყოფილად რეალიზების შესაძლებლობა. სააღსრულებო წარმოების მხარეს არ აქვს ინფორმაცია რა საფუძვლით ხდება მათ მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობა, რაც მისცემდა შესაძლებლობას სადაოდ გაეხადათ აღსრულების ქვემდებარე აქტი ან რა ფასად და ვის მიერ იქნა შეფასებული უძრავი ქონებები, რაც ასევე მისცემდა შესაძლებლობას ედავათ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე. მიაჩნიათ, რომ ირღვევა მათი - მოვალეთა უფლებები, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ერთადერთ ღონისძიებად გამოყენებულ უნდა იქნეს NA-------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება, სხვა შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაკარგავს აზრს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასეთ გარემოებებზე კი საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს.

 

სარჩელზე დართული კერძო აღმასრულებლის 2018 წლის 20 აპრილის NA---------004/002 მიმართვით ირკვევა, რომ შ---- ბ------–---–ს, ჯ------ ბ------–---–ს და ლ--–- ბ------–---–ს ეცნობათ, რომ კერძო აღმასრულებლის ნ---- მ----–--ის წარმოებაშია აღსრულების ქვემდებარე აქტი (გამომცემი ორგანო ქუთაისის საქალაქო სასამართლო, სააღსრულებო ფურცელი N2/2957-17, 28.03.2018). სააღსრულებო წარმოების ნომერი - NA--------; კრედიტორები: ს----------–--------ი (2--------) განცხადებისა და ზემოაღნიშნული აქტით: თანხის 24 204.9 აშშ დოლარი და 1 821.03 ლარი, თანხის ამოღების უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებული იქნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ო--–-----ი ს/კ 2-----------, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება შ---- ბ------–---–ის სახელზე და უძრავი ქონება ს/კ 2-----------, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება ჯ------ ბ------–---–ის სახელზე.

 

კერძო აღმასრულებელ ნ---- მ----–--ის 2018 წლის 04 მაისის NA---------005/006 განცხადებით ირკვევა, რომლის მოვალეთა წარმომადგენელ ზ------ წ----–--ეს NA-------- სააღსრულებო საქმეზე ეცნობა იდენტიფიკატორები: (ჯ------ ბ------–---–ი - გადახდის იდენტიფიკატორი 1---------; შ---- ბ------–---–ი - გადახდის იდენტიფიკატორი: 1---------; ლ--–- ბ------–---–ი - გადახდის იდენტიფიკატორი: 1---------).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ეს არის სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთი სახე, რომელიც მიმართულია უშუალოდ მხარის მიერ აღძრულ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ. ამასთან, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს წყვეტს სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისად ითვალისწინებს მოსარჩელის ინტერესს, სასარჩელო მოთხოვნის შინაარსს, იმ გარემოებას თუ რამდენად პერსპექტიულია სარჩელი და არსებობს მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საფრთხე.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ---- ბ------–---–ის, ჯ------ ბ------–---–ის და ლ--–- ბ------–---–ის წარმომადგენლის ზ------ წ----–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე