განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3ბ/1900-17, 330310016001650962 28 მარტი 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - რო------–------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1. რო------–------–---–მა 2016 წლის 9 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2016წ. №2----- გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით რო------–------–---–ის სარჩელი, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ნოემბრის №2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რო-------–------–---–მა 2016 წლის 15 აგვისტოს განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში თე-----–-----------------–-----------–------ეთში მდებარე 1----- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 2---- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 3---- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 2---- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 1----- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 2----- კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. (ტ.I.ს.ფ.108, 123, 127, 132, 147, 154).
3.1 პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 18 აგვისტოს №1----- წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივს, რომლითაც მოითხოვა თე-----–-------------–----–------–----------–----------------თში რო------–------–---–ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთების შეძენის უფლების დამდგენი და არქივში დაცული დოკუმენტაცია და ინფორმაცია (ტ.1.ს.ფ.142).
3.2 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 18 აგვისტოს №1----- წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა თე-----–-------------–----–------–----------–----------------თში რო------–------–---–ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთების შეძენის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში მათი კანონიერ ძალაში ყოფნის ფაქტის დადასტურება (ტ.1.ს.ფ. 116).
3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის №1------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ რო------–------–---–ის მიერ შეძენილი საიჯარო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო დოკუმენტაცია 2009 წლის 27 აგვისტოს საქმე №ა---- მოსამართლის ბრძანებით ამოღებულია ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ, რომელიც არ არის დაბრუნებული. წერილზე დანართის სახით წარდგენილი იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.04.2010წ. განაჩენი (ტ.1.ს.ფ.117).
3.4. სასამართლომ მიუთითა დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.04.2010წ. №1------- განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასა და რო------–------–---–ს შორის, რო------–------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. რო------–------–---–ს სახელმწიფოს სასარგებოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: 1. 1--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი მიწის სარეგისტრაციო №8-----------; 2. 2---- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------; 3. 1--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------; 4. 2--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------; 5. 2--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------; 6. 3--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------.(ტ.1.ს.ფ.45-90).
3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 სექტემბერს მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–---------ში მდებარე 1----- კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 2. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–---------ში მდებარე 2----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 3. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–---------ში მდებარე 2----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 4. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–---------ში მდებარე 3----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 5. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–----------------თში მდებარე 1-----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 6. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–----------------თში მდებარე 2-----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.------------) რეგისტრაციაზე; ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. მარეგისტრირებელმა ორგანომ ასეთ საფუძვლად მიუთითა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაცია, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.04.2000 წ. განაჩენი, რომლითაც რო------–------–---–ს ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის მის განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი (ტ.1. ს.ფ. 92-97).
3.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ნოემბრის №2----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რო------–------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. (ტ.1.ს.ფ.11-17).
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, 22-ე მუხლის პირველი ნაწილი, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი, 53-ე და 96-ე მუხლები, 601 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-8, 23-ე მუხლები, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.
4.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებულ აქტში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად სამართლებრივ საფუძველზე - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართებულად იქნა მითითებული ნორმის აღნიშნულ დანაწესზე, კერძოდ, ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომლითაც რო------–------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახით სწორედ ის მიწის ნაკვეთები, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვდა იგი.
4.2. სასამართლომ მიუთითა, რომ პირისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტით ჩამორთმეული ქონება ვერ გახდება საკუთრების უფლების ობიექტი იგივე პიროვნებისთვის იმავე დოკუმენტაციის საფუძველზე, რაზეც არსებობს სასამართლოს განაჩენი. სასამართლოს განაჩენით დადგენილი იქნა დანაშაულებრივი გზით აღნიშნული ქონების მოპოვება და ჩამორთმევა. მოსარჩელე მხარეს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ წარუდგენია უფლების დამდგენი რაიმე სხვა დოკუმენტი.
4.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
4.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირვველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ ორგანოსთვის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
4.6. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას. სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რო------–------–---–მა და მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება იმ უკანონო ქმედებებს, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან იქნა დაშვებული, მას არ მოუთხოვია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია, როგორც ამას მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო( აღნიშნულ ფარგლებში ხდება მხოლოდ პირველადი რეგისტრაცია), აპელანტმა მოითხოვა რეგისტრაციის განახლება და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია მათ შორის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
აპელანტის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მოტივად მითითებულია წარდგენილი უძრავი ქონების (ასლის სახით) კანონიერების დადგენა და მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც მისი აზრით არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, რადგან რეგისტრაციის დროს ასლს იგივე ძალა აქვს როგორიც დედანს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი პასუხს არ აგებს დოკუმენტის სისწორეზე; ხოლო რაც შეეხება მათი მხრიდან კანონიერების დადგენას, ფაქტია ეს სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციაა და მათთვისაც აუცილებელია სასამართლოს დასტური.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებაში მითითებულ გარემოებებზე, რომელიც არსებითად განსხვავდება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენში მითითებული გარემოებებისგან და რომელიც ფაქტობრივად აბათილებს მას.
აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით მას ჩამოართვეს ის მიწის ნაკვეთები, რომელზეც ითხოვს რეგისტრაციის განახლებას. აღნიშნულ განაჩენში ასეთი შინაარსის ჩანაწერი არ არსებობს, რაც შეეხება სააღსრულებო წარმოებას უძრავ ქონებაზე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს, პრივატიზებული ქონების მიმართ კი 3 წელს; განაჩენიდან დღემდე გასულია 7 წელზე მეტი.
აპელანტის განმარტებით, რეგისტრაციის დროს ხარვეზის დადგენის შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ვალდებულია ხარვეზის შევსება მოსთხოვოს მხოლოდ დაინტერესებულ პირს, ასლების შესაბამისი დედნების წარმოდგენის თაობაზე აპელანტის თქმით მისთვის არ მიუმართავთ და არც ის უცნობებიათ, თუ რა საფუძვლით მოხდა რეგისტრაციის შეჩერება.
აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია და არც დაზარალებულს, რომელიც მესამე პირად იქნა ჩაბმული საქმეში, არ განუმარტავს რა სახის ზიანი მიადგა მას აპელანტის ქმედებით.
6.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რო------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6.5. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1. რო-------–------–---–მა 2016 წლის 15 აგვისტოს განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში თე-----–-----------------–-----------–------ეთში მდებარე 1----- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 2---- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 3---- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 2---- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 1----- კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 2----- კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. (ტ.I.ს.ფ.108, 123, 127, 132, 147, 154).
7.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 18 აგვისტოს №1----- წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივს, რომლითაც მოითხოვა თე-----–-------------–----–------–----------–----------------თში რო------–------–---–ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთების შეძენის უფლების დამდგენი და არქივში დაცული დოკუმენტაცია და ინფორმაცია (ტ.1.ს.ფ.142).
7.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 18 აგვისტოს №1----- წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა თე-----–-------------–----–------–----------–----------------თში რო------–------–---–ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთების შეძენის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში მათი კანონიერ ძალაში ყოფნის ფაქტის დადასტურება (ტ.1.ს.ფ. 116).
7.4. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის №1------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ რო------–------–---–ის მიერ შეძენილი საიჯარო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო დოკუმენტაცია 2009 წლის 27 აგვისტოს საქმე №1------ მოსამართლის ბრძანებით ამოღებულია ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ, რომელიც არ არის დაბრუნებული. წერილზე დანართის სახით წარდგენილი იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.04.2010წ. განაჩენი (ტ.1.ს.ფ.117).
7.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 06 აპრილის №1------- განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასა და რო------–------–---–ს შორის, რო------–------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. რო------–------–---–ს სახელმწიფოს სასარგებოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: 1. 1--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი მიწის სარეგისტრაციო №8-----------; 2. 2---- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------; 3. 1--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------; 4. 2--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------; 5. 2--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------; 6. 3--- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო №8-----------.(ტ.1.ს.ფ.85-90).
7.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 სექტემბერს მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–---------ში მდებარე 1----- კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 2. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–---------ში მდებარე 2----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 3. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–---------ში მდებარე 2----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 4. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–---------ში მდებარე 3----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 5. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–----------------თში მდებარე 1-----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.8-----------) რეგისტრაციაზე; 6. №8-------------- გადაწყვეტილებით რო------–------–---–ს უარი ეთქვა თე-----–---------------–----------–----------------თში მდებარე 2-----კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.------------) რეგისტრაციაზე; ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. მარეგისტრირებელმა ორგანომ ასეთ საფუძვლად მიუთითა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაცია, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.04.2000 წ. განაჩენი, რომლითაც რ--------–-----–---–- ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის მის განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი (ტ.1. ს.ფ. 92-97).
7.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ნოემბრის №2----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რო------–------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. (ტ.1.ს.ფ.11-17).
8. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. იმავე მუხლის ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
8.1. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთები მას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის კანონიერ ძალაში შესული N1------- განაჩენით ერთხელ უკვე ჩამოერთვა როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განახლების სამართლებრივი საფუძვლები.
8.2. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში და ყოველმხრივი გამოკვლევა - შეფასების შედეგად თვლის, რომ არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები; ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად ასევე არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების გამოყენების საფუძველი; ამ ნორმაში მითითებულია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
8.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ კანონიერად უთხრა უარი მოსარჩელეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ნოემბრის №2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რის გამოც არ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს რო------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), , თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე