განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
050210018002426596
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210018002426596

საქმე 2/ბ-911-18

განჩინება

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: შ-- ,,ს---–--“

წარმომადგენელი: თ-------- კ----–------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე: ლ-–- ჩ---–-–---–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 02 მაისს, ო------------ რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შ-- ,,ს---–--ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ლ-–- ჩ---–-–---–- და მოპასუხისათვის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.

ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საქმე შ-- ,,ს---–--ს“ სარჩელისა გამო, მოპასუხე ლ-–- ჩ---–--–---–-- მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 10 მაისს, მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული არის განსახილველად, მასვე განემარტა, რომ 2 თვის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა მოპასუხე მხარისათვის სარჩელის ასლის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელი დარჩებოდა განუხილველი.

მოპასუხე მხარისათვის სარჩელის ასლის ჩაბარების შესახებ დასტურის სასამართლოში წარდგენის 2 თვიანი ვადის ამოწურვამდე, შ-- ,,ს---–--ს" წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა, მოპასუხე ლ-–- ჩ---–-–---–-სათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება შსს მთავარი სამმართველოს საუბნო სამსახურის საშუალებით ან საჯარო შეტყობინების გზით.

მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილების მიხედვით, მოპასუხე ლ-–- ჩ---–-–---–-ს სახელზე გზავნილი მოსარჩელეს წარმომადგენელმა გააგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ო----------- ს------– ბ---------- გ-------– ბ-----, ს---–- 2-, თუმცა სარჩელი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ლ-–- ჩ---–-–---–- არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე (იხ. გზავნილი), ხოლო სარჩელში სხვა მისამართი არ ფიქსირდება.

ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო------------ რაიონულ სამმართველოს დაევალა, მოსარჩელე შ-- ,,ს---–--ს" სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ლ-–- ჩ---–-–---–-სათვის (პ/ნ 3----------, მისამართი: ო----------- ს------–ი ბ---------- გ-------– ბ----- ს---–----) ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრებისათვის ჩაბარება.

საქართველოს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო------------ რაიონული სამმართველოს 2018 წლის 24 ივლისის წერილით, ო------------ რაიონულ სასამართლოს ეცნობა, რომ ლ-–- ჩ---–-–---–- ვერ ჩაბარდა შ-- ,,ს---–--ს" წარმომადგენლის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, ვინაიდან ლ-–- ჩ---–-–---–- ო------------ მ----–----–-------- ს------– ბ---------–- გ-------– ბ----- 2--ში არ ცხოვრობდა.

საქართველოს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო------------ რაიონული სამმართველოს მიერ წარმოდგენილი, 2018 წლის 19 ივლისის ბ---ზე შემოწმების შესახებ ოქმის თანახმად, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გამოცხადდა მითითებულ მისამართზე: ო------------ მ----–----–-------- ს------– ბ---------–- გ-------– ბ----- N2--ში, სადაც მას დახვდა ს---–---- გ-------–-- ა----–- ე----, რომელმაც განუმარტა, რომ დაახლოებით 3- წელია ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და ლ-–- ჩ---–-–---–- არ იცნობს. მას არც არასოდეს უცხოვრია მის სახლში. ლ-–- ჩ---–-–---–- ასევე უცნობია მისი ოჯახის სხვა წევრებისათვის.

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, სარჩელის აღძვრის დროს არასწორად მიუთითა მოპასუხის მისამართი, რაც სსკ-ის 187-ე, 275-ე მუხლების შესაბამისად, შ-- ,,ს---–--ს“ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ-- ,,ს---–--ს“ წარმომადგენელმა თ-------- კ----–------–---–-- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სსკ-ის 178-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი მოსარჩელეს ავალდებულებს მიუთითოს მოპასუხის მისამართი, რაც მათი მხრიდან შესრულდა. სარჩელში დაფიქსირებული მისამართი სესხის აღების დროს მოპასუხე მხარემ თავად მიუთითა ხელშეკრულებაში, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო შ--------------- მოსარჩელისათვის მისამართის ცვლილების თაობაზე, რაც არ განუხორციელებია. მიუხედავად ამისა, მათ მიერ დამატებით მოძიებული იქნა მოპასუხის ალტერნატიული მისამართი (ბ-------, თ------- დ-----–--- ს---–- 3-, ბ--- 8-, რომელზეც ასევე გაეგზავნა სარჩელის გზავნილი, თუმცა ვერ ჩაბარდა.

მოსარჩელე კეთილსინდისიერად ენდობოდა მოპასუხის მიერ მითითებული მისამართის ნამდვილობას.

ამდენად, მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რაც გამოყენებული უნდა იქნას განსახილველ შემთხვევაში.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 02 მაისს, ო------------ რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შ-- ,,ს---–--ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ლ-–- ჩ---–-–---–- და მოპასუხისათვის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საქმე შ-- ,,ს---–--ს“ სარჩელისა გამო, მოპასუხე ლ-–- ჩ---–--–---–-- მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად, რომლის გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა შ-- ,,ს---–--მ“.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორია თუ არა სარჩელში მითითებული ლ-–- ჩ---–-–---–-ს მისამართი და სწორად დატოვა, თუ არა ო------------ რაიონულმა სასამართლომ, შ-- ,,ს---–--ს“ სარჩელი ლ-–- ჩ---–-–---–-ს მიმართ განუხილველი.

დადგენილია, რომ სარჩელში მოპასუხის მისამართად მითითებულია ო-----------, ს.ბ----------, გ-------– ბ-----, ს---–- 2- (ს.ფ. 2).

დადგენილია, რომ სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად და მოსარჩელეს დაევალა, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება და ორი თვის ვადაში მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.

საფოსტო უკუგზავნილებითა და პოლიციის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ სარჩელში მითითებულ მისამართზე: ოზურგეთში ს------– ბ---------–-, გ-------– ბ-----, ს---–- 2--ში ლ-–- ჩ---–-–---–- არ ცხოვრობს.

ამდენად, პალატას იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ, სარჩელში არასწორად იქნა მითითებული მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი (საცხოვრებელი მისამართი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახამად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

ვინაიდან, სარჩელში, მოპასუხე ლ-–- ჩ---–-–---–-ს მისამართი არასწორად მიეთითა, სსსკ-ის 275.2 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს.

პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სარჩელში დაფიქსირებული მისამართი, მოპასუხის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილია, ვინაიდან ამ ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და მისი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-- ,,ს---–--“-ს (წარმომადგენელი - თ-------- კ----–------–---–-) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე