განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
040210018002252142
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040210018002252142

საქმე 2/ბ-878-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი (მოპასუხე): სს ,,ე------- პ---- ჯ--------“

წარმომადგენელი: ნ----- სვ----ე, ტ------– შვ--------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): მ------ გუ---------ი

დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინება

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა: ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 10 იანვარს, ც------ს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------ გუ---------მა, მოპასუხედ დაასახელა სს ,,ე------- პ---- ჯ-------- და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით, მ------ გუ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს,,ე--------პ---- ჯ--------ს“ გენერალური დირექტორის, 2017 წლის 29 ნოემბრის №71 გადაწყვეტილება მ------ გუ---------ის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე;

მ------ გუ---------ი აღდგენილი იქნა სს,,ე--------პ---- ჯ--------ს“ ც------- ლ-------- მომსახურეობის ცენტრის უ---- მენეჯერის თანამდებობაზე;

სს,,ე--------პ---- ჯ--------ს“ დაეკისრა, აუნაზღაუროს მ------ გუ---------ს, იძულებითი განაცდური, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან (2017 წლის 01 დეკემბერი), სამუშაოზე აღდგენამდე, თანამდებობრივი სარგოს-1250 ლარის ოდენობით;

მოპასუხეს, სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს“, მ------ გუ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის უსწორობის გაწორების შესახებ განჩინებით დადგინდა, რომ გასწორდეს ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატოს მეექვსე პუნქტი, სადაც მიეთითოს- „გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ“.

ც------ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ წარმომადგენელმა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტმა იმავდროულად იშუამდგომლა, 2018 წლის 04 ივნისის უსწორობის გაწორების შესახებ განჩინებით დადგენილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“, როგორც მეწარმეს, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად წაართვა იმის შესაძლებლობა, რომ მან, საკუთარი შეხედულებისამებრ და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩიოს კადრები და გულისხმიერებით გაუძღვეს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რისი ვალდებულებაც აკისრია ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 და 56-ე მუხლებით.

განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად, შრომითი კოდექსის და შრომითი ხელშეკრულების დამრღვევ პირთან აქვთ ურთიერთობა, რითაც ილახება კომპანიის იმიჯი და კეთილსინდისიერი აბონენტების ხარისხიან ელ. მომარაგებას ემუქრება შეფერხება.

მსგავსი კატეგორიის თანამშრომლის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აღდგენა არსებითად უარყოფითად მოქმედებს კომპანიის საქმიანობაზეც და აბონენტების კანონიერ უფლებებზე.

გარდა ამისა, სრულიად გაურკვეველია, 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით რა შეცდომა გაასწორა სასამართლომ, როცა გადაწყვიტა, რომ გადაწყვეტილებას დაემატოს მე-6 პუნქტი და მასში მიეთითოს- „გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ“, მაშინ, როდესაც, დასაბუთებული გადაწყვეტილება შეიცავს ასეთი შინაარსის მე-6 პუნქტს.

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ აპელანტის სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ-დ,“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

ამავე კოდექსის 375.2 მუხლის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.

ვინაიდან, დავის საგანს წარმოადგენს სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ-დ,“ ქვეპუნქტების გამოყენების წინაპირობა.

იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, აუცილებელია, წარმოდგენილი იქნეს სსსკ-ის 375.2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი გარანტია, რაც განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს არ წარმოუდგენიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ შუამდგომლობა, ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ შუამდგომლობა, ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე