განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002195608
საქმე №2/ბ-904-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ნ----------–- შ------–---–-
წარმომადგენელი: თ--- ი-----
მოწინააღმდეგე მხარე: ი-----–- შ------–---–-
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 01 დეკემბერს, ი-----–- შ------–---–-- სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა ნ----------–- შ------–---–- და უძრავი ნივთის გაქირავების აკრძალვა მოითხოვა.
2018 წლის 23 ივლისს, ი-----–- შ------–---–-ს წარმომადგენელმა, ნ----- გ---------- განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნ----------–- შ------–---–- (დ---------) აეკრძალოს, ქ.ბათუმი, გ-------–----------5-ში მდებარე, ი-----–- შ------–---–-ს კუთვნილი, №0------------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების- ბინის გაქირავება, ასევე აღნიშნულ ბინაში ნებისმიერი ადამიანის მიყვანა და ღამით დატოვება (გარდა საკუთარი შვილებისა).
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, 2016 წლის მორიგების აქტის საფუძველზე, ი-----–- შ------–---–-- ყოფილ ცოლს, ნ----------–- შ------–---–- უფლება მისცა შვილებთან ერთად, რამდენიმე წლით ეცხოვრა მის კუთვნილ ბინაში. მას არ მიუცია ბინის გაქირავების, სტუმრების მიყვანის და დატოვების უფლება. დღეის მდგომარეობით, უკვე მესამე წელია, ნ----------–- შ------–---–- (დ--------) იქ აღარ ცხოვრობს და მოსარჩელის კუთვნილ ბინას აქირავებს უკანონოდ.
ბინაში მყოფმა მდგმურებმა გაანადგურეს იქ არსებული ახალი ავეჯი და ინვენტარი, რის გამოც პოლიციამ, ი-----–- შ------–---–-, როგორც მესაკუთრე დაიბარა და აცნობა ამის შესახებ.
ამდენად, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით, მოსარჩელეს წარმომადგენელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა;
მოპასუხე ნ----------–- შ------–---–- აეკრძალა (დ---------), ი-----–- შ------–---–-ს კუთვნილი ბინის (მდებარე ქ. ბ----------------–----------, საკადასტრო კოდი: №0------------------) გაქირავება, ასევე ნებისმიერი ფორმით სხვა პირზე (გარდა შვილებისა) მფლობელობაში და სარგებლობაში, თუნდაც ერთი ღამით გადაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მოპასუხისათვის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით (ყადაღის დადება), ან გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვით და სხვა გზით. ამასთან, განმცხადებელს თავად ევალება მიუთითოს განცხადებაში იმ კონკრეტულ გარემოებებზე (ფაქტებზე), რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, განცხადებაში მარტოოდენ ამ გარემოებებზე მითითება არ არის საკმარისი, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს უნდა შეექმნას რწმენა და, ალბათობის მაღალი ხარისხით დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.
მოსარჩელე მიუთითებს მდგურების მხრიდან ქონების დაზიანებაზე, კერძოდ, ბინაში განთავსებული ავეჯის და სხვა ნივთების, ასევე არსებული რემონტის დაზიანებაზე, რაც განაპირობა მოპასუხის მიერ ბინის გაქირავებამ, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გამოიწვევს არაკომპენსირებადი ზიანის მიყენებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე.
მოსარჩელე ფაქტიურად ითხოვს არამარტო ბინის გაქირავების აკრძალვას, არამედ ნებისმიერი ფორმით სხვა პირზე მფლობელობაში, სარგებლობაში, თუნდაც ერთი ღამით გადაცემის აკრძალვას.
2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, დამტკიცდა რა მორიგება ამავე მხარეებს შორის, ი-----–- შ------–---–-- ყოფილ ცოლს, ამჟამად მოპასუხე ნ----------–- შ------–---–- უფლება მისცა შვილებთან ერთად რამდენიმე წლით ეცხოვრა მის კუთვნილ ბინაში, თუმცა ამ განჩინებით მას ბინის გაქირავების უფლება არ მისცემია.
უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის განხილვისას, სასამართლო ვერ შევა არსებით მსჯელობაში, მოიცავს თუ არა ბინაში ცხოვრების უფლება, ანუ მისი მართლზომიერი ფლობა ამ ბინის გაქირავების უფლებას, როცა მესაკუთრე მოსარჩელეა, მაგრამ სახეზეა ბინაში განთავსებული ავეჯის და სხვა ნივთების, არსებული რემონტის დაზიანების საშიშროება მდგურების მხრიდან.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს გამართლებულად მიაჩნია უზრუნველყოფის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნასაც ბინის გაქირავების აკრძალვა წარმოადგენს. ეს კი არ გულისხმობს სარჩელზე წინასწარი გადაწყვეტილების მიღებას და უზრუნველყოფის გამოყენება გავლენას არ ახდენს სარჩელის ბედზე.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ----------–- შ------–---–-ს წარმომადგენელმა და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მხარეები მორიგდნენ, რომ ი-----–- შ------–---–- ვალდებულია, მორიგების აქტის ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში, გადაუხადოს ნ----------–- შ------–---–- ქორწინების პერიოდში, ერთად შეძენილი ქონების სანაცვლოდ, 50 000 აშშ დოლარი. ამავე დროს, ნ----------–- შ------–---–-- უნდა იცხოვროს ი-----–- შ------–---–-- საკუთრებაში არსებულ ბინაში, ხოლო თუ ვერ გადაიხდის აღნიშნულ თანხას, 5 წლის შემდეგ ბინა, მორიგების აქტის თანახმად, გადავა ნ----------–- შ------–---–-ს საკუთრებაში.
შესაბამისად, ამ დროის მანძილზე, ი-----–- შ------–---–- არავითარი აკრძალვის მოთხოვნის უფლება არა აქვს, ვინაიდან, მოპასუხეს, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მოპოვებული აქვს ბინაში ცხოვრების უფლება, რაც ნიშნავს მისი შეუზღუდავად გამოყენებისა უფლებას. თუმცა, სასამართლომ მიღებული განჩინებით მას ფაქტიურად აუკრძალა ბინაში ცხოვრება, რაც უკანონოა და ზიანს აყენებს მას.
გარდა ამისა, სასამართლომ, ისე დაადგინა აკრძალვა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ბინა მას გაქირავებული აქვს და, რომ ბინაში ნივთები დაზიანებულია, რაც გამორიცხავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით, ნ----------–- შ------–---–-- წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების
გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ----------–- შ------–---–-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, ი-----–- შ------–---–-- სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა ნ----------–- შ------–---–- და უძრავი ნივთის გაქირავების აკრძალვა მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით, მოსარჩელე ი-----–- შ------–---–-ს წარმომადგენელის, ნ----- გ---------- განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ----------–- შ------–---–- აეკრძალა (დ---------), ი-----–- შ------–---–-ს კუთვნილი ბინის (მდებარე ქ. ბ----------------–----------, საკადასტრო კოდი: №0------------------) გაქირავება, ასევე ნებისმიერი ფორმით სხვა პირზე (გარდა შვილებისა) მფლობელობაში და სარგებლობაში, თუნდაც ერთი ღამით გადაცემა.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ----------–- შ------–---–-ს წარმომადგენელმა და განჩინების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც აეკრძალა, ი-----–- შ------–---–-ს კუთვნილი ბინის ნებისმიერი ფორმით სხვა პირზე (გარდა შვილებისა) მფლობელობაში და სარგებლობაში, თუნდაც ერთი ღამით გადაცემა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით, ნ----------–- შ------–---–-ს წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის, რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
პალატა ასევე მიუთითებს მასზედ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში, კანონი იმავდროულად იცავს მოპასუხის ინტერესებსაც.
მართალია, ეს ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შესაძლოა ერთი მხარის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მეორისა კი პირიქით. ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სასარჩელო მოთხოვნაა უძრავი ნივთის გაქირავების აკრძალვა. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნა, დავის დასრულებამდე მოპასუხეს აეკრძალოს სადავო ქონების გაქირავება დასაბუთებულია და ამ ნაწილში მომჩივანს შედავება არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება განჩინებით დადგენილ აკრძალვას იმის თაობაზე, რომ დავის დასრულებამდე, მოპასუხეს აეკრძალოს ი-----–- შ------–---–-ს კუთვნილი ბინის (მდებარე ქ. ბ----------------–----------, საკადასტრო კოდი: №0------------------) ნებისმიერი ფორმით სხვა პირზე (გარდა შვილებისა) მფლობელობაში და სარგებლობაში, თუნდაც ერთი ღამით გადაცემა, პალატის აზრით, ისეთ ვითარებაში, როდესაც სარჩელის საგანია, მხოლოდ გაქირავების აკრძალვა, გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ მიიჩნევა სარჩელით მოთხოვნილი მოსარჩელის უფლების კანონიერი ინტერესების რეალიზაციისათვის აუცილებელ ღონისძიებად და წარმოადგენს მოპასუხის პირადი ცხოვრების უფლებების უპირობო შეზღუდვას, რომლითაც მოპასუხეს ფაქტიურად ეკრძალება ნებისმიერი სხვა პირის (მაგ. სტუმრის, ნათესავის და ა.შ.) საცხოვრებელ ბინაში მიღება, რაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ნ----------–- შ------–---–-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ნ----------–- შ------–---–- (დ---------) აეკრძალა, ი-----–- შ------–---–-ს კუთვნილი ბინის (მდებარე ქ. ბ----------------–----------, საკადასტრო კოდი: №0------------------) ნებისმიერი ფორმით სხვა პირზე (გარდა შვილებისა) მფლობელობაში და სარგებლობაში, თუნდაც ერთი ღამით გადაცემა და მოსარჩელეს მოთხოვნა აღნიშნული აკრძალვის დადგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------–- შ------–---–-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;
3. მოიხსნას აკრძალვა, რომლითაც მოპასუხე ნ----------–- შ------–---–- (დ---------) აეკრძალა, ი-----–- შ------–---–-ს კუთვნილი ბინის (მდებარე ქ. ბ----------------–----------, საკადასტრო კოდი: №0------------------) ნებისმიერი ფორმით სხვა პირზე (გარდა შვილებისა) მფლობელობაში და სარგებლობაში, თუნდაც ერთი ღამით გადაცემა.
4. ი-----–- შ------–---–-- განცხადება, აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე