განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 330210018002264112
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2581-18 11 ოქტომბერი 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ნატალია ნაზღაიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ა(ა)იპ თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---------–---–-
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
პალატამ გამოარკვია
ნ---------–---–-- სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ა(ა)იპ თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-- მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ნ---------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ა(ა)იპ ,,-----–--------------–-------–--–-----------–---–-----------–--- დირექტორის 2----–-–--------------------- ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება და ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველდღიურად 0.07%-ის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით ნ---------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ქ.-----–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-- დირექტორის 2----–-–--------------------- ბრძანება ნ---------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ნ---------–---–- აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ქ.თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-ში სასწავლო ნაწილის გამგედ. ა(ა)იპ ქ.თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-ს ნ---------–---–-ს სასარგებლოდ 2017 წლის 19 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი ყოველთვიური ხელფასის 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). მოსარჩელე ნ---------–---–- უარი ეთქვა დაყოვნებული თანხის 0.07% ანაზღაურებაზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-- სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
2018 წლის 18 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ა(ა)იპ თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-- ყოფილმა დირექტორმა (სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ) შალვა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ა(ა)იპ თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–-- ლიკვიდაციის გამო მისი რეგისტრაცია გაუქმდა სამეწარმეო რეესტრში. განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განცხადებას ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
2018 წლის 26 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ნ---------–---–-ს წარმომადგენელმა კ--------------–---–--, რომელმაც წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 სექტემბერს გაცემული ცნობა, რომლის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–--“ რეგისტრაცია გაუქმებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 15/08/2018 წლის განკარგულების (#1---------) საფუძველზე სამართალმემკვიდრის განსაზღვრის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,თ---–--------------–-------–--–-----------–---–-----------–--“ რეგისტრაცია გაუქმებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 15/08/2018 წლის განკარგულების (#1---------) საფუძველზე სამართალმემკვიდრის განსაზღვრის გარეშე. პალატას მიაჩნია, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე ნ---------–---–-ს სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება და ნ---------–---–-ს სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება.
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე