განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002247239
საქმე N3ბ/620-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - დ------ ბ--------ე;
წარმომადგენელი - კ----–-- ს-------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - შ--–-- კ----–-–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ნოემბრის №---- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე დ------ ბ--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’.
1.2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი რომლითაც დ------ ბ--------ეს ქ. თბილისში, ლ--–--ს დას. მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, საერთო ფართი - 635 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე გადაეცემა საკუთრების უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
დ------ ბ--------ის სარჩელი მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2009 წლის 13 ივლისს, დ------ ბ--------ემ №----------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისში, ლ--–--ს დასახლება, მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, ფართი -609.6 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება (ს.ფ. 78-79).
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №--- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის----ე საკითხი), მიწის ნაკვეთს (ლ--–--ს დასახლება, მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--) 609.6 კვ.მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ საკუთრების უფლება უღიარდა დ------ ბ--------ეს (ს.ფ. 49-55).
4.2. 2012 წლის 27 მარტს, ვ--------, ც---–-, ჯ---, მ----, ა---------– ქ----–---–ებმა №----------- განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვეს დ------ ბ--------ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა, ვინაიდან მიუთითებდნენ, რომ მათ კანონიერი უფლება გააჩნდათ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 აპრილის №--- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 5--ე საკითხი), ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისის სხდომის №--- ოქმის----ე საკითხით მიღებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან და გაუქმდა ქ. თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული ტიპიური საკუთრების უფლების მოწმობა №---- თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად (ს.ფ. 56-62).
4.3. 2014 წლის 14 მაისს, დ------ ბ--------ემ (წარმომადგენელი ლ------ ზ----–---–ი) №------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ლ--–--ს დასახლება, მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, 635 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 21 ოქტომბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე--- საკითხი), დ------ ბ--------ეს უარი ეთქვა წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 63-68).
4.4. 2016 წლის 11 აგვისტოს, დ------ ბ--------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ--–--ს დასახლება, მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, ფართი - 635კვ.მეტრი (ს.ფ. 93).
2016 წლის 11 ოქტომბერს, დ------ ბ--------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ აზუსტებს მოთხოვნას და ითხოვს დოკუმენტაცია გადაეგზავნოს აღიარების კომისიას.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს №------ წერილობითი მომართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა დ------ ბ--------ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ლ--–--ს დას. მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, საერთო ფართი -635 კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ნოემბრის №---- განკარგულებით, დ------ ბ--------ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე კომისიის 2014 წლის 21 ოქტომბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით მიღებულია საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი (ს.ფ. 16-19).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დ------ ბ--------ის მიერ კომისიაში 2016 წლის 11 აგვისტოს წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომლითაც შეცვლილი იქნებოდა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 21 ოქტომბრის №--- საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის მე--- საკითხი) საფუძვლად არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა და რაც გახდებოდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი. ამასთან, ერთიდაიგივე საკითხის ხელმეორედ განხილვის ვალდებულებას არ წარმოშობს ხელახალი განცხადების წარდგენა, თუ მხარემ არ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების ხელახალი წარდგენის საფუძველი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ნოემბრის №---- განკარგულება, მიღებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
6. დ------ ბ--------ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2018 წლის--- იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
6.1. დ------ ბ--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2009 წლის 13 ივლისს №---------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ქ. თბილისში, ლ--–--ს დასახლება, მეფრინველეთა ქ. სახლი №-- ფართი: 609.6 კვმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელზედაც გაიცა საკუთრების მოწმობა. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის ასახული კომისიის გადაწყვეტილება და საკუთრების მოწმობის გაცემის ფაქტი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნეს ის ახალი ფაქტობრივი გარემოება, თუ რამდენი კვადრატული ეღიარა ქ----–---–ებს, რატომ გაუუქმდა მათი განცხადების შეტანის შედეგად მას საკუთრების მოწმობის მოქმედება და მიაჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხების სრულყოფილი შესწავლა არ მოხდა საკუთრების აღიარების კომისიის მიერ.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
7.2. პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლ მუხლზე რომლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2009 წლის 13 ივლისს, დ------ ბ--------ემ №---------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ლ--–--ს დასახლება, მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, ფართი-609.6 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №--- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის----ე საკითხი), მიწის ნაკვეთს (ლ--–--ს დასახლება, მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--) 609.6 კვ. მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ საკუთრების უფლება უღიარდა დ------ ბ--------ეს.
დადგენილია, რომ 2012 წლის 27 მარტს, ვ--------, ც---–-, ჯ---, მ----, ა---------– ქ----–---–ებმა №---------- განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვეს დ------ ბ--------ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა, ვინაიდან მიუთითებდნენ, რომ მათ კანონიერი უფლება გააჩნდათ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, ხოლო ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 აპრილის №--- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის----ე საკითხი), ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისის სხდომის №--- ოქმის----ე საკითხით მიღებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან და გაუქმდა ქ. თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული ტიპიური საკუთრების უფლების მოწმობა №---- თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად.
დადგენილია ასევე, რომ 2014 წლის 14 მაისს, დ------ ბ--------ემ (წარმომადგენელი ლ------ ზ----–---–ი) №------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ.თბილისში, ლ--–--ს დასახლება, მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, 635 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 21 ოქტომბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე--- საკითხი), დ------ ბ--------ეს უარი ეთქვა წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს, დ------ ბ--------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ--–--ს დასახლება, მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, ფართი-635კვ. მეტრი. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს №------ წერილობითი მომართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა დ------ ბ--------ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ლ--–--ს დას. მ----------–----ის ქუჩა, სახლი №--, საერთო ფართი-635 კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ნოემბრის №---- განკარგულებით, დ------ ბ--------ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე კომისიის 2014 წლის 21 ოქტომბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით მიღებულია საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ნოემბრის №---- განკარგულებით, დ------ ბ--------ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე კომისიის 2014 წლის 21 ოქტომბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით მიღებულია საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია არ არის წარდგენილი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, აპელანტის წარმომადგენელმა კ----–-- ს-------მ თავად განმარტა, რომ 2016 წელს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დამატებითი ახალი მტკიცებულება მათ მიერ არ წარდგენილა. მათ წარადგინეს ისევ ის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც უკვე წარდგენილი ჰქონდა მხარეს აღიარების კომისიაში.
შესაბამისად პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ დ------ ბ--------ის მიერ კომისიაში 2016 წლის 11 აგვისტოს წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომლითაც შეცვლილი იქნებოდა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 21 ოქტომბრის №--- საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის მე--- საკითხი) საფუძვლად არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა და რაც გახდებოდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი. ამასთან, ერთიდაიგივე საკითხის ხელმეორედ განხილვის ვალდებულებას არ წარმოშობს ხელახალი განცხადების წარდგენა, თუ მხარემ არ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების ხელახალი წარდგენის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით,პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ .თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ნოემბრის №---- განკარგულება, მიღებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ დ------ ბ--------ემ ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ------ ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე
შოთა გეწაძე -