განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
010141318700067217
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700067217

საქმე №1/აგ-558-18 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ონ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენით:

 

ონ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის.

ონ-------------ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო საქმიანობის და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

2018 წლის 02 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ონ-------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მა-------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ონ-------------ას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლთან და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ონ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

ონ-------------ა სასჯელის დაუნიშნავად არის მსჯავრდებული 13.24 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე და შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. მითითებული ცვლილების მიხედვით, მარიხუანის უკანონო შეძენისა და შენახვისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და იგი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ვინაიდან, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.

 

ამდენად, ვინაიდან, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კატეგორია იცვლება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, პალატა მიიჩნევს, რომ ონ-------------ას ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სასჯელის დაუნიშნავად.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ონ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-------------ის მოთხოვნას ონ-------------ასათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ცვლილებით კანონმდებელს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში იმსჯელოს ონ-------------ასათვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის ნაწილში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ონ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ონ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ონ-------------ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე