განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
330210015001158842
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001158842

საქმე №2ბ/2213-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირ---–ი ბონდარენკო

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სსიპ ,,ს----–-–-------------------------–----------ო“

წარმომადგენელი - ს--–---ე ა--–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----–ა კ-------ე

წარმომადგენელი - ნ---- ი----ე

 

თავდაპირველი მოპასუხე - შპს ”ს----------–------------–-----------------------–-------------–ია”

წარმომადგენელი - ი------- ა-–-----–---–ი

 

დავის საგანი - ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილბაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ-----–ა კ-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ გ-------ანში, სს „თ---–-------ის“ მიმდებარედ ჭ-------ის ქუჩა N--ში ნ-----–ა კ-------ის საკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს. ნ-----–ა კ------ის მოთხოვნა შპს ”ს----------–------------–-----------------------–-------------–იის” უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 06.06.06წ. მდგომარეობით ქ. გ-------ანში, ჭ-------ის ქ. №--ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო გარდაცვლილი ი----- ტ----–-ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ.35, ტ. 1)

 

2.2. 26.06.2006წ. (განცხადების რეგისტრაციის №---------), ქ. გ-------ანში, ჭ-------ის ქ. №--ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ-----–ა კ-------ე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 134, ტ.2, ს.ფ. 32. ტ.1).

 

2.3. 2013 წლის 14 თებერვალს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს №------------ განცხადებით მიმართა ნ-----–ა კ-------ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ქ. გ-------ანში, ჭ-------ის ქ. №---ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა №--------------- (20.02.2013) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, შესაბამისად საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა №--------------- (25.03.2013) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები (იხ. ს.ფ. 52-62. ტ.1, ს.ფ. 88, ტ.2).

 

2.4. 2009 წლის 23 ოქტომბერს ქ. გ-------ანში მდებარე უძრავ ნივთზე (4063 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე №-, №2, №3 შენობა-ნაგებობები) დარეგისტრირდა სს ,,თ---–-----ის” საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი №8------------. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს შპს ,,ა-------ი-გ.მ-ს” 14.08.2009წ. №-- დასკვნა და სსიპ ,,ს-–----------------------------ოს” 13.10.2009 წლის №------- ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 47. ტ.1).

 

2.5. 2010 წლის 25 მარტს, სადავო უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა შპს ,,ს----------–------------–------------------------–--------------–იის” საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სს ,,თ---–-----ის“ სამეურვეო ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შედეგების დამტკიცების №- ოქმი (№---------, დამოწმების თარიღი 23.03.2010, ნოტარიუსი მ---------–---–ი), სს ,,თ---–-----ის” სამეურვეო ქონების 23.02.2010 წ. №--------- მიღება-ჩაბარების აქტი და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.12.2009წ. №---------- ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 48.ტ.1).

 

2.6. 2014 წლის 02 ოქტომბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N------- ბრძანებით ნ-----–ა კ-------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს 23.07.2013წ. №------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N------- ბრძანება (ს.ფ. 115-117, ტ.2.)

 

2.7. გ-------ნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის №------–. განჩინების საფუძველზე გაიხსნა სს ,,თ---–-----ის” გაკოტრების საქმის წარმოება, რომელიც ამჟამად დასრულებულია. სს ,,თ---–-----ის” ქონების აუქციონზე რეალიზაციის საფუძველზე, აღნიშნული ქონება 25.03.2010 წელს რეგისტრირებულია შპს ,,ს----------–------------–-----------------------–-------------–იის” საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გ-------ნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.95, ტ.2)

 

2.8. სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს მოსაზრება, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებული 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი ს/კ 8----------- წარმოადგენს სწორედ სსიპ „ს-–----------------------------ოს“ N------- ბრძანების საფუძველზე სს „თ---–-----ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” 25-ე მუხლით: 1. საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. 2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. 3. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ ი-----დიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტროაზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს დასახელებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ აზომვითი ნახაზი არაა უფლების დამდგენი საბუთი. აზომვითი ნახაზით დგინდება უფლების დამდგენ საბუთში მითითებული სარეგისტრაციო ობიექტის საზღვრები, კონფიგურაცია, ადგილმდებარეობა და სხვა მონაცემები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 06.06.06წ. მდგომარეობით ქ. გ-------ანში, ჭ-------ის ქ. №--ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ი----- ტ----–-ძე, ხოლო 26.06.2006 წლიდან ნ-----–ა კ-------ე. ამ უკანასკნელს კი 2013 წლის 14 თებერვალს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურისთვის მიმართული აქვს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით. დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შესაბამისად, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103- მუხლების შესაბამისად მოპასუხეს ეკისრებოდა, კერძოდ მოპასუხეს შეეძლო მაგ. წარმოედგინა კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რითაც დადგინდებოდა მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას წარმოადგენს ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების იმ ნაწილი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ გ-------ანში, სს „თ---–-------ის“ მიმდებარედ ჭ-------ის ქუჩა N--ში ნ-----–ა კ------ის საკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლი აღირიცხა სს „თ---–-------ის“ საკუთრებაში, ხოლო შემდგომ ქონება აუქციონზე რეალიზაციის გზით გადაეცა შპს ”ს----------–------------–-----------------------–-------------–იას". სასამართლომ ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე გაამახვილა, რომ უძრავი ქონება სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ჯერ კიდევ 2006 წლის 06 ივნისის მდგომარეობით ირიცხებოდა ი----- ტ----–-ძის სახელზე, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე მხარე და რომლის ფაქტობრივად მფლობელობაშიც იმყოფება სადავად გამხდარი ნივთი, ხოლო 2009 წლის 23 ოქტომბერს ქ. გ-------ანში მდებარე უძრავ ნივთზე (4063 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე №1, №2, №3 შენობა-ნაგებობები) საკუთრების უფლება განხორციელდა სს ,,თ---–-----ის” სახელზე (საკადასტრო კოდი №8------------. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს შპს ,,ა-------ი-გ.მ-ს” 14.08.2009წ. №-- დასკვნა და სსიპ ,,ს-–----------------------------ოს” 13.10.2009 წლის №------- ბრძანება. დადგენილია ისიც, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მოპასუხეებისათვის გადაცემული ქონება მოიცავს/ფარავს სწორედ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ფართს. სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ #ბს-367-363(კ-12), 28.02.2013წ.).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაცია სს ,,თ---–-----ის” სასარგებლოდ განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქონება უკვე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე და შესაბამისად ბათილია ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანება იმ ნაწილში რომელიც მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ გ-------ანში, სს „თ---–-------ის“ მიმდებარედ ჭ-------ის ქუჩა N--ში ნ-----–ა კ-------ის საკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდებარე საცხოვრებელ სახლს.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალქო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

სამოქალქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა; აღნიშნულ ნორმათა ერთობლივი გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ შპს ,,ს----------–------------–-----------------------–-------------–ია” წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის არსებობის თაობაზე მისთვის არ იყო ცნობილი დ არ არსებობს სადავო უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის ი-----დიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

სასამართლოს განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში და საბოლოოდ მისი ი-----დიული შედეგი ვერ მიიღწევა, ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მიმართ გააჩნია ნამდვილი ი-----დიული ინტერესი, ვინაიდან მას სამომავლოდ შესაძლოა წარმოეშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელის საკუთრებაში დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სსიპ ს-–----------------------------ოს 13.10.2009 წლის #-------- ბრძანების საფუძველზე სს ,,თ---–-------ის’’ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს. #------------- განცახდებით წარდგენილი აზომვითი ნახაზი, რომელიც ზედდებაში მოვიდა #------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან არ წარმოადგენს მიწის ინაკვეთების დენტურობის დამადასტურებელ მტკიცებლებას, ვინაიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებულია დაინტერესებული პირის დაკვეთით და მის მიერ მითითებული საზღვრებით და კოორდინატებით.

 

აპელანტის მითითებით, მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ხოლო სადავო უძრავი ქონება, რომელიც საწარმოტა მართვის სააგენტოს ბრძანებით შეტანილი იქნა სს,,თ---–-----ის’’ კაპიტალში, წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. აღნიშნულის გათვალისწინებიტ აპელანტი მიიჩევს, რომ მიწის ნაკვეწების იდენრტრობა საქმის მასალებით არ დგინდება.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფლდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს განჩინება ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების (იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ გ-------ანში, სს „თ---–-------ის“ მიმდებარედ ჭ-------ის ქუჩა N--ში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს) ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–ა კ-------ეს ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების (იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ გ-------ანში, სს „თ---–-------ის“ მიმდებარედ ჭ-------ის ქუჩა N--ში ნ-----–ა კ------ის საკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს) ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ დასაბუთებული ი-----დიული ინტერესი არ გააჩნია.

 

დადგენილია, რომ ნ-----–ა კ-------ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს და შპს ”ს----------–------------–-----------------------–-------------–ია” მიმართ ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების (იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ გ-------ანში, სს „თ---–-------ის“ მიმდებარედ ჭ-------ის ქუჩა N--ში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს) ბათილად ცნობის და შპს ,,ს----------–------------–-----------------------–-------------–იის” უკანონო მფლობელობიდან გ-------ანში, ჭ-------ის ქუჩა N--ში , სს „თ---–-------ის“ მიმდებარედ, ნ-----–ა კ------ის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ-----–ა კ-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ გ-------ანში, ჭ-------ის ქუჩა N--ში სს „თ---–-------ის“ მიმდებარედ არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს. ნ-----–ა კ-------ის მოთხოვნა შპს ”ს----------–------------–-----------------------–-------------–იის” უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების - ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტყილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის) ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის ი-----დიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის ი-----დიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის ი-----დიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდი-----ა და ი-----დიული ინტერესის რსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას -664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე , სუსგ -ებს: # 1089 -1009 - 2017, 05.12.2017წ; # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.;# ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016,17.06.2016წ; საქმე №ას-595-554-2017, 15 დეკემბერი , 2017 წელი ).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ მოსარჩელეს ი-----დიული ინტერესი სწორედ აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუ მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნით იქნება მოსარჩელის სასურველი სამართლებრივი ინტერესი მიღწეული. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. თუმცა, მიკუთვნებითი მოთხოვნის არსებობის პირობებში აღიარებითი სარჩელის დაუშვებლობის განმაპირობებელი ძირითადი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო შედეგისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა სამომავლო სასარჩელო წარმოებისათვის საფუძვლის შექმნისაკენ, რაც, სამომავლოდ შეიძლება გაიმართოს ან არა, ანუ მხარემ სამომავლოდ მიკუთვნების მოთხოვნა შეიძლება შეინარჩუნოს ან არა, რამაც შედეგობრივად შეიძლება იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენოს, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს ისეთი აღიარებითი მოთხოვნა, რომლის განხორციელების (მიკუთვნების) ინტერესი მხარეს აღარ ჰქონდეს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის ი-----დიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. როგორც დიდმა პალატამ ამ ნორმის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია ი-----დიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. ი-----დიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება, საქმეზე Nას-121-117-2016).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, საბოლოოდ არ აყენებს მოსარჩელისათვის სასარგებლო ი-----დიულ შედეგს, რამეთუ უდავოა, რომ სადავო ბრძანებით სს ,,თ---–-----ისთვის’’ გადაცემული ნივთი აუქციონზე რეალიზაციის შედეგად გასულია ამ უკანასკნელის საკუთრებიდან, ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრისგან მისი გამოთხოვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი როგორ ზემოთ აღინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, საწარმოათა მართვის სააგენტოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობით არ მიიღწევა მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვება სადავო ფართზე.

 

აქვე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–ა კ-------ის სარჩელი ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 372-ე, 187-ე 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ ,,ს----–-–-------------------------–----------ო“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება ს-–----------------------------ოს 2009 წლის 13 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში ნ-----–ა კ-------ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ირ---–ი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ნატალია ნაზღაიძე