განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310017002194337
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002194337

საქმე N3ბ/459-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი (მოსარჩელე) - დ------- ვ-------–---–ი;

წარმომადგენელი - ნ--- ს----–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - გ--------- გ------–-–---–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

1. აპელანტების მოთხოვნა:

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ------- ვ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებით დ------- ვ-------–---–ს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე, მის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ვ---------–ის დას. რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე გარდაბანი დ------–--–--ს სადაბო საკრებულოს ვ---------–ის დასახლება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დაინტერესებულ პირზე უკვე რეგისტრირებულია უფლება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში, შესაბამისად, აღნიშნული უფლება არ ექვემდებარება ხელმეორედ რეგისტრაციას(კერძოდ, ვ-------–---–ი დ-------, იგივე ვ----------- დ------- საარქივო ცნობის მიხედვით არის ვ----------- ლ---------ს კომლის ერთერთი წევრი, რომელზეც რეგისტრირებულია უძრავი ქონება მიღება-ჩაბარების აქტის (გაც. 1992 წ.) საფუძველზე 3000.0 კვ.მ., ხოლო ვ----------- ლ---------ს სახელზე საარქივო ცნობა N---- 24.04.2007წ. რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი - 1800.0 კვ.მ.) (ს.ფ. 40).

 

2.2.2. საქმეში წარმოდგენილია, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 03 ივნისის N2---------- წერილი, რომლითაც განმცხადებელ ნ--- ს----–---–ს ეცნობა, რომ დ------–--–--ს სადაბო საკრებულოს ვ---------–ის მიკრო საბჭოს მათ ხელთ არსებულ 1999, 2001 და 2003 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ლ--------- ყ------ის ძე ვ----------- გადამხდელად არ ფიქსირდება, ამასთან, გ--------ის რაიონის ვ---------–ის მეურნეობის 1967-1990 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოში არ ინახება (ს.ფ. 43).

 

2.2.3. საქმეში წარმოდგენილია, 2013 წლის 17 აგვისტოს ნოტარიუს რ--------- მ-----------ის მიერ გაცემული №1-------- სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, დ------- ვ-------–---–მა (დაბად. 01.07.1941წ. მისამართი: თბილისი, ვ---------–ის დასახ., პირადი ნომერი: 1----------), როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - (მეუღლე), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, სრულად მიიღო 2010 წლის 07 თებერვალს გარდაცვლილი მეუღლის - ლ-------- ვ-------–---–ის სამკვიდრო - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, სადაზღვევო თანხაზე, მიუღებელ ხელფასზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბრებსა და ნივთებზე, სააქციო საზოგადოებაში ფასიან ქაღალდებზე (აქციებზე), ასევე სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) (ს.ფ. 35-37).

 

2.2.4. 2016 წლის 22 აგვისტოს, დ------- ვ-------–---–მა(წარმომადგენელი ნ----- ა------ე) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობაში, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ, ფართით- 994.00 კვ.მეტრი. განცხადებას თან ახლდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საარქივო ცნობა; ფოტოსურათები, საინფორმაციო ბარათი; ქვითრების ასლები; სიტუაციური ნახაზი და სხვა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს მიღებული იქნა №8-------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 25 აგვისტოს №2----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან (იხ. ს.ფ. 94, 121).

 

2.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 28 სექტემბრის №1------- წერილის თანახმად, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის დ------–--–--ს სადაბო საკრებულოში შემავალი ვ---------–ის დასახლების 1996-2000(რეკვიზიტები შევსებულია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ----------- ლ--------- ყ------ის ძე. კომლის წევრები არიან: ვ----------- დ------- ე-------ს ასული -მეუღლე, ნ------–---–ი, ნ------–---–ი(რთულად იკითხება) ჟ--- ლ---------ს ას (დოკუმენტში ასეა) - შვილი, თ-------–---–ი ა-–---- (დოკუმენტში ასეა) მ-----–ის ძე-სიძე, თ-------–---–ი მ-----–ი ა-–----ს(დოკუმენტში ასეა) ძე- შვილიშვილი, თ-------–---–ი ნ----- ა-–----ს(დოკუმენტში ასეა) ასული - შვილიშვილი.

 

კომლს ერიცხება 1996-2000 წ.წ.- 24 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი (2001-2006 წ.წ. სახელზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 1996-2000 წ.წ. – 0.3 ჰა (2001-2006 წ.წ. მიწა არ ფიქსირდება). ასევე, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის ვ---------–ის ს/მეურნეობის მ/მოსამსახურეთა სიებში, რომლებმაც მიიღეს მიწის ნაკვეთი რეფორმით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, ლ--------- ყ------ის ძე ვ-----------/ვ-------–---–ი(დ------- ე-------ს ასული ვ----------- (ვ-------–---–ი) არ მოიძებნა (სიას არ ახლავს თარიღი, ბეჭედი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა).

 

გ--------ის რაიონის დ------–--–--ს სადაბო საკრებულოში შემავალი ვ---------–ის დასახლების 1992-1995, 2007 წლების საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები(მიმაგრების ტალონები) რ-------ელის არქივში დაცვაზე არ შესულა (ს.ფ. 127-128).

 

2.2.6. საქმეში წარმოდგენილია, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ოქტომბრის №2------------- წერილი, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის(მმართველობის) ორგანოების მიერ მოწოდებულ მიწაზე გადასახადის გადამხდელთა სიების შესახებ. როგორც წერილიდან ირკვევა, ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობაზე აქვთ მიწის გადასახადის გადამხდელთა 1999-2006წ. სიები, სადაც მოქალაქე დ------- ე-------ს ასული ვ-------–---–ი (ვ-----------) სიებში არ ფიქსირდება (ს.ფ. 42).

 

2.2.7. დ------- ვ-------–---–ის №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს მიღებული იქნა №8-------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლითაც დ------- ვ-------–---–ს განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2016 წლის 25 ნოემბერს №3----- მიმართვით გადაეგზავნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს №1--- განკარგულებით უარი ეთქვა დ------- ვ-------–---–ს (პირადი ნომერი: 1----------) მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობა, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დ------- ვ-------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილებით დ------- ვ-------–---–ს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე, მის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობა, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ (994 კვ.მეტრი). აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2016 წლის 25 ნოემბრის №3----- მიმართვის პასუხად, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება №1--- (04.08.2017), რომლის მიხედვითაც დაინტერესებული პირის, დ------- ვ-------–---–ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ს.ფ. 19, 30-31, 129-130).

 

2.2.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ დ------- ვ-------–---–ის (წარმომადგენელი ნ----- ა------ე) მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის N4-------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დ------- ვ-------–---–ის წარმომადგენელს ნ----- ა------ეს 2017 წლის 12 სექტემბრის N4-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 13-18, 23-24).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტზე, მე-8 და 27-ე მუხლებზე.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელე დ------- ვ-------–---–მა (წარმომადგენელი ნ----- ა------ე) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობაში, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ, ფართობი - 994.00 კვ.მეტრი. განცხადებას თან ახლდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საარქივო ცნობა; ფოტოსურათები, საინფორმაციო ბარათი; ქვითრების ასლები; სიტუაციური ნახაზი და სხვა. სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს მიღებული იქნა №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ ასევე მოიხმო ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს(არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია, 2013 წლის 17 აგვისტოს ნოტარიუს რ--------- მ-----------ის მიერ გაცემული №1-------- სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, დ------- ვ-------–---–მა(დაბად. 01.07.1941წ. მისამართი: თბილისი, ვ---------–ის დასახ. პირადი ნომერი: 1----------), როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - (მეუღლე), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, სრულად მიიღო 2010 წლის 07 თებერვალს გარდაცვლილი მეუღლის - ლ-------- ვ-------–---–ის სამკვიდრო - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, სადაზღვევო თანხაზე, მიუღებელ ხელფასზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბრებსა და ნივთებზე, სააქციო საზოგადოებაში ფასიან ქაღალდებზე (აქციებზე), ასევე სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 28 სექტემბრის №1------- წერილის თანახმად, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის დ------–--–--ს სადაბო საკრებულოში შემავალი ვ---------–ის დასახლების 1996-2000(რეკვიზიტები შევსებულია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ----------- ლ--------- ყ------ის ძე. კომლის წევრები არიან: ვ----------- დ------- ე-------ს ასული -მეუღლე, ნ------–---–ი, ნ------–---–ი(რთულად იკითხება) ჟ--- ლ---------ს ას(დოკუმენტში ასეა) - შვილი, თ-------–---–ი ა-–---- (დოკუმენტში ასეა) მ-----–ის ძე-სიძე, თ-------–---–ი მ-----–ი ა-–----ს(დოკუმენტში ასეა) ძე- შვილიშვილი, თ-------–---–ი ნ----- ა-–----ს (დოკუმენტში ასეა) ასული - შვილიშვილი. კომლს ერიცხება 1996-2000 წ.წ.- 24 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი (2001-2006 წ.წ. სახელზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 1996-2000 წ.წ. – 0.3 ჰა (2001-2006 წ.წ. მიწა არ ფიქსირდება). ასევე, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის ვ---------–ის ს/მეურნეობის მ/მოსამსახურეთა სიებში, რომლებმაც მიიღეს მიწის ნაკვეთი რეფორმით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, ლ--------- ყ------ის ძე ვ-----------/ვ-------–---–ი (დ------- ე-------ს ასული ვ----------- (ვ-------–---–ი) არ მოიძებნა (სიას არ ახლავს თარიღი, ბეჭედი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა).

 

გ--------ის რაიონის დ------–--–--ს სადაბო საკრებულოში შემავალი ვ---------–ის დასახლების 1992-1995, 2007 წლების საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები) რ-------ელის არქივში დაცვაზე არ შესულა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ოქტომბრის N2------------- წერილი, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ მოწოდებულ მიწაზე გადასახადის გადამხდელთა სიების შესახებ. როგორც წერილიდან ირკვევა, ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობაზე აქვთ მიწის გადასახადის გადამხდელთა 1999-2006წ. სიები, სადაც მოქალაქე დ------- ე-------ს ასული ვ-------–---–ი (ვ-----------) სიებში არ ფიქსირდება.

 

მოპასუხის განმარტებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმის შესასწავლად გამოთხოვილი დოკუმენტაციით ვერ დადგინა დ------- ვ-------–---–ის საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა მის მიერ განცხადებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ - კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

აღნიშნული ნორმიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და მის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2016 წლის 25 ნოემბერს №3----- მიმართვით გადაეგზავნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კი კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 23-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 25 ნოემბრის №3----- მიმართვის პასუხად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს №1--- განკარგულებით უარი ეთქვა დ------- ვ-------–---–ს(პირადი ნომერი: 1----------) მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობა, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დ------- ვ-------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ხოლო ამის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სწორედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიიღო 2017 წლის 17 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და ასევე არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, აღნიშნული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გამორიცხავდა უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დ------- ვ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისში, ვ---------–ის მეურნეობაში, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ, ფართობით - 994.00 კვ.მეტრი დ------- ვ-------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს არც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. დ------- ვ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც სასამართლოს მიერ გამორკვეულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის 23.07.2012წ. მიღებული N8--------------- გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელის სახელზე ირიცხება 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 24.04.2007წ. N---- საარქივო ცნობის თანახმად ლ--------- ვ-------–---–ზე ირიცხება 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ორივე დოკუმენტი გაცემულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით სასამართლოს არანაირი შეფასება არ გაუკეთებია.

 

საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია და დღემდე ცხოვრობს და ახორციელებს ქონების მფლობელობასა და სარგებლობას. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის საკადასტრო ნახაზი, სადაც ნათლად ჩანს რომ 994 კვ.მ-ზე განთავსებულია შენობა, ასევე მითითებულ ნაკვეთზე დამონტაჟებულია 2000 წლიდან წყლის მრიცხველი, რომელზეც გადახდებს ახორციელებს მოსარჩელე ასევე, წარმოდგენილია მომიჯნავე მეზობლების თანხმობა და დასტური მითითებული ქონების 1966 წლიდან ფლობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქმედი კანონის თანახმად, მაღტლზომიერი ფლობის დამადასტურებელია ცნობა კომლის შესახებ, ამონაწერი სიებიდან და სხვა დოკუმენტები, რომელთაც სასაამრთლოს მიერ არანაირი შეფასება არ მიეცა.

 

მოპასუხის მიერ საქმის მასალების გამოკვლევის დროს გამოთხოვილია ინფორმაცია ვ-------–---–ი/ვ----------- დ-------ს, ლ---------ს შესახებ 1992-2007 წლებზე. მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ იქნა წარდგენილი. ფაქტია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია 1992 წლამდე პერიოდი, მით უფრო ნ------–---– დ-------სთან მიმართებით, რაც არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებით დ------- ვ-------–---–ს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე, მის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ვ---------–ის დას. რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე გარდაბანი დ------–--–--ს სადაბო საკრებულოს ვ---------–ის დასახლება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დაინტერესებულ პირზე უკვე რეგისტრირებულია უფლება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში, შესაბამისად, აღნიშნული უფლება არ ექვემდებარება ხელმეორედ რეგისტრაციას (კერძოდ, ვ-------–---–ი დ-------, იგივე ვ----------- დ------- საარქივო ცნობის მიხედვით არის ვ----------- ლ---------ს კომლის ერთერთი წევრი, რომელზეც რეგისტრირებულია უძრავი ქონება მიღება-ჩაბარების აქტის (გაც. 1992 წ.) საფუძველზე 3000.0 კვ.მ., ხოლო ვ----------- ლ---------ს სახელზე საარქივო ცნობა N---- 24.04.2007წ. რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი - 1800.0 კვ.მ.).

 

4.1.2. საქმეში წარმოდგენილია, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 03 ივნისის N2---------- წერილი, რომლითაც განმცხადებელ ნ--- ს----–---–ს ეცნობა, რომ დ------–--–--ს სადაბო საკრებულოს ვ---------–ის მიკრო საბჭოს მათ ხელთ არსებულ 1999, 2001 და 2003 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ლ--------- ყ------ის ძე ვ----------- გადამხდელად არ ფიქსირდება, ამასთან, გ--------ის რაიონის ვ---------–ის მეურნეობის 1967-1990 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოში არ ინახება.

 

4.1.3. საქმეში წარმოდგენილია, 2013 წლის 17 აგვისტოს ნოტარიუს რ--------- მ-----------ის მიერ გაცემული №1-------- სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, დ------- ვ-------–---–მა (დაბად. 01.07.1941წ. მისამართი: თბილისი, ვ---------–ის დასახ., პირადი ნომერი: 1----------), როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - (მეუღლე), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, სრულად მიიღო 2010 წლის 07 თებერვალს გარდაცვლილი მეუღლის - ლ-------- ვ-------–---–ის სამკვიდრო - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, სადაზღვევო თანხაზე, მიუღებელ ხელფასზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბრებსა და ნივთებზე, სააქციო საზოგადოებაში ფასიან ქაღალდებზე (აქციებზე), ასევე სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში).

 

4.1.4. 2016 წლის 22 აგვისტოს, დ------- ვ-------–---–მა (წარმომადგენელი ნ----- ა------ე) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობაში, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ, ფართით- 994.00 კვ.მეტრი. განცხადებას თან ახლდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საარქივო ცნობა; ფოტოსურათები, საინფორმაციო ბარათი; ქვითრების ასლები; სიტუაციური ნახაზი და სხვა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს მიღებული იქნა №8-------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 25 აგვისტოს №2----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან.

 

4.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 28 სექტემბრის №1------- წერილის თანახმად, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის დ------–--–--ს სადაბო საკრებულოში შემავალი ვ---------–ის დასახლების 1996-2000(რეკვიზიტები შევსებულია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ----------- ლ--------- ყ------ის ძე. კომლის წევრები არიან: ვ----------- დ------- ე-------ს ასული -მეუღლე, ნ------–---–ი, ნ------–---–ი(რთულად იკითხება) ჟ--- ლ---------ს ას (დოკუმენტში ასეა) - შვილი, თ-------–---–ი ა-–---- (დოკუმენტში ასეა) მ-----–ის ძე-სიძე, თ-------–---–ი მ-----–ი ა-–----ს(დოკუმენტში ასეა) ძე- შვილიშვილი, თ-------–---–ი ნ----- ა-–----ს(დოკუმენტში ასეა) ასული - შვილიშვილი.

 

კომლს ერიცხება 1996-2000 წ.წ.- 24 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი (2001-2006 წ.წ. სახელზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 1996-2000 წ.წ. – 0.3 ჰა (2001-2006 წ.წ. მიწა არ ფიქსირდება). ასევე, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის ვ---------–ის ს/მეურნეობის მ/მოსამსახურეთა სიებში, რომლებმაც მიიღეს მიწის ნაკვეთი რეფორმით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, ლ--------- ყ------ის ძე ვ-----------/ვ-------–---–ი(დ------- ე-------ს ასული ვ----------- (ვ-------–---–ი) არ მოიძებნა (სიას არ ახლავს თარიღი, ბეჭედი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა).

 

გ--------ის რაიონის დ------–--–--ს სადაბო საკრებულოში შემავალი ვ---------–ის დასახლების 1992-1995, 2007 წლების საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები(მიმაგრების ტალონები) რ-------ელის არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

4.1.6. საქმეში წარმოდგენილია, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ოქტომბრის №2------------- წერილი, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის(მმართველობის) ორგანოების მიერ მოწოდებულ მიწაზე გადასახადის გადამხდელთა სიების შესახებ. როგორც წერილიდან ირკვევა, ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობაზე აქვთ მიწის გადასახადის გადამხდელთა 1999-2006წ. სიები, სადაც მოქალაქე დ------- ე-------ს ასული ვ-------–---–ი (ვ-----------) სიებში არ ფიქსირდება.

 

4.1.7. დ------- ვ-------–---–ის №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს მიღებული იქნა №8-------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლითაც დ------- ვ-------–---–ს განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2016 წლის 25 ნოემბერს №3----- მიმართვით გადაეგზავნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს №1--- განკარგულებით უარი ეთქვა დ------- ვ-------–---–ს (პირადი ნომერი: 1----------) მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობა, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დ------- ვ-------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილებით დ------- ვ-------–---–ს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე, მის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობა, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ (994 კვ.მეტრი). აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2016 წლის 25 ნოემბრის №3----- მიმართვის პასუხად, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება №1--- (04.08.2017), რომლის მიხედვითაც დაინტერესებული პირის, დ------- ვ-------–---–ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4.1.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ დ------- ვ-------–---–ის (წარმომადგენელი ნ----- ა------ე) მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის N4-------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დ------- ვ-------–---–ის წარმომადგენელს ნ----- ა------ეს 2017 წლის 12 სექტემბრის N4-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელე დ------- ვ-------–---–მა (წარმომადგენელი ნ----- ა------ე) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობაში, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ, ფართობი - 994.00 კვ.მეტრი. განცხადებას თან ახლდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საარქივო ცნობა; ფოტოსურათები, საინფორმაციო ბარათი; ქვითრების ასლები; სიტუაციური ნახაზი და სხვა. სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს მიღებული იქნა №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმადაც, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია, 2013 წლის 17 აგვისტოს ნოტარიუს რ--------- მ-----------ის მიერ გაცემული №1-------- სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, დ------- ვ-------–---–მა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ სრულად მიიღო 2010 წლის 07 თებერვალს გარდაცვლილი მეუღლის - ლ-------- ვ-------–---–ის სამკვიდრო - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით და პასივებით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 28 სექტემბრის №1------- წერილის თანახმად, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის დ------–--–--ს სადაბო საკრებულოში შემავალი ვ---------–ის დასახლების 1996-2000 (რეკვიზიტები შევსებულია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ----------- ლ--------- ყ------ის ძე. კომლის წევრები არიან: ვ----------- დ------- ე-------ს ასული -მეუღლე, ნ------–---–ი, ნ------–---–ი(რთულად იკითხება) ჟ--- ლ---------ს ას(დოკუმენტში ასეა) - შვილი, თ-------–---–ი ა-–---- (დოკუმენტში ასეა) მ-----–ის ძე-სიძე, თ-------–---–ი მ-----–ი ა-–----ს(დოკუმენტში ასეა) ძე- შვილიშვილი, თ-------–---–ი ნ----- ა-–----ს (დოკუმენტში ასეა) ასული - შვილიშვილი. კომლს ერიცხება 1996-2000 წ.წ.- 24 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი; მიწის ნაკვეთი 1996-2000 წ.წ. – 0.3 ჰა (2001-2006 წ.წ. მიწა არ ფიქსირდება). ასევე, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის ვ---------–ის ს/მეურნეობის მ/მოსამსახურეთა სიებში, რომლებმაც მიიღეს მიწის ნაკვეთი რეფორმით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, ლ--------- ყ------ის ძე ვ-----------/ვ-------–---–ი (დ------- ე-------ს ასული ვ----------- (ვ-------–---–ი) არ მოიძებნა (სიას არ ახლავს თარიღი, ბეჭედი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა).

 

გ--------ის რაიონის დ------–--–--ს სადაბო საკრებულოში შემავალი ვ---------–ის დასახლების 1992-1995, 2007 წლების საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები) რ-------ელის არქივში დაცვაზე არ შესულა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ოქტომბრის N2------------- წერილი, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ მოწოდებულ მიწაზე გადასახადის გადამხდელთა სიების შესახებ. როგორც წერილიდან ირკვევა, ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობაზე აქვთ მიწის გადასახადის გადამხდელთა 1999-2006წ. სიები, სადაც მოქალაქე დ------- ე-------ს ასული ვ-------–---–ი (ვ-----------) სიებში არ ფიქსირდება.

 

ამდენად, დ------- ვ-------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმის შესასწავლად გამოთხოვილი დოკუმენტაციით ვერ დადგინა დ------- ვ-------–---–ის საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა მის მიერ განცხადებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ - კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

აღნიშნული ნორმიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და მის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2016 წლის 25 ნოემბერს №3----- მიმართვით გადაეგზავნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კი კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 23-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 25 ნოემბრის №3----- მიმართვის პასუხად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს №1--- განკარგულებით უარი ეთქვა დ------- ვ-------–---–ს (პირადი ნომერი: 1----------) მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ვ---------–ის მეურნეობა, ვ-–----–----–-ს ქუჩა №---ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დ------- ვ-------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ხოლო ამის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სწორედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიიღო 2017 წლის 17 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და ასევე არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, აღნიშნული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გამორიცხავდა უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ დ------- ვ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5.2. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------- ვ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა