განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018002319144
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-871-2018 23 ოქტომბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ნ--- ძ--------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ს----------–---- საავადმყოფო
წარმომადგენელი - ი---------------ე
დავის საგანი - მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ--- ძ--------ის სარჩელი, მოპასუხე შპს ს----------–---- საავადმყოფოს მიმართ, 2004 წლის სახელფასო დავალიანებისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე ნ--- ძ--------ი შპს ”ს-------------–-----------– - პოლიკლინიკურ გ------------სთან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2004 წელს დასაქმებული იყო შ.პ.ს "ს-------------–-----------– პოლიკლინიკურ გ------------ში" ეკი- უ–-----ის საექიმო უბანზე, უმცროს ექიმ-თავრაპეტის პოზიციაზე და მას 2004 წელს 3-15 წლის ასაკის ბავშვთა ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება არ მიუღია. 2.2 სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფრაგლებში, ერთი სახელმწიფო ბრიგადის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ნუსხის ხარჯთაღრიცხვა თვის განმავლობაში შეადგენდა 373 ლარს. 2.3. 2001 წლიდან 2006 წლამდე შპს ”ს----------–---- საავადმყოფოში ” მოქმედებდა საქართველოს სოციალური დაზრვევის სახელმწიფო კომპანიის შემდეგი პროგრამები: სტაციონალური დახმარების პროგრამა, ამბულატორიული დახმარების პროგრამა, ურგენტული პროგრამა. 2.4. 2003-2004 წლებში შპს ”ს----------–---- საავადმყოფოს ” პოლიკლინიკური განყოფილება ემსახურებოდა მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ 0-დან 15 წლმადე ბავშვთა მოსახლეობას. 2.5. 2003 წელს შემუშავებილი იქნა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის №71/ნ ბრძანებით განისაზღვრა ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების წესი და უფლებამოსილ პირთა წრე. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორების წესი. 2003 წლის 01 სექტემბერს საქარველოს სოცოალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და შპს ”ს----------–---- საავადმყოფოს ” შორის გაფორმდა №1---------თ ხელშეკრულება. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ფარგლებს და გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა, არამედ ამ პროგრამის აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა შორის დადებული ხელშეკრულებები. 2.6. მოსარჩელე ნ--- ძ--------ი შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდა მოპასუხე შპს ”ს----------–---- საავადმყოფოსთან ”. 2.7. შპს ”ს----------–---- საავადმყოფო ” 2004 წელს შედგებოდა ორი განყოფილებისაგან : პოლიკლინიკური და სტაციონალური . პოლიკლინიკური განყოფილების ექიმ პედიატრები ემსახურებოდნენ ქ. სე-------–-------- ) 0-დან 15 წლამდე ბავშვთა მოსახლეობას და არასოდეს ჰქონიათ ვალდებულება , მათ შორის 2004 წელსაც მომსახურებოდნენ ამბულატორიულად სოფლის ბავშვებს . სოფლად მცხოვრები 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტინენტს სამედიცინო დახმარებას ყოველთვის უწევდა შპს ”ს-------------–-----------– -პოლიკლინიკური გ------------ ”, ასე იყო 2004 წელსაც . 2.8. ნ--- ძ--------ს 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, 3 დან 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მიმსახურების ანაზღაურება არ ეკუთვნის. 2.9. მხარეთა განმარტებით და საქმეში არსებული ბრძანება №4-ით სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წელს ნ--- ძ--------ი მუშაობდა სენაკის „აბულატორიულ-პოლიკლინიკურ გ------------ში“, სოფელ ეკი-უშაფათის ბრიგადის უმცროს ექიმ-თერაპევტად და იგი მიმაგრებული იყო სერტიფიცირებულ ექიმ მ.----–--------ნ. შპს ”ს----------–---- საავადმყოფო” 2004 წელს შედგებოდა ორი განყოფილებისაგან: პოლიკლინიკური და სტაციონალური. პოლიკლინიკური განყოფილების ექიმ პედიატრები ემსახურებოდნენ ქ. სე-------–--------) 0-დან 15 წამდე ბავშვთა მოსახლეობას; თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ მას პედიატრიაში, ანუ ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სფეროში შესაბამისი საქმიანობის სერთიფიკატი არ გააჩნდა. ნ--- ძ--------ის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარებისადმი (პაციენტებისადმი) უფასოდ მომსახურების ფაქტს, ასევე ამავე პროგრამით დადგენილი წესით კონსულტაციის გაწევას და მის შრომით ურთიერთობას მოპასუხე ორგანიზაციასთან. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე თუ არ არსებობს ხელშეკრულება, ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლი, არ არსებობს ვალდებულებაც. 2.11. მოსარჩელე სადაოდ ხდის 3 დან 15 წლამდე მოზარდების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების შედეგად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წარმოიშობილ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობას შპს ”ს----------–---- საავადმყოფოსთან”, თუმცა საქმის განხილვისას ვერც წერილობითი და ვერც ზეპირსიტყვიერად ვერ დადასტურდა მისი საქმიანობის განხორცილება შპს ”ს----------–---- საავადმყოფოს” როგორც სტაციონალურ, ასევე პოლიკლინიკურ განყოფილებაში, ასევე ვერ დასტურდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ”ს----------–---- საავადმყოფოს” ვალდებულება მომსახურებოდნენ ამბულატორიულად სოფლის ბავშვებს. ამდენად, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ--- ძ--------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქოს აპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. ბავშვთა საავადმყოფომ არ წარმოადგინა 2004 წლის ბავშვთა პროგრამა, რომლის მოტანა დაავალა მოსამართლემ. 3.2. სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლის 136 ნაწილი 1,2,3,4,5-ის მოთხოვნები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ნ--- ძ--------ი მუშაობდა შპს ს-------------–-----------–-პოლიკლინიკურ გ------------ში უმცროსი ექიმი თერაპევტის თანამდებობაზე. 4.2. ამავდროულად, 2003-2004 წლებში სხვა საწარმო, შპს ს----------–---- საავადმყოფო ახორციელებდა 0-15 წლამდე ბავშვების სამედიცინო მომსახურებას. 4.3. ნ--- ძ--------ი შპს ს----------–---- საავადმყოფოში დასაქმებული არ ყოფილა და მის სასარგებლოდ ან მის ნაცვლად სამუშაო არ შეუსრულებია. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. 4.5. არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც მხარეთა შორის რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დადასტურდებოდა, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.6. საქმეში არის შპს ს----------–---- საავადმყოფოსა და სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 2003 წლის 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელსაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სამედიცინო დახმარების პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების ჩამონათვალი ერთვის. 4.6.1. აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არც-ერთი მტკიცებულება და არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ამ ხელშეკრულების გარდა დადებული იყო სხვა ხელშეკრულებაც და არსებობდა „ბავშვთა პროგრამა“, რომელშიც განსხვავებული პირობები იქნებოდა შეთანხმებული. 4.6.2. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, ამით, რასაკვირველია, ვერანაირად დამტკიცდებოდა, რომ მხარეები რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ან მის ნაცვლად რაიმე სამუშაო მაინც შეასრულა. 4.7. ამრიგად, პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით წარმოშობილი არ ყოფილა. 4.7.1. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ნ--- ძ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე