განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2018
საქმის ნომერი
190210116001533466
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190210116001533466

საქმე №2ბ/6428-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე): ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ს------- დ--------ე, ე-–--- მ-------–---–ი

 

ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს ,,გ-------–--–ი“

წარმოამდგენელი - თ----- ჯ--–--–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

І აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი იჯარის საგნის დაყოვნებით გადაცემისათვის 6588.49 ლარის დაკისრების ნაწილში და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდება 50000 ლარის დაკისრების ნაწილში სრულად;

 

ІІ აპელანტის (შეგებებულ სააპელაციო საჩივარში) მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ”გ-------–--–ი+”-ს დაეკისრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 11 864,75 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა რუსთავში, 1------------------ –ში (N0----- ხელშეკრულება); მ------------–--------------------ში (N0----- ხელშეკრულება) სამუშაოების დაგვიანებით დასრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ასევე პირგასმატეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით დაკისრების შესახებ;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 15 ოქტომბრამდე არ დასრულდა შემდეგ მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოები:

1. რუსთავი, ას-–-----–---–-ს ქუჩა - დასრულდა 2013 წლის 18 ოქტომბერს;

2. რუსთავი, მე---–---–-ს მე-3 გასასვლელი N6-8 - დასრულდა 2013 წლის 11 ნოემბერს;

3. რუსთავი, კლ----–---–-ს ქ.N47 - დასრულდა 29 ნოემბერს;

4. რუსთავი, ბ------------–---- ქუჩა - 2013 წლის 16 ოქტომბერს, 2013 წლის 12 დეკემბერს და 26 დეკემბერს;

5. რუსთავი, მე-1---------- - დასრულდა 2013 წლის 17 დეკემბერს;

6. რუსთავი, მე-1--------------- - დასრულდა 2014 წლის 6 იანვარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 2-19. ტომი 1)

- დაზუსტებული შესაგებელი (ს.ფ. 232-237)

- მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებები (სხდომის ოქმები ჩD დისკები)

- შემოწმების აქტები, (ს.ფ. 79-111. ტომი 2)

 

2.2. 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან 2013 წლის 15 ოქტომბრამდე არ დასრულდა სამუშაოები შემდეგ მისამართებზე:

1. რუსთავი, მე-1------------------------- - დასრულდა 2013 წლის 23 ოქტომბერს;

2. რუსთავი, 2------------ -დასრულდა 2013 წლის 29 ოქტომბერს;

3. რუსთავი, 1------------------ - დასრულდა 2013 წლის 11 ნოემბერს;

4. რუსთავი, 2------------ - დასრულდა 2013 წლის 18 ნოემბერს;

5. რუსთავი, 2------------ - დასრულდა 2013 წლის 20 ნოემბერს;

6. რუსთავი, 2----------- - დასრულდა 2013 წლის 29 ნოემბერს;

7. რუსთავი, 1------ს ქუჩა - დასრულდა 2013 წლის 13 დეკემბერს;

8. რუსთავი, მაჩ---–--------------–--ის ქუჩების შემაერთებელი გზა - დასრულდა

2013 წლის 10 დეკემბერს;

9. რუსთავი, მ------------ - დასრულდა 2014 წლის 27 იანვარს;

10. რუსთავი, 2----------- - დასრულდა 2014 წლის 13 იანვარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 2-13. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 259-263. ტომი 1)

- შემოწმების აქტები (ს.ფ. 116-128. ტომი 1)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. 2013 წლის 22 აგვისტოს ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და შპს ”გ-------–--–ი+”სს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები N0----- და N0----- ქალაქ რუსთავში გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლითაც სამუშაობის შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდი, ხოლო სამუშაოების 50%-ის შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბრს ჩათვლით პერიოდი. სამუშაოების შესრულების ვადა 2013 წლის 29 ნოემბრის შეთანხმებით გაგრძელდა 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 

2013 წლის 22 აგვისტოს ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და შპს ”გ-------–--–ი+”-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები N0----- და N0----- რუსთავში, გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ, N0----- ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 995 994 ლარი, ხოლო N0----- ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 995 992 ლარი.

 

ორივე ხელშეკრულების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2013 წლის 29 ნოემბრისა, მათ შორის სამუშაოების მთლიანი ღირებულების არანაკლებ 50%-ისა უნდა შესრულდეს 2013 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებების N1 დანართში მითითებულია კონკრეტული მისამართების ჩამონათვალი, კონკრეტულ მისამართზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება და ვადა.

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის N1--- განკარგულებით შპს „გ-------–--–ი+“-სსა და თვითმმართველს ქალაქ რუსთავს შორის გაფორმებული 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- და N0----- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 31 მაისის ჩათვლით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 მარტს ჩათვლით.

 

ქალაქ რუსთავის საკრებულოს ამ განკარგულების საფუძველზე ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და შპს „გ-------–--–ი+“-სს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს წერილობით დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით ცვლილება შევიდა N0----- ხელშეკრულების 3.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1 995 994 ლარს, საიდანაც 2013 წელს დაფინანსდება 1 249 745,78 ლარი, ხოლო 2014 წელს დაფინანსდება 746 248,22 ლარი. შეიცვალა ასევე, ხელშეკრულების 6.1 პუნქტი და სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტისა, ცვლილება შევიდა ასევე ხელშეკრულების მე-14 მუხლში და ხელშეკრულების მოქმედების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 31------ს ჩათვლით ვადა.

 

მხარეებს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს დადებულია წერილობითი შეთანხმება, რომლითაც 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულებაში შევიდა ისეთივე შინაარსის ცვლილებები, როგორიც N0----- ხელშეკრულებაში.

 

საკრებულოს განკარგულების გამოცემის და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდა შპს „გ-------–--–ი+“-ის 2013 წლის 26 ნოემბრის N1-- წერილი. ამ წერილით შპს „გ-------–--–ი+“-მა მიმართა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება ფერხდება და აუცილებელია სამუშაოთა დასრულების ვადის გაგრძელება შემდეგი გარემოებების გამო:

 

დღეის მდგომარეობით სარეაბილიტაციო ქუჩებზე მიმდინარეობს წყალსადენის ქსელის აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ფერხდება გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების ვადაში სამუშაოთა დასრულების შესაძლებლობას. ვინაიდან მოახლოებულია ზამთარი და მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ნალექიანობის მომატება, რაც სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით შეუძლებელს ხდის ა/ბეტონის საფასის მოწყობას 50 დაბალ ტემპერატურაზე. შპს „გ-------–--–ი+“-მა მოითხოვა ამ გარემოებების გამო 2013 წლის 22 აგვისტოს დადებულ N0----- და N0----- ხელშეკრულებებში სამუშაოთა დასრულების ვადად განისაზღვროს 2014 წლის 31------.

 

ამდენად, მხარეებს შორის დადებული დამატებითი შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა და იგი გაიზარდა

2014 წლის 31 მარტამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების შემადგენელი ნაწილია ასევე დანართი N1, რომლითაც განსაზღვრულია შპს ”გ-------–--–ი +”-ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება თითოეული მისამართის მიხედვით. ვინაიდან პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ კონკრეტულ მისამართებზე სამუშაოების დაგვიანებით შეუსრულებლობისათვის, სასამართლო მხოლოდ სადაო ქუჩების სამუშაოების ღირებულებას მიუთითებს.

 

N0----- ხელშეკრულების თანახმად, სადაო მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა:

1. ას-–-----–---–-ს ქუჩაზე 15 293,05 ლარი.

2. მე---–---–-ს მე-3 გასასვლ. N6-8 66 551,63 ლარი

3. კლ----–---–-ს ქ N4 16 958.45 ლარი

4. ბო---------–---ს ქუჩა 207 184,50 ლარი

5. 1----------- 34 304,65 ლარი

6. 1------------------ 136 409,89 ლარი

 

N0----- ხელშეკრულების თანახმად, სადაო მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა:

1. 1--------------------------- 176 763 ლარი

2. 2------------ 37 627 ლარი

3. 1----------------- 124 488 ლარი

4. 2---------- 42 412 ლარი

5. 2------------ 71 480 ლარი

6. 2----------- 29 224 ლარი

7. 1------ს ქუჩა 52 645 ლარი

8. მა----–------------–---ს ქუჩის შემაერთებელი გზა - 40 171 ლარი

9. მ----------- 22 449,46 ლარი

10. 2----------- 37 690,06 ლარი

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- N3-- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23-26. ტომი 2)

- N3-- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 31-34. ტომი 1)

- N0----- ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების ასლი (ს.ფ. 76. ტომი 2)

- N0----- ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების ასლი (ს.ფ. 89. ტომი 1)

- საკრებულოს განკარგულების ასლი (ს.ფ. 78. ტომი 2)

- შპს „გ-------–--–ი+“-ის წერილების ასლები (ს.ფ. 239-240. ტომი 1)

 

2.4. 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავში, მ--------------ში და 2------------ში სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეულია ამ მისამართებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით. ამავე მიზეზით არის გამოწვეული 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავში, მე-1---------------- მისამართზე სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა. დანარჩენ მისამართებზე 2013 წლის 15 ოქტომბრისათვის წყლის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იყო, რის გამოც ამ გარემოებას არ გამოუწვევია სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა.

 

განსახილველ საქმეში დავის საგანია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რისი საფუძველია ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა.

 

მოპასუხე სადაო მისამართებზე ასფალტ/ბეტონის დაგების სამუშაოების 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ შესრულებას არ უარყოფს, თუმცა მიუთითებს, რომ ეს გამოიწვია ამ ქუჩებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობამ. ამდენად, მოპასუხეს წარდგენილი აქვს მოთხოვნის გამომრიცხავი, კვალიფიციური შესაგებელი, რადგან მიუთითებს, ისეთა გარემოებაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას ვადის გადაცილებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი affirmanti, non negati, incumbit probatio ” - “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადაოა სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების წარმოშობის საფუძველი – ხელშეკრულების დადების ფაქტი, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის ან ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების გამომრიცხავი გარემოებები – ვალდებულების შესრულების ან ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხავი გარემოებები.

 

მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ი-----------------------------–-----–------------------ მიერ შპს „რუ--------–---–------ი“ მიმოწერა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხებზე.

 

ქალაქ რუსთავის მერიის ი-----------------------------–-----–------------------ უფ--------------–-------–--------–---–-----–---------------–---–-ს 2013 წლის 15 ოქტომბრის წერილში, რომელიც მიმართულია შპს „რუ--------–--–-ს“ დი----------------------–--------------------------ს მიმართ, მითითებულია იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც შეუსრულებელია სასმელი წლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სადაო მისამართებიდან წერილში დასახელებულია შემდეგი მისამართები: რუსთავი, მე-1--------------- ; მ-----------------------------

 

ქალაქ რუსთავის მერიის ი-----------------------------–-----–------------------ უფ--------------–-------–--------–----–----–---------------–---–ს შპს “რუ--------–--–-ს “დი----------------------–--------------------------სათვის გაგზავნილი აქვს ასევე, წერილი 2013 წლის 26 ნოემბერს. წერილში, მითითებულია, რომ ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოპირკეთება, იგება ასფალტის საფარი. არსებული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა დამთავრდეს ა.წ 15 ოქტომბრამდე. წერილში მითითებულია ის მისამართები, სადაც შესასრულებელია სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სადაო მისამართებიდან მითითებულია მე-1---------------- ; მ-----------; 2-------------

 

ამდენად, N0----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართებიდან სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 15 ოქტომბერს დასრულებული არ იყო რუსთავში, 1------------------ –ში.

 

N0----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართებიდან სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 15 ოქტომბერს დასრულებული არ იყო რუსთავში, მ-------------–-------------------ში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სასმელი წყლის მილსადენის ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოების გამო შესაძლებელი არ არის ამავე ქუჩებზე ასფალტ/ბეტონის საფარის დაგება, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის ან რეაბილიტაციის სამუშაოების დროს ამავდროულად ქუჩის ზედაპირზე ასფალტის დაგება შეუძლებელია. ამ საკითხზე სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ სასმელი წყლის ქსელები რიგ შემთხვევაში გზის განაპირას, ტროტუარის პირას მდებარეობს ან გზის ერთ მხარეს შესაძლოა ეს სამუსაოები დასრულებული იყოს და ამის გამო ასფალტ/ბეტონის დაგებას ხელს არ უშლის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, რადგან ეს გარემოება მიუთითა მოპასუხის იმ პოზიციის უარსაყოფად, რომ სამუშაოების დაგვიანებით შესრულება გამოიწვია სასმელი წყლის ქსელების სამუშაობის მიმდინარეობამ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნას აკეთებს საქმეში ამ გარემოების შესახებ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების, მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაო მისამართებზე სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასფალტის დაგების დამაბრკოლებელი გარემოება არ არის. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე რუსთავის მერიის ერთერთი სტრუქტურული ერთეულის წერილები, რომლებშიც შპს „რუ--------–---–ს“ სთხოვენ დროულად დაასრულონ სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები იმის გამო, რომ გზებზე დასაგებია ასფალტ/ბეტონის საფარი. ამდენად თავად მოსარჩელის წერილებით დასტურდება, რომ სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება აუცილებელი იყო გზებზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების დასაწყებად. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულებების გაფორმებამდე რუსთავის მერიამ რამდენჯერმე წერილობით აცნობა შპს „გ-------–--–ი+“-სს იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია დასრულებული იყო. შესაბამისად, მერიის ამ წერილებით დასტურდება, რომ წყლის და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციის დასრულება აუცილებელი იყო გზებზე ასფალტის საფარის დაგების დასაწყებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადაო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული გარემოებების მტკიცების პროცესში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ი-----------------------------–-----–------------------ წერილები წარმოადგენს სარწმუნო და უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ წერილობით საბუთებს. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების 5,1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივად მიღება მოხდება სამუშაოების შესრულებაზე წარმოდგენილი ფორმა N-- ის საფუძველზე დამოწმებული და ხელმოწერილი ტ-----------------–----- და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ი-----------------------------–-----–------------------ უ--------- მიერ.

 

ამდენად, ხელშეკრულების სრულად შესრულებამდე პერიოდულად შესრულებული სამუშაოებზე კონტროლი და მათი მიღება წარმოადგენდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფლებოსილებას, რის გამოც მითითებულ წერილებში აღწერილი გარემოებები სწორედ ამ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის მიზნით განხორციელებული ქმედებებია.

 

ამდენად, მისამართებზე რუსთავი, მ---------------------- –ში; მ--------------–--------------------ში ასფალტ/ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების დაგვიანებით დასრულება გამოიწვია მესამე პირის – შპს „რუ--------–---–ის“ მიერ ამავე მისამართებზე სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებამ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ დანარჩენ მისამართებზე სამუშაოების შესრულების შემაფერხებელი რაიმე გარემოების არსებობა არ დასტურდება. მოპასუხეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების დადასტურება მოპასუხის ვალდებულებაა, მის მტკიცების საგანში შედის, რადგან ეს ფაქტი დადასტურება გამორიცხავს მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

როგორც აღინიშნა რუსთავის მერიის 2013 წლის 15 ოქტომბრის და 26 ნოემბრის წერილებში სადაო მისამართებიდან მითითებულია მხოლოდ რუსთავში, მე-1-----------------; მ-----------; 2------------ -ში 2013 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. სადაო მისამართებიდან სხვა მისამართები ამ წერილებში მითითებული არ არის. მოპასუხეს სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია იმის შესახებ, რომ სადაო მისამართებზე 2013 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით ან ხელშეკრულების ვადის გაგრძელების დროისათვის მიმდინარეობდა სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ დასტურდება იმ ფაქტით, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით გაგრძელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა.

 

საკრებულოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა შპს „გ-------–--–ი+“-ის წერილი, სადაც იგი ითხოვდა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელებას გზებზე სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში სადაოა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონკრეტულად დასახელებულ მისამართებზე სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევისათვის პირგასმატეხლოს დაკისრება და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრული მოცულობით დაგვიანებით დასრულებისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, რა იყო კონკრეტულად ამ ქუჩებზე ასფალტის დაგების სამუშაოების დასრულების დაგვიანების მიზეზი.

 

მოპასუხემ ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შპს „რუ---------–---–------ი“ მიმართული წერილები, სხვა მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. კერძოდ, წარმოდგენილი არ არის შპს „რუ--------–--–-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, სადაო ქუჩებზე რა პერიოდში მიმდინარეობდა სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ი-----------------------------–-----–------------------ 2013 წლის 15 ოქტომბრის წერილში მითითებული მისამართებიდან მხოლოდ სამი მისამართია სარჩელით სადაო, სადაც ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროისათვის მიმდინარეობდა სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, ამ მტკიცებულებით არ დასტურდება დანარჩენ მისამართებზე ამ სამუშაოების წარმოება. მოპასუხეს სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რის გამოც მან ვერ დაამტკიცა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაში მესამე პირის ბრალეულობა.

 

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ი-----------------------------–-----–------------------ წერილში, რომელიც 2013 წლის 16 აგვისტოს გაგზავნილია შპს „გ-------–--–ი+“-ისათვის მითითებულია ის მისამართები, სადაც შესაძლებელია ასფალტის საფარის დაგება.

 

N0----- ხელშეკრულებაში მითითებული მისამართებიდან წერილში დასახელებულია ას-–-----–---–-ს ქუჩა, მე---–---–-ს მე-3 გასასვლ. N6-8, ბო---------–---ს ქუჩა, კლ----–---–-ს ქუჩა N4, 16------- N1ა. N0----- ხელშეკრულებაში მითითებული მისამართებიდან წერილში დასახელებულია: 1--------------------------------------------------------------------------------------------------------------- N-5; პი-----–-------ს ქუჩა; მა----–------------–---ს ქუჩების შემაერთებელი გზა; მ-----------.

 

ამდენად, ამ წერილით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადებამდე მერიამ შპს „გ-------–--–ი+“-სს აცნობა, რომელ ქუჩებზე იყო შესაძლებელი ასფალტის დაგება. ამ წერილის შემდგომ, 2013 წლის 22 აგვისტოსაა დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო მცდარი და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ამ ქუჩებზე შპს „რუ--------–---–ი“ ატარებდა სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- N3-- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23-26. ტომი 2)

- N3-- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 31-34. ტომი 1)

- N0----- ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების ასლი (ს.ფ. 76. ტომი 2)

- N0----- ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების ასლი (ს.ფ. 89. ტომი 1)

- საკრებულოს განკარგულების ასლი (ს.ფ. 78. ტომი 2)

- მერიის 16.08.2013წ წერილის ასლი (ს.ფ. 195. ტომი 1)

- მერიის 26.11.2013წ და 15.10.2013წ წერილების ასლები (ს.ფ. 229. 235. ტომი 1)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 22 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის N0----- და N0----- ხელშეკრულებებით, რომლებიც თავისი არსით არის ნარდობა, რადგან ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ქალაქ რუსთავის გზებზე ასფალტ/ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების შესრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

სარჩელით სადაო მისამართებზე მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დაესრულებინა 2013 წლის 15 ოქტომბრამდე.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ სადაო მისამართებზე ასფალტ/ბეტონის სამუშაოები დასრულდა 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რა გარემოებამ გამოიწვია სამუშაოების დაგვიანებით დასრულება, იყო თუ არა ამის მიზეზი მოპასუხის ქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართებიდან სამ მისამართზე მოპასუხის მიერ ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების დაგვიანებით შესრულება გამოიწვია მესამე პირის ქმედებამ, რის გამოც ამ მისამართებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების დაგვიანებით დასრულება არ შეიძლება შეფასდეს შპს ”გ-------–--–ი+”-ის მიერ ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

401-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება, თუ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას-ანუ ისეთ გარემოებას, რაც წარმოიშვა მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და რომლის გამოც ვალდებულების დროულად შესრულება მოვალეს არ შეეძლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული მისამართებიდან რუსთავში, 1------------------–-------------------–---------------------ში ადგილი ჰქონდა ისეთ გარემოებას, რომლის გამოც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401 და 402-ე მუხლების საფუძველზე ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევისათვის.

 

კერძოდ, ამ მისამართებზე არსებულ გზებზე ასფალტ/ბეტონის სამუშაოების 2013 წლის 15 ოქტომბერს დასრულება შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ ამავე მისამართებზე შპს „რუ--------–---–ი“ ასრულებდა სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა გაუფრთხილებლობას ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების საკითხში. ასევე სახეზე არ არის 402-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება - შემთხვევითობა, რომლის გამოც მოვალეს ეკისრება პასუხისმგებლობა ვადის გადაცილებისათვის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გზაზე წყლის საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟი ან მათი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება არის ისეთი გარემოება, რომლის გამოც შეუძლებელია ამავე ქუჩის ზედაპირზე ასფალტის საფარის დაგება. შესაბამისად, მესამე პირის მიერ შექმნილი გარემოების გამო მოპასუხეს არ შეეძლო დროულად შეესრულებინა სადაო ვალდებულება.

 

სადაო მისამართებზე სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო ქალაქ რუსთავის მერიისათვის, რასაც მოწმობს მისი შპს „რუ--------–---–------ი“ გაგზავნილი წერილები, რომლებითაც მოითხოვს სამუშაოების დასრულებას. ამასთან, წერილები არის არა ზოგადი ხასიათის, არამედ კონკრეტული მისამართების მიხედვით არის მითითებული სად არ არის დასრულებული წყლის მილსადენების სამუშაოები.

 

ამდენად, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების შემაფერხებელი გარემოების შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, იგი ამ სამუშაოების შესრულების პროცესს აკონტროლებდა, მაგრამ გარკვეულ ქუჩებზე სამუშაოები 2013 წლის 15 ოქტომბრის, ასევე 2013 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით დასრულებული არ იყო. ეს გარემოება კი ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა ამავე ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგებას. N3-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამ გარემოების გამო დროულად ვერ შესრულდა სამუშაოები რუსთავში, მ-----------------, N-6-ში. ამ მისამართზე სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 6 იანვარს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 30 009,48 ლარის ოდენობით. N3-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროულად ვერ შესრულდა ასფალტის დაგების სამუშაოები რუსთავში, მ--------------–-- სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 27 იანვარს. მოთხოვნილია 44 დღის პირგასამტეხლო 4938,78 ლარი. ასევე რუსთავში, 2------------ ში, სადაც სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 13 იანვარს. პირგასამტეხლო მოთხოვნილია 44 დღის პერიოდისათვის და შეადგენს 8 291 ლარს.

 

ამდენად, N3-- ხელშეკრულების საფუძველზე უსაფუძვლოდ მოთხოვნილია 30 009,48 ლარის პირგასამტეხლო, ხოლო N3-- ხელშეკრულების საფუძველზე უსაფუძვლოა 13 229,78 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნა.

 

სხვა სადაო მისამართებთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ დარღვეულია სახელშეკრულებო ვალდებულება სამუშაოების 2013 წლის 15 ოქტომბრამდე დასრულების შესახებ, რადგან ამ მისამართებზე სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 15 ოქტომბერს დასრულებული იყო და მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონდა დროულად დაეგო გზებზე ასფალტ/ბეტონის საფარი.

 

შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმების მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით, შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. ამ შემთხვევაში მოთხოვნილია პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობდა და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო შემდეგი საფუძვლების გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის

 

თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის , როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს სახელშეკრულებო ღირებულების 0,5%-ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318- 301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სარჩელით სადაოა კონკრეტულ მისამართებზე სამუშაოების დასრულების დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რის გამოც ყოველ კონკრეტულ მისამართზე ვადის გადაცილების საკითხს ცალ-ცალკე შეაფასებს სასამართლო.

 

2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან რუსთავში, ას-–-----–---–-ს ქუჩაზე სამუშაოები დასრულდა 3 დღის დაგვიანებით - 2013 წლის 18 ოქტომბერს, ხოლო დანარჩენილ ნაწილში 26 დეკემბერს; რუსთავში, მე---–---–-ს მე-3 გასასვლელი N6-8-ში დასრულდა 26 დღის დაგვიანებით - 2013 წლის 11 ნოემბერს; რუსთავი, კლ----–---–-ს ქ.N47-ში დასრულდა 44 დღის დაგვიანებით 2013 წლის 29 ნოემბერს; რუსთავი, ბო---------–---ს ქუჩის ნაწილში სამუშაოები დასრულდა- 2013 წლის 16 ოქტომბერს, ერთი დღის დაგვიანებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში 2013 წლის 12 დეკემბერს და 26 დეკემბერს; რუსთავში, მე-1---------- - დასრულდა 2013 წლის 17 დეკემბერს.

 

ამდენად, N0----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართებიდან რუსთავში, ბო---------–---ს ქუჩის ნაწილში, ას-–-----–---–-ს ქუჩის ნაწილში და მე-1-----------ში მოპასუხემ სამუშაოების დაასრულა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემდეგ. ბო---------–---ს ქუჩის ნაწილში სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება მინიმალურია და შეადგენს 1 დღეს. ასევე მცირეა ვადის გადაცილება ას-–-----–---–-ს ქუჩის ნაწილზე და შეადგენს 3 დღეს.

 

2013 წლის 22 აგვისტოს N00----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართებიდან რუსთავში, მე-1--------------------------ში სამუშაოები დასრულდა 8 დღის დაგვიანებით, 2013 წლის 23 ოქტომბერს; რუსთავში, 2-------------ში დასრულდა 14 დღის დაგვიანებით, 2013 წლის 29 ოქტომბერს; რუსთავი, 1------------------ში დასრულდა 26 დღის დაგვიანებით, 2013 წლის 11 ნოემბერს; რუსთავი, 2-------------ში დასრულდა 33 დღის დაგვიანებით, 2013 წლის 18 ნოემბერს; რუსთავი, 2-------------ში დასრულდა 35 დღის დაგვიანებით, 2013 წლის 20 ნოემბერს; რუსთავი, 2------------ში დასრულდა 44 დღის დაგვიანებით, 2013 წლის 29 ნოემბერს; რუსთავი, 1------ს ქუჩაზე - დასრულდა 58 დღის შემდეგ, 2013 წლის 13 დეკემბერს; რუსთავი, მაჩ---–-------------–-------------ს შემაერთებელი გზაზე - დასრულდა 56 დღის შემდეგ, 2013 წლის 10 დეკემბერს.

 

ამდენად, რუსთავში, 1მ-------------------------–-------------–------------ს შემაერთებელი გზაზე სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემდეგ. მცირეა ვადის გადაცილება რუსთავში, მე-1-------------------------- (8 დღე) და რუსთავში, 2------------ (14 დღე).

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შესაფასებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქალაქ რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით სამუშაოთა შესრულების ვადა მოპასუხეს გაუგრძელდა. ამის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად, ვიდრე კრედიტორის შესაძლო ზიანის პრევენციას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან".

 

ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისათვის ყურადღება ექცევა დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; ასევე ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს. N3-- ხელშეკრულების საფუძველზე 29 ნოემბრის შემდეგ სამუშაოები დასრულდა რუსთავში, ბო----------–---ს ქუჩის ნაწილში (12 და 26 დეკემბერს), პირგასამტეხლო მოთხოვნილია 24 905,97 ლარი 42 დღის ვადაგადაცილებისათვის, რაც ერთი ვადაგადაცილებული დღისათვის არის 592,99 ლარი. რუსთავში, ას-–-----–---–-ს ქუჩის ნაწილში სამუშაოები დასრულდა 2013 წლის 26 დეკემბერს, ხოლო პირგასამტეხლო 1--7,3 ლარი მოთხოვნილია 40 დღის ვადის გადაცილებისათვის და ერთ ვადაგადაცილებული დღეში არის 42,68 ლარი. რუსთავში, მე-1-----------ში მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა 2013 წლის 17 დეკებრს, პირგასამტეხლო 7546,88 ლარი მოთხოვნილია 44 დღის ვადის გადაცილებისათვის, რაც ერთ ვადაგადცილებულ დღეში არის 171,52 ლარი. N3-- ხელშეკრულების საფუძველზე 29 ნოემბრის შემდეგ დასრულდა სამუშაოები რუსთავში,პი-----–--------ს ქუჩაზე (13 დეკემბერს), პირგასამტეხლო მოთხოვნილია 11 581 ლარი 44 დღის ვადის გადაცილებისათვის, რაც ერთი ვადაგადაცილებულ დღისათვის არის 463,27 ლარი. რუსთავში, მაჩ---–-------------–------------ს შემაერთებელ გზაზე სამუშაოები დასრულდა 2013 წლის 10 დეკემბერს. პირგასამტეხლო 8 837,62 ლარი მოთხოვილია 44 დღის ვადაგადაცილებისათვის, რაც ერთი ვადაგადაცილებული დღისათვის არის 353,50 ლარი.

 

სასამართლოს განმარტებით, ამ მისამართებზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია იმის გამო, რომ მხარეთა შეთანხმებით ამ მისამართებზე სამუშაოთა შესრულების ვადა გაგრძელდა. მართალია პირგასამტეხლო მოთხოვნილია ვადის გაგრძელების საკითხზე შეთანხმების გაფორმების დღემდე, თუმცა სწორედ ვადის გაგრძელების გამო არის უსამართლო მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო. ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება ისეთივე ოდენობით, როგორც ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის პირობებში მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედებაა და არ ემსახურება ვალდებულების შუსრულებლობის პრევენციას და შესაძლო ზიანის კომპენსირებას. N3-- ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდე სამუშაოები დასრულდა შემდეგ მისამართებზე: რუსთავში, ას-–-----–---–-ს ქუჩის ნაწილში სამუშაოები დასრულდა 2013 წლის 18 ოქტომბერს, მოთხოვნილია 1182,2 ლარის 3 დღის ვადის გადაცილებისათვის, რაც ერთ დღეში შეადგენს 394,06 ლარს.

 

რუსთავში, მე---–---–-ს მე-3 გასასვლელი N6-8 სამუშაოები დასრულდა 11 ნოემბერს, პირგასამტეხლო 4746,60 ლარი მოთხოვნილია 26 დღის ვადაგადაცილებისათვის და ერთ დღეში შეადგენს 182,56 ლარს. რუსთავში, კლ----–---–-ს ქუჩა N4-ში სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 29 ნოემბერს. პირგასამტეხლო 3730,76 ლარი მოთხოვნილია 44 დღის ვადის გადაცილებისათვის და ერთ დღეში შეადგენს 84,79 ლარს. N3-- ხელშეკრულების საფუძველზე 29 ნოემბერამდე სამუშაოები დასრულდა შემდეგ მისამართებზე: რუსთავი, მე-1--------------------------- 2013 წლის 23 ოქტომბერს და 6 ნოემბერს. 23 ოქტომბრამდე (8 დღის) ვადის გადაცილებისათვის მოთხოვნილია პირგასამტეხლო 7070,52 ლარი, რაც ერთ დღეში არის 883,81 ლარი. 6 ნოემბრამდე ვადაგადაცილებისათვის (12 დღე) მოთხოვნილია 1638,3 ლარი, რაც ერთ დღეში არის 136,52 ლარი. რუსთავი, 2------------ - დასრულდა 2013 წლის 29 ოქტომბერს. პირგასამტეხლო 2633,89 ლარი მოთხოვნილია 14 დღის ვადაგადაცილებისათვის და ერთ დღეშია 188,13 ლარი. რუსთავი, 1----------------- - დასრულდა 2013 წლის 11 ნოემბერს. პირაგასამტეხლო 16 183,44 ლარი მოთხოვნილია 26 დღის ვადის გადაცილებისათვის 622,44 ლარი. რუსთავი, 2------------ - დასრულდა 2013 წლის 18 ნოემბერს. პირგასმატეხლო 6997,98 ლარი მოთხოვნილია 33 დღის ვადაგადაცილებისათვის და დღეში შეადგენს 212,06 ლარს; რუსთავი, 2------------ - დასრულდა 2013 წლის 20 ნოემბერს. ვადის გადაცილების 35 დღისათვის მოთხოვნილია პირგასამტეხლო 12 509 ლარი, რაც ერთ დღეში შეადგენს 357,4 ლარს; რუსთავი, 2----------- - დასრულდა 2013 წლის 29 ნოემბერს, ვადის გადაცილების 44 დღისათვის პირგასამტეხლო მოთხოვნილია 6429,28 ლარი, რაც ერთ დღეში შეადგენს 146,12 ლარს.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე საშუალოდ 300 ლარს შეადგენს. ამასთან, რუსთავში, მე-1------------------------ ში პირგასამტეხლო ერთ დღეში შეადგენს 883,81 ლარს, ხოლო ვადაგადაცილება შეადგენს 8 დღეს. რუსთავში, მე-19-------------- -ში ერთ დღეში დარიცხული პირგასამტეხლოა 622,44 ლარი. ასევე პი-----–-------ს ქუჩაზე ერთი ვადაგადაცილებულ დღისათვის დარიცხული პირგასმატეხლო არის 463,27 ლარი. მაჩ---–-------------–------------ს შემაერთებელ გზაზე ერთი ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხული პირგასამტეხლოა 353,50 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთ დღეში ასეთი ოდენობის თანხის დარიცხვა არაგონივრულია მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

 

პირგასამტეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას განაპირობებს ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა. უმეტეს შემთხვევაში სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვადის დარღვევის მიუხედავად კრედიტორს ხელშეკრულების შეწყვეტის ნება არ გამოუვლენია და მისი თანხმობით მოვალე აგრძელებდა სამუშაოების შესრულებას.

 

პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევიდან 3 წლის შემდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრება მოთხოვნილია 2016 წლის 7 ოქტომბერს აღძრული სარჩელებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება.

 

ამ შემთხვევაში პირგასამტეხლო არ არის განსაზღვრული ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის, ხელშეკრულების საგანია გზებზე ასფალტის დაგების სამუშაოების შესრულება. აქედან გამომდინარე ხელშეკრულების მიმართ კრედიტორის მთავარი ინტერესია ამ სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება და არა ამ ვალდებულების დარღვევისათვის ფულადი სანქციების დაკისრება.

 

მართალია მოპასუხემ დაარღვია სამუშაოთა შესრულების ვადა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვადის გადაცილების პერიოდი მოიცავს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდე პერიოდს. ამ პერიოდში, შპს „გ-------–--–ი+“ ქ რუსთავის მერიას

 

წერილობითი განცხადებებით აცნობებდა სამუშაოთა შესრულებაში წარმოქმნილი შემაფერხებელი გარემოებების შესახებ, რის გამოც იგი იჩენდა გულისხმიერებას სახელშეკრულებო ვალდებულების მიმართ, აგრძელებდა ხელშეკრულების გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას ვადის გაგრძელების საკითხზე შეთანხმების მიღწევამდე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

მოსარჩელე მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლიანად მიიჩნევს იმის გამო, რომ ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი, ქალაქის მცხოვრებთ მერიის მიმართ გააჩნდათ მოთხოვნა ქალაქის ქუჩებზე დროულად ასფალტის საფარის დაგების შესახებ. შესაბამისად, ამ ვალდებულების შუესრულებლობამ გამოიწვია ქალაქის მოსახლეობის უკმაყოფილება და პრეტენზიები მერიის მიმართ.

 

მოთხოვნილი პირგასმატეხლოს სამართლიანობის და გონივრულობის შეფასებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევიდან 3 წლის შემდეგ, ასევე 2016 წლის აგვისტომდე არც წერილობითი პრეტენზია წარუდგენია მოპასუხისათვის პირგასმატეხლოს გადახდის მოთხოვნით. ამ დროის მანძილზე მხარეთა შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა, შესრულებული სამუშაოები მოსარჩელემ მიიღო და მათ ხარისხზე პრეტენზია არ განუცხადებია. ვალდებულების დარღვევიდან ხანგრძლივი დროის გასვლის გამო პირგასამტეხლოს პრევენციული ფუნქციის მნიშვნელობა, ზეწოლის ეფექტი შემცირდა, რის გამოც არაგონივრულია მოვალეს დაეკისროს იმ ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც დაეკისრებოდა ვალდებულების დარღვევიდან უმოკლეს ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა შემოსავლის მიღება.

 

N0----- და N0----- ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული მისამართებისათვის შეადგენს 118 647.56 ლარს, რაც უნდა შემცირდეს 10-ჯერ და ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საერთო ჯამში განისაზღვროს 11 864,75 ლარით. აღნიშნული თანხის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, ხელშეკრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა. რიგ შემთხვევაში სამუშაოები დასრულდა თავდაპირველად შეთახმებული ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას გავლენა არ მოუხდენია ხელშეკრულების მთავარი პირობის და მიზნის შესრულებაზე, სამუშაოების შესრულდა ხარისხიანად. ასეთ პირობებში მოპასუხისათვის 118 647,56 ლარის, ხოლო ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე საშუალოდ 300 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის ზომაა. მოთხოვნილი თანხა არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებითაც, რომ თანხის დაკისრება მოთხოვნილია ვალდებულების დარღვევიდან 3 წლის შემდეგ, რის გამოც პირგასამტეხლოს უმთავრესი დანიშნულება - პრევენციული ფუნქცია აღარ აქვს. ამდენად, ამ გარემოებების გამო მოპასუხისათვის საერთო ჯამში 11 864,75 ლარის დაკისრება არის საკმარისი სანქცია შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილებისათვის ვადის გადაცილების პერიოდის და ვადის გადაცილებიდან განვლილი დროის გათვალისწინებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

І აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტი განმარტავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო არასწორად აფასებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, როდესაც აღნიშნავს, რომ (3.2.2). 2013 წლის 22 აგვისტოს #0----- ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავში, მ------------–-------------------ში სამუშაოების შერულების ვადის დარღვევა გამოწვეულია ამ მისამართებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით. ამავე მიზეზით არის გამოწვეული 2013 წლის 22 აგვისტოს #0----- ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავში, მე-1--------------- მისამართზე სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა.

 

აპელანტის განმარტებით, მოპასუხე სადავო მისამართებზე ასფალტ/ბეტონის დაგების სამუშაოების 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ შესრულებას არ უარყოფს, თუმცა მიუთითებს, რომ ეს გამოიწვია ამ ქუჩებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობამ. ამდენად, აპელანტის შეფასებით, მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს მოთხოვნის გამომდრიცხავი კვალიფიციული შესაგებელი, რადგან მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას ვადის გადაცილებისათვის."

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოცემულ ქუჩებზე სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევის გამომწვევი მიზეზები. იგი დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რომლის წარმოების ფორმა არ არის დაცული. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტაციას არ უნდა მინიჭებოდა მტკიცებულებითი ძალა. ამასთანავე, საქმეში არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ამ სამ მისამართზე სწორედ წყლის სამუშაოების განხორციელება იყო დამაბრკოლებელი მიზეზი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევისა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად სასამართლოს მსჯელობა მოკლებულია საფუძველს.

 

აპელანტის განმარტებით, მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილი ფო------- სამსახურმა უნდა შეაფასოს და დაადასტუროს მისი შესაბამისობა, ანუ სამსახური აფასებს უკვე შესრულებულ სამუშაოს და ადასტურებს მის მიღებას. სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მითითებულ სამ მისამართზე სამუშაოების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო წყლის სამუშაოებით და თან ამასთანავე, აღნიშნულის კონტროლი ინფრაქტრუქტურის სამსახურის პრეროგატივა იყო, მოკლებულია საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

 

აპელანტის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისა და ქ. რუსთავი, მე-1----------------ში (#0----- ხელშეკრულება); მ------------–-------------------ში (0----- ხელშეკრულება) სამუშაოების დაგვიანებით დასრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების არ დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის ანალიზისა და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასებების და განმარტებების გარეშე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისა და ქ. რუსთავი, მე-1----------------ში (#0----- ხელშეკრულება); მ------------–-------------------ში (0----- ხელშეკრულება) სამუშაოების დაგვიანებით დასრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების არ დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის ანალიზისა და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასებების და განმარტებების გარეშე.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოცემულ ქუჩებზე სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევის გამომწვევი მიზეზები. იგი დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რომლის წარმოების ფორმა არ არის დაცული. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტაციას არ უნდა მინიჭებოდა მტკიცებულებითი ძალა. ამასთანავე, საქმეში არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ამ სამ მისამართზე სწორედ წყლის სამუშაოების განხორციელება იყო დამაბრკოლებელი მიზეზი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევისა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად სასამართლოს მსჯელობა მოკლებულია საფუძველს და არ არსებობდა დასახელებულ სამ მისამართზე მოსარჩელის მოთხოვნის არ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს "გ-------–--–ი+"-ის მიმართ პირგასამტეხლოს 161 979 (ას სამოცდაერთი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი) ლარიდან 11 864,75 (თერთმეტი ათას რვაას სამოცდაოთხი ლარი და 75 თეთრი) ლარამდე შემცირების ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არსებითი ინტერესები. კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ განსახილველი საკითხი უკავშირდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს განსაკუთრებულ ინტერესს (გამოწვეულს მაღალი საჯარო ინტერესიდან ქალაქში დროულად მოწესრიგებულიყო გზის საფარი) რასაც წარმოადგენდა ქალაქ რუსთავში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში დასრულება. შესაბამისად, შპს "გ-------–--–ი+"-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის და ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულიად შესაბამისი გახლდათ მოცემულ ინტერესთან მიმართებით. ვინაიდან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად დასრულება.

 

აპელანტი განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების გზით ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში ჩაერიოს, აუცილებელია სახეზე იყოს ის წინაპირობა, რომელსაც ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს წინაპირობაა პირგასამტეხლოს ხასიათი – არის თუ არა ის შეუსაბამოდ მაღალი. შემცირებას ექვემდებარება არა მაღალი პირგასამტეხლო, არამედ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმება მთლიანად მხარეთა კერძო ავტონომიის სფეროშია და მასზე კონტროლი დაუშვებელია.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტხელოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება."(საქმე #ას-816-767-2015)

 

აპელანტი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მსჯელობზე, რომლის თანახმად თანახმად, პირგასამტეხლოს არსებითი ფუნქციაა უზრუნველყოს ვალდებულების შესაძლო დარღვევის პრევენცია, ამასთან ის გარკვეულ მექანიზმს წარმოადგენს, რაც ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერ მხარეს აიძულებს აღებული ვალდებულების შესრულებას.

 

აპელანტი განბმარატვს, რომ მათ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის შესაბამისად განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%-ის ოდენობით. როგორც აღვნიშნეთ, პირგასამტეხლოს მინიმალური ზრდის კვალდაკვალ დაუსრულებელი სამუშაოების პირობებში რუსთავის მერიამ თავის მხრის გაცილებით დიდი ზიანი განიცადა. რუსთავის მერიისთვის დამდგარი ზიანი არ შეიძლება დაყვანილ იქნეს მხოლოდ მატერიალურ გათვლებამდე, რადგანაც ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, შესაბამისად განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულება.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს შემცირების დროს სასამართლოს მიერ დარღვეულია საჯარო (საზოგადოების) და კერძო (შპს "გ-------–--–ი +") ინტერესების შეფასების თანაფარდობა, კერძოდ, სასამართლოს უმნიშვნელოდ მიაჩნია შპს "გ-------–--–ი+" მიერ ვალდებულების დარღვევებით გამოწვეული ზიანი, რაც იმთავითვე არასწორია. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს "ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსის" შესაბამისად, რომლის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს "..მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება.."ამავე კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად კი მუნიციპალიტეტი საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საზოგადოების ინტერესების დაცვა და საუკეთესო გარემოს შექმნა, მომსახურების მიწოდება, ასევე საზოგადოებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ნდობის ამაღლება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდეა დათვლილი, ამასთავე ხელშეკრულების ვადის გაგრძელება გამოიწვია სწორედ საჯარო ინტერესმა დასრულებულიყო სამუშაოები. სახელმწიფო შესყიდვების სფერო მკაცრი და ხანგრძლივი პროცედურებით გამოირჩევა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალი ტენდერის გამოცხადება მნიშვენელოვან ზიანს მოუტანდა ქალაქს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება: "ხელშეკრულებების შეწყვეტის ნაცვლად ვადა გაგრძელებოდა შპს `გ-------–--–ი +"-სს", არ ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ სანქციას (დაკისრებულ პირგასამტეხლოს) მნიშვნელობა აღარ აქვს, ასევე დასახელებული გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ შპს "გ-------–--– +"-ის მიერ რაიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უნდა განახორციელოს და არ უნდა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები (მაგ. პირგასამტეხლოს მოთხოვნა).

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ შპს "გ-------–--–ი+-თან" ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებასა და მათი გაფორმებიდან სამ წლიან ვადაში პირგასამტეხლოს მოთხოვნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა და ამის საფუძველზე 10-მაგი ოდენობით შემცირება მოკლებულია საფუძველს და სცილდება სამართლებრივი დასაბუთების ფარგლებს, რადგან კანონი სახელშეკრულებო ვალდებულების დამრღვევის მიმართ, მხარეს ანიჭებს სამი წლის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის წაყენების უფლებას, შესაბამისად მოთხოვნის დაყენება იმწუთიერი იქნებოდა თუ მესამე წლის დასასრულს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლო თავად აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან. თუმცა პირგასამტეხლოს შემცირების დროს სწორედ მიყენებულ ზიანზე მსჯელობს. აღნიშნულის თანახმად, სასამართლოს არგუმენტაცია მის შემცირებასთან მიმართებით მოკლებულია სამართლებივ შეფასებებს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს "გ-------–--–ი +"-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა კი განსაზღვრულია კანონის შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს 10-მაგი ოდენობით შემცირებისა და ქ. რუსთავი, მე-1----------------ში (#0----- ხელშეკრულება); მ------------–-------------------ში (0----- ხელშეკრულება) სამუშაოების დაგვიანებით დასრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების არ დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რითაც სრულად დაკმაყოფილდება მოსარჩელე-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნები.

 

ІІ აპელანტის შპს ,,გ-------–--–ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის შპს ,,გ-------–--–ი+“-ის განმარტებით, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრვი იგარემოებები იმის შესახებ, რომ ქ. რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე, მხარეებს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომელთა ძალით 2013 წლის 22 აგვისტოს #0----- და #0----- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მოქმედების ვადები გაგრძელდა. შესაბამისი შეთანხმებებით ცვლილებები შეეხო მხოლოდ ცალკეულ სამუშაოთა დასრულების ვადებს, რომლებიც გაგრძელებულ იქნა. დადგენილია, რომ ახლიდან შეთანხმებული ვადების დარღვევა არ დაფიქსირებულა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მოპასუხის (აპელანტის) გამამართლებელი პოზიციის შესახებ არც პოზოტიური და არც ნეგატიური შინაარსით, თუმცა ამგავრი სამართლებრივი შეფასებისას მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.7. პუნქტები).

 

4.2. 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 15 ოქტომბრამდე არ დასრულდა შემდეგ მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოები: 1. რუსთავი, ას-–-----–---–-ს ქუჩა - დასრულდა 2013 წლის 18 ოქტომბერს; 2. რუსთავი, მე---–---–-ს მე-3 გასასვლელ N6-8 - დასრულდა 2013 წლის 11 ნოემბერს; 3. რუსთავი, კლ----–---–-ს ქ.N47 - დასრულდა 29 ნოემბერს; 4. რუსთავი, ბ------------–---- ქუჩა - 2013 წლის 16 ოქტომბერს, 2013 წლის 12 დეკემბერს და 26 დეკემბერს; 5. რუსთავი, მე-1---------- - დასრულდა 2013 წლის 17 დეკემბერს; 6. რუსთავი, მე-1--------------- - დასრულდა 2014 წლის 6 იანვარს.

 

- 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან 2013 წლის 15 ოქტომბრამდე არ დასრულდა სამუშაოები შემდეგ მისამართებზე: 1. რუსთავი, მე-1------------------------- - დასრულდა 2013 წლის 23 ოქტომბერს; 2. რუსთავი, 2------------ -დასრულდა 2013 წლის 29 ოქტომბერს; 3. რუსთავი, 1------------------ - დასრულდა 2013 წლის 11 ნოემბერს; 4. რუსთავი, 2------------ - დასრულდა 2013 წლის 18 ნოემბერს; 5. რუსთავი, 2------------ - დასრულდა 2013 წლის 20 ნოემბერს; 6. რუსთავი, 2----------- - დასრულდა 2013 წლის 29 ნოემბერს; 7. რუსთავი, 1------ს ქუჩა - დასრულდა 2013 წლის 13 დეკემბერს; 8. რუსთავი, მაჩ---–--------------–--ის ქუჩების შემაერთებელი გზა - დასრულდა 2013 წლის 10 დეკემბერს; 9. რუსთავი, მ------------ - დასრულდა 2014 წლის 27 იანვარს; 10. რუსთავი, 2----------- - დასრულდა 2014 წლის 13 იანვარს.

 

- 2013 წლის 22 აგვისტოს ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და შპს ”გ-------–--–ი+”სს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები N0----- და N0----- ქალაქ რუსთავში გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლითაც სამუშაობის შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდი, ხოლო სამუშაოების 50%-ის შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბრს ჩათვლით პერიოდი. სამუშაოების შესრულების ვადა 2013 წლის 29 ნოემბრის შეთანხმებით გაგრძელდა 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 

- 2013 წლის 22 აგვისტოს ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და შპს ”გ-------–--–ი+”-სს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები N0----- და N0----- რუსთავში, გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ, N0----- ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 995 994 ლარი, ხოლო N0----- ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 995 992 ლარი.

 

- ორივე ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2013 წლის 29 ნოემბრისა, მათ შორის სამუშაოების მთლიანი ღირებულების არანაკლებ 50%-ისა უნდა შესრულდეს 2013 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებების N1 დანართში მითითებულია კონკრეტული მისამართების ჩამონათვალი, კონკრეტულ მისამართზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება და ვადა.

 

- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის N1--- განკარგულებით შპს „გ-------–--–ი+“-სსა და თვითმმართველს ქალაქ რუსთავს შორის გაფორმებული 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- და N0----- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 31 მაისის ჩათვლით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 მარტს ჩათვლით.

 

- ქალაქ რუსთავის საკრებულოს ამ განკარგულების საფუძველზე ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და შპს „გ-------–--–ი+“-სს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს წერილობით დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით ცვლილება შევიდა N0----- ხელშეკრულების 3.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1 995 994 ლარს, საიდანაც 2013 წელს დაფინანსდება 1 249 745,78 ლარი, ხოლო 2014 წელს დაფინანსდება 746 248,22 ლარი. შეიცვალა ასევე, ხელშეკრულების 6.1 პუნქტი და სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტისა, ცვლილება შევიდა, ასევე, ხელშეკრულების მე-14 მუხლში და ხელშეკრულების მოქმედების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 31------ს ჩათვლით ვადა.

 

- მხარეებს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს დადებულია წერილობითი შეთანხმება, რომლითაც 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულებაში შევიდა ისეთივე შინაარსის ცვლილებები, როგორიც N0----- ხელშეკრულებაში.

 

- საკრებულოს განკარგულების გამოცემის და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდა შპს „გ-------–--–ი+“-ის 2013 წლის 26 ნოემბრის N1-- წერილი. ამ წერილით შპს „გ-------–--–ი+“-მა მიმართა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება ფერხდება და აუცილებელია იყო სამუშაოთა დასრულების ვადის გაგრძელება შემდეგი გარემოებების გამო, ვიანიდან, სარეაბილიტაციო ქუჩებზე მიმდინარეობდა წყალსადენის ქსელის აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ფერხდებოდა გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რაც გამორიცხავდა ხელშეკრულების ვადაში სამუშაოთა დასრულების შესაძლებლობას. მოახლოებული ზამთრის გამო და მოსალოდნელი იყო ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ნალექიანობის მომატება, რაც სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით შეუძლებელს ხდიდა ა/ბეტონის საფასის მოწყობას 50 დაბალ ტემპერატურაზე. შპს „გ-------–--–ი+“-მა მოითხოვა ამ გარემოებების გამო 2013 წლის 22 აგვისტოს დადებულ N0----- და N0----- ხელშეკრულებებში სამუშაოთა დასრულების ვადად განისაზღვროს 2014 წლის 31------.

 

- ამდენად, მხარეებს შორის დადებული დამატებითი შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა და იგი გაიზარდა 2014 წლის 31 მარტამდე.

 

- დანართი N1-ის საფუძველზე განსაზღვრულია შპს ”გ-------–--–ი+”-ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება თითოეული მისამართის მიხედვით. ვინაიდან, პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ კონკრეტულ მისამართებზე სამუშაოების დაგვიანებით შეუსრულებლობისათვის, სასამართლო მხოლოდ სადაო ქუჩების სამუშაოების ღირებულებას მიუთითებს.

 

- N0----- ხელშეკრულების თანახმად, სადაო მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა: 1. ას-–-----–---–-ს ქუჩაზე 15, 293,05 ლარი. 2. მე---–---–-ს მე-3 გასასვლ. N6-8, 66 551,63 ლარი 3. კლ----–---–-ს ქ N4, 16 958.45 ლარი 4. ბო---------–---ს ქუჩა 207 184,50 ლარი 5. 1----------- 34 304,65 ლარი 6. 1------------------ 136 409,89 ლარი;

 

- N0----- ხელშეკრულების თანახმად, სადაო მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა: 1. 1--------------------------- 176 763 ლარი 2. 2------------, 37 627 ლარი 3. 1-----------------; 124 488 ლარი; 4. 2----------; 42 412 ლარი; 5. 2------------; 71 480 ლარი 6. 2----------- 29, 224 ლარი; 7. 1------ს ქუჩა, 52 645 ლარი 8. მა----–------------–---ს ქუჩის შემაერთებელი გზა - 40 171 ლარი; 9. მ-----------; 22 449,46 ლარი; 10. 2-----------, 37 690,06 ლარი;

 

- 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავში, მ--------------ში და 2------------ში სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეულია ამ მისამართებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით. ამავე მიზეზით არის გამოწვეული 2013 წლის 22 აგვისტოს N0----- ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავში, მე-1--------------- მისამართზე სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა. დანარჩენ მისამართებზე 2013 წლის 15 ოქტომბრისათვის წყლის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იყო, რის გამოც ამ გარემოებას არ გამოუწვევია სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა.

 

- მოპასუხე სადაო მისამართებზე ასფალტ/ბეტონის დაგების სამუშაოების 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ შესრულებას არ უარყოფს, თუმცა მიუთითებს, რომ ეს გამოიწვია ამ ქუჩებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობამ.

 

- ქალაქ რუსთავის მერიის ი-----------------------------–-----–------------------ უფ--------------–-------–--------–---–-----–---------------–---–-ს 2013 წლის 15 ოქტომბრის წერილში, მითითებულია იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც შეუსრულებელია სასმელი წლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სადაო მისამართებიდან წერილში დასახელებულია შემდეგი მისამართები: რუსთავი, მე-1--------------- ; მ-----------------------------

 

- 2013 წლის 26 ნოემბრის ქალაქ რუსთავის მერიის ი-----------------------------–-----–------------------ უფ--------------–-------–--------–----–----–---------------–---–ს შპს “რუ--------–--–-ს “დი----------------------–--------------------------სათვის გაგზავნილი სადაც მითითებულია, რომ ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოპირკეთება, იგება ასფალტის საფარი. არსებული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა დამთავრდეს ა.წ 15 ოქტომბრამდე. წერილში მითითებულია ის მისამართები, სადაც შესასრულებელია სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სადაო მისამართებიდან მითითებულია მე-1----------------; მ-----------; 2-------------

 

- შესაბამისად, N0----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართებიდან სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 15 ოქტომბერს დასრულებული არ იყო რუსთავში, 1------------------ –ში. N0----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართებიდან სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 15 ოქტომბერს დასრულებული არ იყო რუსთავში, მ-------------–-------------------ში.

 

4.2. სააპელაციო საჩივრებში მითითებული პრეტენზიებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რისი საფუძველია ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა.

 

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად მოხდა პირგასამტეხლოს დაკისრება და შემცირება გონივრულ ოდენობამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე, 418-ე 420-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

 

პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ N0----- და N0----- ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული მისამართებისათვის შეადგენდა 118 647.56 ლარს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა 10-ჯერ და ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საერთო ჯამში განსაზღვრა 11 864,75 ლარის ოდენობით. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულებები არ შეწყვეტილა. რიგ შემთხვევაში სამუშაოები დასრულდა თავდაპირველად შეთახმებული ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას გავლენა არ მოუხდენია ხელშეკრულების მთავარი პირობის და მიზნის შესრულებაზე, სამუშაოების შესრულდა ხარისხიანად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ამდენად, შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილების ვადის გადაცილების და ვადის გადაცილებიდან განვლილი დროს, მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 207.22 ლარამდე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - წარმოადგენს პირგასამატეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტების პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-462-462-2018, 22.06.2018).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო შპს ,,გ-------–--–მა'' სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადაიხადა 474,59 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,გზ-----–--–--’’-ს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. სასამართლო ხარჯები დაეკისროს შპს ,,გზ-----–--–--’’-ს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით 474,59 ლარის ოდენობით;

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

7. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ოთარ სიჭინავა