განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002706734
საქმე N-ბ/2989-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები: ილონა თოდუა, გიორგი გოგი-–---–ი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--“;
წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია - N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია;
წარმომადგენლები - გ----------------–---–ი, ჯ---- ი-------–ი;
მესამე პირები (ა.სკ. 16.2) - 1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია - N- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 22-ე საარჩევნო უბანი; 2. მ-----– ა------ (N- - პ/გ მ----------------–-–---------–---ათვის); 3. დ----- ბ------ე (N- - პ/გ „ე---------–------------–----------------------------–---სთვის“); 4. ვ------- გ------- (N- - პ/გ „ქ--------------------------–-------------“); 5. გ-------– ვ-–--ე (N- - „ე-----------–------–-----------------“); 6. შ--–-- ნ-----–-–---–ი (N-- - პ/გ „ს----------–-----–--------------–---------ა“; 7. ზ----- მ------–---–ი ( N-- - მპგ „ს----------–-------------------------------–---------ა“); 8. გ------- ლ--–---–---–ი (N-- - პ/გ პ--------------------–--“); 9. ა---- ა-------ი (N-- - „ქ--------–---------–------–-----------–---ი“); 10. კ--- კ-----ა (N-- - პ/გ „თ----------–-------------–--“); 11. ო----- მ---------ა (N-- - პ/გ „მ---–---–----------------------------–--ს“); 12. ი-----–- გ-------ე (N-3 - პ/გ „მ-----------------------–-------------–--სთის“); 13. დ----- უ------–---–ი (N-- - პ/გ „თ----------–----------------ი“) ; 14. ზ-----ი ბ---------ე (N-- - პ/გ „ს-------–-------–------------------–------------–--“); 15. მ-----– ს--–---–---–ი (N-- - პ/გ „ს--------–-----------------------–--------------ა; უ----–------------------–-); 16. ზ----- ი-–---–ი (N-- - პ/გ „ე---------–-----------------–---------ა“) ; 17. თ-----ი ც-----------–ი (N-- - პ--–-----------------------------------–--- - ზ----- გ------------ას გზა“); 18. გ--–- ხ--–-–---–ი ( N-- - მპგ „ს----------–-------–------------------------------------------–---------------------ა“); 19. ზ------ ჯ--------ე (N-- - პგ ა---–------–-----------–---------------“); 20. ლ---- ჩ----ე ( N-0 - პ/გ „ა---–---------------------------ი“; 21. ს--–---- ზ-------–---–ი (N-- - დ--------------–ი); 22. ბ--------- თ-----–---–ი (N-9 - დ--------------–ი); 23. გ------- ა--------ე (N-- - დ--------------–ი); 24. კ------- ჭ------ე (N-- - დ--------------–ი); 25. ვ-–-------- ნ------–---–ი ( N-- - დ--------------–ი); 26. თ---------- შ-–--–---–ი (N-- - დ--------------–ი).
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის N------- განკარგულება;
1.2. დაევალოს N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიას შესწორება შეიტანოს N-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში და ნამდვილად ჩაითვალოს სადავო 4 ბიულეტენი;
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია - N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნებს და მოითხოვა N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N------- განკარგულების უცვლელად დატოვება;
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. "ე-----------–------–----------------ის" წარმომადგენელი N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ლ--–---–---------–---ი დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე ა(ა)იპ “ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის N------- განკარგულება;
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია - N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის N------- განკარგულებით, ,,ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განიმარტა განკარგულების გასაჩივრების წესი და ვადა.
განკარგულებაში აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ა/მ წლის 30 ოქტომბერს შევიდა ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის (მოწმეები მ------- ქ----–----ე, ზ------ ფ---–---–---) საჩივარი (საოლქოში რეგ. N------) სადაც აღინიშნა, რომ N-- საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხმის დათვლის პროცედურების დროს კანონის დარღვევით გააბათილეს გ-------– ვ-–--ის სასარგებლოდ შემოხაზული 4 ცალი ბიულეტენი, რომელზეც საჩივრის ავტორის აზრით, ნათლად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება.
საჩივრის ავტორმა მოითხოვა: გადაითვალოს ბათილი ბიულეტენები და შემოწმების შედეგების შესაბამისად, შესწორდეს შემაჯამებელი ოქმის ბათილი ბიულეტენების გრაფა, ასევე განხილულ იქნას კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
კომისიამ შეისწავლა საკითხი შემოსულ საჩივართან დაკავშირებით, გაეცნო თანდართულ ბათილად ჩათვლილი ბიულეტენების ფოტოასლებს, კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა ბათილი ბიულეტენების გახსნის საკითხი, ეყარა კენჭი, მიღებულ ხმათა რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი გახსნილიყო და გადათვლილიყო ბათილი ბიულეტენები.
კომისიის თავმჯდომარემ ასევე კენჭისყრაზე დააყენა N22 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, რაც ხმათა არასაკმარისობის გამო არ დაკმაყოფილდა.
5.2. საქმეში წარმოდგენილია N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N--, 01 ნოემბერი 2018 წელი (ამონაწერი) N-. განკარგულება. ,,ს-------–-------–----------- ,,ა---–-------------–--ს" წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის საჩივრის (საოლქოში რეგ. N------) შესახებ.
ოქმის თანახმად, კომისიის წევრმა ჯ---- ი-------–მა კომისიის წევრებს გააცნო საჩივრის შინაარსი: N-- საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხმის დათვლის პროცედურების დროს კანონის დარღვევით გააბათილეს გ-------– ვ-–--ის სასარგებლოდ შემოხაზული 4 ცალი ბიულეტენი, რომელზეც საჩივრის ავტორის აზრით, ნათლად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება.
გ------- მ-------–---–ი: მიზანშეწონილი იქნება ბათილი ბიულეტენების გახსნა და
გადათვლა. კენჭისყრაზე დააყენა ბათილი ბიულეტენების გახსნის საკითხი: კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 5 წინააღმდეგი: 7. (კენჭისყრას ესწრებოდა კომისიის 12 წევრი. მიღებულ იქნა განკარგულება. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ა/მ წლის 30 ოქტომბერს შევიდა ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–---------------–---ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის (მოწმეები მ------- ქ----–----ე, ზ------ ფ---–---–---) საჩივარი (საოლქოში რეგ. N------) სადაც აღინიშნა, რომ N-- საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხმის დათვლის პროცედურების დროს კანონის დარღვევით გააბათილეს გ-------– ვ-–--ის სასარგებლოდ შემოხაზული 4 ცალი ბიულეტენი, რომელზეც საჩივრის ავტორის აზრით, ნათლად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება.
საჩივრით დაყენებული მოთხოვნა: გადაითვალოს ბათილი ბიულეტენები და შემოწმების შედეგების შესაბამისად შესწორდეს შემაჯამებელი ოქმის ბათილი ბიულეტენების გრაფა, ასევე განხილულ იქნას კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
კომისიამ შეისწავლა საკითხი შემოსულ საჩივართან დაკავშირებით, გაეცნო თანდართულ ბათილად ჩათვლილი ბიულეტენების ფოტოასლებს, კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა ბათილი ბიულეტენების გახსნის საკითხი, ეყარა კენჭი, მიღებულ ხმათა რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი გახსნილიყო და გადათვლილიყო ბათილი ბიულეტენები.
კომისიის თავმჯდომარემ ასევე კენჭისყრაზე დააყენა N22 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, რაც ხმათა არასაკმარისობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8; 21,,ლ"; 69-ე; 70-ე; 77.2. მუხლები.
N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის (საოლქოში რეგ. N------) საჩივრით დაყენებული მოთხოვნა; განიმარტა განკარგულების გასაჩივრების წესი და ვადა; ს.ფ. 12-13; 59-71);
5.3. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია - N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის 2018 წლის 21 ოქტომბრის N------- განკარგულების თანახმად, რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პერიოდში N04 კრწანისის საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტია "ე-----------–------–----------------ის" მიერ დანიშნული წარმომადგენლები და მათზე გაიცა წარმომადგენლის მოწმობები. მათ შორის: 04.22 საუბნო საარჩევნო კომისიაში: მ------- ქ----–----ე. პარტია "ე-----------–------–----------------ის" მიერ დანიშნულ წარმომადგენლებს გაუუქმდათ წარმომადგენლის სტატუსი. მათ შორის: 04.22 საუბნო საარჩევნო კომისიაში: ზ-----ი ფ---–---–---ს. (ს.ფ. 93-94);
5.4. N22-ე სააუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ამონაწერში დაფიქსირებულია მ------- ქ----–----ის საჩივარი. სარეგისტრაციო ნომერი: 02/23; შემოსვლის თარიღი და დრო: 28.10.18; დოკუმენტის ტიპი: განცხადება/საჩივარი; დოკუმენტის მოკლე შინაარსი: არასწორი გაბათილება. 4 ბიულეტენი (ზ. ფ---–---–-----ი, ა. ფ---–---–---); სარეგისტრაციო ნომერი: 02/24; შემოსვლის თარიღი და დრო: 28.10.18; დოკუმენტის ტიპი: განცხადება/საჩივარი; დოკუმენტის მოკლე შინაარსი: ბიულეტინზე რომელზეც ჩანს აშკარად ამომრჩ. ნება, ხოლო იგივე შემთხვევ. სხვა კანდიდატ. ხმა ჩაითვალა; ფურცლების რაოდენობა: 1; განმცხადებლის ვინაობა: მ------- ქ----–----ის ხელმოწერა. (იხ. ს.ფ. 95);
5.5. 2018 წლის 30 ოქტომბერს ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ წარმომადგენელმა ე-–--- ხ---–--ემ საჩივრით მიმართა N- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიას და N-- საარჩევნო უბანთან მიმართებაში მოითხოვა ბათილი ბიულეტენების გადათვლა და შემოწმების შედეგების შესაბამისად შემაჯამებელი ოქმის შესწორება ბათილი ბიულეტენების გრაფა, ასევე მოითხოვა კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა.
საჩივარში აღინიშნა: განმცხადებელი/მომჩივანი "ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს" წარმომადგენელი ე-–--- ხ---–--ე, ქ. თბილისი მ. ა-–-----ის ქ. N- ბ.--- ტელ. 5-----------. დარღვევის ჩადენის დრო: 22:30 სთ; საარჩევნო უბანი: N--; დარღვევის არსი: ხმის დათვლის პროცედურების დროს კანონის დარღვევით გააბათილეს გ-------– ვ-–--ის სასარგებლოდ შემოხაზურლი 4 ცალი ბიულეტინი, რომელზეც ნათლად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება; მოწმე: მ------- ქ----–----ე (ქ. თბილისი, რ-------ის გზატკ. კორპ--, ბ----, ტელ. 5-----------), ზ----- ფ---–---–--- (ჩ-------–---, სოფ. ხ------ 26, ჩიხი N-, ტელ. 5--------------); დამრღვევის დადგენის შემთხვევაში - მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა: კომისიის თავმჯდომარე თ----- ო-----აშვილი; მოთხოვნა: გთხოვთ, გადათვალოთ ბათილი ბიულეტენები და შემოწმების შედეგების შესაბამისად შეასწოროთ შემაჯამებელი ოქმის ბათილი ბიულეტენების გრაფა. ასევე, განიხილოთ კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.; განცხადების/საჩივრის შედგენის დრო: 30 ოქტომბერი 2018 წელი 10:30 სთ. საჩივარი ხელმოწერილია. (ს.ფ. 53)
5.6. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების, N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N 22-ე საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ N---- ოქმში მითითებულია შემდეგი: ე-----------–--------------–თა რაოდენობა - 984; სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა - XXX7; არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ყველა სახის ამომრჩეველთა სიაში: ა) 12:00 საათისათვის - X156; ბ) 17:00 საათისათვის - X343; არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) - X414; მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა - X850 ; ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა XX16 ; სხვა უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არ ემატება). მიღებული ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: N- მ-----– ა------ - XXXX; N- დ----- ბ------ე - XX40; N- ვ------- გ------- - XXX1; N- გ-------– ვ-–--ე - X160; N-- შ--–-- ნ-----–-–---–ი - XX26; N-- ზ----- მ------–---–ი - XXXX; N-- გ------- ლ--–---–---–ი - XXXX; N-- ა---- ა-------ი - XXXX; N-- კ--- კ-----ა - XXX7; N-- ო----- მ---------ა - XXXX; N-3 ი-----–- გ-------ე - XXXX; N-- დ----- უ------–---–ი - XX11; N-- ზ-----ი ბ---------ე - XXXX; N-- მ-----– ს--–---–---–ი - XXX3; N-- ზ----- ი-–---–ი - XXXX; N-- თ-----ი ც-----------–ი - XXX3; N-- გ--–- ხ--–-–---–ი - XXX1; N-- ზ------ ჯ--------ე - XX12; N-0 ლ----ი ჩ----ე - XXX1; N-- ს--–---- ზ-------–---–ი - X127; N-9 ბ--------- თ-----–---–ი - XXX1; N-- გ------- ა--------ე - XXX3; N-- კ------- ჭ------ე - XXXX; N-- ვ-–-------- ნ------–---–ი - XXXX; N-- თ---------- შ-–--–---–ი - XXX2.
შემაჯამებელი ოქმი შედგენილია 2018 წლის 28 ოქტომბერს. დრო: 23 საათი 55 წუთი. კომისიის ბეჭდის N-----.ს ოქმს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები, სულ 12 (თორმეტი) ფიზიკური პირი. (ს.ფ.72-73);
5.7. საქმეში წარმოდგენილია ქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია - N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 22-ე საარჩევნო უბანზე გაცემული და ბათილად ცნობილი 4 ცალი საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლი, რაც წარდგენილი იქნა N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში მტკიცებულების სახით (აღნიშნული ერთვის სარჩელს, და შესაგებელს)
1) ს.ფ. 56 და 57-ზე განთავსებული საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლის მიხედვით, N-, N- , N-, N--, N-- " საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ რაიმე გრაფიკული აღნიშვნა არ ფიქსირდება; N- საპრეზიდენტო კანდიდატი შემოხაზულია (წრეწირის ფორმის რკალით) , ხოლო ,,N--, N--, N--, N--, N-3, N--, N--, N--, N,---, N--, N--, N--, N-0, N--, N-9, N--, N--, N--, N--, N--" საპრეზიდენტო კანდიდატები გადახაზულია (წრფის ფორმის ვერტიკალური ხაზით). (წარმოდგენილია 2 იდენტური ეგზემპლიარი)
2) ს.ფ. 55-ზე განთავსებული საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლის მიხედვით, N-, N-, N-, N--, N--, N--, N-3, N--, N--, N--, N--, N--, N--, N--, N-0, N--, N-9, N--, N--" საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ გაკეთებულია ნიშანი, +"; N- საპრეზიდენტო კანდიდატი შემოხაზულია (წრეწირის ფორმის რკალით) , ხოლო N--, N--, N--, N--, N-- საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ რაიმე გრაფიკული აღნიშვნა არ ფიქსირდება;
3) ს.ფ. 58-ზე განთავსებული საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლი არ იკითხება. (ს. .ფ. 55-58).
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. საქმეში წარდგენილი N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N 22-ე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი N---- ოქმის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ უბანზე ბათილად იქნა ცნობილი 16 ბიულეტენი, ხოლო კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ამონაწერის მიხედვით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავოდ გახდა მხოლოდ 4 ბათილი საარჩევნო ბიულეტენი. კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო 4 საარჩევნო ბიულეტენი იყო ბათილი, რასაც დაეთანხმა კომისიის თავჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები (სულ 12 ფიზიკური პირი), რაც დასტურდება, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმზე კომისიის თავჯდომარის, კომისიის მდივნის და კომისიის წევრების (სულ 12 ფიზიკური პირის) ხელმოწერით.
სასამართლო ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ N 22-ე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმს, თან არ ერთვოდა საარჩევნო კომისიის რომელიმე წევრის წერილობით გამოთქმული განსხვავებული აზრი. (N22-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, ასეთი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა).
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–------------–--ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის 2018 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილ საჩივრს (ოლქში რეგ. N------), მტკიცებულების სახით თან დაერთო 22-ე საარჩევნო უბანზე გაცემული და ბათილად ცნობილი 4 ცალი საარჩევნო ბიულეტნის ფოტოასლი, (აღნიშნული ერთვის სარჩელს, და შესაგებელს).
საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულების სახით წარდგენილი ოთხი საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლიდან ორი არის იდენტური (ს.ფ. 56 - 57), ხოლო ერთი საარჩევნო ბიულეტენი არ იკითხება (ს.ფ. 58 ). ამასთან: 1) ს.ფ. 56 და 57-ზე განთავსებული საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლების მიხედვით, სასამართლომ მიუთითა, რომ ,, N-, N- , N-, N--, N-- " საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ რაიმე გრაფიკული აღნიშვნა არ ფიქსირდება; N- საპრეზიდენტო კანდიდატი შემოხაზულია (წრეწირის ფორმის რკალით) , ხოლო ,,N--, N--, N--, N--, N-3, N--, N--, N--, N,---, N--, N--, N--, N-0, N--, N-9, N--, N--, N--, N--, N--" საპრეზიდენტო კანდიდატები გადახაზულია (წრფის ფორმის ვერტიკალური ხაზით), ხოლო 2) ს.ფ. 55-ზე განთავსებული საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლის მიხედვით, N-, N-, N-, N--, N--, N--, N-3, N--, N--, N--, N--, N--, N--, N--, N-0, N--, N-9, N--, N--" საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ გაკეთებულია ნიშანი, +"; N- საპრეზიდენტო კანდიდატი შემოხაზულია (წრეწირის ფორმის რკალით) , ხოლო N--, N--, N--, N--, N-- საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ რაიმე გრაფიკული აღნიშვნა არ ფიქსირდება და განმარტა, რომ ზემოთ მითითებული საარჩევნო ბიულეტენების ( 3 (სამი) საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლი) ფოტოასლის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ა(ა)იპ ,,ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს" საჩივარს (საოლქოში რეგ. N------) სრულად არ ერთვოდა შესაბამისი მტკიცებულებები (ოთხივე ბათილი საარჩევნო ბიულეტენების ფოტოასლები), საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრაზე ბათილი ბიულეტენების გახსნის საკითხის დაყენება არის კანონშესაბამისი. ამასთან, კენჭისყრის შედეგების მიხედვით (8-ის ნაცვლად, 5 მომხრე და 7 წინააღმდეგი) N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბერს მიღებული N------- განკარგულება - ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის (საოლქოში რეგ. N------) საჩივრის არ დაკამყოფილების შეახებ არის კანონშესაბამისი.
7. ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7.1. ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საარჩევნო ბიულეტინების ფოტოასლის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. მისივე განმარტებით, კონკრეტულ ბიულეტენებზე ნათლად და გარკვევით არის შემოხაზული ნომერი 5, ხოლო სხვა კანდიდატები გადახაზულია, რაც ნიშნავს, რომ ხმა მიეცა "გ--------------–---------–-ის" კანდიდატს გ-------– ვ-–--ეს.
8. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
8.1. მოწინააღმდეგე მხარის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია - N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, სააპელაციო შესაგებელში წარმოდგენილი პოზიციითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა -განმარტებით, არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
9.1 სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-390-ე მუხლების გათვალისწინებით, მიუთითებს მათზე. ასევე, სააპელაციო პალატა იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის, პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის N------- განკარგულებას, მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბათილი ბიულეტენების გახსნის საკითხი, ხოლო N22 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის არ დაკმაყოფილების ნაწილში განკარგულება სადავოდ არ არის გამხდარი.
პალატა მიუთითებს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი, ხოლო მე-9 ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
პალატა მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ამავე ნორმის მე-8 ნაწილით, ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).
საქმეში წარმოდგენილი N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N 22-ე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი N---- ოქმის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნულ უბანზე ბათილად იქნა ცნობილი 16 ბიულეტენი, ხოლო კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ამონაწერის მიხედვით, დასტურდება, რომ სადავოდ გახდა მხოლოდ 4 ბათილი საარჩევნო ბიულეტენი. კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო 4 საარჩევნო ბიულეტენი იყო ბათილი, რასაც დაეთანხმა კომისიის თავჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები (სულ 12 ფიზიკური პირი), რაც დასტურდება, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმზე კომისიის თავჯდომარის, კომისიის მდივნის და კომისიის წევრების (სულ 12 ფიზიკური პირის) ხელმოწერით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ N22-ე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმს, თან არ ერთვოდა საარჩევნო კომისიის რომელიმე წევრის წერილობით გამოთქმული განსხვავებული აზრი. (N22-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, ასეთი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა).
საქმეში წარმოდგენილი N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის სხდომის ოქმი (N--) ამონაწერით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ რომ ა(ა)იპ ,,ს-------–-------–----------- ,,ა---–-------------–--ს" წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის საჩივრის (საოლქოში რეგ. N------) განხილვას ესწრებოდა კომისიის 12 წევრი. საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა: გადაითვალოს ბათილი ბიულეტენები და შემოწმების შედეგების შესაბამისად შესწორდეს შემაჯამებელი ოქმის ბათილი ბიულეტენების გრაფა. კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა ბათილი ბიულეტენების გახსნის საკითხი, ეყარა კენჭი, კენჭისყრის შედეგების მიხედვით: მომხრე - 5, წინააღმდეგი - 7 (საკითხის დადებითად გაწაყვეტისათვის საჭირო გახლდათ სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის თანხმობა - სულ 8 მომხრე), შესაბამისად, საოლქო კომისიამ მიიღო განკარგულება არ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის (საოლქოში რეგ. N------) საჩივრით დაყენებული მოთხოვნა.
პალატა მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-8 მუხლის მე-4 ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.
პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ა(ა)იპ ,,ს-------–-------–----------- ,,ა---–-------------–--ს" საჩივარს (საოლქოში რეგ. N------) სრულად არ ერთვოდა შესაბამისი მტკიცებულებები (ოთხივე ბათილი საარჩევნო ბიულეტენების ფოტოასლები), საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრაზე ბათილი ბიულეტენების გახსნის საკითხის დაყენება არის კანოშესაბამისი. ამასთან, კენჭისყრის შედეგების მიხედვით (8-ის ნაცვლად, 5 მომხრე და 7 წინააღმდეგი) N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბერს მიღებული N------- განკარგულება - ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–---ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის (საოლქოში რეგ. N------) საჩივრის არ დაკამყოფილების შეახებ არის კანონშესაბამისი. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
8.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–------------–--ს“ წარმომადგენლის ე-–--- ხ---–--ის 2018 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილ საჩივრს (ოლქში რეგ. N------), მტკიცებულების სახით თან დაერთო 22-ე საარჩევნო უბანზე გაცემული და ბათილად ცნობილი 4 ცალი საარჩევნო ბიულეტნის ფოტოასლი, (აღნიშნული ერთვის სარჩელს, და შესაგებელს). აღნიშნული ფოტოასლები, ხარისხობრივად გაუმჯობესებული, წარმოდგენილი იქნა სააპელაციო სასამართლოშიც.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ მტკიცებულების სახით წარდგენილი ოთხი საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლიდან ორი არის იდენტური, ხოლო ერთი საარჩევნო ბიულეტენი არ იკითხება . ამასთან: 1) ს.ფ. 56 და 57-ზე განთავსებული საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლების მიხედვით, ,, N-, N- , N-, N--, N-- " საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ რაიმე გრაფიკული აღნიშვნა არ ფიქსირდება; N- საპრეზიდენტო კანდიდატი შემოხაზულია (წრეწირის ფორმის რკალით) , ხოლო ,,N--, N--, N--, N--, N-3, N--, N--, N--, N,---, N--, N--, N--, N-0, N--, N-9, N--, N--, N--, N--, N--" საპრეზიდენტო კანდიდატები გადახაზულია (წრფის ფორმის ვერტიკალური ხაზით), ხოლო 2) ს.ფ. 55-ზე განთავსებული საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლის მიხედვით, N-, N-, N-, N--, N--, N--, N-3, N--, N--, N--, N--, N--, N--, N--, N-0, N--, N-9, N--, N--" საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ გაკეთებულია ნიშანი, +"; N- საპრეზიდენტო კანდიდატი შემოხაზულია (წრეწირის ფორმის რკალით) , ხოლო N--, N--, N--, N--, N-- საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ რაიმე გრაფიკული აღნიშვნა არ ფიქსირდება.
პალატის მოსაზრებით, ზემოთ მითითებული საარჩევნო ბიულეტენების - 3 (სამი) საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა, რადგან ფაქტობრივად სამ ბიულეტენზე ფიქსირდება ამომრჩევლის სამგვარი ნება; ერთი გრაფა შემოხაზულია, ზოგი გრაფა ღიადაა დატოვებული, ხოლო ზოგი გრაფა ან გადახაზულია, ან გადაშლილი; ამ კონკრეტულ ვითარებაში, ამომრჩევლის ნების ამ კონკრეტული გამოვლინებით, მართლაც შეუძლებელია მისი ნამდვილი ნების დადგენა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიულეტენები სწორად გაბათილდა. ამომრჩევლის მიერ განსხვავებული ფორმით ნების გამოვლენის შემთხვევაში, სასამართლოს შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიეღო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
10. პროცესის ხარჯები:
10.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლის თანახმად, აპელანტის ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს" მიერ სააპელაციო საჩივარზე არ ყოფილა წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ახალ საქართველოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე და 389-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ა---–-------------–--ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტს - ა(ა)იპ „ს-------–-------–----------- ახალ საქართველოს“ სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისროს 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გ------- გოგი-–---–ი -