განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118002464916
საქმე №2/ბ-896-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე): ა------- ა------------
წარმომადგენელი: ვ------- ლ------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ა--- ო---------
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 25 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა--- ო---------- (წარმომადგენელი ლ---- მ–-------), მოპასუხედ დაასახელა ა------- ა------------- და 2017 წლის 02 თებერვალს, მოპასუხესთან დადებული უძრავი ქონების-ქ. ბ----------------–---–--------------–----------------- ½ ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ნაწილში ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს ა------- ა-------------- (პ/ნ A--------) საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილს.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. ბ------–----------–---–-------------------ში, რომელიც რეგისტრირებული იყო დედის, აწ გარდაცვლილი ა-------- ო---------ს სახელზე. ა-------- ო---------ს გარდაცვალების (2011 წლის 22 მაისი) შემდეგ, როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებას, მასთან ერთად დაეუფლა მისი ძმა- ა---- ო---------.
მოპასუხე ა------- ა------------ არის მისი დეიდაშვილი, რომელმაც მოტყუებით, შეცდომაში შეყვანის გზით დაარწმუნა, რომ დედის დანაშთი ქონებიდან მის ძმას არაფერი ეკუთვნოდა, რის გამოც ფარულად მიმართა ნოტარიუსს და მიიღო სამკვიდრო მოწმობა დედის - ა-------- ო---------ს მთლიან დანაშთ ქონებაზე, ისე, რომ ნოტარიუსისათვის არ უცნობებია მისი ძმის არსებობის შესახებ.
ამის შემდეგ, 2017 წლის 03 თებერვალს, აღნიშნული ქონება თვალთმაქცურად გაასხვისა ა------- ა---------------, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ 1/2 წილს ქონებიდან უკან დაუბრუნებდა, ხოლო დანარჩენში გადაუხდიდა 15 000 აშშ დოლარს, თუმცა მოპასუხისაგან დღემდე არც თანხა და არც ქონება არ მიუღია.
ვინაიდან, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს მის საკუთრებაში რიცხული სადავო უძრავი ქონება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი არ გახდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, ა--- ო---------ს (პ/ნ 6----------) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ა------- ა------------- (პ/ნ A--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ----------------–---–--------------–-------------5, -ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
ა--- ო---------ს (პ/ნ 6----------) უარი ეთქვა ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში განცხადების დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 191-ე მუხლზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნების გათვალისწინებით, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შეიძლება გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება კერძოდ:
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ შესაძლოა გასხვისდეს სადავო ქონება, შემძენი კი იქნება კეთილსინდისიერი, რითაც შეუძლებელი გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ასეთ ვითარებაში, განცხადება აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას.
უზრუნველყოფის ღონისძიების შესაბამისობასთან მიმართებაში სასამართლომ აღნიშნა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ყადაღის დადება ქონებაზე, ისე გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ბ------–----------–---–------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა--- ო---------. ყადაღის დადების შემთხვევაში, მოპასუხეს ეკრძალება უძრავ ქონებაზე გარკვეული საყოფაცხოვრებო გარიგებების დადების უფლებაც, რაც ბუნებრივია ვერ განიხილება პროპორციულ და თანაზომიერი აკრძალვის დაწესებად.
ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, დაზღვეული უნდა იქნეს ის რისკები, რამაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს გადაწყვეტილების აღსრულებას ან გაართულოს მისი აღსრულება, ეს შესაძლებელია ქონების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვითაც.
ამდენად, მოპასუხეს უნდა აეკრძალოს მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო განმცხადებელს ყადაღის გამოყენებაზე უნდა ეთქვას უარი.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე ა------- ა------------ს წარმომადგენელმა ვ------- ლ------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან მის მარწმუნებელს ადგება ზიანი, რამდენადაც ვერ ახერხებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თავისი შეხედულებისამებრ გამოყენება-განკარგვას.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ან მომავალში წარმოსადგენი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდს რომ მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა.
კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელი ასეთი ვარაუდის საფუძველს არ იძლევა.
შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით, ა------- ა------------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების
ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა------- ა------------ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა--- ო---------ს წარმომადგენელმა ლ---- მ–-------მ, მოპასუხედ დაასახელა ა------- ა------------- და 2017 წლის 02 თებერვალს, მოპასუხესთან დადებული უძრავი ქონების-ქ. ბ----------------–---–--------------–----------------- ½ ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ნაწილის მის საკუთრებაში აღრიცხვა მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს ა------- ა-------------- (პ/ნ A--------) საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილს.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, ა--- ო---------ს (პ/ნ 6----------) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ა------- ა------------- (პ/ნ A--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ----------------–---–--------------–-------------5 -ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
ა--- ო---------ს (პ/ნ 6----------) უარი ეთქვა ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში განცხადების დაკმაყოფილებაზე.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა------- ა------------ს წარმომადგენელმა ვ------- ლ------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით, ა------- ა------------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს:
სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება, ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონ-–----------------------------------------------------------------- ჯავახიშვილის ქუჩა N-, რეგისტრირებულია ა------- ა------------ს საკუთრებაში. რეგისტრაციის საფუძველია 2017 წლის 02 თებერვლის ნასყიდობის ხელშკრულება.
სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ----------------–---–--------------–-------------5, -ის ½ ნაწილზე 2017 წლის 02 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც შეცდომითა და მოტყუებით დადებულის ბათილად ცნობა და ამ ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა.
პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნას, გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 72-ე და 81-ე მუხლები) და თუკი სარჩელში მითითებული ფაქტები დადასტურდება, შესაძლოა დაკმაყოფილდეს კიდეც.
ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების ½ ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ქონების მოსარჩელეს საკუთრებაში აღრიცხვა, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის იმ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა, რომლითაც ა------- ა------------- (პ/ნA--------) აეკრძალება, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ----------------–---–--------------–-------------5, -ის, მხოლოდ ½ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
შესაბამისად, საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა ასეთი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა-დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა ქ. ბ------–----------–---–--------, სახლი N-, ბინა N-- -ის, მხოლოდ ½ ნაწილზე, ხოლო პირველი ინსტანციის საასამართლომ მოპასუხის მიმართ შეზღუდვა დაადგინა მთელს უძრავ ქონებაზე, ადასტურებს, რომ დარღვეული იქნა სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 386-ე და 393.3 მუხლების თანახმად, ა--- ო---------ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ა--- ო---------ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ა------- ა------------- (პ/ნ A--------) უნდა აეკრძალოს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ----------------–---–--------------–----------------- მხოლოდ ½ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------- ა------------ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;
3. ა--- ო---------ს შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ა------- ა------------- (პ/ნ A--------) აეკრძალოს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ----------------–---–--------------–----------------- ½ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე