განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100118002432763
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002432763

საქმე №1ბ/803-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ს----------------ე

მსჯავრდებულის: ვ--–--------------–---–ის

მონაწილეობით,თბილისის დი--------------------------------–- პროკურატურის პროკურორის ი-–----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ვ--–------ დ------ს ძე ნ------–---–ის მიმართ (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-----------------------------------ში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, ვ--–--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.

ვ--–--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის აგვისტოს თვეში ვ--–--------------–---–ი იმყოფებოდა სტუმრად თავის თანასოფლელ მ--------------–---–თან საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ.თბილისი, დ------------------------–--------------------- სადაც ამ უკანასკნელისაგან შეიტყო, რომ იგი აპირებდა ,,ლონგვის“ ფირმის გამათბობელის გაყიდვას, რა დროსაც წარმოეშვა განზრახვა მოტყუებით დაუფლებოდა მ--------------–---–ის კუთვნილ ნივთს. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მოატყუა, რომ მის ნათესავს სურდა გამათბობელის ყიდვა და აღნიშნულ ნივთს მიჰყიდდა მას, ხოლო თანხას თვის ბოლოს მისცემდა. იმავე დღეს აღნიშნული გამათბობელი ჩააბარა ელიავას ბაზრობაზე, ხოლო მიღებული თანხა 50 ლარი მიისაკუთრა.

ვ--–--------------–---–მა ასევე იცოდა, რომ მ--------------–---–ი დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა კარ-ფანჯრების ხელოსან გ----------------სგან კუთვნილი თანხის 600 ლარის დაბრუნებას და ნდობის ბოროტად გამოყენებით, აღნიშნული თანხის დაბრუნებაში დაპირდა დახმარებას. ამ მიზნით, სექტემბრის თვეში

ვ--–--------------–---–ი შეხვდა გ----------------ს, რომელსაც გამოართვა 600 ლარი, ვითომდა მ--------------–---–ისათვის გადასაცემად, საიდანაც მას მხოლოდ 150 ლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი 450 ლარი მიისაკუთრა.

ამავე პერიოდში, ვ--–------ ნ------–---–მა იცოდა, რომ თე--------------–----, რომელიც მ--------------–---–ის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, მისთვის უნდა დაებრუნებინა თანხა 70 ლარის ოდენობით. ვ--–--------------–---–მა განიზრახა მ--------------–---–ის კუთვნილი თანხის მისაკუთრება და ნდობის ბოროტად გამოყენებით თ-------------–--ეს გამოართვა აღნიშნული თანხა, ვითომდა მ--------------–---–ისათვის გადასაცემად, რომელიც მიისაკუთრა.

აღნიშნული ქმედებით მ--------------–---–ს მიადგა 570 (ხუთას სამოცდაათი)ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის დი--------------------------------–- პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ი-–----------მ, რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა და ითხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ--–--------------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: თ-------------–--ის, გ----------------ს, გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ვ--–--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით და საქმეზე წარმოდეგნილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ვ--–--------------–---–ისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ამასთან, პალატა სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა წარმოადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები იმის თაობაზე, რომ მის მიერ 2018 წლის 23, 25 და 26 ოქტომბერს, მიყენებული ზიანის ანაზრაურების მიზნით, დაზარალებულის დედის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა ფულადი თანხა 300(სამასი)ლარის ოდენობით და ასევე, გამოთქვა მზადყოფნა, რომ დარჩენილ თანხას სრულად დაფარავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.თბილისის დი--------------------------------–- პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ი-–----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ვ--–--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ--–--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია;

5.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

6.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი